მოწოდება სომეხ ჟურნალისტებს საერთაშორისო ორგანიზაციიდან - ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ!
"ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს" (KGK) პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა განაცხადა, რომ სომეხ ჟურნალისტებთან შეხვედრა ორგანიზაციის 2023 წლის მთავარ მიზნებში შედის. მან Modern.az-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრა შეიძლება მომავალ წელს გაიმართოს.
„როგორც თურქ ჟურნალისტებს, ჩვენ გვინდა მშვიდობა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის, რათა მათ გააგრძელონ მშვიდად ცხოვრება. თურქი ჟურნალისტების 90%-ს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება სურს. ჩვენ ვამზადებთ ახალ ამბებს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მეზობელი ქვეყნებია, და რომ მათ სურთ მშვიდობიანი თანაცხოვრება კავკასიის რეგიონში.
ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა და მოვითხოვთ ჟურნალისტებისგან სომხეთიდან. მათ უნდა მიაწოდონ ასეთივე სიახლეები, რომ მხარს უჭერენ მშვიდობასა და მეგობრობას და არა ომს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ და მივმართავთ, რომ მათაც დაწერონ ასეთი ახალი ამბები. თუ ჩვენ, როგორც თურქი ჟურნალისტები, და კოლეგები სომხეთიდან ერთ მაგიდასთან დავსხდებით ჩვენ მათ ამ საკითხს გავაცნობთ.
ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა პროცესების დაჩქარებას გამოიწვევს. არ აქვს მნიშვნელობა სად შევხვდებით. შეგვიძლია მათ თურქეთში ვუმასპინძლოთ, ასევე შეგვიძლია სომხეთში ჩავიდეთ. ვფიქრობ, მათაც მოუნდებათ ასეთი შეხვედრა. ჩვენ ვიცით, რომ არც ერთ ხალხს ომი არ უნდა. ჟურნალისტებიც ხალხის ნაწილია, და ხალხის მოთხოვნის მიხედვით ისინიც მოისურვებენ მშვიდობას.
რაც ჩვენ, როგორც „ჟურნალისტთა გლობალურმა საბჭომ“ უნდა გავაკეთოთ, არის მედიის საშუალებით ერებს შორის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზება. მედია მშვიდობის დამყარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ საკითხზე ჩვენს სომეხ კოლეგებთან შეხება ჯერ არ გვქონია, მაგრამ შევეცდებით რაიმეს გაკეთებას. ჩვენი საბჭოს საგარეო ურთიერთობების ასამბლეის თავმჯდომარეა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ელშად ეივაზლი. მისი აზრებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ეს არ არის იოლი პროცესი, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს შევძლებთ მსგავსი შეხვედრის ჩატარებას. ყველაფერი დამოკიდებულია სომხური მედიის დამოკიდებულებაზე მშვიდობისადმი“, - დასძინა მეჰმეთ ალი დიმმა.
P.S. "ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს" (KGK) საქართველოს წარმომადგენლობა მხარს უჭერს და უერთდება ამ მოწოდებას!
Related items
-
თურქეთის ქალაქ ალანიაში წარმატებით დასრულდა გლობალური ჟურნალისტური საბჭოს მე-3 მედია შეხვედრა
2023 წლის 2-5 ნოემბერსთურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში წარმატებით დასრულდა გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC) ტრადიციული მე-3 გლობალური მედიის შეხვედრა. მე-3 გლობალურ მედია სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც GJC მასპინძლობდა, მონაწილეობდა დაახლოებით 50 უცხოელი ჟურნალისტი 32 ქვეყნიდან და დაახლოებით 200 ადგილობრივი და ძირითადი მედიის წევრი თურქეთიდან. ტრადიციული მე-3 გლობალური მედიის შეხვედრის განმავლობაში გაიმართა საინტერესო დისკუსიები, მოეწყო „ვორქშოპი“, სადაც განიხილეს ჟურნალისტური საქმიანობის აქტიური საკითხები.
შეხვედრაზე თავდაპირველად მოისმინეს საბჭოს მმართველთა საბჭოს და სხვადასხვა ინსტიტუტის წლიური ანგარიშები. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო GJC-ის შუამავლობით ჟურნალისტურ ორგანიზაციებსა და ცალკეულ ჟურნალისტებს შორის ურთიერთობების განვითარება, რათა მან წვლილი შეიტანოს ჟურნალისტური კავშირის გაძლიერებაში.
AZERTAC-ის საქართველოს სპეციალურმა კორესპონდენტმა ხატაი აზიზოვმა ყურადღება გაამახვილა საომარ ზონებში ჟურნალისტების საქმიანობაზე და ზოგჯერ მათ სიკვდილზე. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის განთავისუფლებულ რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ AZERTAC-ისა და აზერბაიჯანის ტელევიზიის თანამშრომლები. მისი თქმით, ჟურნალისტები ასრულებენ ყველაზე საშიშ დავალებებს მსოფლიოში. თუმცა, მათი უსაფრთხოება ზოგჯერ უგულებელყოფილია. მან მოუწოდა ჟურნალისტებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ემსახურონ ძლიერ ერთობას, მშვიდობასა და სტაბილურობას. ამის შემდეგ, GJC-ის სხდომა გაგრძელდა სხვადასხვა პანელის სხდომებზე. ქართველმა და აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა პანელებზე ისაუბრეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საკუთარ ქვეყანაში ჟურნალისტურ სფეროში არსებულ მდგომარეობაზე.
სასტუმრო Alanya Eftelia Marin-ში გამართული 3 დღიან სემინარზე 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის მონაწილეობით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით. უცხოელ ჟურნალისტებისთვის ორგანიზებული იყო სინქრონული თარგმანი და ონლაინ თარგმანი ინგლისურ და რუსულ ენებზე.
სემინარის ბოლო ნაწილში GJC-ის არჩეული გამგეობებისა და კრებების შეხვედრებზე განისაზღვრა ის სფეროები, რომლებიც ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას. გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შემუშავდა სათანადო გეგმა და საგზაო რუკა.
GJC-ს პრეზიდენტ მეჰმედ ალი დიმის მიერ ჟურნალისტების პრობლემების გაჟღერების გავლენის გაზრდის მიზნით, გადაწყდა პრეს-რელიზების შემუშავება, და პროგრამების გაკეთების მიზნით, ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი და ქვეყნის მედიის პროფესიულ პრობლემებთან დაკავშირებით გაკეთებული წინადადებებისა და გაფრთხილებების შესახებ.
გალა საღამოს, რომელიც წელს მესამედ გაიმართა და კვლავ სასტუმრო Lonicera World-ის სამეჯლისო დარბაზში მიმდინარეობდა, ტელეჟურნალისტი და GJC გენერალური მდივნის მოადგილე, ბენან კეპსუტლუ უძღვებოდა.
გალა საღამო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 24 სხვადასხვა ტელეარხზე, მათ შორის Ekotürk TV-სთან ერთად.
მასალა მოამზადა: ავთანდილ ოთინაშვილმა
ფოტოების ავტორი: გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC)
-
პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა.
"პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას.
უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება.სწორედ ამ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა იწოდება მსოფლიოში მაღალპროფესიონალურ და თავისუფალ ჟურნალისტიკად, რადგან ამ სტანდარტის დაცვა ქმნის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს.თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე.კიდევ ერთხელ ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ყველა ჟურნალისტს და ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში".საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი -
თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს ჟურნალისტების პირველი შეხვედრა ჩატარდა
29 აპრილს თბილისში, სასტუმრო „ჰილტონში“ აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთობლივი სემინარი თემაზე - „მშვიდობა და მედიის როლი სამხრეთ კავკასიაში“ მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა. გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC) ეგიდით გამართულ სემინარზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები და მათ შორის „მასმედიის როლი რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში“.
გლობალური ჟურნალისტურისაბჭოს საქართველოს წარმომადგენელმა, სააგენტო „ნიუს დეი საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა ავთანდილ ოთანაშვილმა მიულოცა დამსწრე ჟურნალისტებს შეკრება და ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. ასევე მან ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების საქმეში მასმედიის როლის მნიშვნელობას.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა გლობალური ჟურნალისტურისაბჭოს პრეზიდენტი მეჰმეთ ალი დიმი, რომელმაც მსოფლიოში ომებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. მისივე თქმით, მასმედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ომის, კონფლიქტის და სხვა პრობლემების გადაწყვეტაში. „ამ ღონისძიების გამართვის მიზანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლის გაზრდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თითქმის 40 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში“, აღნიშნა მან.
აზერბაიჯანის თანამედროვე მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა ელშად ეივაზლიმ ისაუბრა ჟურნალისტების როლის მნიშვნელობაზე კონფლიქტების მოგვარების საქმეში. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსოფლიო ომების დროს ბევრი ჟურნალისტიც დაიღუპა. მისი წინადადებით, კონფლიქტურ რეგიონებში დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნას, სემინარის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სომხეთის სააგენტო „არმინფოს“ დირექტორმა ემანუელ მკრტჩიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთანხმება შეკრებილი ჟურნალისტების მოსაზრებებს და ძალიან აფასებს ჟურნალისტთა ასეთი შეხვედრების გამართვას.
ღონისძიების მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ თანამშრომელმა მირანდა ოგანეზოვამ, პორტალ apsny.ge-ს დირექტორმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა გოჩა გვარამიამ,
თურქეთის „ჰაბერ გლობალის“ წამყვანმა რედაქტორმა ბენან კეფსუტლუმ, აზერბაიჯანის პრესის საბჭოს წევრმა იეგანე ჰაჯიევამ. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო AZERTAC-ის საქართველო ბიუროს ხელმძღვანელმა ხატაი აზიზოვმა და პორტალ 24news.ge-ს რედაქტორმა აზერ მამედოვმა.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებას. ასევე ითქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მსგავსი სახის ჟურნალისტთა ოთხმხრივი შეხვედრები სამომავლოდ სტამბულში, ბაქოსა და ერევანშიც გაიმართება.
აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას.
-
გლობალური ჟურნალისტური საბჭოს ეგიდით, 2023 წ. თბილისში, დაგეგმილია სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების შეხვედრის ჩატარება
საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიას ითვლის, რაც ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის და მთავრობის დამსახურებაა. ეს ურთიერთობები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, უმჯობესდებოდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ისინი უმაღლეს ნიშნულზეა. ამ ურთიერთობების განვითარებას ასევე ხელს უწყობენ საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციებიც, რომელთა შორისაც არის გლობალური ჟურნალისტური საბჭო (KGK.org.tr).
27-30 ოქტომბერს თურქეთის ქ. ალანიაში, სასტუმრო EFTALIA hotel-მა უმასპინძლა გლობალური ჟურნალისტების საბჭოს გენერალურ ასამბლეას, გლობალურ მედია-სემინარს და გლობალური ჟურნალისტების საბჭოს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებმაც. რაღა თქმა უნდა ქართველი ჟურნალისტების ვიზიტი თურქეთში განხორციელდა საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიად საქართველოს“ და დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია “მუსიად საქართველოს“ ხელშეწყობით.
„გულთბილად მივესალმები ჟურნალისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სასიამოვნოა თქვენი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში და იმედი გვაქვს, პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე შევძლებთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (KGK)პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა. მან ჟურნალისტებს გააცნო თანამედროვე თურქეთის მიღწევები და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, მისი პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ხელმძღვანელობით აგრძელებს დემოკრატიულ წინსვლას და საერთაშორისო ასპარეზზე მტკიცედ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.
მისივე თქმით, საბჭო შეიქმნა იმ მიზნით, რომ ჩაატაროს კვლევები, რომლებიც ზრდის ჟურნალისტების პროფესიულ, სოციალურ და კულტურულ ღირებულებებს და აუმჯობესებს მათ დემოკრატიულ მისწრაფებას. ასევე სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს ყველა ქვეყანაში თურქეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ბალყანეთის და ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით. „საბჭოს წარმომადგენლობა გააჩნია მსოფლიოს 52 ქვეყანაში“, - დაამატა მეჰმეთ ალი დიმმა.
გარდა ამისა, მედია-სემინარის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა უცხოური პრესის წარმომადგენლებთან. შეხვედრას KGK-ს უცხოეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ელშად ეივაზლი უძღვებოდა. მისი თქმით, მომავალ წელს თბილისში დაგეგმილია სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების შეხვედრა. ხოლო სტამბულში ერთმანეთს უკრაინელი და რუსი ჟურნალისტები შეხვდებიან.
აქვე ალბანეთის წარმომადგენელმა ანისა ბაჰიტიმ განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა მომავალ წელს ალბანეთში უმასპინძლოს KGK-ს ერთ-ერთ ღონისძიებას, რასაც მონაწილეების მხრიდან სრული მხარდაჭერა ხვდა წილად.
ამ მეტად დატვირთული და ემოციებით აღსავსე დღეების განმავლობაში შესაძლებლობა მოგვეცა მჭიდრო კომუნიკაცია გვქონოდა ჩვენს თურქ კოლეგებთან სხვადასხვა ფორმატში და უამრავი საინტერესო სიახლე გაგვეგო ერთმანეთის შესახებ, გაგვეცვალა აზრები, შთაბეჭდილებები, შეხედულებები, გამოგვეხატა სამომავლო შესაძლო თანამშრომლობის სურვილი და უბრალოდ ის, რომ კონტაქტი შეგვენარჩუნებინა, რათა ეს ძალისხმევა და შესანიშნავი გაცნობითი სტარტი ეფექტურ კომუნიკაციაში გადავზარდოთ.
სასტუმრო LONICERA World-ში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ თურქეთის ოფიციალური პირები - ალანიის რაიონის გუბერნატორი ფატიჰ ურკმეზერი, ალანიის მერის მოადგილე ფეიზი ალაეტინოღლუ, ოლქის ჟანდარმერიის მეთაური ენგინ ბურაკ მინდივანლი, ალანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ALTSO) ვიცე პრეზიდენტი ფატმა ტაშპინარი, Alanyaspor კლუბის პრეზიდენტი ჰასან ჩავუშოღლუ, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საღამო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 20-მდე თურქული და TRNC არხიდან.
გალა ვახშამი და დაჯილდოების ცერემონიალი Lonicera World Hotel Ballroom-ში დაიწყო ცნობილი თურქი ჟურნალისტის ბენან კეპსუტლუს თურქული და ინგლისური პრეზენტაციით. პროგრამის გახსნის სიტყვით გამოვიდნენ KGK-ს პრეზიდენტი მეჰმეთ ალი დიმი და სხვა ოფიციალური პირები.
სიტყვით გამოსვლისას KGK-ს პრეზიდენტმა მეჰმეთ ალი დიმმა განაცხადა, რომ გალა-ღონისძიებას დაესწრო KGK-ს 156 წევრი 58 ქვეყნიდან, რომელთაგან 21 უცხოელია. მან ასევე დაამატა, რომ ისინი ბოლო წლებში რეგიონული ძალისგან გლობალურ ძალად იქცნენ.
მისივე თქმით: ”რადგან ჩვენ ვართ ორგანიზებულნი მთელ თურქეთში, არ არსებობს პროვინცია, რომელიც გვაკლია ამ მომენტში. ამჟამად ჩვენს შორის არიან KGK-ს წარმომადგენლები 50 პროვინციიდან. გარდა ამისა, ახლა ჩვენს შორისაა 21 ჩვენი წარმომადგენელი 58 ქვეყანაში“.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამუშაო შეხვედრების პარალელურად, უზრუნველოფილი იყო კულტურული ღონისძიებებიც და მედია-სემინარის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ალანიის ღირშესანიშნაობებს და ადგილობრივ სამზარეულოს.
KGK-ს საერთაშორისო ღონისძიების დასრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე და მუშაობის პროცესში ბევრი სიახლე შეიტყვეს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ საქმიანობის კიდევ უფრო დახვეწაში.
ავთანდილ ოთინაშვილი
-
ტრენინგები ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქალთა უფლებებზე
2022 წლის სექტემბერში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოფიო რუსეცკიმ და ანა ლობჟანიძემ ფემიციდის ეთიკურად გაშუქების და ქალთა საკითხების ადვოკატირების საკითხებზე შეხვედრები გამართეს იმერეთსა და სამეგრელოში. ამის შესახებ სახალხო დამცველის ადმინისტრაცია იტყობინება.
13 სექტემბერს, ქუთაისში ადგილობრივი ტელე, რადიო და ონლაინ გამოცემის წარმომადგენლებისთვის გამართულ ტრენინგზე ანა ლობჟანიძემ მედიაში გენდერული საკითხების ეთიკურად გაშუქების პრინციპებზე, გენდერულად მგრძნობიარე ენის მნიშვნელობასა და სექსიზმის გავლენაზე ისაუბრა და მრავალფეროვანი წყაროების გამოყენების მაგალითები განიხილა. დიდი ყურადღება დაუთმო ფემიციდის ეთიკურად გაშუქების სტანდარტებსაც, როგორიცაა, მასალის გაშუქების ფოკუსი, სავარაუდო მსხვერპლის/მოძალადის იდენტიფიცირება და ვიზუალური მასალის გამოყენების ეთიკური მხარე. ღონისძიება ორგანიზებული იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ.
14 და 16 სექტემბერს ანა ლობჟანიძემ და სოფიო რუსეცკიმ ქალთა საკითხების ადვოკატირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს ქუთაისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საქართველოში ქალთა უფლებების ადვოკატირებისა და უწყვეტი მონიტორინგისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არასამთავრობო სექტორის აქტიურობას და მათ ჩართულობას. გარდა ამისა, განუზომელად დიდა არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაში. შესაბამისად, სამუშაო შეხვედრის ჩატარება მიზნად ისახავდა რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას ადვოკატირების კამპანიებზე და ანგარიშგების პროცედურებსა და შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე განიხილეს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) მნიშვნელობა, ანგარიშების წარდგენის მექანიზმები და პროცედურები. ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან.
შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით.
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...