ტეხასის შტატში სატვირთო მანქანაში ათეულობით ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 42 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილები სავარაუდოდ მიგრანტები არიან. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ სატვირთო მანქანაში, კიდევ 16 ადამიანი იყო, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სან ანტონიოს პოლიციამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სატვირთო ავტომობილის მძღოლის დაკავების პროცესი.
საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.
Related items
-
"სურმალუს" სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 6 ადამიანს მიაღწია
ერევანში, "სურმალუს" სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 6 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ საომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა.
„მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის უკვე 6 გარდაცვლილია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა მან. მსხვერპლის ვინაობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.
მანამდე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპნენ მოქალაქეები ანაჰიტ მხითარიანი, მისაკ მარგარიანი, ჯემა ნაზარიანი, გაიანე ავეტისიანი, ერთი პირის ვინაობა დადგენილი არ არის.
15 აგვისტოს, 00:25 საათისთვის, ხანძარსაწინააღმდეგო და სამძებრო სამუშაოებში 185 მაშველი მონაწილეობს, ჩართულია ოცი ავტოცისტერნა, თორმეტი სატვირთო მანქანა, ხუთი ტრაქტორი, სამი ამწე და ერევნის მუნიციპალიტეტის მერიის შვიდი ერთეული დამატებითი ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ერევანში, "სურმალუს" სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. -
უკრაინამ 522 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ
რუსეთის ფედერაციასთან შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, უკრაინამ მოახერხა 522 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. ამის შესახებ „უკრინფო“ იუწყება.
როგორც უკრაინის წარმომადგენელმა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში ოლეგ კოტენკომ განაცხადა, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ნეშტი სხვადასხვა რეგიონიდან - დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქებიდანაა ჩამოსვენებული. ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლა რუსეთის ფედერაციასთან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით ხდება.
"ამ საკითხზე მოლაპარაკებები "ნორმალურ ვითარებაში" მიმდინარეობს", - დასძინა ო.კოტენკომ.
უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლა პირველად 2 ივნისს მოხდა.
-
რა არის ავტო სესხი?
რა არის ავტო სესხი?
ყველამ, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, კარგად იცის როგორი შეგრძნებაა მისი შეძენის გემო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი პირველი მანქანაა, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ყიდულობ. თუ ავტომობილი არ გყავთ, დიდი ალბათობით თქვენს წარმოდგენაში ხშირად გაცოცხლებულა ეს სცენა, როგორ ხსნით კარებს და თავდაჯერებულად ხელს კიდებთ საჭეს. იდეაში, ამ მიზნის მიღწევა დღეს სულაც არაა რთული, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ.
ავტო სესხი მიზნობრივი კრედიტია, რომლის უდიდესი უპირატესობა საპროცენტო პირობებია, სესხის უზრუნველყოფა კი, ავტომობილის გირავნობით ხდება და მისი მართვის უფლება თქვენ გრჩებათ. კრედიტი გაიცემა მხოლოდ ავტომობილის შეძენის მიზნით, ამიტომ პირობები მაქსიმალურადაა მორგებული მყიდველზე. პროცესი მარტივია - თავდაპირველად უნდა გაგიჩნდეთ ახალი, ან სულაც, პირველი ავტომობილის ყოლის სურვილი, შემდეგ შეძენა უნდა გადაწყვიტოთ, ამის შემდეგ ალტერნატივებიდან რომელიმეს აარჩევთ, დაეკონტაქტებით მფლობელებს და დააზუსტებთ ინფორმაციას, აარჩევთ სასურველ მანქანას, შემდეგ ესტუმრებით ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვებ-გვერდს ან უახლოეს თუ უშორეს ფილიალს, შეავსებთ კრედიტის განაცხადს, დაელოდებით პროცედურის დამსრულებას, რომელიც მაქსიმალურადაა გამარტივებული და 30 წუთის შემდეგ მიიღებთ დამტკიცებულ სესხს. გაითვალისწინეთ, სასურველი ავტომობილის არჩევიდან სასესხო განაცხადის შევსებამდე აირჩიეთ სასურველი ბანკი, ისეთი, რომელსაც ყველაზე მისაღები პირობები ექნება თქვენთვის.
ავტო სესხის აღებისას აუცილებლად შეამოწმეთ სხვადასხვა ბანკისა თუ საფინანსო ორგანიზაციის პირობები, რადგან პირობები, როგორც წესი, განსხვავებულია. გაითვალისწინეთ, ავტომობილზე შეზღუდულია გამოშვების წელი და სხვადასხვა ბანკებში შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა მინიმუმი ზღვარი არის 1995 წელს გამოშვებული. კრედიტის მისაღებად უნდა გახლდეთ მინიმუმ 21 წლის, თუმცა ზოგიერთ ორგანიზაციაში ასაკი შეიძლება იყოს დაწეული და 20 წლის ახალგაზრდას ჰქონდეს განაცხადის შევსების შესაძლებლობა. სესხის მისაღებად, როგორც უკვე ვახსენეთ, აუცილებელი მოთხოვნაა ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, რათა მისი დაფარვა შეძლოთ.
ავტო სესხიინდივიდუალურია, რომლის მოცულობა დგინდება ავტოექსპერტის მიერ ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. შესაბამისად, მანქანის შერჩევისას აჯობებს ეს დეტალი გაითვალისწინოთ და წინასწა, ცალი თვალი მაინც შეავლოთ ბანკების პირობებს. ამ ტიპის კრედიტისთვის არ დაგჭირდებათ თავდებში მდგომი მესამე პირი, თუმცა განაცხადის შევსებისას დაგჭირდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მასთან ერთად ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
სანამ ავტო სესხის პირობებზე დათანხმდებით და ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, კარგად გაეცანით მის პირობებს და ვალდებულებებს. უპირველესად შეამოწმეთ რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და აქვს თუ არა რაიმე ფარული ხარჯი კომპანიას. ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხის შემთხვევაში ეს ნაწილი აუცილებლად დააზუსტეთ ექსპერტთან, რათა რაიმე სახის გაუთვალისწინებელი მოვლენა არ მოხდეს და დამატებითი პასუხისმგებლობა არ იტვირთოთ დაუკვირვებლობისდა გამო. სესხის დამტკიცების შემდეგ დგება გადახდის გრაფიკი, რომელიც აუცილებლად შეამოწმეთ, რათ ნებისმიერი სახის უზუსტობების თავიდან შეძლოთ. გაითვალისწინეთ, ავტო სესხის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ კრედიტი წინსწრებით გადაიხადოთ, თუკი ამის სურვილი თავად გექნებათ, თუმცა აჯობებს წინასწარ დააზუსტოთ ასეთ შემთხვევაში საკომისიო გადასახადი იქნება თუ არა და თუ კი, რამდენი. ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი რამ - გახსნათ საკუთარი ავტომობილის კარი, საჭეს ხელი თავდაჯერებულმა მოკიდოთ და წახვიდეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გინდათ რომ წახვიდეთ.
-
რუსების მიერ მოკლული უკრაინელი ბავშვების რაოდენობა იზრდება
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა ქალაქ ჩერნიგოვში, რუსეთის მიერ დაბომბილ საერთო საცხოვრებლის ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელთა შორის 3 ბავშვია. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ამავე განცხადებით, გუშინ ჩერნიგოვში პურის მაღაზიასთან მომლოდინე მოქალაქეებსაც ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით კი რუსეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა მარიუპოლის რეგიონში ომს გაქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის კოლონას, რის შედეგად არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვებიც.
მარიუპოლის მერიის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს თეატრის შენობა ქალაქში, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ 11 მარტს რუსეთის არმიის მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი, 9 რუს ჯარისკაცში გაცვალეს.
-
ქართველ ქალებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ მათთვის დაუძლეველი არაფერია
ქართველ ქალებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ მათთვის დაუძლეველი არაფერია და ნებისმიერი სფეროს ათვისება შეუძლიათ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ნავთობკომპანია "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი თქმით, მიუხედავად ამისა, "სოკარის" მეგობარს, განათლებით ფილოსოფოს და ხელოვნებათმცოდნე - ელენე სიდამონიძეს, რომლის გატაცებაც მეკლდეურობა და „ოფ-როუდია“, ხშირად ესმის ხოლმე საყვედურნარევი შეგონებები: „კლდეზე ცოცვა რა გოგოს საქმეა?“, „მანქანა რა გოგოს საქმეა?“, „როდის უნდა დაჭკვიანდე?“ და ა.შ.ამას ელენესთვის ხელი არ შეუშლია და დღეს ის Rally Adventure Georgia 2021-ის გამარჯვებულია.საინტერესოა, როგორ დაიწყო ელენეს თავგადასავალი „ოფ-როუდში“ და თავად რას ფიქრობს იმ სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც ამ გზაზე (უფრო სწორად, ჩვენს შემთხვევაში უგზოობაში) უწევს:„მანქანას რამდენიმე წელია ვმართავ, ძალიან მაინტერესებდა და ჩემით ვისწავლე. სამწუხაროდ ამ ეტაპზე საკუთარი ავტომობილი არ მყავს და პერიოდულად ვქირაობ ხოლმე, რათა ეს ინტერესი დავიკმაყოფილო. ამ ზაფხულს მეგობარმა შემომთავაზა მისი 4x4 გამავლობის მანქანა მეცადა უგზოობაზე და ასე დაიწყო უფრო დიდი “off road” თავგადასავალი. უგზოობაზე მართვამ კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამიჩინა და დავრეგისტრირდით სათავგადასავლო რალიზე - Rally Adventure Georgia, რაც გულისხმობდა 6 დღეში 1500 კილომეტრის შემოვლას საქართველოს გარშემო, ძირითადად უგზოობაზე. რეგისტრაციიდან რალის დაწყებამდე მოსამზადებელ პერიოდში მივხვდი, რომ ამ ამბავს უკვე სერიოზულად ვუყურებდი და ავტოსპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდებოდა.ვფიქრობ, სირთულეების დანახვა და გადახალვა ინდივიდუალურია, კონკრეტული დაბრკოლებები, რაც ამ სპორტში მრავლად და მრავალგვარი გვხვდება, ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს დიდი სირთულე, მეორემ კი ბევრად მარტივად გადალახოს, ამიტომ, უნივერსალური „პრობლემა“ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცოდნის და პრაქტიკის ნაკლებობა. ერთია, იცოდე მანქანის მართვა და მეორეა მართავდე მანქანას უგზოობაში, რაც ავტომობილის და მისი მუშაობის პრინციპის ზედმიწევნით კარგ ცოდნას მოითხოვს, რათა რთულ პირობებში მაქსიმალურად სწორად გამოიყენო მისი შესაძლებლობები. როგორც წესი, გოგოებს გვაკლია ხოლმე ის ცოდნა, რაც პრაქტიკაში მიიღება. ეს თავისთავად უფრო რთულს ხდის ჩვენს ასპარეზობას. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ გოგოების ავტოსპორტში მონაწილეობას და მგონია, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია.“ელენე მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და დარწმუნებული ვართ, მომავალში წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები ელის.მანამდე კი, ერთი უბრალო ჭეშმარიტება გადავიმეოროთ: #ქალივიციმესაჭესთან
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...