ზელენსკი: „ჩვენ განვდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწებიდან“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა მიწების გასათავისუფლებლად მის ქვეყანაში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ზელენსკიმ, Telegram-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მიმართვაში, ომის დაწყებიდან 110-ე დღესთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ 110 დღეში მათ დაიბრუნეს კონტროლი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებზე და გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონის უმეტესი ნაწილი „მტრის ხელიდან“.
„ზოგადად, 1000-ზე მეტი დასახლება განთავისუფლდა, შეჩერდა დამპყრობლების შემოჭრა სამხრეთ უკრაინაში. დონბასის ბრძოლები აუცილებლად ჩაიწერება ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ევროპაში და ევროპისთვის. უკრაინისთვის ამ ომის ფასი ძალიან მძიმე და საშინელია. უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება ძლიერი და თანამედროვე იარაღი. ომის პერიოდში მრავალი სამოქალაქო პირი და ბავშვი დაიღუპა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ყველა მიწების გასათავისუფლებლად, მათ შორის ყირიმის. ამისათვის კი ყველაფერს გავაკეთებთ და განვდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწებიდან“.
Related items
-
დიდი შვიდეული რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად მოლაპარაკებებს აჩქარებს
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კვლავ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ამ მიზნით ისინი არ წყვეტენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას და მკაცრი სანქციებისა თუ სხვა შეზღუდვების დაწესებას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
„ჩვენ გავაძლიერებთ კოორდინაციას სანქციებთან დაკავშირებით, რათა შევზღუდოთ რუსეთის წვდომა უმნიშვნელოვანეს პროდუქტებსა და ტექნოლოგიაზე. ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს იმისათვის, რომ აღვკვეთოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების თუ გვერდის ავლის შემთხვევები“, — ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, — „იმ შემოსავლების შესამცირებლად, რომლებსაც რუსეთი ექსპორტიდან იღებს, ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს კონსულტაციებს ენერგეტიკის, ლითონებისა და ყველა არასამრეწველო ალმასის შესახებ — რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული პროდუქციის ჩათვლით“.
გარდა ამისა, მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები მათ იურისდიქციებში გაყინული დარჩება მანამ, „სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც მან უკრაინას მიაყენა“.
მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ „მიუღებელია რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი განცხადება ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ“.
„რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებას პასუხად მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაცია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივ ყოფნას და შეუზღუდავ წვდომას უკრაინის სამოქალაქო დანიშნულების ყველა ბირთვულ ობიექტზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, G7-ის მინისტრებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის მერე მთიანი ყარაბაღიდან სომხების გადასახლების ჰუმანიტარული შედეგების გამო. მათ მოუწოდეს აზერბაიჯანს, სრულყოფილად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები. იმავე დროს, მინისტრები მიესალმნენ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც იძულებით გადაადგილებულთათვის გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების მიწოდებას ისახავს მიზნად.
დამატებითი ინფორმაცია
-
პუტინმა CNTB-ის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების (CNTB) რატიფიცირებას აუქმებს, რის შემდეგაც მოსკოვის მიმართ კრიტიკამ იმატა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ნაბიჯი არასწორი მიმართულებით“, რომელიც მისი თქმით, ძირს უთხრის იარაღის კონტროლის საერთაშორისო რეჟიმისადმი ნდობას.
კრემლის ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირიც გამოეხმაურა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიმ გამოხატა მწუხარება ამ გადაწყვეტილების გამო და მოუწოდა რუსეთს, დარჩეს შეთანხმების მიზნებისა და ამოცანების ერთგული.
ცნობისათვის, ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულებას (CNTB) რუსეთმა და აშშ-მ 1969 წელს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი.
-
გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში დღემდე 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაეროს ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილეს.
გაეროს ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისის (OCHA) ჟენევის წარმომადგენელმა და საკოორდინაციო განყოფილების დირექტორმა რამეშ რაჯასინჰემმა აქ წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება დიდია.
რაჯასინჰემმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი საჭიროებს დახმარებას, რაც საზოგადოების დაახლოებით 40 პროცენტს შეესაბამება.
მანვე განაცხადა, რომ 10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ და ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 9 ათას 900 მშვიდობიანი მოქალაქე.
მან გააკეთა გაფრთხილება, რომ რეალური მაჩვენებლები შეიძლება იყოს უფრო მაღალი და თქვა: "ომის გაგრძელებისას გარემო ბევრად უფრო საშიში გახდა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის. ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციის 14 მუშაკი დაიღუპა“.
რაჯასინჰემმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 1300 თავდასხმა მოხდა ჯანდაცვის ობიექტებზე, დაიღუპა 111 ჯანდაცვის მუშაკი და პაციენტი.
-
ზელენსკი: „F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელ მფრინავებს საბერძნეთი მოამზადებს“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბერძნეთი მხარს დაუჭერს უკრაინას F-16 მფრინავების მომზადებისთვის. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩავიდა, რათა შეხვდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, და დაესწროს დასავლეთ ბალკანეთის სამიტს.
ათენში ჩასულმა ზელენსკიმ შეხვედრა გამართა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან. პირისპირი შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ და მიცოტაკისმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიცოტაკისთან ერთად უკრაინის პრიორიტეტები განიხილეს და დაამატა: „მე გამოვთქვი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ჩვენ გვჭირდება საბერძნეთის მხარდაჭერა ჩვენი F-16 მფრინავების მომზადებაში ოკუპაციის დასასრულებლად.“
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საბერძნეთს F-16-ებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ ტრენინგის დეტალებს ორივე ქვეყნის შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ ასევე სჭირდებათ დახმარება მარცვლეულის დერეფნის აღორძინებისთვის.
პრესკონფერენციაზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა გაამახვილა ყურადღება უკრაინაში საუკუნეების მანძილზე მცხოვრებ ბერძნულ თემზე და აღნიშნა, რომ მარიუპოლი არა მხოლოდ ბერძნული სახელის მქონე ქალაქია, არამედ ბერძნული სისხლით მოცული ქალაქია.
-
ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: “საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 4 %-ია და მსოფლიოში 62-ე ადგილზე ვართ. იმ მაჩვენებლით კი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, სამარცხვინო 92-ე ადგილს ვიკავებთ. სომხეთი, რომელიც ეკონომიკის ზრდის ტემპებით 2003 წლიდან ყოველთვის ჩამოგვრჩებოდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით 24-ე ადგილზეა. სომხეთს, რომელიც ბოლო ორი წელია, მისთვის წარუმატებელ ომშია ჩართული, ჩვენზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს!რატომ, რა ხდება? იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!შეგახსენებთ, გოლდა მეირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომელმაც უდაბნოში სახელმწიფო შექმნა: „კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე!“სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი, სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის ყველა მუხრუჭი - კორუფცია, ტოტალური ქურდობა, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.ზუსტად ვიცი, საქართველოში მოიძებნება მაღალკვალიფიციურ ლიდერთა ჯგუფი, ვინც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდება ჩვენი ქვეყნის სვლას პროგრესული მომავლისკენ", ნათქვამია განცხადებაში.
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...