აქცია სამომხმარებლო სესხზე დღეს, ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დააანონსა
აქცია სამომხმარებლო სესხზე დღეს, ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დააანონსა.
აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით - ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან). შესაძლებელია ახალი სესხის აღება ან არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანა/თანხის დამატება, შემოსავლების დადასტურების პირობით.
ლიბერთის სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდანვე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში, თავის მომხმარებლებს მუდმივად გაუმჯობესებულ და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს. ახალი შეთავაზება ითვალისწინებს პირველი 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ და ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.
შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს. აქცია გრძელდება 30 სექტემბრის ჩათვლით.
დეტალური პირობები: www.libertybank.ge ლიბერთი ბანკი - Liberty Bank
Related items
-
"ლიბერთის" და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი პროექტით ბავშვებმა წიგნები საჩუქრად საქართველოს 120 სოფელში მიიღეს
„ლიბერთი “უკვე ერთი წელია რაც "მთიელი წიგნები"-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. პროექტი მთაში მცხოვრებ ბავშვებთან და მოზარდებთან თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო პერიოდის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით ახალ თაობაში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ითვალისწინებს.
პროექტის მთავარი მიზანია, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე.
"ლიბერთის" ხელშეწყობით, მთელი წლის განმავლობაში, 7300 წიგნი საჩუქრად მიიღო გურიის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის 120 მაღალმთიან სოფელში მცხოვრებმა 2647-მა ბავშვმა. პროექტის ფარგლებში, წიგნები ასევე გადაეცათ ამავე რიგიონების 35 სასკოლო ბიბლიოთეკა.
,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა. მთელი წლის განმავლობაში, „მთიელი წიგნების“ გუნდთან ერთად, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში წიგნების გადაცემისას ვხედავდით ბავშვების სიხარულით გამოწვეულ ემოციებს. წიგნების მიმართ ახალი თაობის ეს დამოკიდებულება უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ჩვენი მოგზაურობა მომავალშიც გავაგრძელოთ და რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გავახაროთ. ლიბერთი, კითხვის პოპულარიზაციას მომავალშიც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თამარ ზაქარიაძემ, "ლიბერთის" კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა.
„მოხარული ვარ, რომ ლიბერთისთან დამეგობრებით „მთიელი წიგნების“ მიერ წამოწყებული პროექტი ბევრად მასშტაბური გახდა. მომავალ წელსაც, საქართველოს მთიან რეგიონებში მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ბავშვს, აუცილებლად ადგილზე ჩავუტანთ და ვაჩუქებთ მათთვის საოცნებო წიგნებს. ჩვენი მოგზაურობებისას მუდმივად ვრწმუნდებით, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას მართლაც ყველაზე დიდი ძალა აქვს“,- განაცხადა გიორგი კივილაძემ, „მთიელი წიგნების“ იდეის ავტორმა.
,,მთიელი წიგნების“ შესახებ :
"მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ორი წლის წინ გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მოგზაურობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.
"ლიბერთი ბანკის" შესახებ:
"ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
-
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
მარტივი და გასაგები, ამავე დროს მასშტაბური, ხელმისაწვდომი და ადამიანებზე ორიენტირებული - ლიბერთი ბანკის ახალი მასშტაბური კამპანია მთელ სათქმელს ერთ სიტყვაში ატევს.„ჩვენიანი“- აქ ასე ეძახიან ყველას, იმ თანამშრომლით დაწყებული, რომელიც ბანკის ფილიალის კარს პირველი აღებს, დამთავრებული იმ მომხმარებლით, რომელთანაც ყველაზე მიუვალ ადგილებში თანამედროვე საბანკო სერვისები მობილური მანქანა-ფილიალით ან ცხენითაც კი აღწევს. უფრო კონკრეტულად, ლიბერთის ახალი ეტაპის შესახებ, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, თორნიკე კორძაიამ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.- „ლიბერთის“ ახალი ვიდეორგოლი „ჩვენიანი“ უკვე ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა და ბევრმა ,,ჩვენიანის" ქვეშ საკუთარი თავიც ამოიცნო. თუმცა, ეს ვიდეორგოლი მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი კამპანიის, რომელიც „ჩვენიანში“ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს. დეტალურად მოგვიყევით ბანკის ამ ახალი საინტერესო ეტაპის შესახებ...ამ ვიდეორგოლმა უკვე ორ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი მთავრი ძალა - თანამშრომლები და მომხმარებლები, ისინი ვინც ქმნის ლიბერთის და დარწმუნებული ვართ, კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. საცალო საბანკო მიმართულებით, ლიბერთის მხრიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხანგრძლივ ‘დუმილს’ ვარღვევთ. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში ბანკი რამდენიმე მსხვილი მიმართულებით სწრაფად ვითარდებოდა. ერთის მხრივ, ჩვენ ვართ ერთადერთი ბანკი, რომელიც სურვილს გამოხატავს, მონაწილეობა მიიღოს ტენდერში და შესაბამისად, მომსახურებას უწევს სოციალური სარგოს თუ პენსიის მიმღებ პირებს. მეორეს მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში, აშენდა და განვითარდა ბიზნესის დაკრედიტების და ხელშეწყობის მიმართულება. ახლა უკვე, ჩვენი გუნდის სტრატეგიულ მიზნებს შეემატა რითეილ ბანკინგის ფართოდ დანერგვა. საცალო მიმართულებით ხალხი აქტიურად არ გვიცნობს, გვაქვს საბანკო პროდუქტების სრული პალიტრა, ასევე ფილიალების ყველაზე ფართო ქსელი ქვეყანაში, ყველაზე დიდი დაფარვის არეალი, მოქნილი ციფრული აპლიკაცია, და გვყავს 1,6 მლნ აქტიური მომხმარებელი. ყველა ეს მომხმარებელი თვეში მინიმუმ ერთ კონკრეტულ მომსახურებას იღებს ჩვენს ბანკში, მაგრამ ბევრი მათგანისთვის ჯერ კიდევ არ ვართ ძირითადი ბანკი. ამიტომ, პირველ რიგში გვინდოდა, რომ მათ თავიდან გავეცანით - გვეთქვა, რომ აქ ვართ ადამიანები, ერთიანი შეკრული გუნდი, რომლებიც მოემსახურებიან ყველგან - იქ, სადაც ფილიალი არ ექნებათ, მანქანით მივლენ, სადაც მანქანით ვერ მიაღწევენ, ცხენით გაიკვალავენ გზას.- ლიბერთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება სტრატეგიას, რომლის მიზანია ჩამოყალიბდეს როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი. იქნებ გვიამბოთ ამ მიმართულებით რა ცვლილებები განხორციელდა ბანკში?უნივერსალური ბანკი არის ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს, იურიდიულს თუ ფიზიკურს, შეუძლია მიიღოს მის საჭიროებებზე მორგებული ყველა სახის საბანკო მომსახურება. ეს არის ბანკი, სადაც ხდება არა მარტო მსხვილი, საშუალო ბიზნესის, თუ ინდივიდების დაკრედიტება, არამედ, ის არის დეპოზიტების შემნახველიც. ასევე, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყოველდღიური საოპერაციო პროდუქტების სრული სპექტრი შესთავაზო მომხმარებელს: განახორციელო გადარიცხვები, კონვერტაციები, მიიღო გზავნილები და ა.შ. ჩვენი მიზანი ყველა ამ მიმართულებით განვითარებაა. მიგვაჩნია, რომ ჩვენიანებისთვის მათზე მორგებული, კონკურენტული პირობებით და მაღალი ხარისხით შეგვიძლია მომსახურების მიწოდება. „ჩვენიანი“ პირველი გზავნილია მათთვის, რომ ვისაც ლიბერთისთან ოდნავ მაინც აქვს შეხება, კიდევ უფრო დაინტერესდნენ, მეტად მოვიდნენ ჩვენთან და გააიგონ რას ვთავაზობთ მათ. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი პრეტენზია, რომ ნებისმიერი ტიპის საბანკო მომსახურების გაწევა შეგვიძლია მათთვის და ამასთან, პირადი ყურადღების დათმობაც.- გამოდის, რომ ლიბერთიმ ახალი ტერმინი დაამკვიდრა საბანკო სფეროში. აქამდე ბანკის მომხმარებელს თუ ძირითადად კლიენტის სახელით მოიხსენიებდნენ, თქვენ მათ ჩვენიანებს უწოდებთ. ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო აახლოვებს ბანკსა და მომხმარებელს და ზრდის ლოიალურობას...ეს არის დაპირება, რომელსაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი ქმედებები ბანკისგან და კონკრეტული შინაარსის მატარებელი უნდა იყოს. დიდი ნაბიჯებით მივდივართ წინ - ვნერგავთ ახალი მომსახურების მოდელებს, ვაუმჯობესებთ შეთავაზებებს. ლიბერთის 5000 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მზად არის ამბიციური გეგმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ერთ ტრანზაქციას მაინც ახორციელებს ლიბერთიში, გავხდეთ ძირითადი მომსახურე ბანკი.- კმაყოფილი ხართ მიმდინარე წლის შედეგებით და დიდი ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ მომავლი წლისთვისაც...მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში ბანკში დიდი ტემპით იზრდებოდა ბიზნესის მომსახურების მიმართულება და წელს, პირველად წავიდა ზრდაში საცალო მიმართულება. საუბარია როგორც საკრედიტო მხარეზე, ასევე საოპერაციო მომსახურებაზე, განსაკუთრებით კი დეპოზიტების მოზიდვაზე. ეს ძალიან გვახარებს, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი გვანდობს თავის დანაზოგს.მას შემდეგ, რაც ჩვენი ბანკის სტრატეგიულ მიზნებს საცალო საბანკო მიმართულების გაძლიერება შეემატა, ამ თვალსაზრისით გუნდს ბევრი პროფესიონალი შემოუერთდა. ახლა, როგორც არასდროს ყველა, როგორც სათაო ოფისში, ისე წინა ხაზზე, ორიენტირებული ვართ ერთ დიდ მიზანზე, რომ ყველა ჩვენიანისთვის ვიყოთ მასშტაბური, ეფექტური, მზრუნველი და ხელმისაწვდომი ბანკი. -
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ლიბერთის Mastercard ბარათის მფლობელებს ახალ აქციას სთავაზობს: მათ, ვინც CashBack - ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში შესაბამის შეთავაზებას გაიაქტიურებს, „ზოდის“ ფილიალებში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას, გადახდილი თანხის 30% ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება!
„ზოდის“ ფილიალები, რომლებშიც მომხმარებელი შეძლებს აქციით სარგებლობას:
თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქ. #11
რუსთავი, ლეონიძის ქ. #20ა
მარნეული, სულხან-საბას ქ. #13
გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ
ბათუმი, ა.პუშკინის ქ. #33
*აქციის ლიმიტი 600 ლარია
*აქცია არ მოქმედებს „ზოდის“ აუთლეტში
„ზოდი“-ში 30% ქეშბექის მისაღებად საკმარისია ქეშბექის ვებ გვერდზე www.cashback.ge ან მობილურ აპლიკაციაში ზოდის შეთავაზების აქტივაცია და ლიბერთის Mastercard ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.
შეგახსენებთ, რომ უკვე შეგიძლიათ ლიბერთის მობაილ ბანკში Mastercard - ის ციფრული ბარათის აღება ერთი ხელის მოსმით.
iOS | https://apple.co/39VbnXu
Android | https://bit.ly/3GhDxIs
* წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | https://apple.co/3IXIyc7 Android | https://bit.ly/3rxPiay
ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
-
,,ლიბერთის მთავარი ძალა ჩვენიანებია” - თორნიკე კორძაია
ლიბერთის ახალი კამპანიისა და ბანკის სამომავლო გეგმების შესახებ, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი თორნიკე კორძაია საუბრობს.
როგორია ლიბერთის ახალი კამპანია?
ჩვენი მთავარი ძალა ჩვენიანებია - მომხმარებლები და თანამშრომლები - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ლიბერთის. ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მიზანია, გავაერთიანოთ ეს განსაკუთრებული ადამიანები ყველაზე ბუნებრივი, გულწრფელი ნიშნით, დავაფასოთ და უფრო ეფექტურად ვიზრუნოთ მათზე. ეს ერთდროულად ჩვენი ფილოსოფიაცაა და დაპირებაც, რომელიც ლიბერთის გუნდმა უნდა შეასრულოს. საზოგადოებამ ჯერ-ჯერობით ჩვენიანების შესახებ მხოლოდ პირველი ვიდეო იხილა, #ჩვენიანების ამბავი ძალიან მალე მრავალი მიმართულებით გაიშლება, სხვადასხვა სიახლეებთან და შეთავაზებებთან ერთად.
რამ განაპირობა ,,ჩვენიანების“ შექმნა?
საცალო მომსახურების გაძლიერებაზე 2022 წლის ბოლოდან დავფოკუსირდით. ამ ერთი წლის მანძილზე მივხვდით, რომ ახალი კუთხით, ხელახლა გვინდა გავეცნოთ საზოგადოებას: ერთდროულად ვანახოთ დიდი, შთამბეჭდავი სურათი და ჩვენი ადამიანური მხარეც. ყველასთვის გასაგებად მოვყვეთ როგორც ჩვენთვის სასახელო პროექტებზე, ასევე კონკრეტულ საბანკო პროდუქტებზე, ჩვენს თანამშრომლებსა და ჩვენს რეალურ მომხმარებლებზე.
ათასზე მეტი მომსახურების წერტილი და ბანკომატი, მოქნილი და თანამედროვე ციფრული არხები, საბანკო პროდუქტების სრული პალიტრა - ეს არის დღეს ლიბერთი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც 1,600,000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ლიბერთის 5,000 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მზად არის ამბიციური გეგმისთვის - ამ ადამიანებისთვის გავხდეთ ძირითადი მომსახურე ბანკი. სადაც ბანკომატი არ გვაქვს, მოძრავი ფილიალით მივდივართ, სადაც მანქანა ვერ მიდის, ნავით მივცურდებით და ცხენითაც კი გავიკვალავთ გზას შორეულ სოფლებში დროულად რომ მივწვდეთ თითოეულ ოჯახს. სწორედ ეს ღირებულებები და იდეები დაედო საფუძვლად „ჩვენიანის’ საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას.
ვინ ქმნის ლიბერთის საცალო მომსახურებას დღეს და რა არის თქვენი გუნდის სამომავლო გეგმები?
მას შემდეგ, რაც ლიბერთის სტრატეგიულ მიზნებს საცალო საბანკო მიმართულებით გაძლიერება შეემატა, შემოგვიერთდა ამ სფეროს ძალიან ბევრი აღიარებული პროფესიონალი.
ამ მხრივ სასიხარულო მატებები გვაქვს სრულიად ბანკის მასშტაბით, სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც. დღეს-დღეობით ჩვენი გუნდი, როგორც სათაოში, ასევე წინა ხაზზე ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული: საზოგადოებას ხელახლა გავაცნოთ ლიბერთი, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი - მასშტაბური, ეფექტური, მზრუნველი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბანკი. იქმნება ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, ხდება მომსახურების პერსონალიზაცია, იხვეწება და მარტივდება პროცესები. სამომავლო გეგმები დიდია და ჩვენიანებს ბევრ და მრავალფეროვან სიახლეებს ვპირდებით.
-
თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდეორგოლი პასუხობს ბანკის ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამიანს ემსახურება.“ - აცხადებს #ჩვენიანის შესახებ საუბრისას ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია.
თორნიკე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ლიბერთი აქტიურად განვითარდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის გაძლიერდა მიკრო და საშუალო ბიზნესი, ახლა კი ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებს საცალო ბიზნესიც შეემატა.
„ლიბერთის რიტეილის ახალ გუნდში შემოგვიერთდა ძალიან ბევრი და ძლიერი პროფესიონალი. შეიქმნა ახალი პროდუქტები და ისეთი შეთავაზებები, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მონაცემების გათვალისწინებითაა შექმნილი და შეთავაზების პერსონალიზაციაზეა ორიენტირებული. დავნერგეთ ახალი სამოტივაციო სისტემები, შემოვიღეთ ახალი სტრუქტურული ერთეულები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო ეფექტურად მოვემსახურებით“, - აცხადებს თორნიკე კორძაია.
მისი თქმით, #ჩვენიანი არის ერთგვარი ფილოსოფია და დაპირება, რომელსაც ლიბერთი თავისი მომხმარებლებისთვის შეასრულებს. ლიბერთის საკომუნიკაციო პლატფორმის მთავარი გმირები ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები არიან.
კამპანია, კონკრეტული საბანკო პროდუქტების ჭრილში, სხვადასხვა კონტენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...