გურბანგული ბერდიმუხამედოვი თათარსტანისთვის გაწეული ღვაწლისთვის ორდენით დაჯილდოვდა
თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუხამედოვი დაჯილდოვდა რუსეთის ფედერაციის თათარსტანის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი-ორდენით თათარსტანისთვის გაწეული ღვაწლისთვის, წერს დღეს ოფიციალური პრესა.
დაჯილდოების ცერემონია ხუთშაბათს თათარსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. თათარსტანის ხელმძღვანელის განკარგულებით, ჯილდო გადაეცა ჰალკ მასლახატის მილი გენგეშის თავმჯდომარეს თურქმენეთსა და თათარსტანის რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერაბაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.
ცერემონიაზე გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია, რასაც იგი აღიქვამს, როგორც ძმური თათარსტანის დიდი პატივისცემას თურქმენეთისა და თურქმენული ხალხის მიმართ.
თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს თურქმენეთისა და თათარსტანის თანამშრომლობა მოიცავს ფართო სპეკტრს და აშხაბადი მზადაა გააგრძელოს ორმხრივი პარტნიორობის განვითარება ყველა სფეროში.
Related items
-
საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს
2023 წლის 24 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია. საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა დოვლათმირატ სეითმამედოვმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.
საქართველოს პრეზიდენტმა ს.ზურაბიშვილმა მხურვალედ მიულოცა თურქმენეთის ელჩს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა დიპლომატიურ საქმიანობაში.
თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის, ასევე თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერის, თურქმენეთის "ჰალკ მასლახატის" თავმჯდომარის გურბანგული ბერდიმუხამედოვის სახელით მადლობა გადაუხადა და საუკეთესო სურვილები გადასცა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, მოკითხვა გადასცა და ასევე წარმატებები უსურვა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს, თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერს, თურქმენეთის "ჰალკ მასლახატის" თავმჯდომარეს გურბანგული ბერდიმუხამედოვს და თურქმენ ხალხს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, მათ შორის ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გაფართოებას.
-
თურქმენეთის დელეგატები თბილისში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ
თურქმენეთის დელეგაცია გაეროს მოსახლეობის ფონდის /UNFPA/ მხარდაჭერით მონაწილეობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც იმართება საქართველოს დედაქალაქ თბილისში.
კონფერენციაზე შეიკრიბა დელეგატები 17 ქვეყნიდან, რათა განეხილათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით ძირითადი სტრატეგიები.
როგორც UNFPA სოციალურ ქსელში იუწყება, თურქმენმა მონაწილეებმა გააზიარეს თურქმენეთის საუკეთესო გამოცდილება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში და ისაუბრეს მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ოჯახის დაგეგმვის საკითხებში.
მათ ასევე წარმოადგინეს ქვეყნის დადებითი გამოცდილება საშვილოსნოს ყელის კიბოს მასობრივი სკრინინგის ჩატარების კუთხით.
-
საქართველოში წინანდლის კლასიკური მუსიკის მეხუთე საიუბილეო ფესტივალი იმართება
2023 წლის 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში წინანდლის კლასიკური მუსიკის მეხუთე საიუბილეო ფესტივალი იმართება.
ფესტივალი წინანდალში იზიდავს უდიდეს შემსრულებლებს, დირიჟორებს, კომპოზიტორებს, ასევე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან.
ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკოსები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და თურქმენეთიდან.
ფესტივალის გახსნა დაიწყო პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შემადგენლობაში თურქმენეთის წარმომადგენლობით თურქმენელი მუსიკოსების შესრულებით.
ფესტივალის ფარგლებში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი დ.სეითმამედოვი შეხვდა ფესტივალის ორგანიზატორებს, ასევე ახალგაზრდა თურქმენ მუსიკოსებს.
ელჩმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ თანამედროვე თურქმენულ-ქართული სახელმწიფოთაშორისი დიალოგის განუყოფელი ნაწილია კულტურული და ჰუმანიტარული სფერო, სადაც თურქმენეთსა და საქართველოს აქვთ ერთობლივი საქმიანობისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის შესანიშნავი ტრადიციები. მსგავსი ღონისძიებების გამართვა მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურათაშორისი კავშირების გაძლიერებას, ასევე უნიკალურ შესაძლებლობებს შეუქმნის ახალგაზრდა მუსიკოსებს, შეისწავლონ მუსიკის სამყარო და გააუმჯობესონ თავიანთი მუსიკალური განათლება.
-
თურქმენეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
2023 წლის 31 აგვისტოს, თურქმენეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
მინისტრის მოადგილემ მიულოცა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მაღალი დონის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე. აღინიშნა გასულ წელს თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის და ასევე, მიმდინარე წელს ქ. თბილისში გამართული საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დადებითი შედეგები.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქმენეთის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
-
გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში
გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.
დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.
პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...