პაკისტანში მუსონურ წვიმებს 777 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში 14 ივნისის შემდეგ გაგრძელებულ მუსონურ წვიმებს 777 ადამიანი შეეწირა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
პაკისტანის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს (NDMA) მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობით 1,8 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ამავე ინფორმაციით, 14 ივნისის შემდეგ გაგრძელებულ მუსონურ წვიმებს 777 ადამიანი შეეწირა. სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად ევაკუირებული 317 ათას 678 ადამიანი ბანაკებში აგრძელებს ცხოვრებას.
მუსონური წვიმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ჩამონგრეული ხიდებისა და დატბორილი გზების გარდა, 60 ათასზე მეტი სახლი დაზიანდა.
ცნობისათვის, ივნის-სექტემბერში სამხრეთ აზიაში მუსონური წვიმები ყოველწლიურად დიდ სტიქიურ უბედურებებს იწვევს.
Related items
-
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5400-ს გასცდა
გუშინ თურქეთის, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 5434-მდე გაიზარდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველო (AFAD) ავრცელებს. მათივე განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 31 ათას 777-მდე გაიზარდა.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მეორეს მხრივ, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მიერ რეგიონში გაგზავნილმა 10 ათას კაციანმა ჯგუფმა, მიწისძვრის ზონებში კარვების გაშლა უკვე დაიწყეს.
რეგიონში მივლინებული სამძებრო-სამაშველო პერსონალის რაოდენობა 25 ათას 693-ს შეადგენს, მანქანების რაოდენობა 360-ს, სამშენებლო ტექნიკის რაოდენობას კი 3 ათას 361-ს.
-
„იდუმალი“ დაავადება პაკისტანში
პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ბოლო 2 კვირის განმავლობაში სუნთქვის უკმარისობის გამო 18 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 ბავშვი იყო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
პაკისტანის პრესის ცნობით, 10-25 იანვარს ქალაქ კარაჩის კიმარის რაიონში 18 ადამიანი, რომელთაგან სულ მცირე 10 ბავშვი იყო, იდუმალი დაავადების გამო, რომელიც სუნთქვის უკმარისობას იწვევს, გარდაიცვალა.
ფიქრობენ, რომ რეგიონში ნავთობის, ზეთების და მეტალის ქარხნებიდან გამომავალი „ტოქსიკური აირები“ ირგვლივ მცხოვრებლების სუნთქვის უკმარისობას იწვევს.
გამოძიების ფარგლებში 3 ქარხანა დაიხურა და 4 პირი დააკავეს. აღნიშნული გაზისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების კვლევა მიმდინარეობს.
-
ნიგერში წყალდიდობის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ნიგერში ივლისის დასაწყისიდან მომდინარე უწყვეტი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 159 ადამიანი ემსხვერპლა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
ნიგერის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ივლისის შემდეგ ქვეყანაში კოკისპირული წვიმებით გამოწეული წყალდიდობის შედეგად 225 ათას 539 ადამიანი დააზარალა რა, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვმა 159-ს მიაღწია.
გაეროს ჰუმანიტარული საკოორდინაციო ოფისის მონაცემებით, გასულ წელს ნიგერში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 250 ათასი ადამიანი დაზარალდა და 77 დაიღუპა.
-
ნიგერში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
დასავლეთი აფრიკის ქვეყნებიდან ნიგერში, ივლისის დასაწყისიდან უწყვეტი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ნიგერის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ძლიერი წვიმების გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 12,739 საცხოვრებელი სახლიდან 108,346 ადამიანი დაზარალდა.
წყალდიდობის შედეგად ასევე მრავალი საცხოვრებელი სახლი და სამუშაო ადგილიც დაზიანდა.
ყოველწლიურად წვიმიან სეზონზე, რომელიც ნიგერში ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ხშირია მსგავსი წყალდიდობები, რასაც ხშირად მოჰყვება მსხვერპლი.
-
სეულში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ 'ტრტ-ქართული" წერს.
სააგენტო Yonhap-ის თანახმად, ძლიერი წვიმები დედაქალაქ სეულში და მის შემოგარენში დაფიქსირდა. ძლიერი წვიმების გამო შესაძლო მეწყერის და წყალდიდობის გამო მრავალი საავტომობილო გზაც გადაიკეტა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეულსა და მიმდებარე ქალაქებში 800-მდე შენობა დაზიანდა და სულ მცირე 790 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამინისტრომ წყალდიდობის მონიტორინგის დონე „სერიოზულად“ გაზარდა.
მეორეს მხრივ, სატყეო სამსახურმა ქვეყნის 47 ქალაქსა და რეგიონში მეწყერის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...