ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა ორი ადამიანი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 20 მაისი 2022 11:40

ქობულეთის შემოვლით გზაზე, გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. 

ავარიის შემდეგ ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქი ავტომობილი სრულად დაიწვა. 

სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმებს, შემთხვევის ადგილზე ორი დაღუპული დახვდათ. დაშავებული იყო კიდევ ერთი პირი, რომელმაც სამედიცინო მომსახურებასა და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

,,ცეცხლი დაჯახებისთანავე გაჩნდა. მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს. მსუბუქი ავტომობილი ისე იყო დამწვარი, მარკის ამოცნობაც კი გართულდა. ერთი ავტომობილი ღამითვე გადავიყვანეთ სადგომზე, მეორე დღეს მიგვყავს. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 3 საათზე მოხდა'' - აცხადებს შპს “ბათ 23''–ის წარმომადგენელი გურამ ნიჟარაძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: https://ajaratv.ge/article/96840

წაკითხულია 384 ჯერ

Related items

  • /ვიდეო/ ქვეშეთი-კობის გზის გვირაბის მონაკვეთის პროექტი წარმოადგენს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის სასიცოცხლო ნაწილს

    ჩინეთის ინიციატივის „სარტყელი და გზის“ პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეშეთი-კობის გზის გვირაბის მონაკვეთის პროექტი წარმოადგენს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის სასიცოცხლო ნაწილს საქართველოში, რომელსაც შეუძლია აღმოფხვრას ზამთრის მოძრაობის შეფერხებები საქართველოს ჩრდილოეთ მთიან რეგიონებში, მისი დასრულების შემდეგ.

    მშენებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან აქტიურად ცდილობენ ხორცი შეასხან ამ პროექტის განხორციელებას.

    დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

     

  • ბათუმის სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

    დღეიდან ბათუმი ორი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაში წელს 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. მათი უმრავლესობა ქართულია, რაც გამოფენაზე მყოფი  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის შეფასებით სამშენებლო ინდუსტრიაში ქართული პროდუქციის წილის ზრდაზე მიუთითებს. გამოფენის მთავრი მიზანიც სწორედ  ადგილობრივი პროდუქციისა და სერვისის პოპულარიზაციაა.

    გამოფენის სტუმრებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქტიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე სხვადასხვა სახის შეთავაზებები. სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა  სპორტის სასახლეში იმართება.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა  და უძრავი ქონების მე-12  საერთაშორისო  გამოფენა -  „Batumi Build -2023-ის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

    კომპანია „GEONET EXPO-ს“ ორგანიზებულ  ტრადიციულ გამოფენას ბათუმის „სპორტის სასახლე“ მასპინძლობს და 80-მდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი.

    გამოფენის მიზანი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება-დამყარებაა.

    ოფიციალურ გახსნას ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბათუმში თურქეთის კონსული ესწრებოდნენ.

    წყარო: https://ajaratv.ge/article/120738?fbclid=IwAR2OvmA_VIYDIPH6neAlwk6XBD0IF1ZY5sggdYZ4DHpf4N8UIeRGjvrMy24

  • არ გამოტოვოთ PSP-ს დიდი გათამაშება ტელეკომპანია ტვ1-ის პირდაპირ ეთერში დღეს, 22 აპრილს, 19:30-ზე

    დღეს, ტელეკომპანია ტვ1-ის პირდაპირ ეთერში PSP-ს რიგით 22-ე გათამაშება ტარდება. ოცნებების ახდენამდე რამდენიმე საათი რჩება და თითოეულ მომხმარებელს PSP გამარჯვებას გისურვებთ. გრანდიოზული გათამაშებაში პრიზებიც განსაკუთრებულია: 50 000, 100 000 და    150 000 ლარი!

    PSP-ს გათამაშებაში ჩართვა ტრადიციულად ძალიან მარტივია. PSP-ს „ჩემი ოჯახის“ ბარათის ყველა მფლობელი ყოველ 10 ლარიან შენაძენზე გათამაშების 1 ბილეთს იღებდა. მომხმარებელს ასევე შეეძლო ბარათზე დაგროვილი 10 ღიმილი გათამაშების 2 ბილეთში გადაეცვალა და 50, 100 და 150 ათასი ლარის მოგების შანსი გაეზარდა.

    მოგების შანსი ყველას!

    PSP-ს წამახალისებელი გათამაშებისპროექტი 2007 წლიდან იღებს სათავეს და 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ჩატარებულ გათამაშებებში 150-ზე მეტმა ადამიანმა PSP-სგან ძვირადღირებული პრიზები მოიგო, მათ შორის 48 ახალთ-ახალი ავტომობილი, 10 ბინა თბილისის ცენტრში, 10 - 2000 ლარიანი ხელფასი, საქართველოს 2 მოქალაქე კი, რომელთაც  10 წლის განმავლობაში ყოველთვე 1000 ლარიანი ხელფასი მოიგეს, კვლავ იღებს ყოველთვიურ ხელფასს PSP-სგან. წელს PSP-ს გრანდიოზული გათამაშება დაბრუნდა!

    მომხმარებელზე ზრუნვა PSP-ს საქმიანობის ძირითადი ორიენტირია. გარნდიოზული გათამაშება მომხმარებლის წახალისებისთვის PSP-ს ბოლო კამპანიის „ზრუნვა ყველაზე, ყველაზე კარგად“ ნაწილია. ზრუნვა PSP-ს,  მისი თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურობაა.

    გათამაშების დასრულების შემდეგ გამარჯვებულების სია შეგიძლიათ იხილოთ card.psp.ge- ზე, PSP–ს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე psp.ge, PSP–ს ნებისმიერ აფთიაქში და ასევე ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ PSP-ს ცხელ ხაზზე : 240-20-20.

  • გერმანიის მთავრობა 55 მილიონ ევროს გამოყოფს ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისათვის. 

    პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, რისთვისაც დღემდე დაახლოებით 138 მილიონი ევროა გამოყოფილი.

    შედეგად 200.000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ადრე დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა სასმელ წყალზე, ახლა ჰიგიენურად უსაფრთხო სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება. თანამედროვე წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად კანალიზაციის წყლები პროფესიონალურად გაედინება და იწმინდება. ასევე ახალი სანიაღვრე სისტემისა და წვიმის წყლის სატუმბი სადგურის წყალობით საგრძნობლად შემცირდა ქალაქის ცენტრის დატბორვის საფრთხე. სანაპიროსთან დელფინებიც კი გამოჩნდნენ, რაც წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტყველებს.

    დაფინანსების ახალი შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბათუმის მზარდი მოსახლეობის სასმელი წყლით გაუმჯობესებული მომარაგება. განხორციელდება სასმელი წყლის ძველი გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა გაფართოვდება და აღიჭურვება შლამის დამუშავებისა და საკვები ნივთიერებების ელიმინაციის სისტემებით.

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა KfW-ის მეშვეობით პროექტისათვის გამოყოფს 53 მილიონი ევროს ოდენობის სესხს და ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს თანმხლები ღონისძიებებისთვის მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყლის“ ხელშეწყობის მიზნით.

     

  • აჭარაში მცხოვრებმა 24 ქალმა გასტროტურიზმის კურსი გაიარა

    მაღალმთიანი აჭარის მკვიდრ 24 ქალს გასტრონომიული ტურიზმის კურსი ჩაუტარდა. 

    პროექტის, „ქალთა სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება მთიან აჭარაში ქალების მიერ მართული გასტროტურიზმის ხელშეწყობის გზით“, მხარდამჭერები ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იყვნენ. პროექტი განახორციელა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN). ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების საკითხებზე მუშაობს.

    კურსი მოიცავდა ინტერაქტიურ ტრენინგს, სასწავლო ვიზიტებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს. 

    კურსის დასასრულს მონაწილეებმა კონკურსზე საპილოტე იდეები წარადგინეს. ექვს საუკეთესო პროექტს საჭირო აღჭურვილობის შესაძენად გრანტები გადაეცა.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური