რუსეთში „სუ-34“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2022 11:00

რუსეთში საწვრთნელი ფრენის შესასრულებლად აფრენილი „სუ-34“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ქალაქ ეისკში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი კუზნეცოვმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ნამსხვრევების ამოღება დასრულებულია. ცხედრები ადგილზე აღმოაჩინეს.

ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია, 19 ადამიანი კი დაშავდა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს.

წაკითხულია 159 ჯერ

Related items

  • Air Astana ზაფხულის განრიგზე გადადის!

    ავიაკომპანია Air Astana ზაფხულის პერიოდიდან თბილისისა და ალმა-ათის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შესრულებს. ასევე ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ბათუმი-ალმა-ათი და თბილისი-ასტანას მიმართულებით.

    ყაზახურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ავიარეისები ბათუმსა და ალმა-ათას შორის კვირაში 5-ჯერ შესრულდება, გარდა ოთხშაბათისა და სამშაბათისა.

    თბილისსა და ასტანას შორის კვირაში 3-ჯერ ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.

    ფრენები განხორციელდება კომფორტული Airbus A320/A321 თვითმფრინავით.

    „Air Astana“ ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახლავთ, რომელიც ახორციელებს 60 ავიარეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით” – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

  • სლოვაკეთი უკრაინაში საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელს გააგზავნის

    სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინაში 13 ერთეულ საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავის გაგზავნას, რომლებიც ქვეყანაში არ გამოიყენება, დაეთანხმა მმართველი უმცირესობის მთავრობა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    უკრაინაში საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც დღის წესრიგში დიდი ხანია დგას, ჰეგერმა ეს განცხადება Twitter-ზე გააკეთა.

    მისი თქმით, უკრაინისთვის მიცემული დაპირება უნდა შესრულდეს. „სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინაში 13 ერთეული Mig-29 თვითმფრინავის გაგზავნა“. -  განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

    ჰეგერმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა უფრო მეტი იარაღი, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები და რომ ისინი შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რაც შეუძლიათ.

    პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: "სხვა ქვეყნებიც ასრულებენ მსგავს საქმეს. უკრაინაში ძირითადი სამხედრო დახმარების მასალების მიწოდების წყალობით, ეს ქვეყანა შეძლებს დაიცვას როგორც საკუთარი თავის, ისე მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ“.

    2022 წლის ივლისში თავის განცხადებაში ჰეგერმა გააზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები შეიცვლება F-16-ებით და რომ ამ თვითმფრინავებს 2022 წლის სექტემბრიდან აღარ გამოიყენებენ.

  • უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი

    უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად, ბროვარიში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგანგებო სიტუაციების საკუთრებაში მყოფი შვეულმფრენი ჩამოვარდა და საბავშვო ბაღის სიახლოვეს დაეცა. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი ენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. სულ დაღუპულია 16 ადამინი, მათ შორის 2 ბავშვი.

    ასევე 22 დაშავებული, მათ შორის 10 ბავშვი მოთავსებულია საავადმყოფოში და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები.

    შვეულმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. მიმდინარეობს ძიება და ყველა ვერსია განიხილება. მათ შორის არ არის გამორიცხული დივერსია.

  • ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

    ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    Boeing 747-ის ტიპის სარაკეტო თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Virgin Orbit-ს, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კორნუოლიდან აფრინდა.

    მოგვიანებით რაკეტა თვითმფრინავს ატლანტის ოკეანის თავზე მოშორდა და აალდა.

    თუმცა, Virgin Orbit-მა საკითხთან დაკავშირებით Twitter -ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იყო ანომალია, რამაც ხელი შეუშალა რაკეტას ორბიტაზე გასვლაში.

    თვითმფრინავი კი კორნუოლში დაბრუნდა, როგორც დაგეგმილი იყო.

    მისია წარმატებული რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი იქნებოდა იმ 9 ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელმაც კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტაზე გააგზავნა.

  • ჩინეთმა ახალი შეკვეთა მიიღო დიდი ზომის ამფიბიური თვითმფრინავის წარმოებისთვის

    პეკინი, 16 დეკემბერი (სინხუა) – ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაციამ (AVIC) პარასკევს გამოაცხადა, რომ მიიღო ახალი შეკვეთა ხუთი AG600M ტიპის დიდი ზომის ამფიბია თვითმფრინავის წარმოებისთვის, რომელიც ჩინეთმა დამოუკიდებლად შეიმუშავა.

    AVIC General Huanan Aircraft Industry Co., Ltd. და Jiangsu Xiangyue General Aviation Co., Ltd. ხუთშაბათს ხელი მოაწერა შეთანხმებას ხანძრის ჩაქრობისთვის განკუთვნილი ხუთი AG600M ტიპის ამფიბია თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ, განაცხადა AVIC-მა.

    ეს ღონისძიება აჩვენებს პროგრესს ამ თვითმფრინავის მოდელის კომერციალიზაციისკენ, დასძინეს კორპორაციაში.

    ამრიგად, AVIC-ის მიერ დასახული წლის მიზანი შესრულდა, როგორც AG600M ამფიბია ტიპის წარმოების, ასევე გაყიდვების თვალსაზრისით, რომელიც ეკუთვნის ჩინეთის AG600 ოჯახის დიდი ამფიბიურ ლაინერებს.

    შეგახსენებთ, რომ მათი კოდური სახელწოდებაა "კუნლუნ" / Kunlong /.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური