პრეზიდენტ ერდოღანს სურს შეახვედროს ერთმანეთს რუსი და უკრაინელი კოლეგები ვ. პუტინი და ვ. ზელენსკი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას სურს შეახვედროს ერთმანეთს თავისი რუსი და უკრაინელი კოლეგები ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართული პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ბრძოლის შედეგებით გრძელდება. მისივე თქმით, მთელი მსოფლიო მოწმეა იმისა, რომ თურქეთს აღნიშნული ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება სურდა რა, ამისათვის ყველა ზომებს ატარებდა.
„უკრაინული მარცვლეულის გაგზავნა კრიტიკული მოვლენაა კაცობრიობისთვის. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, ჩვენი ქვეყნის მიერ გამოვლენილი მიდგომა სხვა სფეროებშიც იყოს დაკავშირებული. ჩვენი მიზანია პირისპირ შევახვედროთ პუტინი და ზელენსკი რათა, კრიზისი მთლიანად იქნეს აღმოფხვრილი“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
Related items
-
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: სომხეთი ახლოსაა ხუთი ცნობილი პრინციპის მიღებასთან
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: სომხეთი ახლოსაა ხუთი ცნობილი პრინციპის მიღებასთან. ამის თქმა მკაფიოდ შემიძლია, რომ ჩვენს მიერ არ იყო დაგეგმილი ანტიტერორისტული ღონისძიებები. ყოველ შემთხვევაში, 2020 წლის ნოემბერში არ ყოფილა.
AZERTAC- ის ინფორმაციით, ეს მოსაზრებები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე, „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ“. მიღწევები და სირთულეები“- სიტყვით გამოსვლისას გამოხატა.
მან განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის გასაფორმებელი სამშვიდობო შეთანხმება სათანადოდ უნდა იქნას გამოკვლეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ასევე დაამატა ის, რომ „როგორც ქვეყანას, რომელსაც უნახავს ოცდაათ წელზე მეტი ოკუპაცია, ტერიტორიის სრული განადგურება, ეთნიკური წმენდა და ტანჯვა, მივმართეთ სომხეთს და არა საერთაშორისო შუამავლებს“.
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ შექმნილი სამშვიდობო შეთანხმების პრინციპები გაგზავნილი იყო სომხეთში, მაგრამ მაინც ამის მიმართ იყო დუმილი. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა: „მაშინ გამოცხადდა ხუთი ცნობილი პრინციპი. ახლა, როგორც ჩანს, სომხეთი მათ მიღებასთან ახლოსაა. მათ შეუძლიათ მიიღონ ის, როგორც საფუძველი. ეს რომ რამდენიმე წლის წინ გაეკეთებინათ, რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული ოპერაციის საჭიროება არ იქნებოდა. ეს ისტორიაა და ცხადყოფს, რომ მშვიდობის ხელშემწყობი აზერბაიჯანი იყო და არა სომხეთი“.
-
პრეზიდენტი: აზერბაიჯანს აუცილებლად სჭირდება გარანტია, რომ სომხეთში რევანშიზმის მცდელობა არ იქნება
აზერბაიჯანს აუცილებლად სჭირდება გარანტია, რომ სომხეთში რევანშიზმის მცდელობა არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით თუ რა ხდება სომხეთში. ისიც ცხადია, რომ სომხეთს ბევრი „მრჩეველი“ ჰყავს ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში.
AZERTAC-ის ინფორმაციით, ეს მოსაზრებები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე, „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ“. მიღწევები და გამოწვევები“- სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა: „ჩვენ გვსურს, რომ ორ ქვეყანას შორის ომი არ იყოს და ამ მხრივ გარანტია უნდა გვქონდეს.
-
პრეზიდენტი: აზერბაიჯანს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გააჩნიათ
აზერბაიჯანს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენი პარტნიორობა მხოლოდ ენერგო სფეროში თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. ამ თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა წარმოგვეჩინა თავი მთელს ევროპაში.
AZƏRTAC - ის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე, „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაური აცხადებს, რომ იგი რეგულარულად სტუმრობს საქართველოს, ასევე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ჩადის და ყოველთვის განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს. პრეზიდენტმა აღნიშნა: „ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში და მას ვუსურვებთ წარმატებებს ამ საქმეში. ასევე მან მიულოცა საქართველოს, ევროკავშირის მხრიდან მზაობის გამოხატვა მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
წყარო: https://azertag.az/xeber/prezident_azerbaycan_ve_gurcustan_yaxin_terefdaslardir-2842127
-
პრეზიდენტი მედიას: თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რისკენაც ევროპა მოგვიწოდებს, სწორედ ესაა, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი და აზრის გაცვლა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ქართული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.
,,მინდა მოგესალმოთ ყველას და მადლობა მოგახსენოთ სასახლეში მობრძანებისთვის. ეს არის ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამდენი მედიაა წარმომადგენელი ერთად შეკრებილი პრეზიდენტის სასახლეში - ორბელიანების სასახლეში. დარწმუნებული ვარ, რომ ორბელიანები ხარობენ, მათი სული ხარობს იქ, სადაც არიან, რომ ასეთი საზოგადოება შეიკრიბა დღეს აქ, ჩვენთან.
მინდა, ასევე განსაკუთრებით მივესალმო რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს მედიას; მათ ძალიან დიდი გზა გაიარეს იმისთვის, რომ ამ საღამოს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ.
მინდა ვისურვო, რომ ასეთი შემთხვევა ჩვეულებრივი შემთხვევა გახდეს, რადგან ევროპა სწორედ ესაა. ევროპაა ის რომ დღეს, ამ საღამოს სასახლეში აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული და მოწვეული. არ ყოფილა არანაირი გარჩევა რაიმე მიმართულებითა თუ ორიენტაციით და შევადგინეთ რაც შეიძლებოდა ყველაზე სრულყოფილი სია. ვინმე თუ არ არის ამ სიაში ეს რაღაც შეცდომაა, მაგრამ არა განზრახ მიღებული გადაწყვეტილება და მინდა ამისთვისაც ყველას მადლობა მოგახსენოთ, რომ ყველა ერთად ხართ და თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რის მიმართაც მოგვიწოდებს ევროპა - სწორედ ეს არის, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრების გაცვლა, ღმერთმა არ ქნას, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. ეს გავლილი გვაქვს, ეს წარსულია და აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს ის დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა ერთნაირად ფიქრი, ერთნაირად საუბარი.
დღეს ჩვენ აქ შეკრებილნი ვართ კამპანიის ფარგლებში ,,ჩემი ხმა, შენი ხმა ევროპას!“ და თითოეული ჩვენგანის ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც პირველ ეტაპზე, ცხადია, მიმართულია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ; ყველამ ვიცით, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ეს მართლა ყველას ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ამ გზაზე სიარული განვაგრძოთ იმისთვის, რომ თქვენ მოსახლეობამდე მიიტანოთ თუ რა არის რეალურად ევროპის კეთილდღეობა ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს ევროპული სტანდარტები - ეს არის ის, რაც თქვენ უფრო შეგიძლიათ, ვიდრე მე, როგორც პრეზიდენტს, ან პოლიტიკურ სპექტრს. ეს არის თქვენი განსაკუთრებული როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ. კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება შემდეგი წელი იმისათვის, რათა ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს, ასოცირებული ტრიოდან - უკრაინასა და მოლდოვას და მათთან ერთად მივაღწიოთ, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან. ის მოლაპარაკები, რომელიც არის გზა პირდაპირი და უშუალო გაწევრიანებამდე.
მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლა და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება; ეს არის მათი ბრძოლა ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. მინდა ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
სასახლეში თქვენამდე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩვენ ძალიან დიდი იმედით გვიყურებენ, რადგან მათი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია და მათ ჩვენ უნდა უძღვებოდეთ წინ, რადგან ახალგაზრდებს სჭირდებათ არამხოლოდ იმედი, სჭირდებათ ცოდნა, სჭირდებათ დანახვა როგორია ეს გზა, როგორ უნდა გაიარონ და როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა, რათა უცებ არ გადაწყვიტონ საზღვარგარეთ წასვლა. რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება ყველას შეუძლია მიიღოს, რადგან თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს ახალგაზრდები და ჩვენ მათთან ერთად უნდა მივაღწიოთ ჩვენს შედეგს.
კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეკრებები სხვადასხვა მიზნით, ფორმითა და მიზეზით მომავალშიც იქნება - ყველა ერთად ვიქნებით და ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა ყველას!“- განაცხადა პრეზიდენტმა მედიისადმი მიმართვაში.
-
თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა
თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა.ქართული ენის კულტურის ცენტრი სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქართველ მწერლების შემოქმედებასა და საქართველოს ისტორიას გაეცნონ.აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნები გუმუში, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორ-მასწავლებლები და DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.ბატონმა ოსმანმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული კაბინეტის გახსნაში, მიულოცა და წარმატებები ისურვა.#რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი# ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება#ქართული ენის კაბინეტი17 Kasım 2023 tarihinde, Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi’nde Şota Rustaveli Gürcü Dili Bölüm Kitaplığı Açılış etkinliği gerçekleştirildi.Gürcü Dili Bölüm Kitaplığı öğrencilerin Gürcü yazarların eserleri ve Gürcistan tarihi hakkında bilgi edinmelerine olanak sağlanacak.Etkinliğe Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi Rektör Yardımcı Prof. Dr. Nebi GÜMÜŞ, Gürcistan'ın Trabzon Başkonsolosu Sayın Nilkoloz Iashvili, Gürcistan'daki farklı yüksek öğretim kurumlarının rektörleri ve DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze katıldılar.Osman Bey, üniversitenin akademik personelini ve Gürcü Dili Bölüm Kitaplığı açılışında emeği geçen herkesi tebrik ederek başarılar diledi.#Recep Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi#RTEÜ Gürcü Dili ve Edebiyatı Bölüm Başkanlığı#Gürcü Dili Topluluğu
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...