PSP ფარმას GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა
1994 წლიდან PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი, მთავარი საზრუნავი ჯანმრთელი საზოგადოება და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რისთვისაც მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის მინიჭება.
ევროკავშირის და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორებისთვის GDP-ს სტანდარტის დაცვა სავალდებულოა. წელს ჩვენი სახელმწიფო შეუერთდა ამ საერთაშორისო მოთხოვნას, რის საფძველზეც PSP-ს სადისტრიბუციო საწყობის ინსპექტირება სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით ჩატარდა და PSP ფარმას GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა.
„Good Distribution Practice სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე. მომხმარებელზე ზრუნვა კი PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. მადლობა კომპანიის თითოეულ წევრს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და GDP სერტიფიკატის ასაღებად შეტანილი წვლილისათვის“ - აცხადებენ PSP-ში.
PSP-ს პრეს-რელიზი
Related items
-
PSP Pharma-ს თბილისსა და ქუთაისში მდებარე საწყობებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის ნაციონალური და საერთაშორისო აუდიტები წარმატებით გაიარა
2022 წლის ივნისში PSP Pharma-მ, ერთ-ერთმა პირველმა, წარმატებით გაიარა ნაციონალური GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი, რითაც დასტურდება რომ სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს.
ამასთან 2023 წლის მარტში, ნაციონალური საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი გაიცა PSP Pharma-ს დასავლეთ საქართველოს საწყობზეც.
ასევე წელს, GDP-ს (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის შესაბამისობაზე აუდიტი განახორციელა გერმანულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ Heacon Service GmbH და PSP Pharma-ს ცენტრალურ საწყობს GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი გადასცა.
აუდიტი ჩაატარეს საერთაშორისო აუდიტორებმა დოქტორ სტეფან ლაკონიგმა (Dr. Stefan Lakonig-Deputy Head of pharma-audit GMP/GDP-Expert ,GMP/GDP-Lead-Auditor , pharma-audit Expert / Lead-Auditor for: EU GMP Part I+II) და დოქტორმა დიაბ ჰუსეინმა (Dr. Diab Husein (Audit-Manager at Heacon Service GmbH GxP-Auditor at Heacon Service GmbH, pharma-audit Expert / Co-Auditor for: EU GMP Part I+II ICH Q7 ISO 9001 EU GDP). კომპანიის აუდიტის მონაცემთა ბაზაში შეტანილია ინფორმაცია PSP Phrama-ს აუდიტის შესახებ https://www.pharma-audit.de/.
HEACON ჯგუფი დაფუძნებულია ბერლინში და ჰყავს კვალიფიციური და გამოცდილი მსოფლიო აუდიტორების გუნდი. კომპანიას ფარმაცევტულ და ჯანდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებული აუდიტის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ისეთი დიდი ფარმმწარმოებლების, როგორიცაა AstraZeneca Pharmaceuticals LP, B. Braun Melsungen AG, EGIS Pharmaceuticals PLC, SANOFI CHIMIE და სხვ.
საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად PSP Pharma-ს საწყობი ნაციონალურთან ერთად, უკვე GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატსაც ფლობს.
„PSP 1994 წლიდან ახორციელებს მედიკამენტების დისტრიბუციას მსოფლიოს 100-ზე მეტი წამყვანი მომწოდებლებისგან. PSP-ს მთავარი საზრუნავი მომხმარებლისთვის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქტების უწყვეტი მიწოდებაა. სწორედ დისტრიბუციის ხარისხის მართვის სტანდარტი განაპირობებს იმას, რომ ევროპაში წარმოებული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტი ზუსტად ასეთივე ხარისხით მიეწოდება მომხმარებელს PSP-ს სააფთიაქო წსელის და კონტრაქტორი ორგანიზაციების მეშვეობით“- აცხადებენ PSP-ში.
-
არ გამოტოვოთ PSP-ს დიდი გათამაშება ტელეკომპანია ტვ1-ის პირდაპირ ეთერში დღეს, 22 აპრილს, 19:30-ზე
დღეს, ტელეკომპანია ტვ1-ის პირდაპირ ეთერში PSP-ს რიგით 22-ე გათამაშება ტარდება. ოცნებების ახდენამდე რამდენიმე საათი რჩება და თითოეულ მომხმარებელს PSP გამარჯვებას გისურვებთ. გრანდიოზული გათამაშებაში პრიზებიც განსაკუთრებულია: 50 000, 100 000 და 150 000 ლარი!
PSP-ს გათამაშებაში ჩართვა ტრადიციულად ძალიან მარტივია. PSP-ს „ჩემი ოჯახის“ ბარათის ყველა მფლობელი ყოველ 10 ლარიან შენაძენზე გათამაშების 1 ბილეთს იღებდა. მომხმარებელს ასევე შეეძლო ბარათზე დაგროვილი 10 ღიმილი გათამაშების 2 ბილეთში გადაეცვალა და 50, 100 და 150 ათასი ლარის მოგების შანსი გაეზარდა.
მოგების შანსი ყველას!
PSP-ს წამახალისებელი გათამაშებისპროექტი 2007 წლიდან იღებს სათავეს და 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ჩატარებულ გათამაშებებში 150-ზე მეტმა ადამიანმა PSP-სგან ძვირადღირებული პრიზები მოიგო, მათ შორის 48 ახალთ-ახალი ავტომობილი, 10 ბინა თბილისის ცენტრში, 10 - 2000 ლარიანი ხელფასი, საქართველოს 2 მოქალაქე კი, რომელთაც 10 წლის განმავლობაში ყოველთვე 1000 ლარიანი ხელფასი მოიგეს, კვლავ იღებს ყოველთვიურ ხელფასს PSP-სგან. წელს PSP-ს გრანდიოზული გათამაშება დაბრუნდა!
მომხმარებელზე ზრუნვა PSP-ს საქმიანობის ძირითადი ორიენტირია. გარნდიოზული გათამაშება მომხმარებლის წახალისებისთვის PSP-ს ბოლო კამპანიის „ზრუნვა ყველაზე, ყველაზე კარგად“ ნაწილია. ზრუნვა PSP-ს, მისი თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურობაა.
გათამაშების დასრულების შემდეგ გამარჯვებულების სია შეგიძლიათ იხილოთ card.psp.ge- ზე, PSP–ს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე psp.ge, PSP–ს ნებისმიერ აფთიაქში და ასევე ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ PSP-ს ცხელ ხაზზე : 240-20-20.
-
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
"ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული.
ჯანდაცვის სამინისტროთვის ცნობილის თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები ანუ თვითღირებულება.
მედიკამენტები მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა 4-5 ჯერ უფრო დაბალ ფასად.
კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება. სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ, მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო 7 მდიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება", ნათქვამია განცხადებაში.
-
PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
ფარმაცევტული კომპანია PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრნედის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მინზად.
„ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულად PSP უკვე მეთექვსმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 20 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე, ნონა გაფრინდაშვილი.. წლევანდელი ბრენდ პერსონა ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე გახდა.
-
PSP პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა
PSP პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა. ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის წელს მეხუთედ გაიმართა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
„PSP პროფესიული განვითარების მიმართულებით ყოველწლიურად არა ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოს ბიზნეს აკადემიის კოლეჯთან ერთად განხორციელებული ერთობლივი პროექტი. პროექტი ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას პირადი მენტორის მეთვალყურეობით. პროფესიული განათლების მიმართულებით პროექტის მნიშვნელოვნებისა და წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორის ჯილდო გადმოგვეცა, რაც PSP-ს სააფთიქო ქსელი თითოეული თანამშრომლის და მენტორების დამსახურებაა“- აცხადებენ PSP-ში.
კომპანია PSP-ს ფარმაცევტული დარგის შექმნასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვილილი აქვს. ამასთან, უნდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფარმაცევტების პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საკუთარი ტრენინგ-ცენტრი, ახალბედა ფარმაცევტები პერსონალური მენტორების მეთვალყურეობით იწყებენ საქმიანობას, ქსელის ფარმაცევტები ტრენინგ-ცენტრის და მოწვეული ტრენერების საშუალებით მუდმივად ეცნობიან დარგის სიახლეებს. PSP-ში პროფესიული განათლებას უდიდესი მნიშვნელობას ენიჭება და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებთან თანამშრომლობს.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...