საქართველო და თურქმენეთი ერთმანეთთან პირდაპირ ფრენებს გახსნიან
თურქმენეთი და საქართველო შეთანხმდნენ პირდაპირი ფრენების დაწყებაზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტისას, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შესაძლებელს გახდის პირდაპირი ფრენების დაწყებას აშხაბადსა და თბილისს შორის.
აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს ქართული პროდუქციის თურქმენეთში ექსპორტზე ბარიერების მოხსნის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის მისი ქიმიური მრეწველობის პროდუქციის მიწოდებას საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შორის.
თურქმენეთის საელჩო საქართველოში
Related items
-
თბილისში "ქართულ-ჩინური სინძიანის სასაქონლო გამოფენა" გაიხსნა
დღეს, თბილისში, საგამოფენო პავილიონში გაიმართა „საქართველო-ჩინეთის სინძიანის სასაქონლო გამოფენის“ გახსნის ცერემონია.
გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი, ჩინეთის სინციან-უიგურ ავტონომიური რეგიონის სახალხო მთავრობის ვიცე-გუბერნატორი კაისაიერ აბუდუკერემუ, სინძიანის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ჩინეთის საბჭოს ხელმძღვანელი მო ვეიგანგი და სხვა ოფიციალური პირები ურუმჩიდან (სინციან უიგურის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთი).
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა. მან აღნიშნა მხარეებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქართულ-ჩინური პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას.
სინძიანის სასაქონლო გამოფენაზე წარმოდგენილია 50 კომპანია სინციან უიგურის ავტონომიური რეგიონიდან. გამოფენაზე ჩინელმა მეწარმეებმა და ფერმერებმა წარმოადგინეს ახალი ტექნოლოგიები, სამედიცინო აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტები, ქსოვილები, მექანიკური და ელექტრო ტექნიკა, სამრეწველო აღჭურვილობა, წვენები და ღვინო.
„ქართულ-ჩინური სინძიანის სასაქონლო გამოფენა“ 8 დეკემბრამდე გაგრძელდება.
-
კოკა კაციტაძემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას უმასპინძლა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილე - ნათია სონღულაშვილთან ერთად, თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას შეხვდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ დელეგაციას სამსახურის საქმიანობა და გაფართოებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საკითხებზე.
ქართულმა მხარემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციის წარმომადგენლებს საგამოძიებო სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობაზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და ასევე პრევენციის ეროვნული მექანიზმის (MPM) ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნით, მათთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი - ნიკოლოზ დარჩაშვილი, თურქმენეთის ომბუდსმენი- იაზდურსუნ გურბანნაზაროვა, თურქმენეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე-იაზგული აგაბაევი, თურქმენეთის საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი-იუსუფგული ეშაევი, თურქმენეთის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროკურორი-ამანმირატ ქერიმოვი, თურქმენეთის ომბუდსმენის თანაშემწე-მაგთიმგული ჰოჯამირადოვი და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ატაშე-ბაგულ ქერიმოვა ესწრებოდნენ.
-
თბილისი - კულტურათა გზაჯვარედინზე !
1922–1936 წლებში თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) —ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. ხოლო, ისტორიული წყაროებით კი, თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. IV ათასწლეულში) ყოფილა დასახლებული. წყაროებში იგი პირველად IV საუკუნის II ნახევარში იხსენიება. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. V საუკუნეში ქალაქი ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, მეცნიერთა ნაწილის აზრით, ამიტომაცაა იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. თბილისის უძველესი მოსახლეობა გოგირდოვანი წყაროების უბანში გაჩნდა. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი, შემდგომ პერიოდში კი იგი თანდათან იზრდებოდა მტკვრის დინების აღმა.
ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თბილისი შუა აღმოსავლეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ.ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ–ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის, ჩრდილო კავკასიის, თურქეთსა და ტრანსკავკასიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
VI საუკუნის ბოლოდან კი იგი საუკუნოვანი ბრძოლების, დარბევისა და დაპყრობის ობიექტი გახდა. უცხოელთა ბატონობისგან ქალაქი დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა 1122 წელს. სწორედ ამ დროს გახდა თბილისი სახელმწიფო დედაქალაქი. XIII საუკუნიდან თბილისისთვის კვლავ ბრძოლისა და აოხრებების პერიოდი იწყება. 1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფო–სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1633 წლიდან, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა. 1748 წელს ერეკლე II-ემ თბილისიდან გააძევა ყიზილბაშთა გარნიზონი. ამის შემდგომ კი ქალაქმა კვლავ მოიკრიბა ძალა. 1795 –წელს აღა–მახმად –ხანის შემოსევის შედეგად თბილისი თითქმის მთლიანად განადგურდა, თუმცა შემდგომ წლებში მოხერხდა მისი აღდგენა.მიუხედავად იმისა,რომ საქართველო სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, სოციო–პოლიტიკურად და კულტურულად იგი და მისი დედაქალაქი,თბილისი, ევროპის ნაწილია.” მე მაშინ გავხდი ევროპელი როცა მივიღე რელიგიად ქრისტიანობა “-ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად იშველიებენ როცა ქართველის და საქართველოს ევროპულობაზე საუბრობენ.
თუმცა, ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია ქრისტიანობის შემოსვლამ განაპირობა. ამ ტენდენციას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შემდეგ, საქართველო ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა, ძვ. წ. I საუკუნიდან კი რომმა კავკასია მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ. ამ გზით ქართლი და ეგრისი აქტიურად ჩაერთო საერთო რომაულ ცივილიზაციაში.
ხოლო ,IV საუკუნეში ქართლის მეფის მირიანის გადაწყვეტილება, ქვეყნის გაქრისტიანების შესახებ, ნიშნავდა საქართველოს მიბმას საქრისტიანოსთან ანუ ევროპასთან. ქრისტიანობა კი მარტოოდენ რელიგიური აღმსარებლობა როდი იყო, იგი გახლდათ მთელი სისტემა კულტურული ფასეულობებისა. და თუ ჩვენ საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით, ესეც დიდწილად ქრისტიანობის დამსახურება იყო.
ამავდროულად, აქ გადიოდა ორი დიდი ცივილიზაციის საზღვარი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხება ყველაზე თვალნათლივ კავკასიის რეგიონში ვლინდება. ამ ორი ცივილიზაციის შეჯერების შედეგად რეგიონში ერთგვარი ინტერკულტურული გარემო ჩამოყალიბდა, სადაც დასავლურ ფასეულობებს ერწყმის აღმოსავლური კულტურის ნიშნები.
ეს რეალობა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ გათვითცნობიერებული და ამიტომაც არავის უკვირდა დავით IV აღმაშენებლის მეჩეთში სიარული, დემეტრე I-ისა და თამარის კარზე მუსლიმ სწავლულთა ყოფნა, ქართულ ფულზე არაბული წარწერები და სხვ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა დასავლური ცივილიზაციის ფორპოსტს.
ცივილიზაციის თანამედროვე მკვლევარები (მაგ., სემუელ ჰანთინგტონი) ცალსახად აღნიშნავენ, რომ რელიგია იმაზე ბევრად მკვეთრად მიჯნავს ადამიანებს, ვიდრე ეთნიკური კუთვნილება და რომ რელიგიური ერთობა გაცილებით ადვილად აყალიბებს საერთო ცივილიზაციურ ნიშნებს, ვიდრე სხვა რომელიმე ფაქტორი. ამდენად, გაქრისტიანების შემდეგ საქართველო პოლიტიკურად, გაემიჯნა ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლურ, ხოლო შემდეგ მუსლიმანურ აღმოსავლეთს.ხოლო კულტურულად იგი რაღაცნაირი ხიდი მაინც რჩებოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს.თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა.
ხოლო,იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ–ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.თბილისი კი ,რასაკვირველია (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) — ყოველთვის აქტიური პოლიტიკური–ეკონომიკური მოვლენების ეპიცენტრის ადგილი გახლდათ, არამხოლოდ საქართველოში, არამედ შეიძლება, ითქვას კავკასიის რეგიონშიც კი, 1922–1936 წლებში იგი ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი.
ამ მოვლენას საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორია უძღოდა წინ. ხოლო,1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს,თბილისში წითელ არმიასთან შეტაკებაში 30 იუნკერი დაიღუპა. რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და გასაბჭოების წინააღმდეგ.
მათთან ერთად დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდმარის, კოტე მაყაშვილის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც. სიმბოლურია, რომ თბილისში კვლავ ამ ადგილას, 1989 წლის 9 აპრილს,რუსის ჯარი გაუსწორდა მშვიდობიან მოქალაქეებს და მოშიმშილეებს,( საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა მათ შორის უმეტესი გახლდათ ქალბატონები).
საქართველოს დამოუკიდებლობა კი 1991 წელს კვლავ აღდგენილ იქნა –ეს გააკეთა თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ, ყოფილმა დისიდენტმა და მწერალმა,ზვიად გამსახურდიამ. სამხედრო გადატრიალების, (რომელშიც, როგორც საქართველოში ითვლება, კვლავ რუსეთის ხელი ერია) მის შედეგად დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. ხოლო ეს ეკონომიკური კრიზისი კი ნაწილობრივ დაძლეულ იქნა. თბილისი კი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დედაქალაქი,კლავაც აქტიურ კულტურულ ხიდად რჩება აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა შორის.
მოამზადა რუსა გვაზავა
-
საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს
2023 წლის 24 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია. საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა დოვლათმირატ სეითმამედოვმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.
საქართველოს პრეზიდენტმა ს.ზურაბიშვილმა მხურვალედ მიულოცა თურქმენეთის ელჩს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა დიპლომატიურ საქმიანობაში.
თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის, ასევე თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერის, თურქმენეთის "ჰალკ მასლახატის" თავმჯდომარის გურბანგული ბერდიმუხამედოვის სახელით მადლობა გადაუხადა და საუკეთესო სურვილები გადასცა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, მოკითხვა გადასცა და ასევე წარმატებები უსურვა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს, თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერს, თურქმენეთის "ჰალკ მასლახატის" თავმჯდომარეს გურბანგული ბერდიმუხამედოვს და თურქმენ ხალხს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, მათ შორის ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გაფართოებას.
-
თურქმენეთის დელეგატები თბილისში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ
თურქმენეთის დელეგაცია გაეროს მოსახლეობის ფონდის /UNFPA/ მხარდაჭერით მონაწილეობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც იმართება საქართველოს დედაქალაქ თბილისში.
კონფერენციაზე შეიკრიბა დელეგატები 17 ქვეყნიდან, რათა განეხილათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით ძირითადი სტრატეგიები.
როგორც UNFPA სოციალურ ქსელში იუწყება, თურქმენმა მონაწილეებმა გააზიარეს თურქმენეთის საუკეთესო გამოცდილება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში და ისაუბრეს მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ოჯახის დაგეგმვის საკითხებში.
მათ ასევე წარმოადგინეს ქვეყნის დადებითი გამოცდილება საშვილოსნოს ყელის კიბოს მასობრივი სკრინინგის ჩატარების კუთხით.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...