„ეფეს საქართველო“ PechaKucha Night-ის ღონისძიებაზე ანტერპრენერულ პროგრამას წარადგენს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 03 ნოემბერი 2022 11:38

3 ნოემბერს, 19:00-საათზე, „ფაბრიკაში“ (. ნინოშვილის.#8), “ეფესსაქართველოსტარტაპბიუროსადაიმპაქტჰაბთბილისთანერთადPechaKucha Night Tbilisi vol. 19: Go Green & EFES Georgia Entrepreneurship Program Launch-ისღონისძიებასუმასპინძლებს. ღონისძიებაზეეფესსაქართველოანტერპრენერულპროგრამასაცწარადგენს.

ღონისძიების კონცეფციაა „Going Green“. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე, თუ როგორ ცდილობს მათი ორგანიზაციები უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო, რეგიონი და მსოფლიო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი თითოეული კომპანია ხელს უწყობს მსოფლიო გახდეს უფრო მწვანე და ცდილობს უკეთესი გახადოს სამყარო ადამიანების ჩვევების ცვლილებით. PechaKucha Night-ზე განიხილება კრეატიული იდეები და ინიციატივები, რომ მსგავსმა აქტივობებმა უფრო თვალსაჩინო შედეგები გამოიღოს.

“ეფეს საქართველოსთვის“ მდგრადი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია ამჟამად მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსა და რესურსების დაცვას, ასევე, საქართველოს მომავალი თაობისთვის გარემოს გაუმჯობესებას. მდგრადი განვითარება, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, “ეფესის“ პრიორიტეტია.

„ეფეს საქართველოს“ ანტერპრენერული პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც  მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.

PechaKucha-ს შესახებ

PechaKucha 2003 წელს იაპონიაში, ცნობილი არქიტექტორების, ასტრიდ კლეინისა და მარკ დითამის მიერ დაარსდა. თავად სიტყვა PechaKucha იაპონური წარმოშობისაა და ინგლისურად “chit-chat” ითარგმნება.

ამ დროისთვის, PechaKucha Nights თითქმის 1300 ქალაქში ტარდება. ღონისძიებას არაფორმალური, სახალისო შეკრების კონცეფცია აქვს, სადაც იკრიბებიან კრეატიული ადამიანები, ნოვატორები, მეწარმეები და ერთმანეთს თავიანთ იდეებს, პროექტებსა და აზრებს უზიარებენ PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 პრეზენტაციის ფორმატი 20 სურათისგან შემდგარ სლაიდშოუს გულისხმობს, რომლებიც წამებში იცვლება. სლაიდშოუ უწყვეტია და თითოეულ მონაწილეს თავისი ისტორიის მოსაყოლად 400 წამი აქვს.

ეფეს საქართველოს“შესახებ

„ეფეს საქართველო“ “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის” (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს “ნატახტარის” ლუდსა და ლიმონათს და ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ ლიცენზირებულ ლუდს ქართული ბაზრისთვის.

„ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. 

სტარტაპ ბიუროშესახებ

სტარტაპ ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.

წაკითხულია 287 ჯერ

Related items

  • „ეფეს საქართველომ“ თიანეთში ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო

    „ეფეს საქართველომ“ თიანეთში, სიმონიანთხევის სატყეო უბანში,  ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო. გუშინ ხეების დარგვის პროცესში ჩაერთნენ კომპანიის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად. მათ ჯერ დაასუფთავეს აღნიშნული ტერიტორია და შემდეგ დარგეს ხეები. მნიშვნელოვანია, რომ „ეფეს საქართველო“  „ტყის მეგობრის“ პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს.

    შეგახსენებთ, რომ „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში "ტყის მეგობარი". ლუდი „EFES Special“ „ტყის მეგობრის“ პროექტის ფარგლებში იზრუნებს თიანეთის სატყეო უბანში 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე. პროექტის შედეგად გაიხარებს 36 000 ხე, შემცირდება სათბური აირების ემისია. მნიშვნელოვანია, რომ „EFES Special-ის“ მომხმარებელი ავტომატურად ხდება პროექტის თანამონაწილე. 

    „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება „ეფეს საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი და დეკლარირებული პრიორიტეტია, განსაკუთრებით გარემოს დაცვის მიმართულებით. „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში და ლუდი „EFES Special“,ტყისმეგობრისპროგრამისფარგლებში,თიანეთისსატყეოუბანში 12 ჰექტარიტყისგანახლებაზე იზრუნებს. ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს. გარდა ამ ჩართულობისა,  რაც გულისხმობს ტყის განახლების დაფინანსებასა და ხელშეწყობას,  პროდუქტის კომუნიკაცია და არსი სრულად დაფუძნებულია გარემოსდაცვით კამპანიაზე,  ლუდის ბოთლზე დატანებულია QR კოდი და მისი დასკანერებით, მომხმარებელი ავტომატურად ხდება პროექტის თანამონაწილე და ტყის მეგობარი,“   - განმარტავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთევან ჟვანია. 

    “მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით წელს, ზაფხულში შეიქმნა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მათ მხარდამჭერები სწრაფად გამოუჩნდა, „ეფეს საქართველო“ გახდა პირველი კომპანია, რომელიც გახდა „ტყის მეგობარი“. სწორედ ისინი იზრუნებენ თიანეთისსატყეოუბანშიტყისგანახლებაზე. მომავალი სამი წლის განმავლობაში 12 ჰექტარზე განხორციელდება ტყის აღდგენითი სამუშაოები და ჩვენ აქ მივიღებთ ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ტყის ეკოსისტემას, რომელიც შეასრულებს ყველა ფუნქციას, როგორიცაა ეკოლოგიური და სოციალური,  ასევე ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს, რადგან ეს ტერიტორია  სიონის ტბასთან ახლოსაა და მნიშვნელოვანია რეკრეაციული დატვირთვის თვალსაზრისით,“ - აღნიშნავს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.

    „ტყის მეგობრის“ მიზანია გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ასევე მისცეს ადამიანებს საშუალება მოუარონ და გაახარონ ტყეები.  „ტყის მეგობარი“ გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და მისი ძირითადი პარტნიორი ეროვნული სატყეო სააგენტოა. პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ორგანიზაციებს საქართველოს ტყეების აღდგენაში მონაწილეობას სთავაზობს, როგორც მოხალისეობრივი ჩართულობით, ასევე, ფინანსური მხარდაჭერით.

    „ტყის მეგობრის“ პლატფორმაზე დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია 969 მოხალისე, ინდივიდუალურმა შემოწირულობამ 454, ხოლო კორპორატიულმა 64 923 ლარი შეადგინა.  შეძენილია 29 000 ევროს ღირებულების ტყის აღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები. სულ მალე პლატფორმაზე 2024 წელს განსახორციელებელი ტყის აღდგენის პროექტები დაემატება.

    EFES Special განსაკუთრებული ლუდის სერიაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით იხარშება. ხანგრძლივი ხარშვის, ცივი ფილტრაციისა და დავარგების შედეგად კი, სასმელი მსუბუქ და რბილ გემოს იძენს. გამორჩეული შეფუთვა, გემო და ღია ფერის ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს. პროდუქტის კომუნიკაცია და არსი დაფუძნებულია გარემოსდაცვით კამპანიაზე - ახალი EFES-ის შეძენისას ავტომატურად ხდები ტყის მეგობარი!

    შევხვდებით ჩვენს აღდგენილ ტყეში!

  • ოქტობერფესტი დაიწყო - ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ნამდვილი გერმანული ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

    ოქტობერფესტი 2023 დაიწყო. ოქტობერფესტის განწყობა საქართველოში ტრადიციულად ლოვენბრაუსმოაქვს. კონკურსის #Lowenfest ფარგლებში, სოციალური ქსელების საშუალებით, ლუდის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეჩინათ შემოქმედებითობა და ლოვენბრაუსთან ერთად ფესტივალის და ბრენდის მიმართ სიყვარული გადმოეცათ. საუკეთესო კონკურსანტებმა დახურულ ღონისძიებაზე, შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობდა გამარჯვებული, ლაშა ქამადაძე მიუნხენში,  ოქტობერფესტზე გაემგზავრება.

    ღონისძიებაზე ნამდვილი ოქტობერფესტის განწყობა მუსიკამ, სპეციალურმა თამაშებმა და გერმანულმა ლუდმა „ლოვენბრაუმ“ გემრიელ კერძებთან ერთად შექმნა.

    „ოქტობერფესტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახალხო დღესასწაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. წლების წინ გადავწყვიტეთ საქართველოში ყოველწლიურად ჩაგვეტარებინა ოქტობერფესტი. ვცდილობთ განვავითაროთ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ინდუსტრია და, რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი მეგობრებთან შეხვედრის, ემოციების, სიხარულის გაზიარების დღესასწაულია. „ლოვენბრაუს“ გარეშე ოქტობერფესტი წარმოუდგენელია და სწორედ „ლოვენბრაუ“არის დღესასწაულის  მასპინძელი საქართველოში.“ -  აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. 

    ოქტობერფესტი 200-წლიანი ბავარიული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა. აქ ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება.

     „ლოვენბრაუ“ ერთ-ერთიიმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლებააქვთ. აღსანიშნავია, რომ„ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე  იყიდება 1810 წლიდან.

  • თბილისში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართა - საუკეთესო შესაძლებლობა ახალი კავშირების გამყარებისთვის

    თბილისში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენდა.

    B2B ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობდნენ. ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან ფორუმის ფარგლებში მათ შეძლეს ახალი  კავშირების მოძიება და არსებულის გამყარება სამომავლო თანამშრომლობისთვის ღონისძიება საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ და Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა.  ადგილზე მოეწყო ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც მათ ახალი  ბიზნეს კონტაქტების დამყარების, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნის გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცათ. ეს იყო საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად. 

    "საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, ასევე, ბიზნეს კლიენტებისთვის სანდო პარტნიორების მოძიება, ორმხრივი სარგებლის მიღების მიზნით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება,“ - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

    „ფორუმში მონაწილეობდნენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამიზნე სექტორებია და მათთან უკვე 4 წელია რაც ვმუშაობთ. ფორუმის მონაწილე იყო ორი მხარე - პოტენციური გამყიდველი ანუ მეწარმე, რომელიც მონაწილეობდა იმისთვის რომ პოტენციური პარტნიორი მოეძია და მეორე მხარე კი,  ასევე მათი მომსახურების, პროდუქტის შემსყიდველი, რომელიც სასურველ პროდუქტს ან სერვისს ეძებდა. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებმა უნდა შეძლონ კავშირების გამყარება სამომავლო თანამშრომლობისთვის, ” - მიაჩნია  USAID-ის საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს დავით წიკლაურს. 

    „ფორუმის მიზანია მივცეთ მეტი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების კომუნიკაციისთვის ახალი არხები მოიძიონ. ასევე ბიზნესთანამშრომლობის ახალი ურთიერთობები დაამყარონ და პოტენციურ შემსყიდველებს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომუნიკაციის არხები ღიაა და ყველას აქვს შესაძლებლობა ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის, პირდაპირი კომუნიკაციებისა და უშუალო ურთიერთობების დეფიციტი ყოველთვის შეიმჩნევა. ასეთი სახის ფორუმები კიდევ უფრო მეტად ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს მსხვილ კორპორაციებთან პარტნიორული ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში,“ - განმარტავს "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე. 

    „პირდაპირი კომუნიკაცია საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს როგორც მეწარმეების, ასევე მათი პოტენციური შემსყიდველების პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მთავარი საჭიროება რასაც პასუხობს B2B ფორუმი ეს არის პირადი კონტაქტები ბიზნესის განვითარებისთვის. საკუთარი ბრენდის ან პროდუქტის წახალისება ვირტუალურ სივრცეში საკმარისი არ არის, კომპანიებს უკვე უჩნდებათ მოთხოვნლება შეხვდნენ პირადად პოტენციურ დამკვეთებს,“ - აღნიშნავს Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელი, ალექსანდრე მარგიშვილი.

  • მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად

    27 აპრილს, 11:00 საათზე, „რესპუბლიკაში“ (მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი)  B2B ფორუმი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით ეწყობა და მის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება  წარმოადგენს.

    B2B ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობენ. ეს იქნება  საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან  ფორუმის ფარგლებში ისინი შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის

    ღონისძიებას საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები გახსნიან. ადგილზე მოეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ეს არის საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო განსავითარებლად.

    მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მუდამ აქტიურადაა ჩართული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებასა და გაძლიერებაში. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების განხორციელება და  მცირე და საშუალო საწარმოების წახალისება, რათა მათ მოახდინონ შემოსავლების გაზრდა სხვადასხვა სექტორში.

    საქართველოსბანკისშესახებ:

    „საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 37.8%), სესხებისა (საბაზრო წილი 36.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 38.9%)  მიხედვით (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2022 წლის 31 დეკემბრის  მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.6 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს 211 სერვისცენტრის, 1006 ბანკომატისა და 3,145 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:

    https://bankofgeorgia.ge/

    USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:

    USAID არის მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო. საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.

    USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

    https://www.facebook.com/EconSecProgram  

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება

    საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით 27 აპრილს, B2B ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება  წარმოადგენს.

    B2B ფორუმში მეწარმეების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები.

    ღონისძიებას საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები გახსნიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მუდამ აქტიურადაა ჩართული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებასა და გაძლიერებაში.

    „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, სწორედ ამას ემსახურება მსგავს ღონისძიებებში ჩვენი აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება. B2B ფორუმი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა სამომავლო თანამშრომლობისთვის, რადგან ადგილზე მოეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ვფიქრობთ, მეწარმეებმა  არ უნდა გამოტოვონ ეს  შესაძლებლობა, რადგან მსგავსი შეხვედრები არის კარგი პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად “, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში

    “USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების განხორციელება და  მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წახალისება, რათა მათ მოახდინონ შემოსავლების გაზრდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი წარმოება, ინტელექტუალური მომსახურებები და კრეატიული ინდუსტრიები. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის” - აღნიშნავს რატი ანჯაფარიძე, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ბიზნესის განვითარების სერვისების ხელმძღვანელი.

    B2B ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა ლიმიტირებულია. დაინტერესების შემთხვევაში  რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებთ: https://bit.ly/40MIt1n

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური