ამერიკელი სპორტსმენი ანიტა ალვარესი მისმა მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა!

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022 14:55

ბუდაპეშტში მიმდნარე საწყალოსნო სპორტის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე აუზში სინქრონული ცეკვების მონაწილე ამერიკელმა ანიტა ალვარესმა გამოსვლის დროს უცაბედად გონება დაკარგა.

ამერიკელი სპორტსმენი მისმა მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა, რომელიც მალევე აუზში გადაეშვა და ჩაძირული ანიტა ფსკერიდან ამოიყვანა, მერე კი აუზშივე, დელეგაციის წევრთან ერთად პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
„მის ფილტვებში მხოლოდ წყალი იყო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულადა. ანიტა ალვარესს ფინალშიც ასპარეზობა სურდა. მადლობა მაშველებს, რომ მათ ძალიან სწრაფად იმოქმედეს. როდესაც წყლიდან ამოვიყვანე ანიტას კრიჭა ჰქონდა შეკრული. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ახლა ორივე ვიცინით. ჩვენ ვნახეთ სად გადის სპორტსმენის შესაძლებლობების ზღვარი“, - განაცხადა ანიტა ალვარესის მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა.
უცხოური მედიის ინფორმაციით ანიტა ალვარესი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. გულის წასვლის მიზეზად გადაღლილობა და ცხელი მზიანი ამინდი სახელდება.

შეგახსენებთ,რომ ანიტა ალვარესმა გონება შარშან ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზეც დაკარგა.

წყარო: https://www.crystalsport.ge/news/44981?fbclid=IwAR3TGIEShMBmpkJBYOhvfjQmKRSosCituJTw4GNXTXTRPHEeazvaRB4IUR4

წაკითხულია 325 ჯერ

Related items

  • IBSU-ში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი ლექცია ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება.“

    ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი,  დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მადონა მაისურაძე.

    ინტერაქტიურ შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტები.

  • საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

    ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" იუწყება.

    ინციდენტი კვირას შუადღისას საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მონ ბლანთან ახლოს არმანცეტის მყინვარზე მოხდა.

    რაიონის მერის მოადგილის ინფორმაციით, დაღუპულთაგან 2 მთის მეგზური იყო.

    დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულია.

    გავრცელებული ინფორმაციით, ზვავი მთის წვერიდან ჩამოვარდნილმა თოვლის ფენამ გამოიწვია.

    2 დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ დღეს განახლდება.

  • კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: „ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: რესპუბლიკური საავადმყოფო აშენებულია, როგორც ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ამიტომაც დგას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით. დღეს არსებულ შენობაში ფუნქციონირებდა სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები და გამოყოფილი იყო მრავალი სივრცე სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის - ის წარმოადგენდა სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ბაზას. ფაქტი, რომ ეს დაწესებულება დღემდე არ გადაუციათ სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, მიანიშნებს, რომ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი კორუფციული სქემებით სურდათ ამ ობიექტის დაუფლება. (ყველას გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, რესპუბლიკური საავადმყოფო უფასოდ გადაეცა „საპარტნიორო ფონდს“ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.)

    რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება, თუ ძველი შეკეთდება, ის უნდა გადაეცეს სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელსაც შეუძლია, საკუთარი, ანუ საბიუჯეტო სახსრების გარეშე, უზრუნველყოს ამ ობიექტის ახლიდან აშენება, ან მისი რენოვაცია, მოსახლეობის მაღალ დონეზე მომსახურება და კვალიფიციური ექიმების აღზრდა. ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.

    ფაქტი, რომ ეს საკითხი ათწლეულებია არ წყდება, მიანიშნებს არსებული ხელისუფლების უუნარობასა და უნიათობაზე, ქვეყნის აღმშენებლობის ნაწილში. თუმცა, რა გასაკვირია, როცა 10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, ფარმაცევტული სექტორი, ოფიციალურად, ათ წელზე მეტი ვითხოვდით მთავრობისგან და დღეს გვაყვედრიან, თითქოს ამ ერთი ფურცლის დაწერა მათი მონაპოვარია", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

  • ფეხბურთის მატჩის დროს, მეხის დაცემის შედეგად, ორი ფეხბურთელი დაიღუპა

    კენიაში ფეხბურთის მატჩის დროს, მეხის ჩამოვარდნის შედეგად, ორი ფეხბურთელი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფოს.

    The Citizen Digital-ის ახალი ამბების თანახმად, კისის რაიონში კვირის ბოლოს საფეხბურთო მატჩის დროს მოედანზე მეხი ჩამოვარდა.

    მანიანსი-ჯიანჩორეს საფეხბურთო კლუბების მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის დროს ორივე გუნდიდან თითო ფეხბურთელი დაღუპა.

    შემთხვევის შედეგად ასევე ორი ფეხბურთელიც დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

    უკრაინაში რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ანესთეზიოლოგი დაიღუპა და ერთი მედდა დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საავადმყოფო ძალიან დაზიანდა და სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.

    გუბერნატორმა სინეგუბომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ანესთეზიოლოგი და დაშავდა მედდა.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე წერილობით განცხადებაში თქვა, რომ კუპიანსკის საავადმყოფოს მთავარ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

    "მტერი აგრძელებს ხალხის დაუნდობლად ტერორს. მაგრამ თითოეულ დამპყრობელს ნათლად უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ხალხზე ნებისმიერი თავდასხმისთვის შურისძიება გარდაუვალია. რასისტების განკითხვის დღე აუცილებლად მოვა." - აღნიშნა ზელენსკიმ.

    ქალაქი კუპიანსკი რუსული ძალებისგან უკრაინის არმიის მიერ გასულ თვეში წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნეს.

    მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს უკრაინული ძალები აკონტროლებენ, მის ირგვლივ შეტაკებები გრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური