23-წლამდელთა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2022 16:47

პონტევედრაში (ესპანეთი), 23 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო სოლომონ მანაშვილი. ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 10-0 დაამარცხა იაპონელი კაი შუტო, 16-4 მოუგო ამერიკელ ენტონი კასიოპის, შემდეგ ასევე აშკარა უპირატესობით (10-0) გაიმარჯვა უკრაინელ იური იძინსკისთან, მაგრამ საჩემპიონო შეხვედრაში 2-13 დამარცხდა ირანელ ამირეზა ფარდინ მასუმი ვალადისთან.

ბრინჯაოს მედლით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი მირიან მაისურაძემ (92 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი დენის საჰალიუკი 5-3 დაამარცხა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვეს გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ).

ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

წაკითხულია 177 ჯერ

Related items

  • გორ აივაზიანმა და დემურ ქაჯაიამ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

    ერევანში მიმდინარე ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვი - მედლები მოიპოვეს როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდის წარმომადგენლებმა.

    ყველაზე წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ გორ აივაზიანს (54 კგ) და დემურ ქაჯაიას (67 კგ), რომლებმაც ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხეს და შემდეგ ევროპის ჩემპიონობაც იზეიმეს.

    ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა თათია ბუკიას (75 კგ). იგი გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს სამივე ფინალში რუსს მოკრივეებთან მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა.

    მესამე ადგილებით საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები შესძინეს დავით ჯაფარიძემ (51 კგ), ლევან დემუროვმა (57 კგ) და გიორგი ნატროშვილმა (75 კგ). 

  • იაპონიის ქალაქ საიტამაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში
    იაპონიის ქალაქ საიტამაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობდა 39 ქვეყნის 181 სპორტსმენმა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის 7 მოციგურავე. ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატი სპორტული სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირია, ამიტომაც მას ყოველთვის მოუთმენლად ელის სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრები. იაპონიაში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ სპორტის ამ სახეობის მიმართ და ამის დასტური " საიტამა სუპერ არენას" ის ხალხმარავალი აუდიტორი იყო, რომელიც ერთნაირი პატივისცემით გულშემატკივრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელს. მიუხედავად ჩვენი სპორტსმენების არც თუ ისე მაღალი შედეგებისა, მონაწილეობა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების გვერდით, კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იყო მათ სპორტული კარიერაში.
    საერთაშორისო საციგურაო კავშირმა ქვეყნების მიხედვით გამოაქვეყნა რეიტინგული სია, რომელიც შედგა სეზონის მანძილზე იუნიორთა და სენიორთა გრან პრის ეტაპებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე შედეგების გათვალისწინებით. საქართველოს გუნდი ამ სიაში 3 187 ქულით, მე- 7 ადგილზე, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე- 3 ადგილზე აღმოჩნდა. ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის გუნდს მომავალ სეზონზე მეტ წარმატებას და იმ მოლოდინის გამართლებას, რომელსაც მათგან მუდმივად ელის ერთგული ქართველი გულშემატკივარი.
    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საჩვენებელ პროგრამაზე ორგანიზატორების მიერ მოწვეული იყო ჩვენი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
    ტრადიციულად, სეზონის დასასრულს საერთაშორისო საციგურაო კავშირმა გამოაქვეყნა სპორტსმენთა მსოფლიო საერთო რეიტინგული სია , რომელშიც ქართველი მოციგურავეები შემდეგ პოზიციებზე განლაგდნენ:
    ანასტასია გუბანოვა - მე -8 ადგილი
    კარინა საფინა ლუკა ბერულავა - მე- 13 ადგილი
    მორის ყვითელაშვილი - მე- 14 ადგილი
    ნიკა ეგაძე- 23 -ე პოზიცია
    მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - მე -19 ადგილი
    საქართველოს გუნდი კი მე- 7 პოზციაზეა დასახელდა ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა: იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, კორეა, იტალია და საფრანგეთი.
  • ქართველმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ თავისუფალ პროგრამაში ღირსეულად იასპარეზა

    4 მარტს, დასრულდა იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოგონათა ასპარეზობა თავისუფალ პროგრამაში, რომელშიც სულ 39 ქვეყნის 47 ერთეული გოგონა მონაწილეობდა. ქართველმა მოციგურავე

    ინგა გურგენიძემ ღირსეულად იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში და სულ 7 ნახტომითი ელემენტი შეასრულა, მათ შორის ურთულესი ტექნიკური ელემენტი სამნახევარი აქსელი ორჯერ გამოიყენა თავის პროგრამაში, ერთი სოლო ნახტომის სახით და მეორე კომბინაციაში.

    ინგა გურგენიძის გამოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო სეზონის მანძილზე და რომ არა, მოკლე პროგრამაში ამავე სამნახევარ აქსელზე დაშვებული შეცდომა, ქართველი სპორტსმენი საუკეთესო სამეულშიც აღმოჩნდებოდა.. საბოლოოდ, თავისუფალ პროგრამაში ინგა გურგენიძემ 120.48 ქულით მე-7 , ხოლო ორი პროგრამის ჯამში 172.5 ქულით საუკეთესო ათეულში მე-9 ადგილი დაიკავა .

    მ მაღალი შედეგის გათვალისწინებით ინგა გურგენიძემ საქართველოს მომავალი წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ადგილი და 2024 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ქვეყანას ლიცენზია მოუტანა გოგონების კატეგორიაში, ამასთან მსოფლიოს 2023 წლის საერთო რეიტინგულ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს 215 ქულა შესძინა.

    ვულოცავთ ინგას და ფიგურული ციგურაობის ერთგულ ქართველ გულშემატკივრებს ამ წარმატებას.

    საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

  • ჩინელმა სპორტსმენმა ბაკურიანში მეორე ოქროს მედალი მოიპოვა

    ჩინეთის ნაკრების წევრმა CAI XUETONG-მა გუშინ, ბაკურიანში მიმდინარე თავისუფალი სტილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

    ჩინეთის ნაკრებისთვის ეს უკვე მეორე ოქროს მედალია. პირველი ოქრო ჩინეთის ნაკრებს ჩინელმა კუნგ ფანმა მოუტანა. 

    ჩინელ სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა მიულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ ჩინელი სპორტსმენები კვლავ მიაღწევენ წარმატებებს მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, სნოუბორდსა და ფრისკიში და ბაკურიანში კიდევ ერთხელ შესრულდება ჩინეთის ეროვნული ჰიმნი.

    მოგეხსენებათ, საქართველო პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალ სტილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. შეჯიბრში მსოფლიოს 42 ქვეყნიდან 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. 

    მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ სტილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 5 მარტს დასრულდება.

  • კალგარში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით, სტარტს აიღებს იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში
    დღეს, 1 მარტს, კანადის ქალაქ კალგარში სტარტს აიღებს იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობს 44 ქვეყნის 179 სპორტსმენი, მათ შორის 42 ვაჟი, 47 გოგონა, 14 სპორტული და 31 მოცეკვავე წყვილი.
    ქართველი სპორტსმენებიდან პირველი ინგა გურგენიძე იასპარეზებს, რომელიც თავისი მოკლე პროგრამით 31-ე ნომრად გამოვა.
    ზუსტად 35 წლის წინ, 1988 წელს, კანადის ქალაქი კალგარი ზამთრის მე -15 ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა.
    მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოდან წარმოდგენილი იქნებიან ინგა გურგენიძე (ერთეული გოგონები), კონსტანტინე სუპატაშვილი (ერთეული ვაჟები), გრეის ელიზაბეტ ვეინიკი და ეჰორ ბარშაკი ( სპორტული ცეკვები). ინგა გურგენიძისა და მოცეკვავე ვეინიკი-ბარშაკის წყვილისათვის მსოფლიო ჩემპიონატი მათ კარიერაში სადებიუტო გამოსვლა იქნება. მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიებში კანადაში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე და იულია ლევშუნოვა. სპორტსმენთა დელეგაციას ჩემპიონატზე კალგარში უხელმძღვანელებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი. ქართველ სპორტსმენთა გამოსვლის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური