ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2022 17:11

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმაპინძლა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ერევანი საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

წაკითხულია 253 ჯერ

Related items

  • ჰ. ჰაჯიევი: „სომხეთის მშვიდობის ფესვები არ არის ვაშინგტონში, ბრიუსელში და პარიზში, არამედ კავკასიაშია“

    საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ სომხეთმა უნდა გაიგოს, რომ მათი მშვიდობის ფესვები არ არის ვაშინგტონში, ბრიუსელში და პარიზში, არამედ კავკასიის რეგიონშია. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჰ. ჰაჯიევმა  სომხეთის მთავრობას მოუწოდა „გადაიტანოს ყურადღება რეგიონზე და განაგრძოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებისა და სერიოზული წარმატების მისაღწევად“.

    „აზერბაიჯანს კარგი ზრახვები აქვს. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი უზრუნველყოფილია და რეგიონში დამყარდა ახალი და ლეგიტიმური სტატუს-კვო, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობასა და საერთაშორისო სამართალზე“, განაცხადა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

    შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ხუთი პრინციპი.

    ეს არის ორმხრივი სუვერენიტეტის აღიარება, დადასტურება იმისა, რომ არ არსებობს ორმხრივი ტერიტორიული პრეტენზიები, ორი სახელმწიფოს ვალდებულება არის არ შეუქმნან ერთმანეთს საფრთხე, სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო არხების გახსნა.

  • აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი "Aktual School"-ის მონაწილეებს შეხვდა

    აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი "Aktual School-ის ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებს შეხვდა.

    დიპლომატმა  ახალგაზრდები  აზერბაიჯანის საელჩოში მიიღო. იგი გაეცნო მონაწილეებს, მიიღო ინფორმაცია კურსის შესახებ და ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. 

    შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ელჩმა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა  და მონაწილეებთან ერთად განიხილა საკითხები, რაც შიდა და საერთაშორისო პოლიტიკას ეხებოდა. 

    მან აღნიშნა, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს დახმარებით რეაბილიტირდება ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული კომპლექსები და ა.შ. ასევე მისი თქმით, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების აღჭურვა ხდება ახალი წიგნებითა და სხვადასხვა სასკოლო ატრიბუტებით. ელჩმა შემდეგ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და უფრო მეტი ისწავლონ სამშობლოს განვითარებისთვის. 

    ფაიგ გულიევმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და  კმაყოფილება გამოთქვა, რომ "Aktual School"-ის მხრიდან უკვე მესამედ ხორციელდება მსგავსი კურსები. 

    Aktual Media-ს  გენერალურმა დირექტორმა ილქინ ჰუსეინოვმა კი მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს მიღებისა და გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყოველთვის ეხმარება და  ყურადღებას აქცევს საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს, რაც გამოიხატება ახალგაზრდებისთვის განათლების დაფინანსებაში, ასევე გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებებში და სხვ.

    შეხვედრის ბოლოს ელჩმა ახალგაზრდებთან ერთად ფოტო გადაიღო და მათ წარმატებები უსურვა.

    აღსანიშნავია, რომ "Aktual School"  2021 წლიდან ფუნქციონირებს და მას ამჟამად, 21 კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი დასაქმებულნი არიან სხვადასხვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

  • საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს

    2023 წლის 24 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია. საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა დოვლათმირატ სეითმამედოვმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

    საქართველოს პრეზიდენტმა ს.ზურაბიშვილმა მხურვალედ მიულოცა თურქმენეთის ელჩს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა დიპლომატიურ საქმიანობაში. 

    თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის, ასევე თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერის, თურქმენეთის "ჰალკ მასლახატის" თავმჯდომარის გურბანგული ბერდიმუხამედოვის სახელით მადლობა გადაუხადა და საუკეთესო სურვილები გადასცა.

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, მოკითხვა გადასცა და ასევე წარმატებები უსურვა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს, თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერს, თურქმენეთის "ჰალკ მასლახატის" თავმჯდომარეს გურბანგული ბერდიმუხამედოვს და თურქმენ ხალხს.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, მათ შორის ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გაფართოებას.

  • სომხეთის მთავრობის შენობასთან აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

    სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერევანში სომხეთის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა.

    „დაშავებულია 16 პოლიციელი და 18 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, 17 ადამიანმა უკვე მიიღო საჭირო დახმარება და გაწერეს. 16 დაზარალებული განაგრძობს მკურნალობას“, – აცხადებენ უწყებაში.

    მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მოქალაქეს ოპერაცია ჩაუტარდა.

    მედიის ცნობით, მომიტინგეები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობის შენობასთან შეკრებილები სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

     

    წყარო: https://1tv.ge/news/adgilobrivi-mediis-cnobit-somkhetis-mtavrobis-shenobastan-aqciaze-shetakebis-shedegad-34-adamiani-dashavda/

  • აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას ყარაბაღში დაწყებული ოპერაციის შესახებ ესაუბრა

    აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა ჰასანოვმა გიულერს მიაწოდა ინფორმაცია ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის მიერ დაწყებული ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების შესახებ.

    გიულერმა განაცხადა, რომ თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები ყარაბაღში კონსტიტუციური წყობის აღდგენის, სომხური შეიარაღებული ძალების დანაყოფების განიარაღებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური