კომპანია „Baykar“ უკრაინას 3 უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“ უფასოდ გადასცემს
თურქული საავიაციო კომპანია „Baykar“-ი, უკრაინას 3 შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“, უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფოს.
Baykar-ი Twitter-ის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს: „ჩვენ შევიტყვეთ, რომ კამპანია „სახალხო ბაირაქტარის“ ფარგლებში შეგროვდა თანხა უკრაინელებისთვის სამშობლოს დასაცავად 3 უპილოტო საფრენი აპარატის შესასყიდად. კომპანიისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა შეგროვდა ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევით. პატრიოტი უკრაინელი ხალხის სურვილმა, რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს და სოლიდარობის სულისკვეთებამ ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ კომპანია „Baykar“-ი, უკრაინელებს უსასყიდლოდ გადავცემთ 3 უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“. როგორც „Baykar“, ჩვენ პატივისცემით ვაცხადებთ, რომ გვინდა საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა და ვლოცულობთ ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.
Related items
-
შრომის უსაფრთხოება - ახლადშექმნილი ბაზარი და რეგულაციები
რა გამოწვევების წინაშე დგანან კომპანიები და რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს მენეჯმენტმა დადგენილი წესების დაცვისთვის?
ფაქტობრივად ყველა ადამიანისთვის, არამარტო კომპანიისთვის ან სახელმწიფოსთვის არამედ თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია.
გვესაუბრება შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „რედლაინერის“ აკადემიური დირექტორი რევაზ მანჯგალაძე:- რა არის უსაფრთხო სამუშაო გარემო?
- უსაფრთხო სამუშაო გარემო უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ დაზიანებების ან დაავადების გავრცელების პრევენციას, ის არის თანამშრომელთა კეთილდღეობის პრიორიტეტი. უსაფრთხო სამუშაო ადგილი არის ადგილი, სადაც თანამშრომლები თავს დაცულად გრძნობენ და სიამოვნებას იღებენ უსაფრთხო სივრცეში მუშაოებით, კომპანიის ღირებულებებით და პოზიტიური თანამშრომლობითი გარემოთი, რომელიც ხელს უწყობს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ჯანსაღი ურთიერთობის და პატივისცემის ჩამოყალიბებას.
- როგორ დავიწყოთ შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესება?
- შრომის უსაფრთხოება კომპლექსური თემაა, რომელიც მოიცავს დამსაქმებლის და დასაქმებულების თანაბარ მონაწილეობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში. მნიშვნელოვანია როგორც იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც დაკისრებული აქვს დამსაქმებელს შრომის კანონმდებლობის მიერ, ასევე მისი ნება, რომ სისტემურად გამართული ჰქონდეს შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილას. შესაბამისად შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესება უნდა დავიწყოთ სამუშაო სივრცის უსაფრთხოდ მოწყობით და დასაქმებულთა სწავლებით, ანუ მათი ცნობიერების ამაღლებით, რომ მათ გაიაზრონ რომ უსაფრთხო სამუშაო გარემოს ვქმნით ერთად.
- რა მომსახურებას თავაზობს კომპანია „რედლაინერი“ დამკვეთს?
- ჩვენი კომპანია დამკვეთს შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურებას სთავაზობს. შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტის მომაგრებიდან დაწყებული, სრულ იურიდიულ კონსულტაციას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით
ასევე რისკების შეფასებას, დოკუმენტაციის შემუშავებას და მის მუდმივ განახლებას კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით.
დოკუმენტაციის მომზადება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და შრომის უსაფრთხოების გეგმა. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებისთვის ხარჯთეფექტური გზების
მოძიება და რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;
➢ დასაქმებულთათვის გენერალური ინსტრუქტაჟის ჩატარებას
➢ ტრენინგები მენეჯერებისა და პასუხისმგებელი პირებისთვის;
➢ პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად,
წელიწადში 2-ჯერ (თეორიული სწავლება, საევაკუაციო კომისიის შექნმა,
პრაქტიკული სწავლება);
➢ რეკომენდაციები სახანძრო სისტემის გამართულად მუშაობისთვისა და ელექტრო
უსაფრთხოებისთვის;
➢ ინციდენტების მოკვლევისა და რეპორტინგის სისტემის დანერგვას და სხვა.
- რა უპირატესობები აქვს კომპანია „რედლაინერს“ ?
- კომპანიის უმთავრესი უპირატესობაა ოპერატიულად და პასუხისმგებლიანად შეასრულოს დამკვეთის დავალება, იყოს ლოიალური, სტაბილური და კლიენტზე ორიენტირებული.
ჩვენი კომპეტენტური პროფესიონალები საკითხის სწორ და სწრაფ გადაწყვეტას სთავაზობენ მომხმარებლებს, ამას მოწმობს 3 წლიანი არსებობის მანძილზე 500-ზე მეტი ობიექტი.
- როგორია საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონე ?
- შრომის უსაფრთხოება არ არის უცხო საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, ზოგადი წარმოდგენა აქვს ყველას, თუ რა მოიაზრება ამ ორ სიტყვაში. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ წლების განმავლობაში ამ სფეროს არ ჰყავდა მაკონტროლებელი ორგანო, ან არ მიმდინარეობდა ეფექტური კონტროლი, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია თუ რა ვალდებულებები აქვს კომპანიებს დასაქმებულთა უსაფრთხოების მიმართულებით. შრომის ინსპექციის სამსახურის გააქტიურებამ ზოგადი ინფორმირებულობის დონე უდაოდ აამაღლა, რადგან მათი საქმიანობა უკვე ეხება უფრო და უფრო მეტ დასაქმებულს, რომელთა უკანაც დგანან ოჯახები. თუმცა მათ არ იციან ის, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაბალი და საშუალო რისკის სექტორებშიც უმნიშვნელოვანესია, მაგალითად, ოფისები, ბანკები, მაღაზიები. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წევრებმა ვიცოდეთ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები ირღვევა ყველა სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ ლეტალობის მაჩვენებელი ნულის ტოლია, ამ სექტორებში ინციდენტების რიცხვი საკმაოდ მაღალია და ეს ინციდენტები მოკვლევას საჭიროებს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამუშაო ადგილებზე ლოკალური ტრავმების გარდა, არსებობს პროფესიული ტრავმები ან/და დაავადებები, რომელიც არანაკლებ საყურადღებოა და რომელიც ასევე დაბალი რისკის მქონდე ობიექტებზეც არსებობს, მაგალითად, არქივის თანამშრომელთა პროფესიული დაავადება, რომელიც ქაღალდის მტვრისგან არის გამოწვეული და ა. შ.
- როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით? რა უნდა ვიცოდეთ?
- დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და არაერთი საერთაშორისო აქტით. შრომის უფლება თავის თავში მოიაზრებს დასაქმებულთა უფლებას, უზრუნველყოფილნი იყვნენ მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი.
ეს იქნება უსაფრთხო შრომითი ნორმების დარღვევა, დისკრიმინაცია, შევიწროება, შრომის ნორმების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების დარღვევა, სამუშაო საათებისა თუ ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რასაც ითვალისწინებს შრომის კოდექსი და საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ამ ყველაფრის გამო დასაქმებულს შეუძლია, რომ მიმართოს შრომის ინსპექციის სამსახურს, აქვე აღსანიშნავია რომ დღეის მდგომარეობით შრომის ინსპექციის სამსახური დღითიდღე იზრდება და ვითარდება. დასაქმებულების საყურადღებოდ მინდა გავაჟღერო რომ, შრომის ინსპექციის სამსახურის გააჩნია შესაბამისი მანდატი და კომპეტენცია მათთვის დაკისრებული ვალდებულების აღსრულებისათვის. ხოლო დამსაქმებლებს მინდა მივმართო რომ შრომის ინსპექციის სამსახური არ არის სადამსჯელო სუბიექტი, ეს მოსაზრება იმიტაც შეგვიძლია დავადასტუროთ რომ პირველადი ინ სპექტირება არ მოიცავს ფულად სანქციას და მოიცავს გაფრთხილებას, ასევე შრომის ინსპექციის სამსახურს მჭოდრო კომუნიკაცია გააჩნია დამსაქმებელთა ასოციაციასთან.
- როგორ შევაფასებდით შრომის უსაფრთხოებას კომპანიებში?
- ალბათ შრომის უსაფრთხოების შეფასებისას კომპანიებში საჭიროა დავიხმაროთ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინა წლის ანგარიში, სადაც ნათლად ჩანს, რომ შემოწმებული კომპანიების რიცხვი წლიდან წლამდე უფრო და უფრო იზრდება და პირველივე მითითებების გათვალისწინებაც ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრაქტიკები იზრდება კომპანიებში, თუმცა გამოწვევად მაინც რჩება მშენებლობები, სამთო მოპოვებითი საქმიანობები და მძიმე მრეწველობა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ზედამხედველობა მიმდინარეობს, უბედური შემთხვევების და შეუსაბამობების/დარღვევების რიცხვი მაინც მაღალია.
- რომელ სფეროშია ყველაზე მეტი დარღვევები?
- არაარსებითი შეუსაბამობა გამოწორებადია სამუშაო პროცესის შეჩერების გარეშე და რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის რომელიც მრავლად გვაქვს ყველა სექტორში.
არსებითი შეუსაბამობა შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია, და რომელიც მოცემულ მომენტში საშიშროებას არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, თუმცა მისი გამოუსწორებლობა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის დასაქმებულს, ძირითადა ვლინდება მსუბუქი მრეწველობის, მომსახურების და ა.შ
კრიტიკული შეუსაბამობა შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;რა არის თქვენს საქმიანობაში უმთავრესი, ძირითადად ვლინდება სამშენებლო და მძიმე მრეწველობის სექტორებში.
- რა არის თქვენს საქმიანობაში უმთავრესი?
- შრომის უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის უმთავრესია, რომ მას ზუსტად ესმოდეს იმ სფეროს მნიშვნელობა, სადაც უწევს საქმიანობის განხორციელება. მას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ მის თითოეულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ვფიქრობ, რომ საქმის და პროფესიის შესწავლა შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა მნიშვნელოვანია დაუსრულებელი პროფესიული ზრდა, და საერთაშორიშო პრაქტიკებზე თვალისდევნება.
- რა ხარვეზებს ხედავთ, რაც ხელს უშლის სფეროს განვითარებას და რა უნდა გაკეთდეს ამის აღმოსაფხვრელად?
- ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა მნიშვნელოვანის შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართულობა. ამ სისტემას ქმნის დამსაქმებელი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო გარემო და დასაქმებულები, რომლებიც იზიარებენ და იღებენ იმ ბენეფიტებს, რომელი მათი უსაფრთხოებისთვის არის გატარებული. მათთვის არ უნდა იყოს დამატებითი ტვირთი უსაფრთხოების წესების და პროცედურების დაცვა, არამედ უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვის ხდება. და კიდევ და კიდევ მნიშვნელოვანია ამ სფეროში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად იზრდებიან, ვგულისხმობ როგორც მაკონტოლებელ ორგანოს, ასევე კერძო სექტორის სპეციალისტებს.
- წარმატებული ქეისი, რითაც ამაყობთ?
- ასეთი ბევრია, თუმცა გამოვყობ ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო ჯგუფს, რომელიც ორჯერ დაჯარიმდა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის მიერ. ჯარიმასთან ერთად, მას სამუშაო პროცესიც შეუჩერეს.საკითხის გადაჭრა საგრძნობლად გახანგრძლივდა. 50 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, კომპანიას უწევდა სამუშაოების შეჩერებისგან გამოწვეული ზარალის ატანა. კომპანიის გადაწყვეტილებით, საქმეში ჩაერთო რედლაინერი. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვერით კრიტიკული დარღვევები და გავმართეთ უსაფრთხოების დოკუმენტაცია. გამოიყო მინდობილი პირი რედლაინერიდან, რომელსაც გადაეცა მინდობილობა დამქირავებელი კომპანიისგან და ჩაბარდა სრული კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან. რედლაინერის მიერ, პრობლემების სიზუსტით აღმოფხვრის შემდეგ, კომპანიას მიეცა სამუშაოების განახლების უფლება. ჩვენი თანამშრომელი ყოველ დღე ესწრება სამუშაოებს, შესაძლო გართულებების აღმოფხვრის მიზნით.აღნიშნული შემთხვევის შემდეგ კომპანიამ 3 ინსპექცია ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარა.
- რა ზომის კომპანიას ესაჭიროება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?
საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" თანახმად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ესაჭიროება ყველა კომპანიას, სადაც არის შრომითი ურთიერთობა. ანუ თუკი გვყავს 1 დასაქმებული, იქაც საჭიროა. კერძოდ, დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს სპეციალური აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტით.
- როგორ მოვემზადოთ შრომის უსაფრთხოების ინსპექციისთვის?
- შრომის ინსპექციისთვის მომზადება ზოგადად არასწორი მიდგომაა კომპანიის მხრიდან უსაფრთხო სამუშაო გარემოზე და დასაქმებულების ჯანმთელობაზე ზრუნვა კომპანიის მხრიდან არ უნდა იქნას აღქმული როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ჯარიმისგან დაცვის მექანიზმი. როდესაც კომპანია ზრუნავს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე/შენარჩუნებაზე შრომის ინსპექციის ვიზიტისთვის მომზადებას არ საჭიროებს
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია?
- ის უნდა იყოს დაკომპლექტებული მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კადრებით, უნდა შეეძლოს ჰქონდეს კომპლექსური მიდგომები, იცნობდეს კარგად კანონმდებლობას და სიახლეებს ადევნებდეს თვალს.
- როგორ ხედავთ კომპანია „რედლაინერს“ 5 წელიწადში?
პირველ რიგში 5 წელიწადში ჩვენ ვიქნებით მულტიპროფილური კომპანია, რომლის მთავარი მისიაა ცნობიერების ამაღლება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, შესაბამისად ჩვენი მიზნებიც ამ მიმართულებით განხორციელდება. ასევე მიზნად გვაქვს აკრედიტებული სასწავლებლის ჩამოყალიბება და სფეროს განვითარება.
-
გაციფრულებული ბიზნესის წარმატების საიდუმლო
თუ გაქვთ ბიზნესი, თუმცა არ იცით როგორ გახადოთ ის წარმატებული, აუცილებლად დაიწყეთ მისი ციფრულად გარეკლამება. როგორც ყველა სფერო, ციფრული მარკეტინგიც განსაკუთრებულ ცოდნას და სპეციალისტებს მოითხოვს.
სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ციფრული მარკეტინგის სააგენტო, Adshub.ge, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს ციფრულად გარეკლამებაში ეხმარება.
სააგენტოსთან თანამშრომლობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებებით:
- SEO – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
- SEM – საძიებო სისტემის მარკეტინგი;
- SMM – სოციალური მედია მარკეტინგი;
- ქოფირაითინგი;
- ვებ გვერდის დამზადება.
დღეისათვის სააგენტო, Adshub.ge, ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს. გაციფრულების შემდეგ მათი გაყიდვების რაოდენობა გაორმაგდა. ბევრმა მათგანმა დაიკავა მოწინავე პოზიცია საუკეთესო კონკურენტებს შორის და რაც მთავარია გახდა ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე სააგენტოსთან თანამშრომლობამდე.
ვებ გვერდის დამზადება- ძირითადად ეს არის ის პირველი მომსახურება, რომელსაც მომხმარებლები სააგენტოსთან თანამშრომლობისას ირჩევენ. Adshub.ge-ს პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ნებისმიერი სირთულისა და ფუნქციონალის მქონე ვებ გვერდს დაგიმზადებთ.
Adshub.ge და ,,გეოდეზია“
ვებ გვერდის დამზადებით დაიწყო თანამშრომლობა Adshub.ge-თან კომპანია ,,გეოდეზიამ“.
სწორედ გამართული ვებ გვერდი გახდა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.
„გეოდეზია“ არის ადგილი, საიდანაც თქვენი საოცნებო პროექტების განხორციელება იწყება.
„გეოდეზია“ და მისი მომსახურებები
“გეოდეზია” გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
- მიწის აზომვა;
- შიდა აზომვა;
- ტოპოგრაფიული გეგმა;
- ნაკვეთის გამიჯვნა;
- დაკვალვა.
ახლა კი გაგაცნობთ, თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი:
სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, გასამიჯნი და გასაერთიანებელი ნაკვეთების დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ხშირად საჭიროა შესაბამისი მიწის აზომვა და აზომვითი ნახაზები.
გეოდეზიის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ აზომვითი სამუშაოების მომზადებასა და მიწის გაფორმებისთვის საჭირო შესაბამისი ნახაზების მომზადებაში.
გეოდეზია მნიშვნელოვანია კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების და იპოთეკით დატვირთვის დროს. უმეტესწილად საჭიროა მიწისშიდა აზომვა და დეტალური ნახაზის მომზადება.
ტერიტორიაზე პროექტის შედგენისთვის, თავდაპირველად საჭიროა ამ ტერიტორიის და მასზე არსებული ობიექტების დეტალური აზომვა. ასევე რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება.
ერთი ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის, ,,გეოდეზია’’ გთავაზობთ შესაბამის საამზომველო სამუშაოების ჩატარებასა და საკადასტრო ნახაზების მომზადებას, რომელშიც ასახული იქნება გამიჯვნა ან/და გაერთიანება.
მიწის აზომვის და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, ხშირად საჭიროა უკვე აზომილ და შედგენილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება ანუ დაკვალვა.
,,გეოდეზია“ 10 წელზე მეტია, რაც მომხმარებლებს საოცნებო პროექტების განხორციელებაში ეხმარება.
-
ნახაზებიდან ოცნების პროექტამდე!
ამ სტატიაში ვისაუბრებთ კომპანიაზე, რომლის გარეშეც ნებისმიერი მასშტაბური თუ პირადი წამოწყების განხორციელება შეუძლებელია. “გეოდეზია” არის ადგილი, საიდანაც თქვენი ოცნების პროექტის მშენებლობა იწყება.
კომპანიის გუნდი პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანებისგან შედგება. რომლებსაც შეგიძლიათ, თვალდახუჭული ენდოთ. კომპანიის თანამშრომლები აზომავენ, დაგეგმავენ და დაკვალავენ თქვენს შიდა და გარე სივრცეებს.
“გეოდეზია” 10 წელზე მეტია მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა:
- თბილისის ბოტანიკური ბაღი;
- ვაკის პარკი;
- ბაკურიანის საბაგირო გზა;
- სენაკის გაზის ხაზობრივი ნაგებობა;
- ედსჰაბი.
იმისათვის, რომ მერიამ პროექტი დაგიმტკიცოთ, ნაკვეთის ან შიდა აზომვის სიზუსტე პირველი გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს საქმე პროფესიონალებს და გამოცდილ გუნდს მიანდოთ, ისეთი, როგორიც არის “გეოდეზია.
“გეოდეზია” მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
- მიწის აზომვა;
- შიდა აზომვა;
- ტოპოგრაფიული გეგმა;
- ნაკვეთის გამიჯვნა;
- დაკვალვა.
მოდით, განვიხილოთ რა შემთხვევაში რომელი მათგანი გამოიყენება.
მიწის აზომვა
მიწის აზომვა გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, გასამიჯნი, გასაერთიანებელი და ა.შ. ნაკვეთების დოკუმენტაციის წესრიგში მოსაყვანად. გეოდეზიას გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ნაკვეთის აზომვით სამუშაოებს თუ მიწის გაფორმებისთვის საჭირო აზომვითი ნახაზების მომზადებას.
შიდა აზომვა
შიდა აზომვა კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების, იპოთეკით დატვირთვის და ა.შ. დროს გამოიყენება. ნახაზში წარმოდგენილია როგორც ფართობი, ოთახების განლაგება, ისე კარ-ფანჯრების ადგილმდებარეობა.
ტოპოგრაფიული გეგმა
ტოპოგრაფიული გეგმა მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე პროექტის შედგენისთვის. ასეთ დროს უპირველეს ყოვლისა აუცილებელია აღნიშნული ტერიტორიის და მასზე მოცემული ობიექტების დეტალური აზომვა, ამასთანავე რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება. “Geodezia”-თან თანამშრომლობისას შესაძლებლობა გექნებათ შექმნათ 1:500 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა.
ნაკვეთის გამიჯვნა
აღნიშნული მომსახურება საჭიროა ნაკვეთის თუ ფართის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის. კომპანიის გუნდი დაგეხმარებათ საამზომველო სამუშაოების ჩატარებასა და საკადასტრო ნახაზების მომზადებაში.
დაკვალვა
მიწისა, ფართის აზომვის თუ და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, ხშირად საჭიროა უკვე აზომილ და შექმნილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება ანუ დაკვალვა. “Geodezia”-ს გუნდი გთავაზობთ პროექტში არსებული წერტილების კოორდინატების აღმოჩენას და დაფიქსირებას, თანამედროვე და ყველაზე ზუსტი აპარატურის გამოყენებით.
ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი სერვისით სარგებლობისას, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ:
- სერტიფიცირებული ამზომველების მომსახურება;
- ზუსტი ნახაზები;
- სასიამოვნო გარემო.
კომპანიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება მის ვებ გვერდზე შეგიძლიათ. ციფრული მარკეტინგული სააგენტოს დახმარებით, “Geodezia” გამართული ვებ საიტით სარგებლობს. საიტის დამზადება კომპანიამ Adshub.ge-ს ანდო.
Adshub.ge და მისი სერვისები
Adshub.ge სხვადასხვა კომპანიებს გაციფრულებაში ეხმარება. სააგენტო მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
- SEO – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
- SEM – საძიებო სისტემის მარკეტინგი;
- SMM – სოციალური მედია მარკეტინგი;
- ქოფირაითინგი;
- ვებ საიტის დამზადება.
კომპანია adshub.ge დაკომპლექტებულია მაღალ-კვალიფიციური კადრებით, რომელთაც ჩაბარებული აქვთ Google-ისა და Facebook-ის გამოცდები ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით.
სააგენტოს უნიკალურს ხდის ორი მთავარი ფაქტორი: Adshub.ge გთავაზობთ უფასო საძიებო სისტემის აუდიტს, რომლითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი საიტის მდებარეობა საძიებო სისტემებში და სააგენტოსთან თანამშრომლობისას უპირობო წარმატების გარანტია SLA (Service Level Agreement), რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას დადებულ შედეგზე.
-
კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძეს - „PSP ჯგუფი, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: “ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ PSP ჯგუფი, რომლის შენებაც დავიწყე 30 წლის წინ და ვაქციე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარ ბრილიანტად, კომპანია, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი, კომპანია, რომელიც 50 მილიონ ლარზე მეტ გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად, თურმე, ჩემი არ ყოფილა.ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე“. ჯერ კიდევ ველი პრემიერ-მინისტრის მიერ, ორი დღის წინ, ჩემს მიმართ გაჟღერებულ ტყუილზე, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მომატებასთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდების უარყოფას და ბოდიშს!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში. -
ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა
2023 წლის 24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს
ორგანიზებით გაიმართება, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი
საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023.
BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია,
საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების
გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია
სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა
შემეცნებით-გასართობი პროგრამები.
BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი
და საერთაშორისო დაწესებულება.
გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულსაგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო
კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები,
ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: ა/რ მთავრობა, აჭარის განათლების, სპორტისა და
კულტურის სამინისტრო, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თურქეთის განათლების სამინისტრო, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–
სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD),
ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
(BAG), ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...