2022 წ. იაპონიის საელჩო საქართველოში იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს აღნიშნავს
2022 წელს იაპონიის საელჩო საქართველოში საზეიმოდ აღნიშნავს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ იაპონიის საელჩოში განუცხადეს.
მათი თქმით, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საელჩო სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებას გეგმავს მთელი წლის განმავლობაში. უკვე ჩატარდა რამოდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საელჩოს ვებ-გვერდსა (https://www.ge.emb-japan.go.jp/itprtop_ka/index.html) და ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/EmbassyofJapaninGeorgia).
შემდეგი ღონისძიება, ფოტო-გამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიმართება სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 18.05-30.06 ჩათვლით გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის საელჩოს პირველი მდივანის ბატონი იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში. წელს, მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში იაპონიაში საკურას უამრავი, ულამაზესი ყვავილი გაიშალა. ზუსტად ამ დროს ბატონი იმანიში ტაკაო იაპონიაში იმყოფებოდა ხანმოკლე ვადით, და გადაიღო ფოტოები სხვადასხვა ადგილას რათა ქართველებისთვის გაეცნო იაპონიის ეს ულამაზესი პერიოდი.
იაპონიის სიმბოლო, საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის; აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება. ამ ყველაფერში კი ამ სამყაროს წარმავალობას განასახოვანებს. თუმცა გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის ზენიტში, იაპონიის არქიპელაგი თვალწარმტაცია. იაპონელები ტკბებიან საკურას ცქერით; ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებენ დროს აყვავებული საკურას ხეებ ქვეშ და სამახსოვროდ ფოტოებს იღებენ.
Related items
-
აშშ-ის საელჩოს განცხადება 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ!
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ გარკვეული რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილიყო მიმართული.
"შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.
-
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის დასანქცირების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის დასანქცირების შესახებ მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის გამო.
წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვიდეო.
-
მშვიდობიანი განვითარება და ცივილიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება - ჩინეთის პასუხი არამდგრად სამყაროზე
ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჭოუ ციენი
უკრაინაში კრიზისი გრძელდება. სურსათის უსაფრთხოებით დაწყებული ბირთვული საფრთხით და უშიშროების რისკებით დამთავრებული, ომის ქარცეცხლი მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. იგი სერიოზულ გამოწვევებს უქმნის სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს და მნიშვნელოვნად ზემოქმედებს გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე.
არამდგრად მსოფლიოში ჩინეთის ხელშეწყობით მშვიდობის სხივმა გამოანათა. 6-10 მარტს, პეკინის შუამავლობით საუდის არაბეთისა და ირანის დელეგაციებს შორის დიალოგი გაიმართა, რომელიც მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყდა. საუდის არაბეთისა და ირანის განცხადებით, ორი თვის ვადაში ორივე მხარის საელჩოები და წარმომადგენლობები გაიხსნება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა დაიწყება. მოლაპარაკებებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომისიის ხელმძღვანელი - ვანგ ი თავმჯდომარეობდა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის დიალოგისა და მშვიდობის გამარჯვება, სასიხარულო ამბავი და მკაფიო გზავნილი ამჟამინდელ არამდგრად სამყაროში.
დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტიდან შვიდი წლის თავზე, საუდის არაბეთი და ირანი დიალოგს დაუბრუნდნენ და დიპლომატიური კავშირები აღადგინეს. ეს ცხადყოფს, რომ კაცობრიობის მომავალთან დაკავშირებული რთული საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელი სულაც არაა. 2021 წლიდან ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ზედიზედ „გლობალური განვითარების ინიციატივა", „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა" და „გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა" წამოაყენა. საით მიდის მსოფლიო? რა უნდა მოიმოქმედოს კაცობრიობამ? ამ კითხვებზე პასუხია მშვიდობიანი განვითარება, დიალოგი და თანამშრომლობა, ცივილიზაციათა შორის თანასწორობა, ერთმანეთისგან სწავლა და ტოლერანტულობა.
2021 წელს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ შემოთავაზებული „გლობალური განვითარების ინიციატივა"-განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს. ამ ინიციატივით, განვითარება არის მთავარი პრიორიტეტი. ამასთან, იგი ხალხზე არის ორიენტირებული. ინიციატივის დახმარებით, საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს; გაღრმავდება ისეთ სფეროებში თანამშრომლობა, როგორიცაა სიღარიბის შემცირება, სურსათის უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, „მწვანე" განვითარება, ინდუსტრიალიზაცია; დაჩქარდება გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება. ინიცირებიდან ერთ წელში, მას მხარი ასზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა, ხოლო „გლობალური განვითარების ინიციატივის მეგობრობის ჯგუფს" სამოცზე მეტი ქვეყანა შეუერთდა.
გასული წლის ივნისში, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გლობალურ განვითარებაზე მაღალი დონის დიალოგს უმასპინძლა, რა დროსაც მან „გლობალური განვითარების ინიციატივის" განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზომების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ, ჩინურმა მხარემ ინიციატივის რეალიზაციის 32 ღონისძიება გამოაქვეყნა. გასული წლის განმავლობაში ამ მხრივ მთელი რიგი პოზიტიური შედეგები იქნა მიღწეული. შეიქმნა მსოფლიო თანამშრომლობის პლატფორმა, გაიზარდა ინიციატივის განხორციელებისთვის გამოყოფილი ინვესტიციები, სხვა ქვეყნებთან ერთად გავუმკლავდით სასურსათო კრიზისსა და სხვა გადაუდებელ გამოწვევებს, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების დასაჩქარებლად ეფექტური გზა გამოინახა.
უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ, 2022 წლის აპრილში პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ შემოთავაზებულმა „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივამ" - დიდი რყევების ეპოქაში სტაბილურობა და გარკვეულობა შემოიტანა. როგორი უსაფრთხოების კონცეფცია სჭირდება მსოფლიოს? როგორ შეძლებენ ქვეყნები საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფას? ამ ეპოქალურ საკითხებს „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა" მკაფიო პასუხს სცემს. ინიციატივა მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვის შესახებ ჩინეთის პოზიციას ასახავს. ინიცირებიდან მალევე, მან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. 2023 წლის თებერვალში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონცეფცია"გამოაქვეყნა. დოკუმენტში წარმოდგენილია მთავარიკონცეფციები და პრინციპები, თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, პლატფორმები და მექანიზმები.
საუდის არაბეთ-ირანის დიალოგი „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის" წარმატებული პრაქტიკის მაგალითია. ჩინეთმა, როგორც კეთილსინდისიერმა და სანდო შუამავალმა, მასპინძლის მოვალეობა პატიოსნად შეასრულა. საუდის არაბეთსა და ირანს შორის პეკინის დიალოგმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. გარდა ამისა, ეს კარგი მაგალითია, რათა რეგიონის ქვეყნებმადიალოგისა და კონსულტაციების გზით გადაჭრან კონფლიქტები და უთანხმოება და კეთილმეზობლობა და მეგობრობა დაამყარონ. უკრაინაში კრიზისი ისევ გრძელდება. ერთი მხრივ, ომის გამო უკრაინელი ხალხი იტანჯება, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა. მეორე მხრივ, ზოგიერთი ქვეყანა ცეცხლზე ნავთს ასხამს და კონფლიქტის ესკალაციისკენ უბიძგებს. ამის საპირისპიროდ, ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ დოკუმენტი - „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე".
ამასთან, ჩინეთმა განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით, ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტექნიკური დახმარების პროექტისათვის უკრაინას 200 000 ევროს გადასცემს. ეს ქმედებები ჩინეთის მიერყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და მშვიდობისადმი ერთგულების გამოხატულებაა. ამასთან ეს ღონისძიებები „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის" განხორციელებისკენაა მიმართული.მომავალში ჩინეთი გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობას, უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მხარდაჭერას, მშვიდობისმოყვარე ქვეყნების ერთმანეთთან, მათ შორის საქართველოსთან გაერთიანებას, და პრაქტიკული ქმედებებითმსოფლიოში მშვიდობის დაცვის საქმის გაძღოლას.
მიმდინარე წლის 15 მარტს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და მსოფლიოს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, გენერალური მდივანი სი ძინფინგი თავის მოხსენებაში „გლობალური ცივილიზაციის ინიციატივით" გამოვიდა.იგი ორიენტირებულია ცივილიზაციებს შორის კავშირების, გამოცდილების გაზიარების და კაცობრიობის პროგრესის ხელშეწყობაზე.
ეს არის კიდევ ერთი საჯარო სიკეთე, რომელსაც ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს.ინიციატივა თავისი ძირითადი არსით მხარს უჭერს „მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნების პატივისცემას, მთელი კაცობრიობის საერთო ღირებულებების პოპულარიზაციას, ცივილიზაციის მემკვიდრეობით გადაცემისა და ინოვაციების დაფასებას, საერთაშორისო კულტურული კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას". ეს არის ახალ ეპოქაში კაცობრიობის მომავლისა და ბედის თაობაზე ჩინური აზროვნებისა და პასუხისმგებლობის ნათელი გამოხატულება. ინიციატივა კაცობრიობის მოდერნიზაციის და „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" შექმნის პროცესს ახალ სტიმულს აძლევს.
ზემოხსენებული სამი ინიციატივა ჩინური მხარის უნიკალურ შეხედულებებს და მოდერნიზაციის პრაქტიკას ემყარება. სიტყვა „მოდერნიზაცია" დასავლეთიდან მოდის და ერთ დროს იგი „დასავლურ გზასთან" ასოცირდებოდა, მაგრამ მცდარია მისი „დასავლეთის ექსკლუზივად" მიჩნევა. რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებიდან ორმოც წელზე მეტი გავიდა. ამ პერიოდში, ჩინეთი მუდამ იცავდა მსოფლიო მშვიდობას, ხელს უწყობდა ერთობლივ განვითარებას და ხვეწდა „ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის" გზას. 1978 წელს, თუ ქვეყნის მშპ 150 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 18 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013-2021 წწ. ჩინეთის საშუალო წვლილი გლობალური ეკონომიკის ზრდაში 38.6% იყო, რითაც იგი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჩინეთი ზედიზედ რვა წელია, რაც სავაჭრო ბრუნვით ასევე პირველია და მოსალოდნელია, რომ მალემსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ბაზრის სტატუსსაც მოიპოვებს. ფაქტები მოწმობს, რომ ჩინეთმა დასავლეთისგან განსხვავებული, ე.წ. „ჩინური სტილის მოდერნიზაციის" გზა გაკვალა და ახალი ფორმის ადამიანური ცივილიზაცია შექმნა.
„ჩინური სტილის მოდერნიზაცია" უარს ამბობს კოლონიების ექსპლუატაციის და საგარეო ექსპანსიის ძველ, მცდარ გზაზე. ეს არისმშვიდობიანი განვითარების სწორი გზა. გარდა იმისა, რომ იგი ჩინეთის ეროვნული პირობების შესაბამისი თავისებურებებით გამოირჩევა, სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც ითვალისწინებს, ისტორიასა და კულტურას არ ივიწყებს და თან თანამედროვე ცივილიზაციას აერთიანებს, ჩინელი ხალხის კეთილდღეობას და თან მსოფლიოში ერთობლივ განვითარებას უწყობს ხელს. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც მივაღწევთ კაცობრიობის პროგრესსა და მსოფლიო ჰარმონიას.
პრეზიდენტი სი ძინფინგის ეს სამი ინიციატივა ე.წ. „ჩინურ მოდელსა" და ჩინურ სიბრძნეს წარმოადგენს, რომელიც მთელი კაცობრიობის კეთილდღეობის პერსპექტივიდან გამომდინარეობს. ისტორიამ დაგვანახა, რომ განვითარება მშვიდობის გარეშე იგივეა, რაც უფესვებო ხე; ხოლო მშვიდობა განვითარების გარეშე იმ გემივითაა, რომელიც წინ ვეღარ მიცურავს. სხვადასხვა ცივილიზაციების ინკლუზიური თანაარსებობის, თანასწორობისა და ერთმანეთისგან სწავლის გარეშე, მსოფლიოს არამდგრადობისგან და კონფლიქტებისგან თავის დაღწევა და გრძელვადიანი მშვიდობისა და განვითარების მიღწევა გაუჭირდება.ამგვარად, ეს სამი ინიციატივა გამოხატავს ჩინეთის ძალისხმევას, მტკიცედ დაიცვას მსოფლიოში მშვიდობა.
ჩინეთი, როგორც ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანა პასუხისმგებლობას იჩენს. დღევანდელ მსოფლიოს თუ დავაკვირდებით, უკრაინის საკითხის გარდა, მშვიდობასა და განვითარებასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემაა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მოითხოვს, რომლებიც დაინტერესებულმა მხარეებმა დროულად და მართებულად უნდა გადაწყვიტონ. ომიდან სარგებელს ქვეყნების, მთავრობების და დაინტერესებული ჯგუფების მხოლოდ მცირედი ნაწილი ნახულობს. 21-ე საუკუნის ადამიანებს ორი მსოფლიო ომიდან მიღებულმა გაკვეთილმაჭკუა საკმარისად გვასწავლა. საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ცხადყოფს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს პრობლემა, რაც არ უნდა დიდი იყოს გამოწვევა, თუ ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის სულისკვეთებით ვაწარმოებთ დიალოგს, ერთმანეთისთვის მისაღები, მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა აუცილებლად მოინახება.
ჩინეთი მზადაა, სამი ინიციატივის მიხედვით, აქტიურად იმუშაოს მშვიდობისმოყვარე და დამოუკიდებელ განვითარებად ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან, რათა გავაღრმაოთ „სარტყლისა და გზის" ფარგლებში მაღალ დონეზე თანამშრომლობა, მტკიცედ დავიცვათ მშვიდობა ევრაზიის კონტინენტსა და მთელ მსოფლიოში, ხელი შევუწყოთ ერთობლივ განვითარებას, ცივილიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას და „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" შექმნას.
-
ჩეხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობები არსებობს - ჩეხეთის ელჩი პ. მიკისკა
მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩეხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ მიკისკამ განაცხადა.
ჩეხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელიც გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, ჩეხეთის ელჩმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი კულტურული ღონისძიება, რომელსაც ჩეხეთის საელჩო გაუწვევს ორგანიზებას აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით. „მომავალში ჩვენ მოვაწყობთ კინოჩვენებებს, ლიტერატურულ საღამოებს, კონცერტებსა და გამოფენებს“, - დაამატა პ. მიკისკამ.
ელჩის თქმით, ჩეხეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ძლიერი მხარდამჭერეია. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ეს არ არის მარტივი გზა და მოითხოვს მიზანდასახულ სწრაფვას, ძლიერი ნებისყოფას და ზოგჯერ თავგანწირვაც კი. ევროკავშირი დამყარებულია ჭეშმარიტად დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე, რომელიც უნდა გაიზიაროს ყველა წევრმა სახელმწიფომ. ევროკავშირი ეფუძნება კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტების არსებობას, - დასძინა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ მიკისკამ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძემ.
ჩეხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიდებული დიპლომატიური საელჩოს ხელნძღვანელები, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ავთანდილ ოთინაშვილი
-
ელჩი დეგნანი „უცხოური გავლენის" კანონპროექტების შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა "უცხოური გავლენის" კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადამ რომ „ამ კანონების მიზანია, დაიბლოკონ ქართველები, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან. ესენი არიან ქართველები, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში პრობლემების გადაჭრასა და სერვისების მიწოდებას ცდილობენ, იქნება ეს კლიმატის ცვლილების საკითხი, ბიზნესასოციაციების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება თუ ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იურიდიული დახმარების აღმოჩენა. ეს კანონები ცალსახად შეესაბამება რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვაა. მისი მიზანი განსხვავებული ხმის ჩახშობაა. როდესაც უყურებ, რა ხდება ახლა რუსეთში, ხედავ, როგორი ეფექტიანი აღმოჩნდა რუსული კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული ხმის გასაჩუმებლად.საქართველომ ბევრი იბრძოლა დემოკრატიის ასაშენებლად და თავისუფლების დასაცავად. ეს კანონები ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ამდენი წელი აშენა. ამიტომ გესმით წუხილი გაეროსგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, საქართველოს ბევრი დიდი ხნის მეგობრისგან, რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოსთან ერთად მუშაობს საქართველოს თავისუფლების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თავისუფლების დასაცავად და ინსტიტუტების ასაშენებლად. ამიტომ წუხს ასე ძალიან ხალხი. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი". - ელჩი დეგნანი „უცხოური გავლენის" კანონპროექტების შესახებ.აშშ-ის საელჩო საქართველოში
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...