ირანში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
აქციის მონაწილეებმა, დედაქალაქის თეირანის გარდა, ისპაანში, მეშჰედში, ქურთისტანის ოსტანში და ელბრუზში სხვადასხვა ანტისამთავრობო ლოზუნგებით მსვლელობები გამართეს.
ცნობისათვის, ირანში 16 სექტემბრიდან მოყოლებული ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა.
Related items
-
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა განცხადება თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ, მოღალატურ თავდასხმასთან დაკავშირებით.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო АЗЕРТАДЖ-ი იტყობინება, პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვგმობ დღეს თეირანში ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროსი ლეიტენანტის ასკეროვ ორხან რიზვან ოღლუს დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. საელჩოს თანამშრომელი დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რომელიც იცავდა ჩვენს საელჩოს და საელჩოს პერსონალს.
კატეგორიულად მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიებას და ტერორისტების კანონით დასჯას. ტერორისტული თავდასხმები დიპლომატიურ მისიებზე მიუღებელია!“, - აცხადებს ილხამ ალიევი.
-
თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა
ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქოს დროით დაახლოებით 08:30 საათზე თეირანში მდებარე საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
განცხადების მიხედვით, თავდამსხმელმა, რომელმაც კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, მოკლა საელჩოს დაცვის უფროსი და დაჭრა დაცვის 2 თანამშრომელი.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
-
ევროკავშირი გაახანგრძლივებს სანქციებს ბელორუსისა და ირანის წინააღმდეგ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკავშირი გაახანგრძლივებს სანქციებს, რომლებიც გამოცხადდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, მათზე, ვინც სამხედრო გზით უჭერს მხარს რუსეთის ომს, როგორიცაა ბელორუსი ან ირანი. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირ-ნატოს თანამშრომლობის მესამე ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
„ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მამაცი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას კრემლზე იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება სანქციების მკაცრი რეჟიმის გამო“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩვენ ასევე დავაწესებთ ახალ სანქციებს ბელორუსის მიმართ, რომლებიც უპასუხებენ ბელორუსის როლს რუსეთ-უკრაინის ომში. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აგრეთვე დაადასტურა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს "არსებითი ჰუმანიტარული ეკონომიკური და უსაფრთხოების დახმარებას უკრაინისადმი, სანამ ეს საჭირო იქნება".
დაწვრიულებით სანახავად გადადით ბმულზე:
-
საფრანგეთში ირანელმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა
ირანში ახალგაზრდა ქალის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები სხვადასხვა წერტილში ისევ გრძელდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
მათი ინფორმაციით, საფრანგეთში მცხოვრებმა ირანელმა მოჰამად მორადიმ ქალაქ ლიონში მდინარე რონში გადახტა და თავი მოიკლა, რათა ყურადღება მიექცია მის ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისადმი.
სანამ თავს მოიკლავდა, მორადიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იწყება სიტყვებით „ეს არის ჩემი თვითმკვლელობის ვიდეო“.
მასში მორადი ამბობს, რომ თვითმკვლელობის მიზანია „ევროპის ქვეყნებისა და ხალხების ყურადღების მიქცევა ირანში განვითარებულ მოვლენებისადმი“.
"სანამ ამ ვიდეოს უყურებთ, მე მდინარეში მოვკვდები. თვალი ვერ დავხუჭე ჩემი ხალხის პრობლემებზე. მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ვიცხოვრო დამცირებით." - ამბობს ირანელი ახალგაზრდა.
ფრანგული მედიის ცნობით, გუშინ ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე, გამვლელების ჩარევის მიუხედავად, 38 წლის მორადი მდინარე რონში გადახტა და ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მდინარეში ცხედარი იპოვეს.
ირანის დედაქალაქ თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციის მიერ თავსაბურავის წესების დარღვევის გამო დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის მაჰსა ამინის, 16 სექტემბერს გარდაცვალებამ ქვეყანაში საპროტესტო აქცების დაწყება გამოიწვია.
ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ანტირეჟიმულ გამოსვლებში გადაიზარდა, ასობით ადამიანი დაიღუპა და 10 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
-
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება
ირანის ქალაქ თავრიზში მოსახლეობამ გააპროტესტა უშიშროების ძალების მიერ 3 ქალის დაკავების მცდელობა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თავრიზში უშიშროების ძალების მცდელობას, დაეკავებინათ 3 ქალი, რომლებიც თავსაბურავს არ ატარებდნენ, საღამოს საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ქალებმა ირგვლივ მყოფი მოქალაქეების დახმარებით დააღწიეს თავი უშიშროების ძალებს. თავრიზის დიდ ბაზართან შეკრებილმა ადამიანებმა კი რეჟიმის წინააღმდეგ ლოზუნგების სკანდირებით გზა გადაკეტეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოვლენების დროს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და მანქანების მძღოლებმა აქციის მონაწილეებს საყვირებით მხარი დაუჭირეს.
დედაქალაქ თეირანში 13 სექტემბერს „მორალის პოლიციად“ ცნობილი ირშადის პატრულის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ემინის 16 სექტემბერს გადრაცვალებამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
დემონსტრაციები, რომელიც ემინის დაკრძალვის შემდეგ დაიწყო 17 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქ საქქიზში, ბევრ ქალაქს მოედო.
ირანის უფლებადამცველთა სააგენტოს (HRANA) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 17 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით დემონსტრაციების დროს 233 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 32 ბავშვი და 26 უსაფრთხოების თანამშრომელი.
ზოგიერთი ირანელი ქალი თავსაბურავის გარეშე დადის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებსა და გამზირებზე, რათა გააპროტესტონ თავსაბურავის სავალდებულო ტარება.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...