სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2022 09:52

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

წაკითხულია 243 ჯერ

Related items

  • სომხეთი და აშშ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

    სომხეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „Armenpress“-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წვრთნები გაიმართება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებზე. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

    სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში, 11-20 სექტემბერს სომხეთში, სომხეთსა და აშშ-ს შორის ერთობლივი წვრთნები „Eagle Partner 2023“ გაიმართება.

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ წვრთნა, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მშვიდობის დაცვის ბრიგადის "Zar"-ის საწვრთნელ ცენტრსა და ერთ სასწავლო ცენტრში, რომლის დასახელებაც არ ვცელდება, ჩასატარებელი წვრთნები მოიცავს სამშვიდობო მისიების დროს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიას.

    აღინიშნა, რომ წვრთნების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარების თავსებადობის დონის გაუმჯობესება, საუკეთესო ადმინისტრაციული და ტაქტიკური საკომუნიკაციო პრაქტიკის გაზიარების უზრუნველყოფა და სომხური კონტინგენტის ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის „ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის“ შეფასების ფარგლებში სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადყოფნის  გაზრდა.

  • სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა

    ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    ნატოს წევრი და არაწევრი 6 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადებას სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში გადიოდა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები, თხილამურებით სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის მოწყობა შეასწავლეს. კურსის განმავლობაში სამხედროებმა ტაქტიკური მარშიც განახორციელეს.

    საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონიას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ცხადაძე დაესწრნენ. მალხაზ მერლანმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, კარიერული წინსვლა უსურვა და ყურადღება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

    კურსდამთავრებულებს სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის დასრულების აღმნიშვნელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

  • თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.
    უკრაინის თავდაცვის საკონტქატო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.

  • უკრაინამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება უარყო

    უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ „კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა“. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უკრინფო“-ს ცნობით, ჩერევატიმ შეაფასა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის თავდასხმების შესახებ.

    მისი განცხადებით, რუსეთის არმიას არ შეუძლია მაღალი სიზუსტის შეტევების განხორციელება და თქვა: „ეს ინფორმაცია ისეთივე ზუსტია, როგორც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ გაანადგურეს მთელი ჩვენი HIMARS-ები. ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალი სიზუსტის თავდასხმის სისტემებით ხალხმრავალი პერსონალის ცენტრებზე, საწყობებზე და ლოჯისტიკაზე წარმატებული მოქმედებების საპასუხოდ. მათ ასეთი შანსი არ აქვთ“.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

  • თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები

    აზერბაიჯანში თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში ღამის მისიები განხორციელდა.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შენაერთებმა გაანადგურეს წარმომადგენლობითი მტრის მანქანები და პირადი შემადგენლობა.

    აღინიშნა, რომ ჯარისკაცებმა გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს ომის დროს ჯარების კოორდინაციის უზრუნველყოფას, მენეჯმენტის გაუმჯობესებას და გამოცდილების გაზიარებას.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური