კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022 16:30

თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს „ქარის“ ბრენდის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, „ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა.

„ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა ძალიან მაგარი პროექტია. მხედველობაში მაქვს სკუტერები, ელექტრომოტოციკლეტები, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს მათ დაემატა "სიტროენის" მარკის ელექტრომობილები. მუნიციპალიტეტის მერია ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ხელს შეუწყობს. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და ვთხოვეთ, რომ მომავალში წარმოდგენილ ტრანსპორტს ველოსიპედებიც დაემატოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კომპანია „ქარის“ საოპერაციო დირექტორმა, ჯუღა სიხარულიძემ აღნიშნა, "სიტროენ ამის" ელექტრომანქანა არ გამოყოფს გამონაბოლქვს და ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია.

„ერთი თვის წინ სატესტო რეჟიმში გავუშვით "ქარის" ავტომობილების გაზიარების სერვისი. ამჟამად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჯამში, ქალაქში 60 ელექტროავტომობილია. "სიტროენ ამის" მოდელი არის ზომაში პატარა, აქვს სიჩქარის ლიმიტი, რაც უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილებისთვის, ასევე, მოსახერხებელია ქალაქში პარკირებისთვის“, - განაცხადა ჯუღა სიხარულიძემ.

აღნიშნული მანქანით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. მისი გამოყენების შემდეგ, მანქანის გაჩერება „ქარის“ აპლიკაციის პარკირების ზონებშია შესაძლებელი.

წაკითხულია 235 ჯერ

Related items

  • თბილისის მერმა უკრაინელ მოზარდებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა

    უკრაინელი მოზარდები, რომლებიც თბილისის მერიის მოწვევით და სრული დაფინანსებით უკვე კვირაზე მეტია თბილისში იმყოფებიან, დღეს თბილისის მერს შეხვდნენ. თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლა „მიკოლაივის“ საფეხბურთო გუნდის წევრებს და მათ მწვრთნელებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა.

    საფეხბურთო გუნდის წევრებმა თბილისის მერს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მასპინძლობისთვის და საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატი აჩუქეს. „მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ, რომ არასდროს, არასდროს აღარ გენახოთ ომი. მშვიდობა და კეთილდღეობა ჰქონოდეს უკრაინას და ბევრი დღესასწაული გეზეიმოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ მოზარდებთან შეხვედრაზე.

    უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლა „მიკოლაივის“ საფეხბურთო გუნდის წევრები თბილისში, „დინამოს აკადემიის“ ბაზაზე ცხოვრობენ, ატარებენ მატჩებს, ესწრებიან სხვადასხვა სახის ტრენინგებს თუ საგანმანათლებლო ტურებს, რის ხარჯებსაც თბილისის მერია უზრუნველყოფს.

    „თბილისის მერია მასპინძლობს მიკოლაივის სპორტული სკოლის აღსაზრდელებს და მათ მწვრთნელებს "დინამოს აკადემიის" ბაზაზე. ძალიან საინტერესო პროგრამა აქვთ - ვარჯიშები, ქალაქის ტური. სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ფარგლებში დავათვალიერებინეთ დედაქალაქი, სახელოვნებო სივრცეები, ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტრენინგებიც. ვიმედოვნებთ, ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით წავლენ. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და სხვადასხვა სპორტული და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აუცილებლად მოვიწვევთ მომავალშიც. ვფიქრობ, ასეთ მძიმე და სტრესულ მდგომარეობაში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

    „საახალწლო სოფელში“ მერთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ანდრია ბასილაია იმყოფებოდნენ.

  • კახა ოქრიაშვილი: „დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "ბატონი კალაძის გამოსვლამ დღეს საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა. ადამიანს არ გააჩნია ნამუსის ნატამალი. კალაძის მერიაში გამეფებულმა კორუფციამ შეიწირა 13 წლის ბავშვის სიცოცხლე და ამ ტრაგედიის შემოქმედი კალაძე თავადვე  წუთიერი დუმილით პასუხობს ტრაგედიას.

    უკვე მერამდენედ უნდა შევახსენოთ ავტობუსების თემა - რატომ იყიდა „აღმშენებელმა“ კალაძემ ასობით ავტობუსი 250 000 ევროდ და რატომ გადაიხადა თითოეულში 70 000 ევროთი მეტი, ვიდრე ზუსტად იგივე ავტობუსებში ყველა დანარჩენმა დედაქალაქმა?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ფულის დაბრუნება მალე მოგიწევთ.

    დარწმუნებული ვარ, 2023 წელს   კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან და საავტომობილო საცობებსაც მოევლება", - ნათქვამია განცხადებაში. 

  • კახა ოქრიაშვილი: „ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი - კარგად. როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება! ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    დღეს ბატონმა კალაძემ განაცხადა, არ გვინდა ევროპა, ევროპელებმა ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონო. რა თქმა უნდა, კალაძეს არ უნდა ევროპა, რადგან როდესაც ევროპაში ვიქნებით, ხალხი კარგად იცხოვრებს და „დიდებული“ მენეჯერი კალაძე  250 000 დოლარად ვეღარ იყიდის თითო ავტობუსს, ნაცვლად 150 000 დოლარისა. მას ჯერ არ გაუცია პასუხი, როგორ მოახერხა თბილისის მერიამ, დანარჩენ ქალაქებთან შედარებით 20 მილიონი დოლარით უფრო ძვირად ეყიდა ავტობუსები.  როგორც კი ევროპაში მოვხვდებით, კალაძე მაშინვე იძულებული იქნება, უპასუხოს მისთვის უხერხულ კითხვებს, მათ შორის,  ავტობუსებზე, შადრევანში კორუფციის შედეგად დაღუპულ ბავშვზე და სხვა უამრავ შეკითხვაზე, რომელიც „ოცნების“ მიმართ არსებობს.

    ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი - კარგად. როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება. ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს", - აცხადებს კ. ოქრიაშვილი.  

  • კახა ოქრიაშვილი: „დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა...“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: “გამოგორდა კალაძე და ჭკუას ასწავლის საზოგადოებას და ოპოზიციას, თან დამცინავად რადიკალურ ოპოზიციასაც არქმევს. ეს ის კალაძეა, რომელმაც 20 წუთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ავტოგოლი შეუგდო, რომლის ხელმძღვანელობით, მერია კორუფციაში იხრჩობა და შედეგად, ვაკის პარკში მოზარდი გარდაიცვალა. ეს ის კალაძეა, რომელსაც არანაირი განათლება და კომპეტენცია არ გააჩნია.

    დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა. ამგვარი მასწავლებლები არც წარსულში და არც ახლა მოდაში არ არიან. სამაგიეროდ, კალაძე არაფერს ამბობს, როცა რუსეთის მოქალაქე დედას გვაგინებს მარჯანიშვილის მოედანზე, არაფერს ამბობს, როცა ქართველ ჟურნალისტს მანქანით ეჯახებიან. შედეგად, მოხდა საზოგადოების ქოც-ნაწილის „ვაზელინიზაცია“ (როცა შეურაცხყოფას გაყენებენ და შენ ამას ირგებ) და ამ ნაწილს პროტესტი არ გააჩნია რუსეთის ქმედებებზე საქართველოში. აი, ეს არის „ოცნების“ მმართველობის შედეგი და თურმე, ასეთ კაცს რაღაც რეიტინგი აქვს „ოცნების“ ამომრჩეველში.

    მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მისი მმართველობის დროს, ბევრი რამ მომწონდა (ეკონომიკა) და ბევრსაც ვერ ვეგუებოდი (უსამართლობა), მაგრამ ამ რუსს, რომელიც მარჯანიშვილზე გვაგინებდა, დარწმუნებული ვარ, პირადად აგებინებდა პასუხს.

    კახი, მოგიწევს პასუხების გაცემა კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით - ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას!”-ნათქვამია განცხადებაში.

  • კახა ოქრიაშვილი „გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე“!

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი 13 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "გუშინ ბატონმა კალაძემ ზარ-ზეიმით გახსნა ვაკის პარკი. დღეს რეაბილიტირებულ შადრევანში დაიღუპა 13 წლის ბავშვი. არის ეს ერთჯერადი და შემთხვევითი მოვლენა?! - არა! როდესაც ხელისუფლება აქვთ მიტაცებული არაკომპეტენტურ, უცოდინარ, სისტემურ კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებს, ყველა მიმართულებით მომაკვდინებელი ეფექტი გვაქვს და გვექნება! სადაც არ არის დანერგილი თანამედროვე, დემოკრატიული მართვის სისტემები, ყველგან არის უკუსვლა და სიკვდილი!

    დიახ, კალაძე არის არაკომპეტენტური და კორუმპირებული მერი - მას ავტობუსების შესყიდვებთან დაკავშირებით პასუხი დღესაც არ გაუცია, მაგრამ მოუწევს! ამ ბავშვის სიკვდილი კალაძის და ივანიშვილის კისერზეა.  მათ შექმნეს ისეთი საქართველო, სადაც არამარტო მაღალი ძაბვით, არამედ თბილისის ქუჩებში, ყოველდღე ან კრიმინალურ გარჩევებში იხოცებიან ადამიანები, ან შიმშილით კვდებიან, ან გარბიან  საქართველოდან!

    უსწრაფესად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა დამნაშავე და გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე!", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური