იაპონიამ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი 2022 11:45

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდებმა გაზარდა უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება კორეის ნახევარკუნძულზე და მის გარშემო, რის შემდეგაც იაპონიამ თავდაცვის სფეროში ახალი ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა.

აღინიშნა, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზიდან გაშვებული საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა წარმატებით იქნა შეჩერებული წყნარი ოკეანის თავზე 100 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე 16 ნოემბერს გაშვებული მაიას კლასის ხომალდიდან, რომელიც აღჭურვილი იყო Aegis-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ SM-3 Block IIA რაკეტა ერთობლივად იქნა შექმნილი ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მიერ და აღინიშნა, რომ სისტემა პირველად იაპონიამ გამოსცადა.

იაპონიამ, რომელიც მეორე ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საავიაციო კომპანიის Lockheed Martin-ის მიერ ამერიკის თავდაცვის სამინისტროსთვის შექმნილი ბალისტიკური რაკეტა Aegis მიიღო,  აღნიშნული სისტემის საშუალებით გატყორცნილი რაკეტის ახალ ვერსიაზე SM-3 Block IIA-ს შექმნაზე აშშ-თან ითანამშრომლა.

წაკითხულია 223 ჯერ

Related items

  • სომხეთი და აშშ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

    სომხეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „Armenpress“-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წვრთნები გაიმართება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებზე. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

    სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში, 11-20 სექტემბერს სომხეთში, სომხეთსა და აშშ-ს შორის ერთობლივი წვრთნები „Eagle Partner 2023“ გაიმართება.

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ წვრთნა, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მშვიდობის დაცვის ბრიგადის "Zar"-ის საწვრთნელ ცენტრსა და ერთ სასწავლო ცენტრში, რომლის დასახელებაც არ ვცელდება, ჩასატარებელი წვრთნები მოიცავს სამშვიდობო მისიების დროს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიას.

    აღინიშნა, რომ წვრთნების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარების თავსებადობის დონის გაუმჯობესება, საუკეთესო ადმინისტრაციული და ტაქტიკური საკომუნიკაციო პრაქტიკის გაზიარების უზრუნველყოფა და სომხური კონტინგენტის ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის „ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის“ შეფასების ფარგლებში სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადყოფნის  გაზრდა.

  • ჩრდილოეთ კორეაში აშშ-სთან საბრძოლველად 1,4 მილიონი ადამიანი ჩაეწერა არმიას

    კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა არ ცხრება. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯარში 1 მილიონ 400 ათასი ადამიანი ჩაირიცხა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ამავე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გასული კვირის ბოლო გამართულ წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთ კორეაზე და აშშ-ზე ბირთვული შეტევის სცენარს, მიიღო მონაწილეობა.

    თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეა გამოეხმაურა აღნიშნულ წვრთნას, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან 65 კილომეტრის მოშორებით გაიმართა და აღნიშნა, რომ ეს წვრთნები აღწერილი იყო, როგორც შეჭრის რეპეტიცია.

  • სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა

    ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    ნატოს წევრი და არაწევრი 6 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადებას სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში გადიოდა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები, თხილამურებით სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის მოწყობა შეასწავლეს. კურსის განმავლობაში სამხედროებმა ტაქტიკური მარშიც განახორციელეს.

    საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონიას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ცხადაძე დაესწრნენ. მალხაზ მერლანმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, კარიერული წინსვლა უსურვა და ყურადღება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

    კურსდამთავრებულებს სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის დასრულების აღმნიშვნელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

  • თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.
    უკრაინის თავდაცვის საკონტქატო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.

  • ნაგასაკის პრეფექტურის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა

    იაპონიაში, ნაგასაკის პრეფექტურის სანაპიროსთან სატვირთო გემი - 22 კაციანი ეკიპაჟით ჩაიძირა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    იაპონიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, Kyodo-ს ცნობით, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი 6551 ტონიანი სატვირთო გემი, „Jintan“ ნაგასაკის სანაპიროსთან ჩაიძირა. ამავე ინფორმაციით, ეკიპაჟის 22 წევრიდან 4 გადაარჩინეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრი ჩინეთის, 8 კი მიანმარის მოქალაქეა.

    იაპონიის სანაპირო დაცვა რეგიონში აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური