პრეზიდენტმა წიგნის მუზეუმს ე. ახვლედიანის პირადი ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები საჩუქრად გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წიგნის მუზეუმს ელენე ახვლედიანის პირადი ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
კუბიზმის მანიფესტები - გიომ აპოლინერის „ესთეტიკური მსჯელობა - კუბისტი მხატვრები“ და ალბერ გლეზისა და ჟან მეცინგერიის ,,კუბიზმი“ პრეზიდენტის მიერ საკუთარი სახსრებით იქნა შეძენილი, რომლებიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
“ეს ორი მნიშვნელოვანი წიგნი სწორედ ევროპულ კულტურასთან გვაახლოებს და გვაჩვენებს თუ რამდენად შერწყმული ვიყავით მასთან, სანამ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა წნეხი ევროპას დაგვაშორებდა. ამ გზას ახლა ვუბრუნდებით და ამის ნიშნად მინდა გადმოგცეთ ეს ორი წიგნი“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან თაქთაქიშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს. მან აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მიერ გადაცემული არაერთი მასალა ინახება.
,,ქალბატონ სალომეს არაერთი საჩუქარი გვაქვს ჩვენ ჯერ მის პრეზიდენტობამდე. მისი მამის, მეუღლის არქივები ინახება ბიბლიოთეკაში. ქალბატონი სალომეს უშუალო მითითებით დამზადდა და გადმოგვეცა მიხა ხელაშვილის ეროვნული გმირის ორდენი. ამის საპასუხოდ, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო მასალა მოვიძიოთ“ - აღნიშნა ლევან თაქთაქიშვილმა.
Related items
-
"ლიბერთის" და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი პროექტით ბავშვებმა წიგნები საჩუქრად საქართველოს 120 სოფელში მიიღეს
„ლიბერთი “უკვე ერთი წელია რაც "მთიელი წიგნები"-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. პროექტი მთაში მცხოვრებ ბავშვებთან და მოზარდებთან თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო პერიოდის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით ახალ თაობაში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ითვალისწინებს.
პროექტის მთავარი მიზანია, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე.
"ლიბერთის" ხელშეწყობით, მთელი წლის განმავლობაში, 7300 წიგნი საჩუქრად მიიღო გურიის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის 120 მაღალმთიან სოფელში მცხოვრებმა 2647-მა ბავშვმა. პროექტის ფარგლებში, წიგნები ასევე გადაეცათ ამავე რიგიონების 35 სასკოლო ბიბლიოთეკა.
,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა. მთელი წლის განმავლობაში, „მთიელი წიგნების“ გუნდთან ერთად, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში წიგნების გადაცემისას ვხედავდით ბავშვების სიხარულით გამოწვეულ ემოციებს. წიგნების მიმართ ახალი თაობის ეს დამოკიდებულება უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ჩვენი მოგზაურობა მომავალშიც გავაგრძელოთ და რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გავახაროთ. ლიბერთი, კითხვის პოპულარიზაციას მომავალშიც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თამარ ზაქარიაძემ, "ლიბერთის" კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა.
„მოხარული ვარ, რომ ლიბერთისთან დამეგობრებით „მთიელი წიგნების“ მიერ წამოწყებული პროექტი ბევრად მასშტაბური გახდა. მომავალ წელსაც, საქართველოს მთიან რეგიონებში მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ბავშვს, აუცილებლად ადგილზე ჩავუტანთ და ვაჩუქებთ მათთვის საოცნებო წიგნებს. ჩვენი მოგზაურობებისას მუდმივად ვრწმუნდებით, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას მართლაც ყველაზე დიდი ძალა აქვს“,- განაცხადა გიორგი კივილაძემ, „მთიელი წიგნების“ იდეის ავტორმა.
,,მთიელი წიგნების“ შესახებ :
"მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ორი წლის წინ გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მოგზაურობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.
"ლიბერთი ბანკის" შესახებ:
"ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
-
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: სომხეთი ახლოსაა ხუთი ცნობილი პრინციპის მიღებასთან
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: სომხეთი ახლოსაა ხუთი ცნობილი პრინციპის მიღებასთან. ამის თქმა მკაფიოდ შემიძლია, რომ ჩვენს მიერ არ იყო დაგეგმილი ანტიტერორისტული ღონისძიებები. ყოველ შემთხვევაში, 2020 წლის ნოემბერში არ ყოფილა.
AZERTAC- ის ინფორმაციით, ეს მოსაზრებები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე, „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ“. მიღწევები და სირთულეები“- სიტყვით გამოსვლისას გამოხატა.
მან განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის გასაფორმებელი სამშვიდობო შეთანხმება სათანადოდ უნდა იქნას გამოკვლეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ასევე დაამატა ის, რომ „როგორც ქვეყანას, რომელსაც უნახავს ოცდაათ წელზე მეტი ოკუპაცია, ტერიტორიის სრული განადგურება, ეთნიკური წმენდა და ტანჯვა, მივმართეთ სომხეთს და არა საერთაშორისო შუამავლებს“.
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ შექმნილი სამშვიდობო შეთანხმების პრინციპები გაგზავნილი იყო სომხეთში, მაგრამ მაინც ამის მიმართ იყო დუმილი. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა: „მაშინ გამოცხადდა ხუთი ცნობილი პრინციპი. ახლა, როგორც ჩანს, სომხეთი მათ მიღებასთან ახლოსაა. მათ შეუძლიათ მიიღონ ის, როგორც საფუძველი. ეს რომ რამდენიმე წლის წინ გაეკეთებინათ, რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული ოპერაციის საჭიროება არ იქნებოდა. ეს ისტორიაა და ცხადყოფს, რომ მშვიდობის ხელშემწყობი აზერბაიჯანი იყო და არა სომხეთი“.
-
პრეზიდენტი: აზერბაიჯანს აუცილებლად სჭირდება გარანტია, რომ სომხეთში რევანშიზმის მცდელობა არ იქნება
აზერბაიჯანს აუცილებლად სჭირდება გარანტია, რომ სომხეთში რევანშიზმის მცდელობა არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით თუ რა ხდება სომხეთში. ისიც ცხადია, რომ სომხეთს ბევრი „მრჩეველი“ ჰყავს ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში.
AZERTAC-ის ინფორმაციით, ეს მოსაზრებები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე, „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ“. მიღწევები და გამოწვევები“- სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა: „ჩვენ გვსურს, რომ ორ ქვეყანას შორის ომი არ იყოს და ამ მხრივ გარანტია უნდა გვქონდეს.
-
პრეზიდენტი: აზერბაიჯანს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გააჩნიათ
აზერბაიჯანს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენი პარტნიორობა მხოლოდ ენერგო სფეროში თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. ამ თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა წარმოგვეჩინა თავი მთელს ევროპაში.
AZƏRTAC - ის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე, „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაური აცხადებს, რომ იგი რეგულარულად სტუმრობს საქართველოს, ასევე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ჩადის და ყოველთვის განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს. პრეზიდენტმა აღნიშნა: „ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში და მას ვუსურვებთ წარმატებებს ამ საქმეში. ასევე მან მიულოცა საქართველოს, ევროკავშირის მხრიდან მზაობის გამოხატვა მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
წყარო: https://azertag.az/xeber/prezident_azerbaycan_ve_gurcustan_yaxin_terefdaslardir-2842127
-
პრეზიდენტი მედიას: თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რისკენაც ევროპა მოგვიწოდებს, სწორედ ესაა, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი და აზრის გაცვლა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ქართული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.
,,მინდა მოგესალმოთ ყველას და მადლობა მოგახსენოთ სასახლეში მობრძანებისთვის. ეს არის ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამდენი მედიაა წარმომადგენელი ერთად შეკრებილი პრეზიდენტის სასახლეში - ორბელიანების სასახლეში. დარწმუნებული ვარ, რომ ორბელიანები ხარობენ, მათი სული ხარობს იქ, სადაც არიან, რომ ასეთი საზოგადოება შეიკრიბა დღეს აქ, ჩვენთან.
მინდა, ასევე განსაკუთრებით მივესალმო რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს მედიას; მათ ძალიან დიდი გზა გაიარეს იმისთვის, რომ ამ საღამოს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ.
მინდა ვისურვო, რომ ასეთი შემთხვევა ჩვეულებრივი შემთხვევა გახდეს, რადგან ევროპა სწორედ ესაა. ევროპაა ის რომ დღეს, ამ საღამოს სასახლეში აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული და მოწვეული. არ ყოფილა არანაირი გარჩევა რაიმე მიმართულებითა თუ ორიენტაციით და შევადგინეთ რაც შეიძლებოდა ყველაზე სრულყოფილი სია. ვინმე თუ არ არის ამ სიაში ეს რაღაც შეცდომაა, მაგრამ არა განზრახ მიღებული გადაწყვეტილება და მინდა ამისთვისაც ყველას მადლობა მოგახსენოთ, რომ ყველა ერთად ხართ და თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რის მიმართაც მოგვიწოდებს ევროპა - სწორედ ეს არის, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრების გაცვლა, ღმერთმა არ ქნას, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. ეს გავლილი გვაქვს, ეს წარსულია და აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს ის დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა ერთნაირად ფიქრი, ერთნაირად საუბარი.
დღეს ჩვენ აქ შეკრებილნი ვართ კამპანიის ფარგლებში ,,ჩემი ხმა, შენი ხმა ევროპას!“ და თითოეული ჩვენგანის ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც პირველ ეტაპზე, ცხადია, მიმართულია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ; ყველამ ვიცით, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ეს მართლა ყველას ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ამ გზაზე სიარული განვაგრძოთ იმისთვის, რომ თქვენ მოსახლეობამდე მიიტანოთ თუ რა არის რეალურად ევროპის კეთილდღეობა ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს ევროპული სტანდარტები - ეს არის ის, რაც თქვენ უფრო შეგიძლიათ, ვიდრე მე, როგორც პრეზიდენტს, ან პოლიტიკურ სპექტრს. ეს არის თქვენი განსაკუთრებული როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ. კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება შემდეგი წელი იმისათვის, რათა ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს, ასოცირებული ტრიოდან - უკრაინასა და მოლდოვას და მათთან ერთად მივაღწიოთ, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან. ის მოლაპარაკები, რომელიც არის გზა პირდაპირი და უშუალო გაწევრიანებამდე.
მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლა და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება; ეს არის მათი ბრძოლა ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. მინდა ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
სასახლეში თქვენამდე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩვენ ძალიან დიდი იმედით გვიყურებენ, რადგან მათი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია და მათ ჩვენ უნდა უძღვებოდეთ წინ, რადგან ახალგაზრდებს სჭირდებათ არამხოლოდ იმედი, სჭირდებათ ცოდნა, სჭირდებათ დანახვა როგორია ეს გზა, როგორ უნდა გაიარონ და როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა, რათა უცებ არ გადაწყვიტონ საზღვარგარეთ წასვლა. რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება ყველას შეუძლია მიიღოს, რადგან თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს ახალგაზრდები და ჩვენ მათთან ერთად უნდა მივაღწიოთ ჩვენს შედეგს.
კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეკრებები სხვადასხვა მიზნით, ფორმითა და მიზეზით მომავალშიც იქნება - ყველა ერთად ვიქნებით და ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა ყველას!“- განაცხადა პრეზიდენტმა მედიისადმი მიმართვაში.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...