ტრაპიზონში გაიმართა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ტრაპიზონის გუბერნიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელების შეხვედრა
Related items
-
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას გამართავს
ყაზახეთის რესპუბლიკა ქართულ ბიზნესსექტორს უმაპისნძლებს
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივითა და ხელშეწყობით ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყაზახურ-ქართული ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ყაზახეთს სავაჭრო-ეკნომიკური მისიით ქართული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები ეწვევიან. დელეგაციის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ყაზახურ ბიზნეს სექტორთან B2B შეხვედრებს გამართავენ, რაც მათ ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობას მისცემს.ღონისძიების მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება წარმოადგენს. ანალოგიური ბიზნესფორუმები და B2B შეხვედრები მნიშვნელოვანია ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება მზად არის დაეხმაროს ქართულ ბიზნეს კომპანიებს, სტარტაპებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა თუ ახალი საქმიანობის წამოწყებაში.
„საქართველოსთვის ყაზახეთის ბაზარი მიმზიდველია და ბევრი მიმართულებით ასათვისებელი. ამისთვის კი საჭიროა, ერთმანეთის ბაზარს უკეთ ვიცნობდეთ, თუ რა საჭიროებები არსებობს და როგორ გამოვიყენოთ ეს რესურსი. სწორედ ამიტომ, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას გამართავს და ყველა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთიდან საქართველოში იმპორტის ან ყაზახეთში ექსპორტის განხორციელებით, საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს, გაცვალოს პოტენციურ პარტნიორებთან ინფორმაცია და გააცნოს საკუთარი შესაძლებლობები. ასეთი სახის ბიზნესფორუმები უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას“, - აღნიშნავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი, ნატალია ფედოსეევა.
ქართულ-ყაზახური სავაჭრო-ეკომონიკური მისია შემოდგომაზე იგეგმება. მონაწილეობისთვის შემუშავებულია სპეციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსებაც დაინტერესებულ პირებს გაერთიანების ოფიციალური ვებგვერდიდან www.kaz.ge უკვე შეუძლიათ. კითხვარის შევსების შემდეგ, კომუნიკაცია მითითებულ ელ.ფოსტაზე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას თბილისში უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. საქართველოს მისიით ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის და 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებმა, სამი დღის განმავლობაში, ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს. ქართულმა და ყაზახურმა კომპანიებმა 11 მლნ დოლარამდე ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს და B2B შეხვედრების შედეგად, ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობიც განიხილეს.ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, წევრთა გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან.
-
საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ
26 ივლისს, თურქეთის ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა „MÜSİAD“-ის („დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციაცია“) ბათუმის ოფისის ხელმძღვანელთან, ჰამზა ქოსესთან.გ. ჯაფარიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ჰ. ქოსე სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს „Ayder Health Georgia“ დამფუძნებელი და მფლობელია, რომელიც ახორციელებს საქართველოს მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას თურქეთის წამყვან კლინიკებში.შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამედიცინო ტურიზმის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ. -
თბილისში“ "საქართველო - აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი" გაიმართა
5 მარტს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით "საქართველო - აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი" გაიმართა.
ბიზნეს ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - ეკატერინე მიქაბაძე; აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში - დურსუნ ჰასანოვი; „BP“ საქართველოს დირექტორი - ენ დევისი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენრალური დირექტორი - მაჰირ მამედოვი, „კასპიის ევროპული კლუბის” აღმასრულებელი დირექტორი - ტელმან ალიევი, „პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი - ასაფ ჰუსეინოვი, „აზების“ თავმჯდომარე - ნარიმან გურბანოვი.
ბიზნეს ფორუმს ასევე დაესწრნენ ქართული და აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლები ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის, საფინანსო, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, კვების, ინდუსტრიული წარმოებისა და მშენებლობის, იურიდიული მომსახურების, საკონსულტაციო, აუდიტორული, ტურიზმის, სამედიცინო და სხვა სექტორებიდან.
ფორუმის ფარგლებში, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და „აზებს“ (აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაცია) შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე, ღონისძიების მეორე ნაწილში მოხდა, დაგეგმილი პრეზენტაციების წარდგენა ქართული და აზერბაიჯანული კომპანიების მიერ.
ფორუმზე გამოსვლისას, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურაძემ, მინისტრის მოადგილემ ი. მიქაბაძემ, ელჩმა დ. ჰასანოვმა, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენრალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა და სხვებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ფორუმის მნიშვნელობის შესახებ.
აღნიშნული ფორუმის ჩატარების ძირითადი მიზანი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარება. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“, ქართველ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, გეგმავს ჩაატაროს აღნიშნული ფორუმი ყოვეწლიურად და 2021 წელს ეს ფორუმი ბაქოში გაიმართება.
ღონისძიების გენერალური პარტნიორები არიან კომპანიები „BP“, „სოკარი“, “პაშა ბანკი”, ხოლო პარტნიორები - „ყულევის ნავთობ ტერმინალი“, „ემბავუდი“, „ჰუალინგი ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ და „ლუკა პოლარე“.
ავთანდილ ოთინაშვილი
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...