კანადის ერთ-ერთ პროვინციაში თავდამსხმელმა დანით 10 ადამიანი მოკლა
კანადის პროვინცია სასკაჩევანში ორმა თავდამსხმელმა დანით 10 ადამიანი მოკლა და 15 დაჭრა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის სასკაჩევანის განყოფილების მიერ სოციალურ მედიაში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დემიენ სანდერსონი (31) და მაილს სანდერსონი (30), რომლებიც სავარაუდოდ ძმები არიან, კვირა დილით ჯეიმს სმიტი კრის ეროვნული რეგიონიდან და ქალაქ უელდონიდან დაწყებული 13 ადგილზე ადამიანებს დანებით თავს დაესხნენ.
კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის სასკაჩევანის განყოფილების სპიკერმა რონდა ბლექმორმა შტატის დედაქალაქ რეჯინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „პირველადი ცნობების მიხედვით, თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილი 15 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყვნენ საავადმყოფოებში თავად წასული დაჭრილებიც. 2 ეჭვმიტანილს ჯერ კიდევ ვეძებთ".
კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის სოციალური ქსელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ეჭვმიტანილების მოსაძებნად "საშიში პირების გაფრთხილება" გაავრცელა.
Related items
-
VIDEO: პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა!
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი პირი: 1967 წელს დაბადებული მ.შ., 1966 წელს დაბადებული გ. ქ., 1988 წელს დაბადებული ი. ქ. და 1990 წელს დაბადებული ა.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ს. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი- სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. -
საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა
ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" იუწყება.
ინციდენტი კვირას შუადღისას საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მონ ბლანთან ახლოს არმანცეტის მყინვარზე მოხდა.
რაიონის მერის მოადგილის ინფორმაციით, დაღუპულთაგან 2 მთის მეგზური იყო.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ზვავი მთის წვერიდან ჩამოვარდნილმა თოვლის ფენამ გამოიწვია.
2 დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ დღეს განახლდება.
-
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: „ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: “რესპუბლიკური საავადმყოფო აშენებულია, როგორც ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ამიტომაც დგას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით. დღეს არსებულ შენობაში ფუნქციონირებდა სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები და გამოყოფილი იყო მრავალი სივრცე სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის - ის წარმოადგენდა სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ბაზას. ფაქტი, რომ ეს დაწესებულება დღემდე არ გადაუციათ სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, მიანიშნებს, რომ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი კორუფციული სქემებით სურდათ ამ ობიექტის დაუფლება. (ყველას გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, რესპუბლიკური საავადმყოფო უფასოდ გადაეცა „საპარტნიორო ფონდს“ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.)
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება, თუ ძველი შეკეთდება, ის უნდა გადაეცეს სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელსაც შეუძლია, საკუთარი, ანუ საბიუჯეტო სახსრების გარეშე, უზრუნველყოს ამ ობიექტის ახლიდან აშენება, ან მისი რენოვაცია, მოსახლეობის მაღალ დონეზე მომსახურება და კვალიფიციური ექიმების აღზრდა. ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ფაქტი, რომ ეს საკითხი ათწლეულებია არ წყდება, მიანიშნებს არსებული ხელისუფლების უუნარობასა და უნიათობაზე, ქვეყნის აღმშენებლობის ნაწილში. თუმცა, რა გასაკვირია, როცა 10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, ფარმაცევტული სექტორი, ოფიციალურად, ათ წელზე მეტი ვითხოვდით მთავრობისგან და დღეს გვაყვედრიან, თითქოს ამ ერთი ფურცლის დაწერა მათი მონაპოვარია", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
ფეხბურთის მატჩის დროს, მეხის დაცემის შედეგად, ორი ფეხბურთელი დაიღუპა
კენიაში ფეხბურთის მატჩის დროს, მეხის ჩამოვარდნის შედეგად, ორი ფეხბურთელი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფოს.
The Citizen Digital-ის ახალი ამბების თანახმად, კისის რაიონში კვირის ბოლოს საფეხბურთო მატჩის დროს მოედანზე მეხი ჩამოვარდა.
მანიანსი-ჯიანჩორეს საფეხბურთო კლუბების მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის დროს ორივე გუნდიდან თითო ფეხბურთელი დაღუპა.
შემთხვევის შედეგად ასევე ორი ფეხბურთელიც დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.
სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.
მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.
პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.
მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.
აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.
შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.
სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...