ინდოეთში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022 10:53

ინდოეთის ასამის შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად შტატების ყველაზე დიდი მდინარე ბრაჰმაპუტრა, კალაპოტიდან გადავიდა რის გამოც კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასამის შტატის კატასტროფების მართვის ორგანო (ASDMA) იტყობინება, ძლიერი წვიმების შედეგად 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

მეორეს მხრივ, სტიქიის გამო დახმარების ბანაკებში ამ დროისათვის 186 ათასი ადამიანი იქნა გადაყვანილი.

ინდოეთში ასამის შტატში ძლიერი წვიმები 6 აპრილიდან მოყოლებული გრძელდება.

წაკითხულია 269 ჯერ

Related items

  • თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

    6 თებერვალს თურქეთის ქ. ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, რომელმაც 11 პროვინცია დააზარალა, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 44 ათას 374-მდე გაიზარდა.

    აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების სამმართველო (AFAD) ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, 6 თებერვლის შემდეგ რეგიონში დაახლოებით 10 000 განმეორებითი ბიძგები მოხდა.  ამჟამად კი რეგიონში 8 182 სამძებრო-სამაშველო პერსონალი კვლავ აგრძელებს მუშაობს.

  • ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 41 ათას 20 ადამიანი დაიღუპა

    AFAD-მა გამოაცხადა, რომ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 41 ათას 20 ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს AFAD-ის წერილობითი განცხადების თანახმად, თურქეთის ქ. ქაჰრამანმარაშის, ფაზარჯიქისა და ელბისტანის რაიონებში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 6 ათას 212 ბიძგი დაფიქსირდა.

    ქაჰრამანმარაშში, გაზიანთეფში, შანლიურფაში, დიარბაქირში, ადანაში, ადიამანში, ოსმანიეში, ჰათაიში, კილისში, მალათიასა და ელაზიღში დაღუპულთა რაოდენობა 41 ათას 20-მდე გაიზარდა.

    რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში კვლავ იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციის 245 ათას 198 პერსონალი.

    სტიქიის ზონაში სულ 12 ათას 681 მანქანა, ძირითადად ექსკავატორები, ბუქსირები, ამწეები, დოზერები, სატვირთო მანქანები, წყლის სატვირთო მანქანები, მისაბმელიანი, გრეიდერები, ვაკუუმ-სატვირთო მანქანები და მსგავსი სამშენებლო ტექნიკა გაიგზავნა.

    საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების, სანაპირო დაცვისა და ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის, უშიშროების გენერალური დირექტორის, ჯანდაცვის სამინისტროს და სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორატის ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით 11,907 გაფრენა განხორციელდა "საჰაერო ხიდით", რომელიც შეიქმნა რეგიონში პერსონალის და მასალების გადასაზიდად.

    ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ და სანაპირო დაცვის სარდლობამ პერსონალის, მასალების გადაზიდვისა და ევაკუაციის მიზნით რეგიონში სულ 38 გემი გააგზავნა.

  • მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36 ათას 187-მდე გაიზარდა

    6 თებერვალს თურქეთის ქ. ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36 ათას 187-მდე გაიზარდა.

    კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების სამმართველომ (AFAD) განაცხადა, რომ მიწისძვრების შედეგად 36 ათას 187 ადამიანი დაიღუპა და 108 ათას 68 დაშავდა.

    რეგიონში ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

  • თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 76 ადამიანი

    თურქეთის ქაჰრამანმარაშის დაბა ფაზარჯიქში 7,4 და გაზიანთეფში ორი 6,4 და 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის (AFAD) განცხადებაში ნათქვამია: "76 მოქალაქე დაიღუპა და 440 დაშავდა. მიწისძვრა ქაჰრამანმარაში თურქეთის დროით 04:17 წუთზე, 7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა".

    მიწისძვრა 10-ზე მეტ ქალაქში იგრძნობოდა.

    სტიქიის შემდეგ საერთაშორისო დახმარების  შემცველი მე-4 დონის განგაში ამოქმედდა.

    სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო იმ ადგილებში, სადაც დანგრეული შენობებია. ეკიპაჟები აგრძელებენ მუშაობას ადგილზე.

    პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შემდეგ განცხადება გაავრცელა.

    მიწისძვრის შემდეგ AFAD-ის საკოორდინაციო ცენტრში მუშაობას კოორდინაციას უწევენ ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი და ზოგიერთი მინისტრი.

  • Covid-19-ით 8 კვირაში 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ბოლო 8 კვირაში 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    გებრეისუსმა ჯანდაცვის გლობალური მდგომარეობის შესახებ შეფასებები გააკეთა.

    მან გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან Covid-19-ით ყოველკვირეული სიკვდილიანობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა: „ბოლო 8 კვირაში კოვიდ-19-ით 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მხოლოდ აღრიცხული დაღუპულთა რიცხვია, რეალური რიცხვი ამაზე მეტია“.

    გებრეისუსმა განაცხადა, რომ 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანმომ გამოაცხადა "საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა" და რომ ამ კვირაში Covid-19-ის საგანგებო კომიტეტი შეიკრიბება, რათა განიხილოს ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს თუ არა გლობალური დონის საგანგებო მდგომრეობას.

    „წინასწარ არ მივიღებ საგანგებო სიტუაციების კომიტეტის რჩევებს, თუმცა ბევრ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი მაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 3 წლის წინ, როდესაც ეპიდემია დაიწყო, გლობალური კოლექტიური რეაქცია ეპიდემიაზე კვლავ ზეწოლის ქვეშ არის“.  - თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

    მანვე აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი, განსაკუთრებით მოხუცები, არიან ადეკვატურად ვაქცინირებული და რომ ბევრი ადამიანი არ იღებს „შეხსენების“ დოზებს.

    გებრეისუსმა განაცხადა, რომ მყიფე ჯანდაცვის სისტემებს გრიპთან და სხვა დაავადებებთან გამკლავება კოვიდ 19-ის ტვირთთან ერთად უჭირთ და დაამატა: ”ჩემი გზავნილი ნათელია, ნუ დააკნინებთ ამ ვირუსს, მან გაგვაოცა და აგრძელებს ჩვენს გაოცებას. ვირუსი გააგრძელებს მოკვლას, თუ ჩვენ არ მივაწვდით ჯანდაცვის ინსტრუმენტებს მათ, ვისაც ეს სჭირდება და მეტს არ გავაკეთებთ დეზინფორმაციასთან მასშტაბურად საბრძოლველად“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური