თბილისში საქველმოქმედო უკრაინული ფესტივალი "გულიდან გულამდე" გაიმართება!

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 27 მაისი 2022 14:10

თბილისში, 2022 წლის 28 მაისს, უკრაინული საქველმოქმედო ფესტივალი „გულიდან გულამდე“ გაიმართება. ის საქართველოს დამოუკიდებლობისა და "ვიშივანკას" მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი დღეა.
ღონისძიება უკრაინული დიასპორის ინიციატივით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და საქართველოში უკრაინის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ჩვენი ღონისძიება - ოჯახური დღესასწაულია. ამ დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს უზარმაზარი ყოვლისმომცველი დახმარებისთვის. ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ!
ღონისძიება 13:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.
- 13:00 საათიდან - ბაზრობა იწყება;
- 15:00 საათიდან 20 საათამდე - მასტერკლასები და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის;
- 17 საათზე - ოფიციალური ნაწილი და საკონცერტო პროგრამა
კონცერტის დიდ ნაწილს უკრაინელი მომღერლები შეასრულებენ, რომლებიც უკრაინის ომის გამო საქართველოში იმყოფებიან.
საკონცერტო პროგრამის ფარგლებში გაიმართება აუქციონიც.
იღბლიანებს შეეძლებათ შეიძინონ ნაქარგი მაისურები, Kyiv Cake და სხვა მრავალი უკრაინული პროდუქტი.
შემოსული თანხები მიზნად ისახავს უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის საბავშვო ცენტრის გახსნას. კერძოდ, მსხვერპლთა ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.
ღონისძიება 9 აპრილს პარკში გაიმართება.

წაკითხულია 530 ჯერ

Related items

  • პიკასოს ნახატი ,,ქალი საათით“ 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

    ცნობილი ესპანელი მხატვრის, მოქანდაკის, დრამატურგის და პოეტის პაბლო პიკასოს  ნახატი „ქალი საათით“ (Femme a la Montre), რომელიც 1932 წელს შეასრულა, აუქციონზე 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    პაბლო პიკასოს  ნახატი „ქალი საათით“ მხატვრის ნამუშევრებს შორის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია. 

    Sotheby's-ის აუქციონის სახლმა ნახატი აუქციონზე გაიტანა, როგორც ხელოვნების კოლექციონერ ემილი ფიშერ ლანდაუს კუთვნილი კოლექციის ნაწილი. ითქვა, რომ ლანდაუმ ნახატი 1968 წელს იყიდა.

    ნახატზე გამოსახულია ფრანგი მოდელის მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი, რომელიც პიკასოს საყვარელი ქალი და მრავალჯერ მისი შთაგონების წყარო იყო.

  • „პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს“ - საინფორმაციო კამპანია სტარტს აიღებს

    4 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  სტარტს აიღებს საინფორმაციო კამპანია „პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს“.  კამპანიის მიზანს,  გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარებისა და  გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორის საჭიროების შესახებ საზოგადოების  ინფორმირებულობის დონის ამაღლების  ხელშეწყობა წარმოადგენს. ადგილზე მოხდება სამედიცინო აპარატის დემონსტრირება და დამსწრე საზოგადოებისთვის მისი გამოყენების წესების გაცნობა. კამპანია ხორციელდება საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) ინიციატივითა და ხელშეწყობით.

    „გულის გაჩერების შემდეგ, პირველ წუთებში, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენა შესაძლებელია. თუმცა, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებია ამის ალბათობა. ამრიგად, მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება და პირველადი დახმარების აღმოჩენა“, - მიაჩნიათ სპეციალისტებს. 

    სამედიცინო აპარატი - დეფიბრილატორი  ელექტრული იმპულსით ზემოქმედების საშუალებით უზრუნველყოფს გულის კუნთის ამუშავებას. მისი გამოყენება მარტივია და შესაბამისი ინფორმაციის ფლობის შემდეგ ნებისმიერი ადამიანი შესძლებს მის გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში.  კვლევები აჩვენებს, რომ გულის გაჩერების დროს, საჯარო სივრცეში დეფიბრილატორის გამოყენება ასოცირდება, საშუალოდ, გადარჩენის 40%-თან, საჭირო დახმარების აღმოჩენის გარეშე სიკვდილობა >95%. ამრიგად, გამოკვეთილია დეფიბრილატორის განთავსების საჭიროება საჯარო სივრცეებში.

    ცნობისათვის,  საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილის სტატისტიკა არასრულყოფილია. თუმცა მსოფლიო სტატისტიკით, მაგალითად,  ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 460 000 ადამიანი იღუპება უეცარი კარდიული სიკვდილით, რაც  დღეში დაახლოებით 890 უეცარ სიკვდილს ნიშნავს. ა.შ.შ.-ს სტატისტიკის საქართველოში პირდაპირ გადმოტანით, საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად 3 700 ადამიანი დაიღუპება, რაც დღეში 10-11 ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი უეცარი კარდიული სიკვდილი ფიქსირდება. ეს კი ყოველ 4 წამში ერთ გარდაცვლილ ადამიანს ნიშნავს. სახიფათო არითმიის დაწყებიდან ყოველ 1 წთ-ში 8-10%-ით მცირდება პაციენტის გადარჩენის შანსი. რაც უფრო მალე გამოვიყენებთ ავტომატურ დეფიბრილატორს მით მეტია გადარჩენის შანსი,

  • პრინცესა დაიანას საკულტო სვიტერი 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა

    პრინცესა დაიანას ცნობილი ცხვრის ნახატებიანი სვიტერი აუქციონზე 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, პრინცესა დაიანას ცნობილი სვიტერი, რომელშიც თეთრ ცხვრებს შორის ერთი შავი ცხვარი იყო გამოსახული, ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე 31 აგვისტოს 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა.

    აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა, სადაც შეთავაზებები ონლაინ გაიმართა, არ გახმაურებულა.

    სვიტერი, რომელიც მარტში სხვენში იპოვეს, უფრო მაღალ ფასად გაიყიდა, ვიდრე პრინცესა დიანასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნივთი, რომელიც ბოლო წლებში აუქციონზე გაიყიდა.

    ცნობისათვის, პრინცესა დაიანა, რომელსაც მუდმივად თვალყურს ადევნებდა ბრიტანული ტაბლოიდური პრესა, 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში გვირაბში მომხდარ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. იგი მაშინ, 36 წლის იყო.

  • პრინცესა დიანას ავტომობილი აუქციონზე 650 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

    შავი ფერის ავტომობილი Ford Escort RS Turbo, რომელსაც უელსის პრინცესა დიანა 1985-1988 წლებში იყენებდა, აუქციონზე 650 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    სილვერსტოუნის აუქციონის სახლის მიერ გასაყიდად გამოტანილი ავტომანქანა ბრიტანელმა მყიდველმა შეიძინა.

    პრინცესა დიანა გარდაიცვალა 1997 წლის 31 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 36 წლის ასაკში ავტოავარიაში, რომელიც მოხდა გვირაბში, როცა მას ფოტო-ჟურნალისტები (პაპარაცები) მისდევდნენ სურათის გადაღების მიზნით.

  • ქართული ხელოვნების სექცია საერთაშორისო აუქციონებზე

    რიჩარტ ვიზუალი წარმოადგენს პეტიციას აუქციონის სახლებისთვის.

    ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავაჟღეროთ და მოვითხოვოთ ქართული ხელოვნების იდენტობისთვის უმთავრესი საკითხი. დღეს ყველა ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა დაუჭიროს მხარი ამ უმნიშველოვანეს მოთხოვნას:

    • გაემიჯნოს ქართული ხელოვნება რუსული ხელოვნების კატეგორიას საერთაშორისო აუქციონებზე.

    ქართული ხელოვნების ნიმუშების მოთავსება საერთაშორისო სახელოვნებო აუქციონებზე მუდმივად რუსული ხელოვნების კატეგორიის ქვეშ ხდება. ეს ტენდენცია ჩრდილს აყენებს ქართული ხელოვნების უნიკალურ ბუნებას. ქართული ხელოვნება უნდა გაემიჯნოს რუსული ხელოვნების კატეგორიას.

     

    პეტიციის ხელმოსაწერად იხ. ბმული  

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური