USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით საქართველოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2022 12:34

4 ნოემბერს, 2022, 10:15 საათზე, სასტუმრო პულმან  თბილისში  USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ და Visa-მ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ახალი პარტნიორობის დაწყების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათი საქმიანობის გაციფრულებას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეებისთვის ციფრული შესაძლებლობების გაფართოებასა და ხელმისაწვდომობას.

თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და Visa შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ფინანსური წიგნიერების მიმართულებით ცობადობის გაზრდაზე განსაკუთრებული აქცენტით მიკრო და მცირე მეწარმეებზე ასევე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე  და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე.

„მოხარულნი ვართ, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს შორის  თანამშრომლობის დაწყებით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ციფრული ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებას. Visa-ს აქვს გლობალური და მრავალწლიანი გამოცდილება ეკონომიკის გაციფრულების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის მხარდაჭერის მიმართულებით და ეს ყოველივე ასევე წარმოადგენს USAID - ის მთავარ ღირებულებებს. აღნიშნული პარტნიორობა, ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ გონივრული ციფრული გადაწყვეტილებები განვითარების მიზნების მისაღწევად და ჰქონდეთ კავშირი საერთშორისო ბაზართან.“ - აღნიშნავს მარკ მაკკორდი, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.

“მოხარული ვარ, რომ დღეს, Visa-სა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის თანამშრომლობა, ახალ საფეხურზე გადაგვყავს, იმისთვის რომ საქართველოს ციფრული მომავლისკენ სვლა უზრუნველვყოთ. როგორც Visa-ს, ასევე USAID-ის პროგრამის გამოცდილება საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის გაციფრულებას. Visa, წლების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, რათა მთელ მსოფლიოში, უკონტაქტო შეღწევადობის კუთხით, ქვეყნის წინსვლას შეუწყოს ხელი. ისეთი ძლიერი მრავალკულტურული ორგანიზაციები, როგორებიცაა Visa და USAID, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების გაერთიანებისა და პროგრესის საქმეში. შესაბამისად, მე გულწრფელად მჯერა, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ჩვენი თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ღირებულებას შემატებს თქვენს ლამაზ ქვეყანას -  საქართველოს,” განაცხადა, სალვადორ პერეზ-გალინდომ, უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და Visa-ს მთავრობის ჩართულობის ხელმძღვანელმა CEMEA-ში.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელი მოვაწერეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან საქართველოში და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება. მემორანდუმი ოთხ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ მეწარმექალთაეკონომიკურიგაძლიერება, მცირედასაშუალობიზნესისგანვითარებადადიგიტალიზაციის, ფინტექებისადაელექტრონულკომერციის ხელშეწყობა და გვჯერა, რომ  USAID-ის პროგრამასთან ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ.“ -აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს  შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ელექტორნული კომერციის გაფართოებას, ფინანსურ ინკლუზიას და ტრანზაქციებს, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონალურ ჰაბად, ასევე ინვესტიციებისთვის უსაფრთხო ადგილად. 

აშშ-ს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ:  5 წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  https://www.facebook.com/EconSecProgram

Visa-ს შესახებ:

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

წაკითხულია 242 ჯერ

Related items

  • დიდი შვიდეული რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად მოლაპარაკებებს აჩქარებს

    იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კვლავ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ამ მიზნით ისინი არ წყვეტენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას და მკაცრი სანქციებისა თუ სხვა შეზღუდვების დაწესებას. 

    შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

    „ჩვენ გავაძლიერებთ კოორდინაციას სანქციებთან დაკავშირებით, რათა შევზღუდოთ რუსეთის წვდომა უმნიშვნელოვანეს პროდუქტებსა და ტექნოლოგიაზე. ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს იმისათვის, რომ აღვკვეთოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების თუ გვერდის ავლის შემთხვევები“, — ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, — „იმ შემოსავლების შესამცირებლად, რომლებსაც რუსეთი ექსპორტიდან იღებს, ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს კონსულტაციებს ენერგეტიკის, ლითონებისა და ყველა არასამრეწველო ალმასის შესახებ — რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული პროდუქციის ჩათვლით“.

    გარდა ამისა, მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები მათ იურისდიქციებში გაყინული დარჩება მანამ, „სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც მან უკრაინას მიაყენა“. 

    მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ „მიუღებელია რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი განცხადება ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ“. 

    „რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებას პასუხად მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაცია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივ ყოფნას და შეუზღუდავ წვდომას უკრაინის სამოქალაქო დანიშნულების ყველა ბირთვულ ობიექტზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

    რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, G7-ის მინისტრებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის მერე მთიანი ყარაბაღიდან სომხების გადასახლების ჰუმანიტარული შედეგების გამო. მათ მოუწოდეს აზერბაიჯანს, სრულყოფილად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები. იმავე დროს, მინისტრები მიესალმნენ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც იძულებით გადაადგილებულთათვის გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების მიწოდებას ისახავს მიზნად. 

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • შექმნის თუ არა რესურეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში?“

    გაეროს ინდისტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) კონფერენცია “შექმნის თუ არა რესურეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში?“ გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (დასწრებით და ონლაინ) 2023 წ 7-8 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ბილტმორში.  დასაწყისი 9:30 (ადგილობრივი დროით).

    კონფერენციის მიზანია ხაზი გაუსვას და ხელი შეუწყოს ქართული საწარმოების მდგრადობას და მწვანე ზრდას, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისას რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) სარგებლის დემონსტრირებით. გარდა ამისა, კონფერენციის ექვს სესიაზე ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს მიეცემათ საშუალება იმსჯელონ და გაიზიარონ საწარმოების „გამწვანების“ გამოცდილება, მეთოდები და პროგრამები.

    კონფერენციის სამიზნე აუდიტორიაა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებით  დაინტერესებული მხარეები, მათ შორის მთავრობა, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ასევე მცირე და საშუალო ბიზნესი, მათ შორის სამრეწველო საწარმოების წარმომადგენლები; ბიზნესი, ექსპერტები საინჟინრო (ქიმიური, სამრეწველო, გარემოსდაცვითი) და ენერგეტიკის სფეროებიდან, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე EU4Environment (2019-2024) და EaP GREEN (2013-2017) პროგრამებში მონაწილე სპეციალისტები (რესწ კლუბების  და რესწ სადემონსტრაციო კომპანიების წარმომადგენლები, რესწ ექსპერტები).

    ეროვნული პოლიტიკისადმი მიძღვნილ პირველ სესიაზე განიხილება მწვანე განვითარების მარეგულირებელი სტრატეგიები, აქცენტი გაკეთდება სამრეწველო საწარმოებზე, არსებულ პოლიტიკასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მათ შორის, ეს ასევე მოიცავს სამრეწველო დაბინძურების და ემისიების, ნარჩენების და წყლის მართვის საკითხებს და ევროკავშირის მწვანე გარიგების საკითხებს და საქართველოს ახალი მწვანე ზრდის სტრატეგიის შემუშავებას.

    მეორე სესიის ყურადღების ცენტრში მოექცევა რესწ-ის დანერგვა, რადგან ამ მეთოდოლოგიის გამოყენება ამაღლებს კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების  საქმიანობას. მესამე სესიაზე აქცენტირდება საქართველოში წრიულ ეკონომიკაზე (CE) გადასვლაზე რასაც, უკვე მხარს უჭერს მთელი რიგი რეგიონული და ეროვნული ინიციატივები. ამ სესიაზე მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოსა და შავი ზღვის აუზში წრიული ეკონომიკის რუკირების შესახებ და გაეცნობიან ნარჩენების მართვის არსებულ პოლიტიკას. სესიის ფარგლებში განხილული იქნება სამრეწველო ნარჩენების რუკირების (IWM) კონცეფციაც, სადაც წარმოდგენილი იქნება ორი საპილოტე მუნიციპალიტეტის  (ზესტაფონისა და რუსთავის) წარმატებული გამოცდილება.

    მეოთხე სესია მოიცავს პროდუქტზე ორიენტირებული ინიციატივების მიმოხილვას, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გამწვანებას, როგორიცაა ეკო-ინოვაცია და ეკო-ეტიკეტირება, პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალი (PEF), როგორც მწვანე პროდუქტების ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივის ნაწილი, ეკო-ინოვაციის ხელშეწყობა  და ბიზნესის „გამწვანების“ სტიმულირება მდგრადი სახელმწიფო შესყიდვების (SPP) და მისი დამატებითი ინსტრუმენტების მეშვეობით.

    კონფერენციის მეორე დღე გადაიქცევა პლატფორმად, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ განიხილონ მცირე და საშუალო ბიზნესის „გამწვანებისთვის“ საჭირო უნარები და დაფინანსება.  მეხუთე სესიაზე გაიმართება  ტრენინგებისა და სასერტიფიკაციო პროგრამების პრეზენტაცია, მათ შორის, ენერგიის ალტერნატიურ წყაროებზე გადასვლა შემოსავლებისა და დასაქმებისთვის. სესიაზე ასევე განხილული იქნება კავშირი უნარების განვითარებასა და დასაქმებას პერსპექტივებს შორის და  წარმოჩენილი იქნება ამ სფეროში გამორჩეული და წარმატებული მაგალითები. მეექვსე სესიაზე განიხილება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მწვანე გადასვლის დაფინანსების საკითხები. წარმოდგენილი იქნება  მცირე და საშუალო ბიზნესის „გამწვანების“ არსებულ პროგრამები და შესაბამისი  დაფინანსების  ხელმისაწვდომი წყაროები. სესიაზე განხილული იქნება  საქართველოში მწვანე ტაქსონომიის დანერგვის პროცესი, ასევე სხვადასხვა ბანკების წარმომადგენლები ისაუბრებენ ამ კუთხით ჩატარებულ ღონისძიებებზე და იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც ქართულ სამრეწველო სექტორში ახალი მწვანე ინვესტიციების სტიმულირებას  უწყობსდ ხელს.

    ზოგადი ინფომრაცია

    რესურსეფექტური და სუფთა წარმოება (რესწ) არის კრებსითი ტერმინი, რომელიც მოიცავს პროცესებზე, საქონელსა და სერვისებზე პრევენციული გარემოსდაცვითი სტრატეგიების გამოსაყენებას სამრეწველო სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით და ადამიანებზე და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად.

    UNIDO-მ შეიმუშავა რესწ მეთოდოლოგია რათა დაეხმაროს საწარმოებს მათ მიერ გამოყენებული რესურსების იდენტიფიცირებაში, შეფასებაში და დანაკარგების აღმოფხვრაში-  შედეგად მდგრადობის გაზრდასა და პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

    საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სხვა ქვეყნებში, UNIDO-ს რესწ მეთოდოლოგია დანერგილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამის „EU4Environment“-ის ფარგლებში.

    EU4Environment-ის შესახებ

    EU4Environment არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეინარჩუნონ ბუნებრივი სიმდიდრე და გაზარდონ ადამიანების გარემოსდაცვითი კეთილდღეობა გარემოსთან დაკავშირებული ქმედებების მხარდაჭერით, მწვანე ზრდის შესაძლებლობების დემონსტრირებით და გახსნით და გარემოსდაცვითი რისკებისა და ზემოქმედების უკეთ მართვის მექნიზმების შექმნით. პროგრამას ახორციელებს ხუთი პარტნიორი ორგანიზაცია: OECD, UNECE, UNEP, UNIDO და მსოფლიო ბანკი 2019-2024 წლებში, 20 მილიონი ევროს ბიუჯეტით.

    დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:: www.eu4environment.orgსაქართველოში საქმიანობის შესახებ ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:  visit: www.recp.ge 

     

  • აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებულ კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებულ კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით, გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებული კიბერდანაშაულებრივი ბანდის Trickbot-ის 11 წევრს.

    რუსეთი დიდი ხანია არის უსაფრთხო თავშესაფარი კიბერკრიმინალებისთვის, მათ შორის Trickbot-ისთვის, ნათქვამია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

    განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ დღევანდელი სანქციები სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განახორციელა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ერთდროულად გამოაცხადებს ბრალდებებს 9 პირის, მათ შორის 7 სანქცირებული პირის მიმართ.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქცირებული 11 ადამიანი არის ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც მონაწილეობენ Trickbot-ის ჯგუფის მართვასა და მომარაგებაში, რომელსაც კავშირები აქვს რუსულ დაზვერვის სამსახურებთან და რომ ჯგუფი თავს დაესხა ბევრ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვის პროვაიდერს აშშ-ში Covid-19-ის გავრცელების დროს.

    განცხადების მიხედვით, აღნიშნული სანქციები წარმოადგენს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილს რუსული კიბერდანაშაულისა და გამოსასყიდის აღკვეთის მიზნით და რომ ორმა ქვეყანამ ასევე დააწესა ერთობლივი სანქციები Trickbot-ის ჯგუფის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ თებერვალში.

    აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის მდივანმა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ბრაიან ნელსონმა,  ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბრძოლა გამოსასყიდის პროგრამებთან საბრძოლველად და მის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში არსებულ შეფერხებებზე რეაგირება.

    ნელსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ისინი გააგრძელებენ საერთო ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების გამოყენებას მავნე კიბერ აქტივობის წინააღმდეგ.

     

  • Visa-სა და Rooms Hotels-ის პარტნიორობა საქართველოში ახალ ეტაპზე გადადის

    თბილისი, 2023 წლის 6 სექტემბერი – Visa,ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, და Rooms Hotels, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, რაც Rooms Hotels-ის მხარდაჭერას გულისხმობს Visa Consulting & Analytics-ის (VCA) გამოცდილებითა და ინოვაციური გადაწყვეტებით.        

    ახალი პარტნიორობის ფარგლებში, VCA-ს გადამწყვეტი როლი აკისრია და Rooms Hotels-ს სტრატეგიული მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც ერთობლივ პროექტებში Visa-ს საკონსულტაციო და სხვა სახის სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. თანამშრომლობის მიზანი Visa ბარათის მფლობელებისთვის ექსკლუზიური შეთავაზებების შექმნაა Rooms Hotels-ში. 

    მხარეებმა თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება თბილისში, Rooms Hotel Courtyard-ში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნეს. ღონისძიებას Rooms Hotels-ისა და Visa-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ვალერი ჩეხერია, Rooms Hotels-ის აღმასრულებელი დირექტორი, რობერტო დე მეო, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში და დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

    Rooms და Visa-ს მრავალი წლის პარტნიორობა აკავშირებს. ამჟამად ვმუშაობთ ჩვენს ახალ ინიციატივაზე, Visa Consulting & Analytics (VCA)-ს მხარდაჭერით ვქმნით თანამედროვე აპლიკაციას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასით იმ ობიექტებზე, ღონისძიებებზე და სერვისებზე რომლებსაც ჩვენ ვმართავთ ან ჩვენს სანდო პარტნიორებს წარმოადგენენ. იქნება ეს სხვა სასტუმროები, საერთო სამუშაო სივრცეები, ელექტრო სკუტერები და მანქანები, რესტორნები თუ სხვა სახის ბიზნესები. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი შედგება Visa-სთან თანამშრომლობით. ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, ძალიან მალე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან, მათზე მორგებულ პროდუქტს შევთავაზებთ,“ - თქვა Rooms Hotels-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

    “VCA-ის გუნდი მოხარულია ითანამშრომლოს Rooms Hotels-თან, რომელიც საქართველოში სტუმარმასპინძლობის წამყვანი ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. VCA-ს გლობალურ ცოდნას, მიგნებებსა და ადგილობრივ გამოცდილებას შეუძლია Rooms Hotels-ს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში შეუწყოს ხელი, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული აქტუალური ტრენდების, ბაზრის დინამიკისა და მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ გაგებით. ეს ყველაფერი კი გადამწყვეტია შეთავაზებებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად ყველაზე მომთხოვნი კლიენტებისთვის”, თქვა რობერტო დე მეომ, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში.

    VCA-ს გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში ათწლეულებს ითვლის და აერთიანებს ექსპერტებს სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკების, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. 

    Visa Rooms Hotels-თან პარტნიორობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ზეიმობს. ჩვენმა კომპანიებმა თანამშრომლობა 3 წლის წინ დაიწყეს და ჩვენ ერთად განვსაზღვრეთ თუ რას ნიშნავს უზრუნველყო გამორჩეული გამოცდილება Rooms-ის სტუმრებისა და Visa ბარათის მფლობელებისთვის.  მომხმარებლები მიიღებენ მათზე კიდევ უფრო უკეთ მორგებულ შეთავაზებებს და უკეთეს გამოცდილებას, რომლებიც მათი პროფილისა და მოლოდინების შესაბამისი იქნება. Visa ერთგულად განაგრძობს ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებასა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    ###

    Visa Consulting & Analytics-ის (VCA) შესახებ

    Visa Consulting & Analytics (VCA) Visa-ს გადახდების საკონსულტაციო ქვედანაყოფია. ჩვენი გუნდი აერთიანებს რამდენიმე ასეულ გადახდის კონსულტანტსა და მონაცემთა მეცნიერს ექვს კონტინენტზე. ჩვენს კონსულტანტებს აქვთ ათწლეულების გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში და არიან ექსპერტები სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკის, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. ჩვენი მონაცემთა მეცნიერები არიან ექსპერტები სტატისტიკაში, ანალიტიკასა და მანქანურ სწავლებაში და წვდომა აქვთ მონაცემებზე VisaNet-დან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადახდის ქსელია. ჩვენი კომპლექსური საკონსულტაციო ცოდნა გადახდებში და მონაცემთა მოცულობის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ისეთი პრაქტიკული მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია.

    VCA-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ: https://www.visa.com.ge/en_GE/services/visa-consulting-analytics.html 

    Visa-ს შესახებ

    Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge 

    რუმსის შესახებ 

    Rooms-ი, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ის აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას,რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულმომსახურებას და გარემოს სთავაზობს.ქვეყნის მასშტაბით, კომპანიისდამფუძნებელმა თემურ უგულავამ, ვალერი ჩეხერიას ხელმძღვანელობით, შექმნა წარმატებული სასტუმროების ქსელი და განახორციელა მრავალი უნიკალურიპროექტი.

  • სომხეთი და აშშ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

    სომხეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „Armenpress“-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წვრთნები გაიმართება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებზე. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

    სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში, 11-20 სექტემბერს სომხეთში, სომხეთსა და აშშ-ს შორის ერთობლივი წვრთნები „Eagle Partner 2023“ გაიმართება.

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ წვრთნა, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მშვიდობის დაცვის ბრიგადის "Zar"-ის საწვრთნელ ცენტრსა და ერთ სასწავლო ცენტრში, რომლის დასახელებაც არ ვცელდება, ჩასატარებელი წვრთნები მოიცავს სამშვიდობო მისიების დროს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიას.

    აღინიშნა, რომ წვრთნების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარების თავსებადობის დონის გაუმჯობესება, საუკეთესო ადმინისტრაციული და ტაქტიკური საკომუნიკაციო პრაქტიკის გაზიარების უზრუნველყოფა და სომხური კონტინგენტის ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის „ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის“ შეფასების ფარგლებში სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადყოფნის  გაზრდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური