ილხამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 31 აგვისტოს შეხვდებიან
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს სამმხრივ შეხვედრაზე შეხვდებიან. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებით, ი. ალიევი, ნ. ფაშინიანი და შ. მიშელი 31 აგვისტოს ბრიუსელში შეხვდებიან.
შ. მიშელის შუამავლობით ი. ალიევმა და ნ. ფაშინიანმა მანამდე შეხვედრები გამართეს ბრიუსელში 2020 წლის 14 დეკემბერს, 30 მარტს და 22 მაისს.
ი. ალიევისა და ნ. ფაშინიანის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საზღვრის დემარკაციის კომისიები ვიცე-პრემიერების ხელმძღვანელობით კვლავ შეიკრიბებიან.
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის შაჰინ მუსტაფაევის და სომხეთის ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით კომისიები 30 აგვისტოს მოსკოვში შეხვედრას გამართავენ.
Related items
-
სომხეთის მთავრობის შენობასთან აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერევანში სომხეთის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა.
„დაშავებულია 16 პოლიციელი და 18 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, 17 ადამიანმა უკვე მიიღო საჭირო დახმარება და გაწერეს. 16 დაზარალებული განაგრძობს მკურნალობას“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მოქალაქეს ოპერაცია ჩაუტარდა.
მედიის ცნობით, მომიტინგეები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის შენობასთან შეკრებილები სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა.პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური -
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შ. მიშელი საქართველოს პრეზიდენტ ს. ზარუბიშვილს შეხვდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზარუბიშვილს შეხვდა.
შარლ მიშელმა პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზისადმი და მიესალმა მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში“, - წერს შ. მიშელი Twitter-ზე.
მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ არის "ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვა ხელიდან".„პროგრესი რეფორმების მიმართულებით რჩება გადამწყვეტ ამოცანად“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
პრეს-რელიზი
-
ილხამ ალიევი: აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რომ მტრობის ხანგრძლივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რომ ურთიერთსიძულვილისა და მტრობის ხანგრძლივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, პლენარულ სხდომის მთავარი თემა გახლდათ: „წინაარმდეგობის გადალახვა? უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
როგორც პრეზიდენტმა ი. ალიევმა აღნიშნა, ამჟამად ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. „იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ სამუშაოს უმოკლეს ვადაში დასრულებას, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დაამატა, რომ ეს შეიძლება გახდეს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდნენ ქვეყნები, რომლებსაც სერიოზული ისტორიული განსხვავებები ჰქონდათ და მტრობის გვერდი აუარეს„, დასძინა ილხამ ალიევმა. -
პრემიერი – აზერბაიჯანთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის - შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული სადენი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“.
დიდი მადლობა ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. თქვენ ბრძანეთ უკრაინაში მიმდინარე ომი. ეს კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და, მე მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ჩვენი შერწყმა ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დიდ კაპიტალდაბანდებას ახორციელებს ინფრასტრუქტურაში.„ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში. მინდა აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომლებიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას. აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა, – შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები. ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას. 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49% კი, გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით, და რატომ ვაკეთებთ ამას. მოგახსენებთ, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი აქვს, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 200 ათასი ბათუმში. ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით,”- აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო ზღვის წყალქვეშა ელექტროსადენს, როგორც ამბიციურ პროექტს და აღნიშნა, რომ ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა.„მესამე ინიციატივაც მინდა ვახსენო აქ. აზერბაიჯანთან ერთად ვავითარებთ სხვადასხვა ინიციატივას. მაგალითად, მინდა ვახსენო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი. ესეც ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად, ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. პრინციპში, ბუქარესტში ვიყავით დეკემბერში და ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტიციას ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის 15 დღეში, მაქსიმუმ 20 დღეში, 45 დღე თუ სჭირდება ზღვით. ამიტომ ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია და ყველა ეს ქვეყანა ნამდვილად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ამ დერეფნის განვითარებას. ორი თვის წინ ვიყავით ყაზახეთში და შევთანხმდით საგზაო რუკაზე, როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი და როგორ მოვხსნათ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, – ამ მიმართულებით აქტიურად მივდივართ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ დიდი პოტენციალი გვექნება და ყველა ეს ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.მთავრობის მეთაურმა, ისევე როგორც სხვა მონაწილეებმა, პანელურ დისკუსიაზე მოდერატორის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორის მირეკ დუშეკის კითხვებს უპასუხა.პრემიერის თქმით, საქართველო ამ ეტაპზე ახორციელებს რკინიგზის მოდერნიზაციას. ამას გარდა, მიმდინარეობს მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე.„ჩვენ გვაქვს გზატკეცილები და რკინიგზა. ამ ეტაპზე რკინიგზის წარმადობა არის 25 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ამ ეტაპზე რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ, რაც 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და იმ ეტაპისთვის 48 მილიონი ტონა იქნება წარმადობა. ამის გარდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს. 25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტებია.აქვე მინდა ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება,“-აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...