“შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2022 13:39

,,როშ ჯორჯიამ“ ადრეული ფილტვის კიბოს მართვის მთავარ საკითხებზე კონფერენცია გამართა.

შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია  ადრეულიფილტვისკიბოსმულტიდისციპლინურიმართვისსაკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს მიეძღვნა.

მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“  საზოგადოებას  ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას სთავაზობს, პრეპარატის, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ადრეული ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა.

სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადებების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს, არ იწვევს სიმსივნური უჯრედების პარალელურად ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას. რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელი გახდა,“ - ითქვა კონფერენციაზე.

როშის სიმსივნის საწინააღმდებო იმუნოთერაპიულმა პრეპარატმა  ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას. 

,,კომანია როშის უმთავრეს მიზანს ონკოლოგიაში წარმოადგენს პერსონალიზებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობა, რაც ნიშნავს სწორი პაციენტისთვის სწორ მკურნალობას სწორ დროს. პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომები და მედიკამენტები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. დღეს წარმოგიდგენთ პირველ და ამ ეტაპზე ერთადერთ სიმსივნის იმუნოთერაპიულ პრეპარატს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების ალბათობას ადრეული ფილტვის კიბოს ოპერაციის შემდგომი  მკურნალობის დროს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვცვლით წარმოდგენას ფილტვის კიბოს მკურნალობაზე და ფილტვის კიბოს მკურნალობის მიზანი უნდა იყოს განკურნება, - განმარტა ,,როშ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორმა, ნინო განუგრავამ.

გამართული კონფერენციის მთავარი მიზანი მოწვეული საზოგადოებისთვის  ფილტვის კიბოს მკურნალობაში ახალი მიდგომების დანერგვის გაცნობა იყო. კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია.

ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. ვერაგ დაავადებას, გამორჩეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოხატულებები არ აქვს და იმ სიმპტომებით ვლინდება, რომლებიც ფილტვის ანთებით, ავტოიმუნურ ან ტუბერკულოზურ პროცესებსაც შეიძლება ახლდეს თან. ჩვენებები შესაძლოა მოიცავდეს: ხველას, სისხლიან ნახველს, სუნთქვის უკმარისობას, ტკივილს გულმკერდის არეში, ხმის ჩახლეჩას, წონის უეცარ კლებას, ძვლებისა და თავის ტკივილს.ზოგადი კლინიკური მანიფესტაციის გამო, ხშირად სხვა დაავადებების დიაგნოზით მკურნალობენ. შედეგად, ფილტვის კიბოს გამოვლენა პაციენტთა 60%-70% -ში არა ადრეულ სტადიაზე, არამედ მაშინ ხდება, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული. არადა დროულ დიაგნოსტირებასა და პროფესიონალთა გუნდთან მოხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.სწორედ, სკრინინგის მნიშვნელობასა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე ვასუბრობთ დღე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს რომ მართლაც შევცვალოთ წარმოდგენები ფიტლვის კიბოზე და მკურნალობის მიზანი გახდეს განკურნება,“ - გამარტავს ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით გიორგაძე.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ონკოლოგმა  ივანე კილაძე, კოლეგებსა და დამსწრე საზოგადოებას  ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, გამოწვევები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო, ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ სტატსტიკასა და დაავადების სიმძიმეზე.

,,იმუნოთერაპიამ ძალიამ ბევრი რამ შეცვალა ფილტვის კიბოს მკურნალობაში, კერძოდ, მეტასტაზური ფილტვის კიბოს დროს გადარჩენადობა გასული საუკუნის დასაწყისში თუ 4-5% იყო,  დღესდღეობით ეს რიცხვი 25-30%- მდე გაიზარდა. უფრო შთამბეჭდავია შედეგები მესამე სტადიის, ანუ ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბოს და ადრეული ფილტვის კიბოს დროს. თუკი ძველად ამაზე საუბარი წარმოუდგენელი იყო დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ ადრეული ფილტვის კიბოს განკურნებაზეც  კი,“ -  აღნიშნა ივანე კილაძემ.

კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ  მოწვეული საერთაშორისო სპიკერებიც. დაავადების სიმძიმეზე, 21-ე საუკუნის გამოწვევებსა და დამაიმედებლ პროგნოზე ისაუბრეს  ასოცირებულმა პროფესორმაპოლონეთიდან, ტომას მარჟანსკიმ და რომის დედოფალი ელენას სახელობის კიბოს ნაციონალური ინსტიუტის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფედერიკო კაპუზომ.კონფერენციის დასასრულს კი გაიმართა პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგ, ამირან მათითაშივილის ფასილიტატორობით.

წაკითხულია 183 ჯერ

Related items

  • „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“

    შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია  ადრეულიფილტვისკიბოსმულტიდისციპლინურიმართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს მიეძღვნა.

    მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“  საზოგადოებას სთავაზობს სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას უკვე ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში. ატეზოლიზუმაბი გახდა პირველი იმუნოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა და  სიცოცხლის გახანგრძლივება ცხოვრების კარგი ხარისხის შენარჩუნებით უკვე რეალობად იქცა.

    ,,კომპანია როშის უმთავრეს მიზანს ონკოლოგიაში პერსონალიზებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც ნიშნავს პაციენტისთვის სწორ დროს სწორ მკურნალობას. პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომები და მედიკამენტები  საქართველოშიც ხელმისაწვდომია. დღეს წარმოგიდგინეთ პირველ და ამ ეტაპზე ერთადერთ იმუნოთერაპიულ პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების ალბათობას. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვცვლით წარმოდგენას ფილტვის კიბოს მკურნალობაზე, რომლის მიზანი უნდა იყოს განკურნება. როში არის პირველი კომპანია რომლის იმუნოთერაპიულმა საშუალებამ ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივირების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას, - განმარტა ,,როშ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორმა, ნინო განუგრავამ. 

    კონფერენციაზე, რომელზეც  მოწვეულები იყვნენ  ექემი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია განიხილეს  თემები, როგორიცაა:  

    • ფილტვისკიბოსაქართველოში(ი. კილაძე - ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ი.კილაძე)
    • ადრეულიარაწვრილუჯრედოვანიფილტვისკიბოს (eNSCLC)პერიოპერაციულიიმუნოთერაპია - რთულიგამოწვევათუგანვითარებადიმკურნალობისახალისტანდარტი? (ტ. მარჟანსკი - პროფესორი, თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი)
    • ადიუვანტურითერაპიაარაწვრილუჯრედოვანიფილტვისკიბოსსრულირეზექციისმქონეპაციენტებში(ფ. კაპუზო, ონკოლოგი, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, დედოფალი ელენას სახელობისკიბოს ნაციონალური ინსტიტუტი)

    ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც მოითხოვს თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებულ პერსონალიზებულ მიდგომას. "აუცილებელია ფილტვის კიბოსთვის დამახასიათებელი იმ სპეციფიური ბიომარკერების განსაზღვრა, რომლებიც განაპირობებენ და ხელს უწყობენ სიმსივნური პროცესის მიმდინარეობას და პროგრესირებას.

    პერსონალიზებული მედიცინა ახალი სიტყვაა ონკოლოგიაში. იგი მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდს: კომპლექსური გენომური პროფილირებას (CGP). ამ მეთოდით შესაძლებელია თითოეულ პაციენტში მისთვის უნიკალური მუტაციებისა და ბიომარკერების განსაზღვრა. „აღმოჩენილი მუტაციებისა და ბიომარკერების ხარჯზე შესაძლებლობა გვაქვს პაციენტს შევურჩიოთ ინდივიდუალური და მასზე მორგებული სამკურნალო სქემა. ინდივიდუალური სამკურნალობა სქემა გვაძლევს დაავადების მკურნალობის მეტად ეფექტურ გამოსავალს,“ - ითქვა კონფენრეციაზე. 

    დასასრულს გაიმართა, პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგის ამიკო მათითაშვილის ფასილიტატორობით.

    დამატებითი ინფორმაცია:

    როგორ ებრძვის იმუნური სისტემა სიმსივნეს  და რა სახეობის მკურნალობას მოიცავს

    იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლისთვის გამოყენება. 1890-იან წლებში, ნიუ იორკში დამკვიდრებულმა ქირურგმა უილიამ კოლიმ კიბოს განკურნებისთვის პაციენტებში ბაქტერიების შეყვანა დაიწო . „კოლის ტოქსინები“, როგორც მათ ახლა ეწოდებათ, გვაწვდიან ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებას, რომ იმუნური სისტემის სტიმულაციით, სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში მცირდება ან ქრება. 

    უკანასკნელ პერიოდში, თანამედროვე სიმსივნის  საწინააღმდეგო სამკურნალო მიდგომები უფრო მეტად ფოკუსირდება იმ გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც იწვევენ სიმსივნის ანომალურ განვითარებას.   ნამდვილი ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც სიმსივნის ზედაპირზე აღმოაჩინეს იმუნური სისტემის აქტიურობის დამთრგუნველი , ე.წ.  „ ჩექფოინთ  (საკონტროლო წერტილები) ინჰიბიტორები. მათ მიეკუთვნება: PD-1, PD-L1, CTLA-4, რომლებიც თრგუნავენ იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედების - T ლიმფოციტების აქტიურობას.  ეს ბიომარკერები ნორმალურ უჯრედებზეც (მათ შორის იმუნურზეც)  არის გამოხატული  ზომიერი ექსპრესიით. ისინი  პრევენციას უწევენ იმუნური სისტემის თვით-აქტივაციასა  და აუტოიმუნური პროცესების განვითარებას. სიმსივნის წარმოქმნის შემთხვევაში კი, „ჩექფოინთ“ მარკერების ზედმეტად გაძლიერებული ექსპრესია, უკვე, ამუხრუჭებს იმუნური უჯრედების  აქტიურობას და, შედეგად,  იმუნური სისტემა დეაქტივირებულია.

     დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის   სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატები -  ე.წ. „ჩექფოინთ“ ინჰიბიტორები: ანტი-CTLA-4, ანტი-PD1 და ანტი-PD-L1.  მათი  მოქმედების მექნიზმი მოიცავს  სიმსივნური უჯრედის ინჰიბიტორულ მარკერსა და იმუნურ უჯრედს შორის კავშირის დარღვევას და  იმუნური  უჯრედების  რეაქტივაციით სიმსივნური უჯრედის განადგურებას.

    როგორ მუშაობს სიმსივნის იმუნოთერაპია?

    ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციაა დაიცვას ორგანიზმი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ზოგიერთ სიმსივნურ წარმონაქმნს აქვს უნარი გახდეს შეუმჩნეველი იმუნური სისტემისათვის. სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ფილტვის კიბოს მკურნალობაში უკანსკნელ პერიოდში აქტიურად და წარმატებით გამოიყენება სიმსივნის იმუნოთერაპია. კიბოს უჯრედების ამოკვეთის შემდეგაც კი შესაძლებელია განმეორდეს მათი წარმოქმნა, ხოლო ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიით მკურნალობა სიმსივნური უჯრედების გარდა პარალელურად ანადგურებს ჯანმრთელი უჯრედების ნაწილსაც და აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ხოლო სიმსივნის იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს. რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ, დღეს შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

  • „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“

    26 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია ადრეული ფილტვის კიბოს მულტიდისციპლინური მართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს ეძღვნება.

    მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“ საზოგადოებას სთავაზობს სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას უკვე ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში. ატეზოლიზუმაბი გახდა პირველი იმუნოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა და სიცოცხლის გახანგრძლივება ცხოვრების კარგი ხარისხის შენარჩუნებით უკვე რეალობად იქცა.

    „ონკოლოგიაში ჩვენი უმთავრესი მიზანი პერსონალიზირებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს სწორი პაციენტის სწორ მკურნალობას სწორ დროს. დღეს პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მეთოდები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ფილტვის კიბო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამედიცინო საზოგადოებისათვის. დაავადების იმუნოთერაპიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ფილტვის კიბოს მკურნალობის სტანდარტი. როში არის პირველი კომპანია რომლის იმუნოთერაპიულმა საშუალებამ ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივირების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას,“ - განმარტავს „როს ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი.

    კონფერენციაზე, რომელზეც მოწვეულები არიან ექემი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია განიხილება თემები, როგორიცაა:
    ფილტვის კიბო საქართველოში (ი. კილაძე - ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ი.კილაძე)
    • ადრეული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (eNSCLC) პერიოპერაციული იმუნოთერაპია - რთული გამოწვევა თუ განვითარებადი მკურნალობის ახალი სტანდარტი? (ტ. მარჟანსკი - პროფესორი, თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი)
    • ადიუვანტური თერაპია არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სრული რეზექციის მქონე პაციენტებში (ფ. კაპუზო, ონკოლოგი, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, დედოფალი ელენას სახელობისკიბოს ნაციონალური ინსტიტუტი)

    დასასრულს გაიმართება, პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიი მათითაშვილის ფასილიტატორობით.

    დამატებითი ინფორმაცია:

    როგორ ებრძვის იმუნური სისტემა სიმსივნეს და რა სახეობის მკურნალობას მოიცავს
    იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლისთვის გამოყენება. 1890-იან წლებში, ნიუ იორკში დამკვიდრებულმა ქირურგმა უილიამ კოლიმ კიბოს განკურნებისთვის პაციენტებში ბაქტერიების შეყვანა დაიწო . „კოლის ტოქსინები“, როგორც მათ ახლა ეწოდებათ, გვაწვდიან ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებას, რომ იმუნური სისტემის სტიმულაციით, სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში მცირდება ან ქრება.
    უკანასკნელ პერიოდში, თანამედროვე სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო მიდგომები უფრო მეტად ფოკუსირდება იმ გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც იწვევენ სიმსივნის ანომალურ განვითარებას. ნამდვილი ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც სიმსივნის ზედაპირზე აღმოაჩინეს იმუნური სისტემის აქტიურობის დამთრგუნველი , ე.წ. „ ჩექფოინთ (საკონტროლო წერტილები) ინჰიბიტორები. მათ მიეკუთვნება: PD-1, PD-L1, CTLA-4, რომლებიც თრგუნავენ იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედების - T ლიმფოციტების აქტიურობას. ეს ბიომარკერები ნორმალურ უჯრედებზეც (მათ შორის იმუნურზეც) არის გამოხატული ზომიერი ექსპრესიით. ისინი პრევენციას უწევენ იმუნური სისტემის თვით-აქტივაციასა და აუტოიმუნური პროცესების განვითარებას. სიმსივნის წარმოქმნის შემთხვევაში კი, „ჩექფოინთ“ მარკერების ზედმეტად გაძლიერებული ექსპრესია, უკვე, ამუხრუჭებს იმუნური უჯრედების აქტიურობას და, შედეგად, იმუნური სისტემა დეაქტივირებულია.
    დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატები - ე.წ. „ჩექფოინთ“ ინჰიბიტორები: ანტი-CTLA-4, ანტი-PD1 და ანტი-PD-L1. მათი მოქმედების მექნიზმი მოიცავს სიმსივნური უჯრედის ინჰიბიტორულ მარკერსა და იმუნურ უჯრედს შორის კავშირის დარღვევას და იმუნური უჯრედების რეაქტივაციით სიმსივნური უჯრედის განადგურებას.
    როგორ მუშაობს სიმსივნის იმუნოთერაპია?
    ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციაა დაიცვას ორგანიზმი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ზოგიერთ სიმსივნურ წარმონაქმნს აქვს უნარი გახდეს შეუმჩნეველი იმუნური სისტემისათვის. სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ფილტვის კიბოს მკურნალობაში უკანსკნელ პერიოდში აქტიურად და წარმატებით გამოიყენება სიმსივნის იმუნოთერაპია. კიბოს უჯრედების ამოკვეთის შემდეგაც კი შესაძლებელია განმეორდეს მათი წარმოქმნა, ხოლო ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიით მკურნალობა სიმსივნური უჯრედების გარდა პარალელურად ანადგურებს ჯანმრთელი უჯრედების ნაწილსაც და აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ხოლო სიმსივნის იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს. რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ, დღეს შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

  • ფილტვის კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის!

    ბრონქულ-ფილტვის სისტემის ავთვისებიანი ნეოპლაზმები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა მთელს მსოფლიოში. დღეისათვის, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით, პაციენტებს, მათ შორის დაავადების მოწინავე სტადიის მქონეებსაც კი, აქვთ გამოჯანმრთელების შანსი.
    ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ახლახანს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ერთგვარი სისხლის ტესტი, რომელსაც ეწოდება მეტაბოლიტები და რომელიც მუშაობს პაციენტის სისხლში ქიმიკატების გაზომვით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში ტესტი იყენებს მაგნიტურ ველებს და რადიოტალღებს სისხლში მეტაბოლიტების გასაზომად, კიბოს არსებობა და მისი გავრცელება, ადვილად შეიძლება გავიგოთ. მკვლევარებმა განმარტეს, რომ ტესტს შეუძლია აღმოაჩინოს კიბოს რამდენიმე სახეობა და დაადგინოს მისი არსებობა არასპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტებშიც კი. მეცნიერები ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ტესტი სწრაფი და იაფია, ის აღმოფხვრის კიბოს ადრეული დიაგნოზის დასმის დაბრკოლებებს.
    სამწუხაროდ, ფილტვის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. გასულ წლებში ამ დაავადებით 9,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ყოველ წელიწადს კი მილიონობით ადამიანს უსვამენ ფილტვის კიბოს დიაგნოზს. მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ აღნიშნული დაავადება არ ექვემდებარება მკურნალობას და ფილტვის კიბოს პრევენცია წარმატებით ხორციელდება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. 
    როგორც ჩვენთან საუბარში ამ დარგის ერთ-ერთმა სპეციალისტმა ელენე გოგუამ (კლინიკური ონკოლოგი, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი) აღნიშნა, ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც მოითხოვს თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებულ პერსონალიზებულ მიდგომას. "აუცილებელია ფილტვის კიბოსთვის დამახასიათებელი იმ სპეციფიური ბიომარკერების განსაზღვრა, რომლებიც განაპირობებენ და ხელს უწყობენ სიმსივნური პროცესის მიმდინარეობას და პროგრესირებას", - ხაზი გაუსვა ე. გოგუამ.

    სიგარეტის კოლოფზე ამოტვიფრულ ტრაფარეტულ წარწერას ”მოწევა კლავს”, უკვე ბევრმა მწეველმა შეაჩვია თვალი. თუმცა, მოქმედებს თუ არა საქართველოში მსგავსი წარწერები მწეველებზე, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. თუმცა პასუხი იმაზე, თუ რა იწვევს ფილტვის კიბოს, დიდი ხანია ნათელია. ავთვისებიანი სიმსივნის მიზეზი, 80% -ით თამბაქო და მისი მოხმარებაა.

    საქართველოში დაახლოებით 33 ათასი ადამიანი ავთვისებიანი სიმსივნით არის დაავადებული. ონკოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ამ ციფრს ყოველწლიურად დაახლოებით 7 ათასი ახალი შემთხვევა ემატება. 
    ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნე მამაკაცებში ფილტვის კიბოა, ქალებში კი – ძუძუს კიბო და რეპროდუქციული ორგანოების. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ მამაკაცთა 24%-ს ფილტვის კიბო აქვს. ქალების შემთხვევაში კი სიმსივნის 39% ძუძუს კიბოზე მოდის.
    დამატებით, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს მყარი საწვავის გამოყენების შედეგად ჰაერის დაბინძურება არასრული წვის პროდუქტებით. ამ სახის საწვავის გამოყენება მეტწილად სოფლის მოსახლეობას უქმნის პრობლემას, სადაც ის გათბობის და საჭმლის მომზადების მიზნით ფართოდ გამოიყენება. ექსპერტთა შეფასებით, ამ ფაქტორთან ასოცირებულია ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის თითქმის 2%-ს შეადგენს.

    კიბოს დაავადების პრევენცია
    ფილტვის კიბოს პირველადი პრევენცია აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ჯანმრთელობის ხელშეწყობას და პრევენციულ პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებულია მართვად რისკის ფაქტორებზე და დაკავშირებულია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასთან, თამბაქოს კონტროლთან, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ფორმირებასთან. 

    თამარ ესაკია (კლინიკური ონკოლოგი, თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი) მიიჩნევს, რომ პერსონალიზებული მედიცინა ახალი სიტყვაა ონკოლოგიაში. იგი მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდს: კომპლექსური გენომური პროფილირებას (CGP). ამ მეთოდით შესაძლებელია თითოეულ პაციენტში მისთვის უნიკალური მუტაციებისა და ბიომარკერების განსაზღვრა. „აღმოჩენილი მუტაციებისა და ბიომარკერების ხარჯზე შესაძლებლობა გვაქვს პაციენტს შევურჩიოთ ინდივიდუალური და მასზე მორგებული სამკურნალო სქემა. ინდივიდუალური სამკურნალობა სქემა გვაძლევს დაავადების მკურნალობის მეტად ეფექტურ გამოსავალს“, - დასძინა თ. ესაკიამ. 

    გარემოსა და სამუშაო ადგილებზე არსებული ზოგიერთი ნივთიერება და მაიონიზებელი გამოსხივება ასოცირებულია ონკოლოგიურ დაავადებათა ეტიოლოგიასთან. ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით განპირობებული რისკის ხარისხი დამოკიდებულია ექსპოზიციის დონესა და ხანგრძლივობაზე. რისკს ასევე განსაზღვრავს ასაკი, სქესი და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა. ჰაერში, წყალსა და ნიადაგში არსებულ ქიმიურ კანცეროგენებს ონკოლოგიურ დაავადებათა 1-4% უკავშირდება. ცნობილია 40-ზე მეტი აგენტი, ნივთიერება და ექსპოზიციური ფაქტორი, რომლებსაც პროფესიულ კანცეროგენებად მიიჩნევენ. პროფესიული კანცეროგენები მიზეზობრივად დაკავშირებულია ფილტვის, ხორხის, ცხვირ-ხახის, კანის, შარდის ბუშტის ონკოლოგიურ დაავადებებთან და ლეიკემიასთან. ფილტვის კიბოს შემთხვევათა 10% და ლეიკემიის შემთხვევათა 2% სავარაუდოდ დაკავშირებულია პროფესიულ ფაქტორებთან.

    დადასტურებულია, რომ ონკოლოგიურ სნეულებათა სულ ცოტა ერთი მესამედის თავიდან აცილება შესაძლებელია მავნე ჩვევების შეცვლის გზით. ქცევის შეცვლა ადამიანთა ნებაზეა დამოკიდებული, ის არც რთულ და არც ძვირადღირებულ ინტერვენციას წარმოადგენს, საჭიროებს საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას და საზოგადოებრივ ჩართულობას. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მნიშვნელოვანი ფაქტორია კიბოს ინციდენტობის შემცირების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს თამბაქოს მოხმარების ელიმინაციას, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შეზღუდვას, ჯანსაღ კვებას, ფიზიკური აქტივობის გაზრდას, წონის კონტროლს და ა.შ.

    აქვე ელენე გოგუა აცხადებს, რომ დაავადების ადრეული გამოვლინება და მკურნალობა განაპირობებს მის კეთილსაიმედო გამოსავალს. მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს სკრინინგი, რომელიც გვეხმარება დაავადების ადრეულ გამოვლინებაში. დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია (LDCT) გამოიყენება ფილტვის კიბოს სკრინინგითვის. მისთვის სწორად უნდა მოხდეს მაღალი რისკის მიზნობრივი პოპულაციის შერჩევა. „საერთაშორისო კვლევების მონაცემებით, (აშშ, ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყანა) და ასევე ონკოლოგიური დაავადებების ამერიკული გაიდლაინის მიხედვით (NCCN) , დადგენილია რომ სკრინინგი 20%-ით ამცირებს ფილტვის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილობას“, - აღნიშნა მან.

    ფილტვის კიბო არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაცაა
    ონკოლოგიური დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსგავსი დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში აღრიცხულია დაახლოებით 40 ათასამდე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი.

    ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამები:

    - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა
    - რეფერალური მომსახურება
    - დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
    - ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება
    - ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა
    - ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამები

    აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვნად იზრდება არაქირურგიული მკურნალობისათვის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა. კერძოდ, ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და მედიკამენტებისათვის პროგრამით გათვალისწინებული წლიური ლიმიტი 8 000 ლარით არის გაზრდილი.
    ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების ანალიზი აჩვენებს, რომ მოქალაქეებისათვის მსგავსი დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობის ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების ძირითად ნაწილს უზრუნველყოფს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილი და ანაზღაურებული თანხების ციფრები აჩვენებს, რომ პროგრამა 100%-იანი თანაგადახდის პირობებშიც ვერ უზრუნველყოფს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ონკოლოგიური მკურნალობის მინიმალური სამედიცინო საჭიროებების სრულფასოვან დაფინანსებას.
    ონკოლოგიური მკურნალობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების მიღმა დარჩენილი, საჭირო რესურსების გარკვეულ დაფინანსებას უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები. თუმცა, მათი შეზღუდული ბიუჯეტის გათვალისწინებით ხშირ შემთხევაში დაფინანსების პროცენტი მინიმალურია. ამასთან, პროგრამის მართვის სპეციფიკა, დაფინანსების გაცემის არაერთგვაროვანი პრაქტიკა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად ზრდის დაფინანსების არასამართლიანი გადანაწილების რისკებს. ასევე, ცალკეული პროგრამების დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განსხვავებული შესაძლებლობები ეძლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებელ მოსახლეობას. მაგალითად, მუნიციპალური ბიუჯეტში გათვალისწინებული განსხვავებული პროგრამები, ამბოლატორიულ პალიატიური მზრუნველობის პროგრამით შეზღუდული რეგიონები და სხვა.


    ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა მნიშვნელოვან ფინანსურ და სოციალურ რესურსს მოითხოვს, რომელიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება და მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთს. ქვეყანაში არსებული ეკონომიური მდგომარეობის, მათ შორის პანდემიის შედეგად არსებული მოლოდინების, გათვალისწინებით არსებობს მნიშნელოვანი საფრთხე არსებული მოდელით დაფინანსების ან/და ონკოლოგიური მკურნალობის არსებული ხარისხის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით სახელმწიფო დაფინანსების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. მათ შორის მიზანშეწონილია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიწყოს მსჯელობა საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებებზე სავალდებულო დაზღვევის სიტემის დანერგვის შესახებ.
    და ბოლოს, ონკოლოგიური დაავადებების ხარისხიანი მკურნალობის შესაძლებლობა მაღალი და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში განსხვავებულია, რაც უმეტესწილად თანამედროვე მეთოდებით და ტექნოლოგიით მკურნალობის არათანაბარი ხელმისაწვდომობით არის განპირობებული. რაღა თქმა უნდა, საქართველოში ონკოლოგიური მკურნალობის ხარისხის შეფასება ცალკე, საფუძვლიან და დამატებით კვლევას საჭიროებს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • მედიაკონკურსი თემაზე „ფილტვის კიბოზე პერსონალიზებული გამარჯვება“

    ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართება მედიაკონკურსი თემაზე: „პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბოზე“, რომლის მიზანს დაავადებისა და პერსონალიზებული მედიცინის   შესახებ საზოგადოების ცნობადობის გაზრდა და  ინფორმირებულობა წარმოადგენს, კერძოდ, საზოგადოებას მიეწოდოს უფრომეტიინფორმაცია  ფილტვისკიბოსრისკების, მისი წარმოშობის, დიაგნოსტიკისა  და მკურნალობაში პერსონალიზებული მიდგომის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაავადებაზე გამარჯვების შანსს.

    კონკურსის ფარგლებში  დაჯილდოვდება 6 გამარჯვებული 3 სხვადასხვა კატეგორიაში:

    I პრემია - 2000 ლარი (1 ადგილი)

    II პრემია - 1000 ლარი (2 ადგილი)

     III პრემია - 500 ლარი (3 ადგილი)

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს. დაინტერესებულმა პირებმა 28 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ მედიასაშუალებაში უკვე მოხვედრილი ნამუშევარი  (საგაზეთო პუბლიკაცია, ონლაინ სტატია,  სიუჟეტი, ტელე ან რადიო გადაცემაში სტუმრობა და აშ)  კომპანია "ჯეპრაში" ელექტრონული ფოსტით (JLIB_HTML_CLOAKING ) ან ადგილზე მიტანით (მ.ალექსიძის #1, ტელ: 577 24 40 85). გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება მარტის პირველ ნახევარში. ნამუშევრების მიღება დაწყებულია 6 დეკემბერიდან.

    „პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბოზე“ -მედია კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და მის ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფს შემდეგი წევრებისგან შემდგარი ჟიური:  

    ნათია კუპრაშვილი,  ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ხელმძღვანელი

    თინათინ სამყურაშვილი, კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი

    თამარ ესაკია , კლინიკური ონკოლოგი

    ანა მაზანაშვილი, კავკასიის ონკოსაზოგადოების H.O.P.E. დამფუძნებელი

    მაკა ასათიანი, „როშ ჯორჯიას“ დირექტორი.

    კონკურსის დროს წარმოდგენილი მასალის განხილვისას, ჟიურის წევრები იხელმძღვანელებენ შემდეგი სახის კრიტერიუმებით:

    1. ჟურნალისტური ოსტატობა (ორიგინალური ტექსტი/ვიდეო, კრეატიული გადაწყვეტა, გზავნილების გასაგებად წარმოდგენა) - მაქსიმუმ 10 ქულა
    2. კონკურსის ფარგლებში მომზადებული მედია მასალების რაოდენობა და გამოქვეყნების სიხშირე - მაქსიმუმ 5 ქულა
    3. კონკურსის თემასთან  („პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბოზე“) შესაბამისობა - მაქსიმუმ 10 ქულა

    -         მნიშვნელოვანი სიახლეები ფილტვის კიბოს უახლოეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში

    -         ფილტვის კიბოს მკურნალობის პერსონალიზებული მიდგომის წარმოჩენა

    -         ფილტვის კიბოს ადექვატური მკურნალობა და მისი მართვა

    -         სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილებების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებებზე მიმართული მკურნალობის შერჩევა

    -         დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება

    ძირითადი გამოწვევები:

    -         დაავადების გარშემო ჩამოყალიბებულია სტიგმა - პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს უჭირთ ღიად საუბარი

    -         დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დაბალია, რაც უარყოფითად აისახება სტატისტიკაზე

    -         დაავადების აღმოჩენა ძირითადად გვიან სტადიაზე ხდება - დროული დიაგნოსტიკის კულტურა დანერგილი და მისი აღმოჩენა ძირითადად გვიან სტადიაზე ხდება

    -         დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან ძვირია - სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაპამდე არ არის შესაბამისი მზაობა

    ზოგადი ინფორმაცია დაავადების შესახებ

    ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და უტოლდება  ძუძუს, კოლორექტული და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად  მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი.  

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია,  დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს.

    ფილტვის კიბო 2 ძირითად ტიპად იყოფა: არაწვრილუჯრედოვანი (NSCLC) და წვრილუჯრედოვანი (SCLC). არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული ფორმაა და პაციენტების 70-80%-ში ვლინდება, ის ნაკლებად აგრესიული ხასიათით გამოირჩევა, წვრილუჯრედოვანი უფრო აგრესიული, იშვიათი ფორმაა და პაციენტების მხოლოდ 20-30%-ში გვხვდება.

     

    მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა და მართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

     

  • ნოემბერი პერსონალიზებული მედიცინისა და ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა პერსონალიზებული მედიცინა - რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში

    18 ნოემბერს სტარტი აიღო ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიამ, რომლის მიზანს ფილტვის კიბოსა და პერსონალიზებული მედიცინის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება წარმოადგენს.
    მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერი პერსონალიზებული მედიცინისა და ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით უერთდება. აქტივობის მიზანია, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ფილტვის კიბოს რისკების, მისი წარმოშობის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობაში პერსონალიზებული მიდგომის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაავადებაზე გამარჯვების შანსს.
    კამპანიის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრის H.O.P.E დამფუძნებელმა, პაცინეტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია კერესელიძემ და თოდუას კლინიკის კლინიკურმა ონკოლოგმა თამარ ესაკიამ.

    „ფილტვის კიბო წლების განმავლობაში დაუმარცხებელ ონკოლოგიურ დაავადებად ითვლებოდა, თუმცა დღეს ამ დაავადების მიმართ პერსონალიზებული სამკურნალო მიდგომების გამოყენებით, ფილტვის კიბო განაჩენი აღარ არის. პერსონალიზებული მკურნალობის გამოყენებას თან სდევს ნაკლები გვერდითი მოვლენა, იგი უზრუნველყოფს არასაჭირო მკურნალობის თავიდან არიდებას და უფრო სწრაფ წვდომას მკურნალობის ახალ და ეფექტურ მეთოდებზე. ეს ყველაფერი არა მხოლოდ კიბოს მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, არამედ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც. ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი შესაძლებლობები ძლიერი იარაღია ონკოლოგებისა და პაციენტებისათვის. ისინი საშუალებას იძლევიან შეიცვალოს დამოკიდებულება დაავადების მიმართ - ფილტვის კიბო აღარ არის სტიგმა და მისი დამარცხება შესაძლებელია,” - განმარტა თოდუას კლინიკის კლინიკურმა ონკოლოგმა თამარ ესაკიამ. 

    კამპანიის ფრგლებში მოწვეულები არიან ექიმი ონკოლოგები, რომლებიც საზოგადეობას გააცნობენ ფილტვის კიბოს პერსონალიზებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მნიშვნელობას, კონკრეტულად რას გულისხმობს ონკოლოგიური დაავადებების პერსონალიზებული მიდგომა, დაავადების რისკ-ფაქტორებსა და დღეს არსებულ სტატისტიკაზე.
    კამპანიის მხარდამჭერები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯია“, სამედიცინო პლატფორმა „მედრუმი“ და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“.
    პერსონალიზებული მედიცინა არის ახალი, რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში, რომელიც პაციენტს სთავაზობს კონკრეტულად მასზე მორგებულ ინდივიდუალური მკურნალობისა და თერაპიის გეგმას.

    მოკლე ინფორმაცია დაავადების შესახებ
    ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და უტოლდება ძუძუს, კოლორექტული და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი.
    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია, დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს.
    ფილტვის კიბო 2 ძირითად ტიპად იყოფა: არაწვრილუჯრედოვანი (NSCLC) და წვრილუჯრედოვანი (SCLC). არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული ფორმაა და პაციენტების 70-80%-ში ვლინდება, ის ნაკლებად აგრესიული ხასიათით გამოირჩევა, წვრილუჯრედოვანი უფრო აგრესიული, იშვიათი ფორმაა და პაციენტების მხოლოდ 20-30%-ში გვხვდება.

    მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა და მართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური