პრინცესა დიანას ავტომობილი აუქციონზე 650 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა
შავი ფერის ავტომობილი Ford Escort RS Turbo, რომელსაც უელსის პრინცესა დიანა 1985-1988 წლებში იყენებდა, აუქციონზე 650 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
სილვერსტოუნის აუქციონის სახლის მიერ გასაყიდად გამოტანილი ავტომანქანა ბრიტანელმა მყიდველმა შეიძინა.
პრინცესა დიანა გარდაიცვალა 1997 წლის 31 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 36 წლის ასაკში ავტოავარიაში, რომელიც მოხდა გვირაბში, როცა მას ფოტო-ჟურნალისტები (პაპარაცები) მისდევდნენ სურათის გადაღების მიზნით.
Related items
-
პიკასოს ნახატი ,,ქალი საათით“ 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
ცნობილი ესპანელი მხატვრის, მოქანდაკის, დრამატურგის და პოეტის პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი საათით“ (Femme a la Montre), რომელიც 1932 წელს შეასრულა, აუქციონზე 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი საათით“ მხატვრის ნამუშევრებს შორის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია.
Sotheby's-ის აუქციონის სახლმა ნახატი აუქციონზე გაიტანა, როგორც ხელოვნების კოლექციონერ ემილი ფიშერ ლანდაუს კუთვნილი კოლექციის ნაწილი. ითქვა, რომ ლანდაუმ ნახატი 1968 წელს იყიდა.
ნახატზე გამოსახულია ფრანგი მოდელის მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი, რომელიც პიკასოს საყვარელი ქალი და მრავალჯერ მისი შთაგონების წყარო იყო.
-
პრინცესა დაიანას საკულტო სვიტერი 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა
პრინცესა დაიანას ცნობილი ცხვრის ნახატებიანი სვიტერი აუქციონზე 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, პრინცესა დაიანას ცნობილი სვიტერი, რომელშიც თეთრ ცხვრებს შორის ერთი შავი ცხვარი იყო გამოსახული, ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე 31 აგვისტოს 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა.
აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა, სადაც შეთავაზებები ონლაინ გაიმართა, არ გახმაურებულა.
სვიტერი, რომელიც მარტში სხვენში იპოვეს, უფრო მაღალ ფასად გაიყიდა, ვიდრე პრინცესა დიანასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნივთი, რომელიც ბოლო წლებში აუქციონზე გაიყიდა.
ცნობისათვის, პრინცესა დაიანა, რომელსაც მუდმივად თვალყურს ადევნებდა ბრიტანული ტაბლოიდური პრესა, 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში გვირაბში მომხდარ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. იგი მაშინ, 36 წლის იყო.
-
თბილისში საქველმოქმედო უკრაინული ფესტივალი "გულიდან გულამდე" გაიმართება!
თბილისში, 2022 წლის 28 მაისს, უკრაინული საქველმოქმედო ფესტივალი „გულიდან გულამდე“ გაიმართება. ის საქართველოს დამოუკიდებლობისა და "ვიშივანკას" მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი დღეა.
ღონისძიება უკრაინული დიასპორის ინიციატივით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და საქართველოში უკრაინის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ჩვენი ღონისძიება - ოჯახური დღესასწაულია. ამ დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს უზარმაზარი ყოვლისმომცველი დახმარებისთვის. ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ!
ღონისძიება 13:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.
- 13:00 საათიდან - ბაზრობა იწყება;
- 15:00 საათიდან 20 საათამდე - მასტერკლასები და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის;
- 17 საათზე - ოფიციალური ნაწილი და საკონცერტო პროგრამა
კონცერტის დიდ ნაწილს უკრაინელი მომღერლები შეასრულებენ, რომლებიც უკრაინის ომის გამო საქართველოში იმყოფებიან.
საკონცერტო პროგრამის ფარგლებში გაიმართება აუქციონიც.
იღბლიანებს შეეძლებათ შეიძინონ ნაქარგი მაისურები, Kyiv Cake და სხვა მრავალი უკრაინული პროდუქტი.
შემოსული თანხები მიზნად ისახავს უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის საბავშვო ცენტრის გახსნას. კერძოდ, მსხვერპლთა ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.
ღონისძიება 9 აპრილს პარკში გაიმართება. -
ქართული ხელოვნების სექცია საერთაშორისო აუქციონებზე
რიჩარტ ვიზუალი წარმოადგენს პეტიციას აუქციონის სახლებისთვის.
ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავაჟღეროთ და მოვითხოვოთ ქართული ხელოვნების იდენტობისთვის უმთავრესი საკითხი. დღეს ყველა ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა დაუჭიროს მხარი ამ უმნიშველოვანეს მოთხოვნას:
- გაემიჯნოს ქართული ხელოვნება რუსული ხელოვნების კატეგორიას საერთაშორისო აუქციონებზე.
ქართული ხელოვნების ნიმუშების მოთავსება საერთაშორისო სახელოვნებო აუქციონებზე მუდმივად რუსული ხელოვნების კატეგორიის ქვეშ ხდება. ეს ტენდენცია ჩრდილს აყენებს ქართული ხელოვნების უნიკალურ ბუნებას. ქართული ხელოვნება უნდა გაემიჯნოს რუსული ხელოვნების კატეგორიას.
პეტიციის ხელმოსაწერად იხ. ბმული
-
შავი ბრილიანტი (ენიგმა) 3 მილიონ 161 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სამკაული, შავი ბრილიანტი (ენიგმა) აუქციონზე 3 მილიონ 161 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
მათი ინფორმაციით, შავი ბრილიანტი, სახელად „ენიგმა“, (რომელიც, როგორც ვარაუდობენ, 2,6-დან 3,8 მილიარდი წლის წინ ასტეროიდის დედამიწაზე შეჯახებით წარმოიქმნა), დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, Sotheby's-ის მიერ გამართულ აუქციონზე გაიყიდა.
ენიგმა, რომელიც ნედლი სახით 800 კარატს იწონიდა, სამ წლიანი დამუშავების შემდეგ 555,55 კარატამდე დავიდა.
ენიგმა, რომელიც ამერიკის ძვირფასი ქვების ინსტიტუტის (GIA) მიერ აღიარებულია, როგორც „მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი“, 2006 წელს „მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტი“-ს სახელით გინესის რეკორდების წიგნში იქნა შეყვანილი.
მყიდველის ვინაობა არ გახმაურებულა.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...