ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს ახალი სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას რუსეთიდან ოქროსა და ძვირფასეულობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
ევროკავშირის როტაციული თვმჯდომარის, ჩეხეთის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი დამტკიცდა წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრაზე და აღნიშნული ზომები ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ.
პაკეტის მიხედვით, რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირისა და ორგანიზაციის აქტივები გაიყინება. სამგზავრო აკრძალვა შეეხება მათ, ვინც სანქციების სიას დაემატება.
რუსეთიდან ოქროსა და ძვირფასეულობის იმპორტი აიკრძალება.
რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის აქტივები, რომელიც ადრე გარიცხული იქნა საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან, გაიყინება.
უზრუნველყოფილი იქნება, რომ დაწესებულმა სანქციებმა საფრთხე არ შეუქმნას სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში.
ახალი ზომები გაათანაბრებს ევროკავშირის სანქციებს G7 ქვეყნების სანქციებთან. ეს გააძლიერებს არსებული სანქციების აღსრულებას და შეავსებს სამართლებრივ ხარვეზებს.
Related items
-
თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით!
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: “ივანიშვილმა გამოაგორა, იდეაში, თავისუფალი, დამოუკიდებელი ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის მმართველი, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტური მონა და მორჩილი, ქალბატონი თურნავა, რომელიც გადაეფარა ამერიკის შეერთებული შტაბების მიერ რუსეთის აგენტობაში ბრალდებული ფარცხალაძის საბანკო ფინანსურ ინტერესებს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არამხოლოდ პრორუსული პარტიაა, არამედ ის რუსული აგენტურით გატენილი დანაშაულებრივი, მაფიოზური დაჯგუფებაა.უამრავი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ამას მაფიოზური „რუსული ოცნება“ განზრახ აკეთებს, რადგან ასეთ ბრძანებებს იღებს მოსკოვიდან.მოსახლეობის 90 %-ს სურს ევროკავშირის წევრობა, ქვეყანას კი მართავს დანაშაულებრივი რუსული დაჯგუფება, ანუ ხალხი არის ერთ მხარეს, ხელისუფლება - მეორე მხარეს. ეს არის კლასიკური რევოლუციური მდგომარეობა!მე, როგორც ქართველი პატრიოტი, იმედს ვიტოვებ, რომ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელისუფლებიდან არჩევნების გზით გავუშვებთ. მაგრამ თუ ისევ გაბედეს არჩევნების გაყალბება, ყველაფერი რევოლუციით და არა „ქოცბანდის“ მშვიდობიანი წასვლით დასრულდება!", - ნათქვამია განცხადებაში. -
თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა!
გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა ხელს უწყობენ უკრაინის მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას
თბილისი. 13 სექტემბერი 2023 — თბილისის ცენტრში უკრაინული სახლი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.
უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.
უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.
უკრაინული სახლის გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლები.
„გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა.
„რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000-მა უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
"უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება", - თქვა ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელმა.
უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებისთვის.
-
ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა!
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
მათი ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების გასამართად საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოსულ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდა.
ბორელმა, რომელიც ევროკავშირის თბილისის ოფისში მივიდა, განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი პირველად ექნება და ხვალ (დღეს) მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს.
მან თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, და რამდენიმე კვირის შემდეგ შესაბამისი შეფასებები გაკეთდება საქართველოსთვის „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და დაამატა: "ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ ამ გზაზე."
ბორელმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა შეასრულოს 12-პუნქტიანი კრიტერიუმები, რომლებიც მათ ევროკავშირმა მისცა, რათა საქართველოს მიენიჭოს „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსი და რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის (თბილისის) ქუჩებში და ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას“. - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას და რომ ქართველ ლიდერებთან შეხვედრებზე ისინი ასევე განიხილავენ რეგიონზე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის უარყოფით გავლენას.
ბორელი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ჩავა საოკუპაციო ხაზთან.
-
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებულ კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებულ კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით, გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებული კიბერდანაშაულებრივი ბანდის Trickbot-ის 11 წევრს.
რუსეთი დიდი ხანია არის უსაფრთხო თავშესაფარი კიბერკრიმინალებისთვის, მათ შორის Trickbot-ისთვის, ნათქვამია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ დღევანდელი სანქციები სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განახორციელა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ერთდროულად გამოაცხადებს ბრალდებებს 9 პირის, მათ შორის 7 სანქცირებული პირის მიმართ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქცირებული 11 ადამიანი არის ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც მონაწილეობენ Trickbot-ის ჯგუფის მართვასა და მომარაგებაში, რომელსაც კავშირები აქვს რუსულ დაზვერვის სამსახურებთან და რომ ჯგუფი თავს დაესხა ბევრ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვის პროვაიდერს აშშ-ში Covid-19-ის გავრცელების დროს.
განცხადების მიხედვით, აღნიშნული სანქციები წარმოადგენს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილს რუსული კიბერდანაშაულისა და გამოსასყიდის აღკვეთის მიზნით და რომ ორმა ქვეყანამ ასევე დააწესა ერთობლივი სანქციები Trickbot-ის ჯგუფის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ თებერვალში.
აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის მდივანმა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ბრაიან ნელსონმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბრძოლა გამოსასყიდის პროგრამებთან საბრძოლველად და მის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში არსებულ შეფერხებებზე რეაგირება.
ნელსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ისინი გააგრძელებენ საერთო ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების გამოყენებას მავნე კიბერ აქტივობის წინააღმდეგ.
-
ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში 7-8 სექტემბერს შედგება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.
„ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...