Google Pay ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2022 14:26

2022 წლის 15 ნოემბრიდან, ლიბერთი თავის მომხმარებელს მარტივ და უსაფრთხო  გადახდის საშუალებას Google Pay-ს სთავაზობს. Google Pay-ს საშუალებით უკონტაქტო გადახდები და ციფრული საფულე ‘Google Wallet’ უკვე ხელმისაწვდომია Android და WearOS მხარდაჭერის მოწყობილობებზე.

ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს სადებეტო და საკრედიტო ბარათების Google Wallet-ში დამატება დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ. გუგლის ციფრული საფულე და გადახდის მეთოდი, მათ მისცემს გადახდის უსაფრთხო საშუალებას ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია გადახდის უკონტაქტო სერვისი. ბარათის მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რომელიც ლიბერთის ბარათზეა მათთვის ხელმისაწვდომი.

მომხმარებლის ინფორმაციის სრულად დაცულობისთვის, Google Pay-თ გადახდისას, გათვალისწინებულია უსაფრთხოების რამდენიმე დონე, რომელიც კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას სძენს ლიბერთის ბარათებს. მათ შორისაა საერთაშორისო სტანდარტების ტოკენიზაცია, რომელიც ნიშნავს, რომ Google Wallet-ში დამატებული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ხორციელდება ბარათის ვირტუალური ნომრით (ტოკენით). თითოეული ტოკენი მორგებულია კონკრეტულ  მოწყობილობაზე და ასოცირებულია დინამიურ უსაფრთხოების კოდთან, რომელიც ცვალებადია ყოველ ახალ ტრანზაქციაზე. ასევე, ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, ‘Find My Device’ ფუნქციის გამოყენებით მარტივია ტელეფონზე წვდომის შეზღუდვა, ახალი პაროლის დაყენება, ან პერსონალური და ფინანსური მონაცემების სრულიად წაშლა.

Google Pay მომხმარებელს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android და WearOS მოწყობილობებზე 45-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს. მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ დაამატონ თავისი სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet-ში და იყვნენ თავდაჯერებულები, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია დაცული და უსაფრთხოა ნებისმიერი შენაძენისას“ - ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.

Google Pay-ს მხარდაჭერის ჩართვა ლიბერთის ბარათის მფლობელებისთვის, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ლიბერთის ორიენტირებულობას  მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ინოვაციებისკენ სწრაფვაზე. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურად უფრო ციფრული და მობილური ხდება - იგივე ვრცელდება საბარათე ოპერაციებზეც.

ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ანდროიდის მობილური მოწყობილობებით გადახდა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მარტივ, უსაფრთხო და ეფექტურ საბარათე გადახდებს. Google Wallet სრულად ციფრულ გადახდის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, თანაც ბარათის მონაცემებს უსაფრთხოდ იცავს.

მოხარულები ვართ, რომ დღეიდან, ლიბერთის ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა Google Pay-ის უკონტაქტო გადახდებით ისარგებლოს და ამავდროულად გამოიყენოს ლიბერთის ბარათების ყველა პირობა და ლოიალობის პროგრამები.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს ინტენსიური მუშაობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელიც ეხმიანება ბანკის მისიას - გავუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესების ცხოვრება საქართველოში.“ - გიორგი ქოროღლიშვილი, დისტანციური არხების, ბარათების განვითარებისა და ლოიალობის მიმართულების დირექტორი.

როგორ დავამატო ბარათი Google Wallet-ში ლიბერთის მობაილ ბანკიდან?

  1. გახსენი ან ჩამოტვირთე  Google Wallet აპლიკაცია Google Play-დან
  2. შედი ლიბერთის მობაილ ბანკში
  3. მონიშნე ის ბარათი, რომელიც გსურს რომ დაამატო  Google Wallet-ში და დააჭირე ღილაკს დამატება (ADD TO GPAY).
  4. შეიყვანე შენს ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდი ან დაადასტურე დიჯიპასით
  5. შენ გადამისამართდები Google Wallet-ის აპლიკაციაში. გადაამოწმე მონაცემები და დააჭირე ღილაკს „შემდეგი“
  6. დაეთანხმე წესებსა და პირობებს
  7. სულ რამდენიმე წამში თქვენი ბარათი წარმატებით დაემატება Google Wallet-ში

როგორ დავამატო ბარათი Google Wallet-ში?

  1. გახსენი Google Wallet აპლიკაცია
  2. დააჭირე ღილაკს „გადახდის მეთოდის დამატება“ და აირჩიე „საკრედიტო ან სადებეტო ბარათი“ + ღილაკზე დაჭერით
  3. შეიყვანე ბარათის მონაცემები, ან დაასკანერე ბარათი თუ მოწყობილობა იძლევა ამ არჩევანის საშუალებას
  4. შეავსე აპლიკაციის მოთხოვნილი ყველა სავალდებულო ველი
  5. გაეცანი პირობებს (სიმარტივისთვის წაკითხვის დროს შეგიძლია გამოიყენო„მეტი“ ღილაკი)
  6. დაეთანხმე პირობებს
  7. გაიარე ვერიფიკაცია SMS-ით მიღებული კოდის შეყვანით (იმ შემთხვევაში თუ SMS ვერიფიკაცია ვერ დასრულდა წარმატებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბანკის ქოლ ცენტრს 032 2 55 55 00)
  8. ბარათი წარმატებით დაემატა შენს ციფრულ საფულეში

სს ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

წაკითხულია 250 ჯერ

Related items

  • თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი

    „ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდეორგოლი პასუხობს ბანკის ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამიანს ემსახურება.“ - აცხადებს #ჩვენიანის შესახებ საუბრისას ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია.

    თორნიკე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ლიბერთი აქტიურად განვითარდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის გაძლიერდა მიკრო და საშუალო ბიზნესი, ახლა კი ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებს საცალო ბიზნესიც შეემატა.

    „ლიბერთის რიტეილის ახალ გუნდში შემოგვიერთდა ძალიან ბევრი და ძლიერი პროფესიონალი. შეიქმნა ახალი პროდუქტები და ისეთი შეთავაზებები, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მონაცემების გათვალისწინებითაა შექმნილი და შეთავაზების პერსონალიზაციაზეა ორიენტირებული. დავნერგეთ ახალი სამოტივაციო სისტემები, შემოვიღეთ ახალი სტრუქტურული ერთეულები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო ეფექტურად მოვემსახურებით“, - აცხადებს თორნიკე კორძაია.

    მისი თქმით, #ჩვენიანი არის ერთგვარი ფილოსოფია და დაპირება, რომელსაც ლიბერთი თავისი მომხმარებლებისთვის შეასრულებს. ლიბერთის საკომუნიკაციო პლატფორმის მთავარი გმირები ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები არიან.

    კამპანია, კონკრეტული საბანკო პროდუქტების ჭრილში, სხვადასხვა კონტენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.

     

  • #ჩვენიანი - ლიბერთის ახალი კონცეფცია!

    ლიბერთიმ  კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო რგოლი წარადგინა

    ,,ახალ საკომუნიკაციო პლატფორმაზე ბანკი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ლიბერთის ბრენდის მიმართ ადამიანების ემოციური და რაციონალური დამოკიდებულებების შესაფასებლად არაერთი კვლევა ჩავატარეთ. მათ შორის თანამშრომლებში, რომელმაც აჩვენა რომ ლიბერთიში დასაქმებული ადამიანებისთვის ყველაზე საამაყოა ჩვენი ბანკის მასშტაბურობა, ხელმისაწვდომობა, ადამიანებზე ორიენტირებულობა, ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულობა და ამასთანავე, თანამედროვე პროდუქტებისა და სერვისების არსებობა.

    ახალ კამპანიაზე, რომლის მთავარი გმირები ბანკის რეალური თანამშრომლები და მომხმარებლები არიან,  სააგენტო Holy Motors-თან ერთად ვიმუშავეთ. ბანკის  ახალი კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული საბანკო პროდუქტების შესახებ კომუნიკაცია, სხვადასხვა კონტენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.“ - თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    „ახალი კამპანია პასუხობს ლიბერთის სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. #ჩვენიანი არის ერთგვარი შეხსენება ყველასათვის, რომ ლიბერთი არის ბანკი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ქსელით, ყველაზე მეტი სერვის ცენტრითა და ფილიალით, მათ შორის მოძრავი ფილიალებით. ასევე, მოქნილი ციფრული სერვისებით -  ინტერნეტბანკით და სრულყოფილი მობაილბანკით, სადაც ერთი ხელის მოსმით შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულება. 5 ათასი ადამიანისგან შემდგარი ერთიანი გუნდი კი, მუდმივად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს ძირითადი ბანკი თავისი 1,6 მილიონი მომხმარებლისთვის. „ჩვენიანი“ კი ერთგვარი ფილოსოფიაც არის და დაპირებაც, რომელიც ლიბერთიმ თავისი მომხმარებლისთვის უნდა შეასრულოს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“ - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

     

     

  • დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე

    წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებული დრო - შავი პარასკევი მოდის და ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBackVISA- სთან თანშრომლობით, ლიბერთის მომხმარებლებს ახალ სიურპრიზს უმზადებს.

    21-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, მოიმარჯვე ლიბერთის VISA ბარათი, შეიძინე სხვადასხვა ტანსაცმელი თუ აქსესუარი აქციაში ჩართულ CashBack-ის მეგობარ ობიექტებში და დაიბრუნე დახარჯული თანხის 65% - მდე მომენტალურად, შენს ანგარიშზე!

    შავი პარასკევის გაზრდილი ქეშბექის აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტებია:

    21 ნოემბერი - გიგლსი (თბილისი, ონლაინ მაღაზია) - 50%, ლიმიტი - 150 ლარი

    22 ნოემბერი - ნაკა (თბილისი) - 65%, ლიმიტი - 250 ლარი

    22 ნოემბერი -  კოპწია (თბილისი) - 50%, ლიმიტი - 100 ლარი

    23 ნოემბერი - ადენ კოსმეტიკი (თბილისი, ბათუმი) - 55%, ლიმიტი - 100 ლარი

    23 ნოემბერი - bowie (ონლაინ მაღაზია) -  50%, ლიმიტი - 100 ლარი

    24 ნოემბერი - ჯეკ&ჯონსი (თბილისი, ბათუმი) - 50%, ლიმიტი - 250 ლარი

    24 ნოემბერი - ეტამი (თბილისი, ბათუმი) - 50%, ლიმიტი - 250 ლარი

    24 ნოემბერი - გრეიდერი (თბილისი, ბათუმი) - 50%, ლიმიტი - 250 ლარი

    24 ნოემბერი - ქიდს გალერი (თბილისი, ბათუმი) - 50%, ლიმიტი - 250 ლარი

    24 ნოემბერი - ნინეა (თბილისი) - 50%, ლიმიტი - 150 ლარი

    24 ნოემბერი - სათვალის გალერია (თბილისი) - 60%, ლიმიტი - 150 ლარი

    25 ნოემბერი - სილვერ სთორი (რუსთავი, თბილისი, ბათუმი, თელავი, ბაკურიანი, გორი,ზესტაფონი) - 50%, ლიმიტი - 150 ლარი

    26 ნოემბერი - გოგორელიანი (თბილისი) - 65%, ლიმიტი -250 ლარი

    26 ნოემბერი -  აპოდემია (ქუთაისი, ონლაინ მაღაზია) - 40%, ლიმიტი - 100 ლარი

    27 ნოემბერი - ტანსაცმლის გალერეა (თბილისი) - 50%, ლიმიტი - 200 ლარი

    28 ნოემბერი - Si store 7 (ონლაინ მაღაზია) - 60%, ლიმიტი - 100 ლარი

    29 ნოემბერი - თერთმეტი თბილისი (თბილისი) - 60%, ლიმიტი - 150 ლარი

    30 ნოემბერი - ანაიდა (თბილისი) - 50%, ლიმიტი - 150 ლარი

    30 ნოემბერი - სან.ნი (თბილისი) - 50%, ლიმიტი - 150 ლარი

    30 ნოემბერი - ლეველი (თბილისი) - 40%, ლიმიტი - 150 ლარი

    30 ნოემბერი - ანანოს ჰენდმეიდ (თბილისი) - 40%, ლიმიტი - 100 ლარი

    შეგახსენებთ ქეშბექის დაბრუნების წესებს:

    - გაიაქტიურე შეთავაზება ვებ-გვერდზე cashback.ge ან აპლიკაციაში

    - გადაიხადე ლიბერთის VISA ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე

    თუ ლიბერთის VISA ბარათი არ გაქვთ, მისი აღება შეგიძლია ლიბერთის მობაილ ბანკში: OS | https://apple.co/39VbnXu

    Android |  https://bit.ly/3GhDxIs

    " წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.

    თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.

    ავტორიზაციის  გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

     

  • ლიბერთიმ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ინოვაციური პროექტის - ,,ტელეკლინიკა MyDoc,, კონცეფცია წარადგინა

    ლიბერთიმ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ინოვაციური პროექტის - ,,ტელეკლინიკა MyDoc,, კონცეფცია წარადგინა!

    ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” (,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს - UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას.

    ლიბერთიმ აღნიშნულ კონფერენციაზე ბანკის უპრეცენდენტო და ინოვაციური პროექტი - ,,ტელეკლინიკა MyDoc,, წარადგინა, რომელიც ბანკის ინიციატივით უფროსი თაობის ადამიანებისთვის შეიქმნა და კომპანია „ტელეკლინიკასთან“ ერთად წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების დახმარებით, ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქალაქისგან მოშორებულ სოფლებსა და რაიონებში ცხოვრობს.

    მობილური კლინიკა საშუალებას იძლევა მოსახლეობას გაეწიოს სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო სერვისები (გულსისხლძარღვთა, ენდოკრინული, სასუნთქი სისტემების შეფასება და შემოწმება) სრულიად ახალი ტექნოლოგიის - ტელემედიცინის მეშვეობით. შედეგების აღრიცხვა მყისიერად ხდება ციფრულ რეჟიმში, შემდგომ დისტანციურად გადაეცემა შესაბამის სპეციალისტებს და საჭიროების შემთხვევაში, მომხარებელი მომდევნო გამოკვლევების ჩასატარებლად, უახლოეს რეგიონულ კლინიკაში გადამისამართდება.

    პროექტის მიმართ მოსახლეობის გამოხმაურება პოზიტიური, დაინტერესება კი მუდმივად მზარდია, რამაც განაპირობა საერთაშორისო აღიარება: „ტელეკლინიკა MYDOC“ გაეროს გლობალური შეთანხმების - კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ბანკს კარგად ესმის მდგრადი განვითარების შინაარსი და ლიბერთის ყველა პროექტი სწორედ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული. ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის მომხმარებლებზე ზრუნვას და ამ ინოვაციური და უპრეცენდენტო პროექტის განხორციელება ქვეყნის ყველა რეგიონშია დაგეგმილი.

    „საქართველოს გაეროს ასოციაციის და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე მოწვეულ დელეგატებს გავაცანით ლიბერთის და კომპანია „ტელეკლინიკის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტი „ტელეკლინიკა MyDoc”-ის კონცეფცია. ამ პროექტის მიზანია, საქართველოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების გამოყენებით, თანამედროვე - ტელემედიცინის მეთოდით ჩაუტარდეს უფასო პირველადი სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. პროექტის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის გამოხმაურება საკმაოდ პოზიტიურია და დაინტერესებაც მუდმივად მზარდია. 2022 წლიდან დღემდე 400-მდე სოფელს ვესტუმრეთ და 5,000-მდე ადამიანს გაეწია უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევა. „ტელეკლინიკა MyDoc”-ის პროექტი ორიენტირებულია სწორედ მდგრადი, გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზე. მომავალში დაგეგმილი გვაქვს ქვეყნის რეგიონების სრულად დაფარვა“. - დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

    ლიბერთი ბანკის შესახებ:

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • ლიბერთის მხარდაჭერით, გაეროს ასოციაციის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ჩატარდა

    ლიბერთის მხარდაჭერით, გაეროს ასოციაციის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ჩატარდა

     

    ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” (,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“) რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

    კონფერენციის სპიკერებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს - UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას.

    ,,საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია კიდევ ერთი შესაძლებლობა გახლდათ შეგვეჯამებინა ლიბერთის მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, რომლებიც მდგრადი მიზნების მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო სექტორთან ერთად ხორციელდება. პარტნიორებთან ერთად შესაძლებლობა გვაქვს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი, შედეგებზე ორიენტირებული პროექტები განვახორციელოთ” - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

    „არც ერთი რეფორმა, განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივა არ ხორციელდება მხოლოდ ერთი სექტორის ჩართულობით. მდგრადი შედეგების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში არსებული გამოცდილების გაერთიანება და ერთობლივი მუშაობა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან მათ აქვთ ის წვდომა და რესურსი ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რომელიც ასე სჭირდება დღეს მდგრადი მიზნების მიღწევას.

    ეს კონფერენცია მიზნად ისახავს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორების თავმოყრას და განვითარების საკითხებზე დეტალურ დისკუსიას. დიდი მადლობა კერძო სექტორს მონაწილეობისთვის, მზაობისთვის და ღია თანამშრომლობისთვის. საქართველოს გაეროს ასოციაცია აქტიურად აპირებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან განვითარების მიზნებთან მიმართებაში. თანამშრომლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი და რასაც მომავალში ვიმედოვნებთ უფრო გავაფართოვებთ და გავაძლიერებთ." - ანა კვერნაძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის სექტორთაშორისი თანამშრომლობის მენეჯერი.

    კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პარტნიორების - USAID, ADB, EBRD -ის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს სტარტაპები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატის, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური