Visa-ს ახალი კვლევითი ანგარიშები ხაზს უსვამს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას ცვალებადი საფრთხეების პირობებში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2022 13:09

თბილისი, 2022 წლის 17 ოქტომბერი – მსოფლიო ლიდერი ციფრულ გადახდებში Visa განახლებულ დასკვნას გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა თაღლითობა მას შემდეგ რაც პანდემიამ პიკს მიაღწია, მაშინ როდესაც დამნაშავეები მიზანში იღებენ როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცის მოწყვლად მახასიათებლებს, რადგანაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება პირადი და ელექტრონული კომერციის გამოცდილებების ნაზავს უბრუნდება.

„საცალო ვაჭრობის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნების კვალდაკვალ, კრიმინალები კვლავ სათავისოდ იყენებენ ფიზიკურ დაუცველობას მაღაზიებში, ელექტრონული კომერციიდან კი სარგებელს იღებენ მავნე და ვირუსული პროგრამებისა და ფიშინგ შეტევების მეშვეობით, სხვა ხერხებთან ერთად,“ განაცხადა პოლ დ. ფაბარამ, Visa-ს რისკების მთავარმა ოფიცერმა.

ორი ახალი გლობალური კვლევა: Visa-ს უახლესი ანგარიში საფრთხეების შესახებ, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, და MIT (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) ტექნოლოგიების ანალიზი (MIT Technology Review Insights) „ფულის მოძრაობა ციფრულ სამყაროში", რომელიც 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა Visa-სთან პარტნიორობით, პოსტპანდემიური ეკონომიკის ახალ და განმეორებად საფრთხეებს უსვამს ხაზს.

ციფრული კომერცია და კრიპტო მომხმარებლები მდიდარი სამიზნეები არიან ნოვატორი თაღლითებისთვის

ციფრული კომერციის გარემო, რომელიც საგრძნობლად სწრაფად განვითარდა პანდემიის გამო, კიბერდამნაშავეებისთვის ჯერ კიდევ უმდიდრეს სამიზნედ რჩება.

Visa-ს გლობალური რისკების შემსწავლელი გუნდის მიერ, გამოკვლეული თაღლითობისა და მონაცემთა გაჟონვის შემთხვევების თითქმის სამი მეოთხედი ეხებოდა ელექტრონული კომერციის სავაჭრო ობიექტებს, კერძოდ,  ხშირი იყო სოციალური ინჟინერიისა და ვირუსული პროგრამების შეტევები. კვლევის მიხედვით, ხშირია ციფრული სკიმინგის შეტევები, რომლებიც მიზანში იღებენ ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და მესამე მხარის კოდის ინტეგრირებას.

მსგავსი თავდასხმების შემთხვევები ნათელს ხდის სავაჭრო და საგადასახადო ტრანზაქციებზე უსაფრთხოების მკაცრი კონტროლის აუცილებლობას, იმის უზრუნველსაყოფად რომ გარე კოდი არ გააქტიურდება ბარათის მფლობელისთვის  არაკონფიდენციალურ გარემოში. მასაჩუსეტსის ინსტიტუტის კვლევის ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვანია მათი მომხმარებლებისთვის, 59% კი აღიარებს, რომ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები ყველაზე დიდი გამოწვევაა ციფრული გადახდების გაფართოებისთვის. ბევრი უპირატესობას უსაფრთხოების მოწინავე შესაძლებლობებს ანიჭებს, როგორებიცაა ციფრული ტოკენები (32%), ხელოვნური ინტელექტი და გაძლიერებული ავტორიზაცია (43%).

ტრადიციულ ვალუტაზე ზიანის მიყენების გარდა, თავდამსხმელები კრიპტოვალუტის მომხმარებლების მოსატყუებლად ახალ ტაქტიკებს მიმართავენ, მათ შორისაა საფულეზე გამიზნული, ბრაუზერის გაფართოების, ახალი მავნე პროგრამა კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის, ასევე ინოვაციები ფიშინგისა და სოციალური ინჟინერიის სქემებში. 2022 წლის იანვრიდან თებერვლის ჩათვლით, სამმა დიდმა ქურდობამ, რომლის დროსაც სხვადასხვა ხიდის სერვისებში სუსტი წერტილები იქნა გამოყენებული, 400 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა კიბერქურდებს.[1]

დაცვა Visa-ს დაპირებაა

მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაული ნარჩუნდება, Visa-მ გაზარდა ძალისხმევა თაღლითობის შემთხვევების შესამცირებლად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Visa-მ 9 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ქსელის უსაფრთხოებაში. Visa-ში დასაქმებულია ათასზე მეტი ერთგული სპეციალისტი, რომლებიც Visa-ს ქსელს მავნე პროგრამებისგან, ნულოვანი დღის შეტევებისგან და ინსაიდერული საფრთხეებისგან 24x7x365 რეჟიმში იცავენ. Visa ასევე იყენებს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის შესაძლებლობებს და მუდამ ჩართული ჰყავს ექსპერტები, რათა დაიცვას თავისი ეკოსისტემა, პრაქტიულად აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს მილიარდობით დოლარის თაღლითობის მცდელობა. ფაქტობრივად, Visa-ს რეალურ დროში მონიტორინგმა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, დაბლოკა 4,2 მილიარდ დოლარზე მეტი თაღლითური გადახდების მოცულობა ბოლო 12 თვეში, ბევრმა არც იცოდა, რომ პოტენციური თაღლითური ტრანზაქციის რისკის ქვეშ იყო.

გადახდებთან დაკავშირებული თაღლითური დარღვევების შესახებ ანგარიშის წასაკითხად ეწვიეთ Visa-ს ოფიციალურ ვებ.გვერდს. ციფრულ სამყაროში ფულის მოძრაობის MIT ტექნოლოგიების ანალიზის შესახებ ანგარიშის სრულად წასაკითხად ეწვიეთ მასაჩუსეტსის ინსტიტუტის გვერდს.

###

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

 

[1] Visa-ს ორწლიანი ანგარიში გადახდებთან დაკავშირებული თაღლითური დარღვევების შესახებ.

წაკითხულია 213 ჯერ

Related items

  • 5 საუკეთესო კრიპტო ვალუტის ბირჟა უსაფრთხო ტრანზაქციებისთვის

    კრიპტო ვალუტამ ტრადიციული ფინანსური სისტემა ჩაშალა, მიისწრაფის მეტი ხელმისაწვდომობისკენ, სისწრაფისკენ, უფრო იაფიანი ტრანზაქციებისკენ და სხვა ბონუსებისკენ. ბევრ ადამიანს მოსწონს ციფრულ ვალუტებში ინვესტირების იდეა, თუმცა მათ არ იციან რომელი ბირჟები გამოიყენონ კრიპტოს საყიდლად. 

    თუ თქვენ გაინტერესებთ სად შეიძინოთ კრიპტო, შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს ხუთი უსაფრთხო კრიპტო ვალუტის ტრეიდინგისა და ბირჟების პლატფორმების სიას. ჩვენ გავამზადეთ საუკეთესო ვარიანტების სია ტოპ-1 გადაწყვეტიდან. 

    WhiteBIT

    ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო ბირჟა არის WhiteBIT-ი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული კრიპტო ბირჟა, რომელსაც აქვს საუკეთესო ინსტრუმენტები ტრეიდინგისთვის, რომ მოახდინოთ ვალუტის კონვერტაცია და შეიძინოთ ტოკენები და კრიპტოვალუტა ონლაინ. იგი აგრეთვე მიიჩნევა საუკეთესო კრიპტო ვალუტის პლატფორმად, რამდენადაც მას აქვს ტრეიდინგ ინსტრუმენტები. 

    WhiteBIT-მა ტრეიდერებსა და ინვესტორებში პოპულარობა შეიძინა თავისი ფართო ფუნქციების სპექტრითა და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისით.  პლატფორმას, აქვს მოსახერხებელი ინსტრუმენტები ყველა ტიპის ხალხისთვის, მათ შორის დამწყები და პროფესიონალი ტრეიდერებისთვის.

    WhiteBIT-ის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფუნქცია არის ტრეიდინგისთვის ხელმისაწვდომი კრიპტო ვალუტების დიდი რაოდენობა. WhiteBIT-ს აქვს 270-ზე მეტი ასარჩევი კრიპტო აქტივი და ექვსი ფიატ ვალუტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხს სხვადასხვა ქვეყნიდან ეძლევათ კრიპტოს შეძენის შესაძლებლობა.

    ბირჟა ღებს სხვადასხვა გამოჩენილ კრიპტო ვალუტებს და გვთავაზობს რამოდენიმე პერსპექტიულ ციფრულ აქტივს რომელთა ღირებულებაც შესაძლოა მომავალში გაიზარდოს. პლატფორმას აქვს მაღალი ლიკვიდურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ/გაყიდოთ კოინები და ტოკენები. WhiteBIT-ი მომხმარებელს ასევე სთავაზობს საინვესტიციო არჩევანის ფართო დიაპაზონზე წვდომას და ეხმარება მათ თავიანთ პორტფოლიოების დივერსიფიკაციაში.

    ბირჟის უსაფრთხოების სისტემა რამდენიმე სოლიდურ ზომას მოიცავს. პლატფორმას, თავისი ციფრული აქტივების 96% ცივად შენახული აქვს, რაც შეუძლებელს ხდის ფინანსების მოპარვას. ამასთან, WhiteBIT-ი იყენებს Web Application Firewall (WAF) სისტემას ჰაკერული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად და მოსაგერიებლად. პლატფორმამ ასევე გაიარა Hacken.io ტესტი, რომელიც კიბერ უსაფრთხოებაში წამყვანი ექსპერტია. 

    სხვა უმაღლესი დონის უსაფრთხოების ზომებს მოიცავს ორ-ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) და შესაბამისობა ისეთ პროცედურებთან როგორიცაა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და იცნობდე შენს კლიენტს (KYC) პროცედურები. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პლატფორმის გამოსაყენებლად მომხმარებელმა ანგარიშები უნდა დაარეგისტრიროს და მოახდინოს საკუთარი იდენტობის ვერიფიკაცია.

    WhiteBIT-ის დადებით მხარეებში შედის:

    • კრიპტო აქტივების დიდი კოლექცია და მრავალი ტრეიდინგ წყვილი.
    • კრიპტოს კრედიტ და დებიტ ბარათებით შეძენის შესაძლებლობა.
    • უსაფრთხო აქტივების შენახვა ფიზიკური (ცივი) კრიპტო საფულეების მეშვეობით.
    • საუკეთესო უსაფრთხოების ზომები და შესაბამისობა რეგულაციასთან.
    • მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისი.
    • მოწინავე ტრეიდინგ ინსტრუმენტების ფართო სპექტრი.
    • მობილური აპლიკაციით წვდომა.
    • გამჭვირვალე და გონივრული გადასახადები.

    ბირჟის გამოყენების უარყოფით მხარეებში შედის:

    • ის შეიძლება დროებით ხელმიუწვდომელი იყოს არა-ევროპულ ქვეყნებში.

    დასკვნა ის არის რომ WhiteBIT-ი შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს დამწყები და პროფესიონალი ტრეიდერებისთვის რამდენადაც პლატფორმას ყველაფერი აქვს რაც თქვენ გჭირდებათ. 

  • კვლევა: გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში

    გერმანია და გაერო-ს განვითარების პროგრამა მხარს უჭერენ სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემოს უფლების დაცვას

     

    თბილისი. 30 ოქტომბერი 2023 – გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომელიც საქართველოში გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ეხება. კვლევაში განხილულია არსებული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, გამოვლენილია გამოწვევები და წარმოდგენილია რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ.

    კვლევის საჯარო წარდგენა 30 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    სპეციალური მოხსენება გააკეთა ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის კომიტეტის წევრმა, პროფესორმა თომას შომერუსმა, რომელიც სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული.

    ლიდია ქრისტმანმა, სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა გერმანიის საელჩოში, ხაზი გაუსვა ამ ინიციატივის  მნიშვნელობას.

    „საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანებზე და მთლიანად საზოგადოებაზე. გერმანია მხარს უჭერს სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე ადამიანის ფუნდამენტური უფლების დაცვას საქართველოში. ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართული საკანონმდებლო ჩარჩოს შეფასებას,  რათა  გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ქრისტმანმა.

    დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების განმტკიცებისა და მოქალაქეთა გარემოსგან მიყენებული ზიანისგან დაცვის მიმართულებით საქართველოს შეუძლია საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოთი იხელმძღვანელოს.

    „ჩვენი კვლევა წარმოაჩენს გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოში მიღწეულ პროგრესს და ასევე შეისწავლის ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს. კვლევაში წარმოდგენილია რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ, რომელთა მიზანია საქართველოში მიღებულ პრაქტიკასა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს შორის არსებული განსხვავების შემცირება,“ - თქვა უებმა.

    კვლევა ჩატარდა 2023 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ. მისი დასკვნები ეფუძნება საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს სამაგიდო კვლევას და 27 სიღრმისეულ ინტერვიუს როგორც საჯარო მოხელეებთან, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

    კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი სამართლებრივი ჩარჩო საკმაოდ კარგადაა ჩამოყალიბებული. ორჰუსის კონვენცია უშუალოდ გამოიყენება, ხოლო კონსტიტუცია განსაზღვრავს ადამიანის უფლებას ჯანსაღ გარემოზე, ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტისას საზოგადოების მონაწილეობას. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ადამიანს აქვს უფლებას მიმართოს სასამართლოს გარემოსდაცვითი დარღვევების შემთხვევაში, ხოლო მოქმედი ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები შესაძლებელს ხდის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების როგორც პროცედურულ, ისე შინაარსობრივ გასაჩივრებას.

    კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებობს სხვადასხვა სახის ბარიერი, რომელიც აფერხებს გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას და მოქალაქეებს უქმნის განცდას, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების ეფექტიანი მოგვარება სამართლებრივი გზებით საკმაოდ რთულია.

    აღნიშნული ბარიერები მოიცავს სისტემურ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო განხილვის ზედმეტად გრძელი ვადები, რაც ცალკეულ შემთხვევებში პრაქტიკულად მართლმსაჯულებაზე უარის თქმად შეიძლება ჩაითვალოს, და სპეციფიკურ პრობლემებს, მაგალითად, გარემოსდაცვით საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლეების ნაკლებობას და კანონმდებლობის ვიწრო ინტერპრეტაციას, რაც ხელს უშლის სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემოს უფლების დაცვას.

    კვლევაში განხილულია სხვა ბარიერებიც, მათ შორის, ინფრასტრუქტურული თუ დეველოპერული პროექტების საჯარო განხილვების ინკლუზიურობისა და მისაწვდომობის გამოწვევები და  ინფორმაციის მოთხოვნის იგნორირებისა ან არადამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემის შემთხვევები.

    კვლევაში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საკვანძო უწყებების მიმართ, რომლებიც ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯობესებული აღსრულება, დროული სასამართლო განხილვები და პროცედურები, კანონის უზენაესობის ინსტიტუტებისა და საჯარო უწყებების შესაძლებლობების განვითარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ხარისხიანი იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

    კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებგვერდზე.

    ###

    UNDP-სა და გერმანიის მხარდაჭერა გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების მიმართ ხორციელდება გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და დაუცველი და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მართლმსაჯულებაზე წვდომისა და მედეგობის გაზრდას ემსახურება. 1.62 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. 

  • ადამიანის ტვინს „თვალის დახამხამებაში“ შეუძლია ყალბი მოგონებების შექმნა

    ადამიანის ტვინს „თვალის დახამხამებაში“ შეუძლია ყალბი მოგონებების შექმნა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    საიტის Science Alert-ის მიხედვით, ამსტერდამის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ როდესაც კვლევაში მონაწილე 534 ადამიანს აჩვენეს ლათინური ასოების რეალური და სარკისებური (C და Ɔ) ფორმები, ადამიანები მიდრეკილნი იყვნენ დაემახსოვრებინათ ასახული ასო მისი რეალური სახით.

    კვლევაში, მას შემდეგ, რაც ზოგიერთ მონაწილეს აჩვენეს შემთხვევითი ასოები მეხსიერების დასაბნევად, ყველა მონაწილეს სთხოვეს კვლავ ეთქვათ ნაჩვენები პირველი ასო.

    კვლევაში აღინიშნა, რომ მონაწილეთა თითქმის 20-მა პროცენტმა შექმნა ცრუ მეხსიერება სასურველ ასოზე, პირველი ასოს ჩვენებიდან ნახევარ წამში, და ეს რაოდენობა 3 წამის შემდეგ 30 პროცენტამდე გაიზარდა.

    კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ადამიანებს ასოები ასახული ფორმით ანახეს, მათ „თვალის დახამხამებაში“ ნაჩვენები ასო უფრო მეტად ახსოვთ, როგორც რეალური.

    ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის ტვინი ცვლის მოგონებებს "ცრუ მოგონებებით" იმის მიხედვით, თუ რას ელის იგი და რომ მონაწილეთა მიერ ლათინური ასოების ცოდნის გამო, მათი ტვინი ელოდება დაინახოს ასოები, ნაჩვენები ნორმალური წერილობითი ფორმით და არა მათი ასახული ფორმით.

    ექსპერიმენტებში, უბრალო და სარკისებურად ასახული ასოების შემთხვევით ჩვენების შემდეგ, მონაწილეებს ჰკითხეს, 1-დან 4-მდე რამდენად დარწმუნებული იყვნენ თავიანთ მეხსიერებაში.

    მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან თავიანთ პასუხებში. ამრიგად, დადგინდა, რომ მონაწილეთა პასუხები იყო რეალურად "ცრუ მოგონებები" და არა ცრუ ვარაუდები.

    კვლევა ჟურნალ "PLOS One"-ში გამოქვეყნდა.

  • Visa: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით

    თბილისი, საქართველო, 2023 წლის 1 თებერვალი – VisaNet-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილს იკავებს უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით.

    სწრაფი, უსაფრთხო და უკონტაქტო გადახდების მაჩვენებლით, საქართველო 200-ზე მეტ ქვეყანას შორის, სადაც Visa  ოპერირებს, ლიდერი ქვეყანაა, რომლის შემდეგ, მე-2 და მე-3 ადგილებს ავსტრალია და უნგრეთი იკავებენ. VisaNet-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში Visa ბარათებით განხორციელებული 10 ტრანზაქციიდან, თითქმის, 10-ვე უკონტაქტოა.

    Visa, როგორც მსოფლიო ლიდერი ციფრულ გადახდებში, ერთგულად განაგრძობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს, უცვლელი მისიით - შესთავაზოს ყველას, ყველგან თანხის გადახდისა და მიღების ინოვაციური საშუალებები. მრავალი წლის განმავლობაში, Visa აქტიურად თანამშრომლობს  ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებთან  საქართველოში და ხელს უწყობს  თანამედროვე გადახდის ეკოსისტემისა და უნაღდო ეკონომიკის განვითარებას. 

    “ამაყი ვარ, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით, პირველ ადგილს იკავებს, რაც მოწმობს Visa ბარათის მფლობელების მზადყოფნას - განახორციელონ უსაფრთხო, სწრაფი და მოსახერხებელი გადახდები. მინდა, მივულოცო Visa  ბარათის მფლობელებსა და ჩვენს პარტნიორებს ეს წარმატება, რაც ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია. მიხარია, რომ საქართველო, მზად არის ინოვაციებისა და გადახდის ახალი მეთოდების მისაღებად,”  განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    Visa-ს შესახებ:

    Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

  • ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების განთავსებას

    ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაასახელეს გამარჯვებული, რომელიც მიიღებს გრანტს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებული 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების განთავსება წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ყველაზე მსხვილ ტრანზაქციას და მწვანე ობლიგაციების გამოშვების პირველ შემთხვევას.

    კომპანია ევროკავშირისაგან მიიღებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად.

    მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან - Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად.

    ტრანზაქცია სრულად შეესაბამება პროგრამის უფრო ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოში კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებას, აგრეთვე გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ღირებულებების მხარდაჭერას.

    5-წლიანი, აშშ დოლარში დენომინირებული ე.წ. ბულეტ გადახდის გრაფიკის მქონე ობლიგაციების გამოშვება და განთავსება 2022 წლის 12 ოქტომბერს მოხდა. ფიქსირებული კუპონი განისაზღვრა 7.00%-ით. ობლიგაციები გამოიცა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით.

    კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ნუკა მშვიდობაძემ, აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ GRPO კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ პროგრამა წაახალისებს მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და განახლებადი ენერგიის სხვა ოპერატორებსაც მისცემს დამატებით მოტივაციას, დააკმაყოფილონ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პროგრამის დონორებსა და მხარდამჭერებს - ევროკავშირს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), Galt & Taggart-სა და BDO Georgia-ს“.

    დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის გუნდი GEORGIA

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური