საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ
გამოქვეყნებულია
ეკონომიკა
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2022 10:55
26 ივლისს, თურქეთის ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა „MÜSİAD“-ის („დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციაცია“) ბათუმის ოფისის ხელმძღვანელთან, ჰამზა ქოსესთან.
გ. ჯაფარიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ჰ. ქოსე სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს „Ayder Health Georgia“ დამფუძნებელი და მფლობელია, რომელიც ახორციელებს საქართველოს მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას თურქეთის წამყვან კლინიკებში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამედიცინო ტურიზმის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ.