ბუღალტერიის მნიშვნელობა კომპანიაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 მაისი 2022 11:49

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გვიწევს უამრავი გადაწყვეტილების მიღება, ზოგჯერ კი შეიძლება ისეთი რამ ჩავიდინოთ, რაც სრულიად შეცვლის ჩვენს ყოფას. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა საკუთარი სტარტაპისა თუ ბიზნესის წამოწყება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და რომელიც დახუნძლულია ისეთი დიდი გამოწვევებით, რასთანაც გამკლავება აუცილებელია მოგებისთვის. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პატარა ხარვეზიც კი გასათვალისწინებელია, რადგან შესაძლოა სწორედ ამან გამოიწვიოს უამრავი პრობლენა, რაც საკმაოდ ძვირად შეიძლება დაგიჯდეთ. საქმე განსაკუთრებით რთულდება და კიდევ უფრო საყურადღებოა, როდესაც ფინანსური ნაწილი დაულაგებელია. მენეჯერმა შეიძლება იცოდეს მარტივი ბუღალტერია, თუმცა თუ ის სანდო ხელში არაა, შეიძლება საკმაოდ აირიოს მთელი პროცესი, რაც გარდაუვალი ფინალით დასრულდება. ამის თავიდან ასარიდებლად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ფინანსები და ბუღალტერია სრულ წესრიგში იყოს, რასაც მუდმივად მიექცევა ყურადღება.

ფინანსების წარმოებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ბუღალტრული აღციცხვაა, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ბუღალტრული სერვისები ამ ნაწილსაც მოიცავდეს და კომპეტენტურმა ადამიანმა ან ადამიანების ჯგუფმა მიხედოს. ბუღალტრული აღრიცხვა არის ერთგვარი ენა, რომლის ძირითადი მიზანია საქმიანობაში ჩართული ადამიანებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება და გულისხმობს ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას, გაზომვას, დამუშავებასა და გადაცემას. ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ეს სისტემა მოწესრიგებული იყოს, რაც მენეჯერს დაეხმარება ზუსტად განსაზღვროს კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა და სწორად დასახოს სამომავლო გეგმები. ბუღალტრული აღრიცხვა ერთიანი დაკვირვების მეთოდს იყენებს, რისთვისად აუცილებელია სრული ინფორმაციის შესახებ ჰქონდეს წვდომა იმ ადამიანს, ვინც ამ პრცესშია ჩართული. ბუღალტრული აღრიცხვის სწორად მართვაზეა დამოკიდებული ისეთი საკითხები, როგორიცაა ფასის მოფიქრება, მომატება ან დაკლება, ასევე ხელფასების გაწერა და სხვა ფინანსური პროცესები.

სწორი ბუღალტრული გატარებები საშუალებას იძლევა ფინანსური ნაწილის მაქიმალურად ოპტიმიზაციისა. ეს ის აუცილებელი პროცესია, რომელმაც შეიძლება გამოიწვოს გადასახის შემცირება ან მომატება. ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია მენეჯერი ბუღალტერს ენდობოდეს, რადგან პატარა ხარვეზსაც შეუძლია მთლიანი კომპანიის საფრთხეში ჩაგდება. სანდო ბუღალტერზე, პირველ რიგში, მისი რეპუტაცია მეტყველებს, საქმიდან გამომდინარე კი მისი შედეგებით შეგიძლიათ იმსჯელოთ.

თანამედროვე რეალობაში იტესტება და იცვლება მიდგომები, დღეს უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციამ თავისუფლად განიხილოს ბუღალტერიის აუთსორსზე გატანაც, რაც ბოლო წლებში განსაკუთრებით ტრენდულია და მენეჯერებიც სულ უფრო მეტად იჩენენ ინტერესს. ასეთი ტიპის თანამშრომლობისას მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის კონკრეტული ბუღალტრული სერვისები, რასაც ბუღალტრული კომპანია გთავაზობთ, არამედ თავად კომპანია რამდენად კომპეტენტურია, რაზეც შესრულებული საქმეები და მისი რეპუტაცია მეტყველებს. ბუღალტერია მხოლოდ ცარიელ ციფრები არაა, კარგმა ბუღალერმა კი ეს იცის და ამით არასდროს არ დაკმაყოფილდება, პირიქით, მუდმივად ეცდება მის მიღმა გახედვას პროცესების უკეთესად შესრულებისთვის. ბუღალტერიის წარმოება ერთგვარი ხელსაწყოა სხვადასხვა პროცესების ოპტიმიზაციისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში ასახვას პოვებს კომპანიის წარმატებაში.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გასათვალისწინებელი დეტალია ბუღალტერიის კანონიერ ჩარჩოში წარმოება. თუ კარგად ვერ ერკვევით ბუღალტერიაში და სანდო ადამიანს არ აქვს ჩაბარებული, შეიძლება ძალიან დიდ პრობლემებშიც კი გაეხვეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ბუღალტერიის მოწესრიგებას მეტი ყურადღება დაუთმოთ და გაიღოთ შესაბამისი რესურსი, რათა ეს საკითხი სრულად დალაგებული იყოს.

წაკითხულია 275 ჯერ

Related items

  • ლიბერთი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაციის FCI-ის წევრი გახდა

    ლიბერთი, მესამე ბანკია საქართველოს ბაზარზე, რომელიც FCI-ში გაწევრიანდა.

    ,,ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების დანერგვას და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. ფაქტორინგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური მომსახურებაა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. ჩვენს მომხმარებლებს ადგილობრივ ფაქტორინგულ ოპერაციებს 2020 წლიდან ვთავაზობთ. საერთაშორისო ფაქტორინგულ ორგანიზაცაში გაწევრიანება, ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს პროდუქტების მრავალფეროვნება, ასევე ბაზარზე არსებული პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყაროს და მომავალში მომხმარებლებს საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაციები შესთავაზოს“ - შოთა დეკანოსიძე ლიბერთის გლობალური საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი.

    FCI -ის შესახებ:

    FCI არის უმსხვილესი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს და განავითაროს საერთაშორისო ვაჭრობა ფაქტორინგული ოპერაციების გზით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. FCI-ში გაწევრიანებულია 400-მდე ფინანსური ინსტიტუტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან. FCI-ის მსოფლიოს ფაქტორინგული ბაზრის 60%-მდე წილი უკავია.

    ლიბერთის შესახებ:

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • შრომის უსაფრთხოება - ახლადშექმნილი ბაზარი და რეგულაციები

    რა გამოწვევების წინაშე დგანან კომპანიები და რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს მენეჯმენტმა დადგენილი წესების დაცვისთვის?

    ფაქტობრივად ყველა ადამიანისთვის, არამარტო კომპანიისთვის ან სახელმწიფოსთვის არამედ თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია.
    გვესაუბრება შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „რედლაინერის“ აკადემიური დირექტორი რევაზ მანჯგალაძე:

    -         რა არის უსაფრთხო სამუშაო გარემო?  

    -         უსაფრთხო სამუშაო გარემო უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ დაზიანებების ან დაავადების გავრცელების პრევენციას, ის არის თანამშრომელთა კეთილდღეობის პრიორიტეტი. უსაფრთხო სამუშაო ადგილი არის ადგილი, სადაც თანამშრომლები თავს დაცულად გრძნობენ და სიამოვნებას იღებენ უსაფრთხო სივრცეში მუშაოებით, კომპანიის ღირებულებებით და პოზიტიური თანამშრომლობითი გარემოთი, რომელიც ხელს უწყობს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის  ჯანსაღი ურთიერთობის და პატივისცემის ჩამოყალიბებას.

    -         როგორ დავიწყოთ შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესება?

    -         შრომის უსაფრთხოება კომპლექსური თემაა, რომელიც მოიცავს დამსაქმებლის და დასაქმებულების  თანაბარ მონაწილეობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში. მნიშვნელოვანია როგორც იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც დაკისრებული აქვს დამსაქმებელს შრომის კანონმდებლობის მიერ,  ასევე მისი ნება, რომ სისტემურად გამართული ჰქონდეს შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილას. შესაბამისად შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესება უნდა დავიწყოთ სამუშაო სივრცის უსაფრთხოდ მოწყობით და დასაქმებულთა სწავლებით, ანუ მათი ცნობიერების ამაღლებით, რომ მათ გაიაზრონ რომ უსაფრთხო სამუშაო გარემოს ვქმნით ერთად.

    -         რა მომსახურებას თავაზობს კომპანია „რედლაინერი“ დამკვეთს?

    -         ჩვენი კომპანია დამკვეთს შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურებას სთავაზობს.  შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტის მომაგრებიდან დაწყებული, სრულ იურიდიულ კონსულტაციას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით

    ასევე რისკების შეფასებას, დოკუმენტაციის შემუშავებას და მის მუდმივ განახლებას კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით.

    დოკუმენტაციის მომზადება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და შრომის უსაფრთხოების გეგმა. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებისთვის ხარჯთეფექტური გზების

    მოძიება და რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;

    ➢ დასაქმებულთათვის გენერალური ინსტრუქტაჟის ჩატარებას

    ➢ ტრენინგები მენეჯერებისა და პასუხისმგებელი პირებისთვის;

    ➢ პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად,

    წელიწადში 2-ჯერ (თეორიული სწავლება, საევაკუაციო კომისიის შექნმა,

    პრაქტიკული სწავლება);

    ➢ რეკომენდაციები სახანძრო სისტემის გამართულად მუშაობისთვისა და ელექტრო

    უსაფრთხოებისთვის;

    ➢ ინციდენტების მოკვლევისა და რეპორტინგის სისტემის დანერგვას და სხვა.

    -         რა უპირატესობები აქვს კომპანია „რედლაინერს“ ?

    -         კომპანიის უმთავრესი უპირატესობაა ოპერატიულად და პასუხისმგებლიანად შეასრულოს დამკვეთის დავალება, იყოს ლოიალური, სტაბილური და კლიენტზე ორიენტირებული.

    ჩვენი კომპეტენტური პროფესიონალები საკითხის სწორ და სწრაფ გადაწყვეტას სთავაზობენ მომხმარებლებს, ამას მოწმობს 3 წლიანი არსებობის მანძილზე 500-ზე მეტი ობიექტი.

    -         როგორია საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონე ?

    -         შრომის უსაფრთხოება არ არის უცხო საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, ზოგადი წარმოდგენა აქვს ყველას, თუ რა მოიაზრება ამ ორ სიტყვაში. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ წლების განმავლობაში ამ სფეროს არ ჰყავდა მაკონტროლებელი ორგანო, ან არ მიმდინარეობდა ეფექტური კონტროლი, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია თუ რა ვალდებულებები აქვს კომპანიებს დასაქმებულთა უსაფრთხოების მიმართულებით. შრომის ინსპექციის სამსახურის გააქტიურებამ ზოგადი ინფორმირებულობის დონე უდაოდ აამაღლა, რადგან მათი საქმიანობა უკვე ეხება უფრო და უფრო მეტ დასაქმებულს, რომელთა უკანაც დგანან ოჯახები. თუმცა მათ არ იციან ის, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაბალი და საშუალო რისკის სექტორებშიც უმნიშვნელოვანესია, მაგალითად, ოფისები, ბანკები, მაღაზიები. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წევრებმა ვიცოდეთ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები ირღვევა ყველა სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ ლეტალობის მაჩვენებელი ნულის ტოლია, ამ სექტორებში ინციდენტების რიცხვი საკმაოდ მაღალია და ეს ინციდენტები მოკვლევას საჭიროებს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამუშაო ადგილებზე ლოკალური ტრავმების გარდა, არსებობს პროფესიული ტრავმები ან/და დაავადებები, რომელიც არანაკლებ საყურადღებოა და რომელიც ასევე დაბალი რისკის მქონდე ობიექტებზეც არსებობს, მაგალითად, არქივის თანამშრომელთა პროფესიული დაავადება, რომელიც ქაღალდის მტვრისგან არის გამოწვეული და ა. შ.

    -         როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით? რა უნდა ვიცოდეთ?

    -         დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და არაერთი საერთაშორისო აქტით. შრომის უფლება თავის თავში მოიაზრებს დასაქმებულთა უფლებას, უზრუნველყოფილნი იყვნენ მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი.

    ეს იქნება უსაფრთხო შრომითი ნორმების დარღვევა, დისკრიმინაცია, შევიწროება, შრომის ნორმების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების დარღვევა, სამუშაო საათებისა თუ ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რასაც ითვალისწინებს შრომის კოდექსი და საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ამ ყველაფრის გამო დასაქმებულს შეუძლია, რომ მიმართოს შრომის ინსპექციის სამსახურს, აქვე აღსანიშნავია რომ დღეის მდგომარეობით შრომის ინსპექციის სამსახური დღითიდღე იზრდება და ვითარდება. დასაქმებულების საყურადღებოდ მინდა გავაჟღერო რომ, შრომის ინსპექციის სამსახურის გააჩნია შესაბამისი მანდატი და კომპეტენცია მათთვის დაკისრებული ვალდებულების აღსრულებისათვის. ხოლო დამსაქმებლებს მინდა მივმართო რომ შრომის ინსპექციის სამსახური არ არის სადამსჯელო სუბიექტი, ეს მოსაზრება იმიტაც შეგვიძლია დავადასტუროთ რომ პირველადი ინ სპექტირება არ მოიცავს ფულად სანქციას და მოიცავს გაფრთხილებას, ასევე შრომის ინსპექციის სამსახურს მჭოდრო კომუნიკაცია გააჩნია დამსაქმებელთა ასოციაციასთან.

    -         როგორ შევაფასებდით შრომის უსაფრთხოებას კომპანიებში?

    -         ალბათ შრომის უსაფრთხოების შეფასებისას კომპანიებში საჭიროა დავიხმაროთ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინა წლის ანგარიში, სადაც ნათლად ჩანს, რომ შემოწმებული კომპანიების რიცხვი წლიდან წლამდე უფრო და უფრო იზრდება და პირველივე მითითებების გათვალისწინებაც ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრაქტიკები იზრდება კომპანიებში, თუმცა გამოწვევად მაინც რჩება მშენებლობები, სამთო მოპოვებითი საქმიანობები და მძიმე მრეწველობა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ზედამხედველობა მიმდინარეობს, უბედური შემთხვევების და შეუსაბამობების/დარღვევების რიცხვი მაინც მაღალია.

    -         რომელ სფეროშია ყველაზე მეტი დარღვევები?

    -         არაარსებითი შეუსაბამობა გამოწორებადია სამუშაო პროცესის შეჩერების გარეშე და რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის რომელიც მრავლად გვაქვს ყველა სექტორში.

    არსებითი შეუსაბამობა შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია, და რომელიც მოცემულ მომენტში საშიშროებას არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, თუმცა მისი გამოუსწორებლობა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის დასაქმებულს, ძირითადა ვლინდება მსუბუქი მრეწველობის, მომსახურების და ა.შ

    კრიტიკული შეუსაბამობა შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;რა არის თქვენს საქმიანობაში უმთავრესი, ძირითადად ვლინდება სამშენებლო და მძიმე მრეწველობის სექტორებში.

    -         რა არის თქვენს საქმიანობაში უმთავრესი?

    -         შრომის უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის უმთავრესია, რომ მას ზუსტად ესმოდეს იმ სფეროს მნიშვნელობა, სადაც უწევს საქმიანობის განხორციელება. მას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ მის თითოეულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ვფიქრობ, რომ საქმის და პროფესიის შესწავლა შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა მნიშვნელოვანია დაუსრულებელი პროფესიული ზრდა, და საერთაშორიშო პრაქტიკებზე თვალისდევნება.

    -         რა  ხარვეზებს ხედავთ, რაც ხელს უშლის სფეროს განვითარებას და რა უნდა გაკეთდეს ამის აღმოსაფხვრელად?

    -         ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა მნიშვნელოვანის შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართულობა. ამ სისტემას ქმნის  დამსაქმებელი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო გარემო და დასაქმებულები, რომლებიც იზიარებენ და იღებენ იმ ბენეფიტებს, რომელი მათი უსაფრთხოებისთვის არის გატარებული. მათთვის არ უნდა იყოს დამატებითი ტვირთი უსაფრთხოების წესების და პროცედურების დაცვა, არამედ უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვის ხდება. და კიდევ და კიდევ მნიშვნელოვანია ამ სფეროში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად იზრდებიან, ვგულისხმობ როგორც მაკონტოლებელ ორგანოს, ასევე კერძო სექტორის სპეციალისტებს.

    -         წარმატებული ქეისი, რითაც ამაყობთ?

    -         ასეთი ბევრია, თუმცა გამოვყობ  ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო ჯგუფს, რომელიც ორჯერ დაჯარიმდა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის მიერ. ჯარიმასთან ერთად, მას სამუშაო პროცესიც შეუჩერეს.საკითხის გადაჭრა საგრძნობლად გახანგრძლივდა. 50 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, კომპანიას უწევდა სამუშაოების შეჩერებისგან გამოწვეული ზარალის ატანა. კომპანიის გადაწყვეტილებით, საქმეში ჩაერთო რედლაინერი. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვერით კრიტიკული დარღვევები და გავმართეთ უსაფრთხოების დოკუმენტაცია. გამოიყო მინდობილი პირი რედლაინერიდან, რომელსაც გადაეცა მინდობილობა დამქირავებელი კომპანიისგან და ჩაბარდა სრული კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან. რედლაინერის მიერ, პრობლემების სიზუსტით აღმოფხვრის შემდეგ, კომპანიას მიეცა სამუშაოების განახლების უფლება. ჩვენი თანამშრომელი ყოველ დღე ესწრება სამუშაოებს, შესაძლო გართულებების აღმოფხვრის მიზნით.აღნიშნული შემთხვევის შემდეგ კომპანიამ 3 ინსპექცია ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარა.

    -         რა ზომის კომპანიას ესაჭიროება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?

    საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" თანახმად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ესაჭიროება ყველა კომპანიას, სადაც არის შრომითი ურთიერთობა. ანუ თუკი გვყავს 1 დასაქმებული, იქაც საჭიროა. კერძოდ,  დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს სპეციალური აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტით.

    -         როგორ მოვემზადოთ შრომის უსაფრთხოების ინსპექციისთვის?

    -         შრომის ინსპექციისთვის მომზადება ზოგადად არასწორი მიდგომაა კომპანიის მხრიდან უსაფრთხო სამუშაო გარემოზე და დასაქმებულების ჯანმთელობაზე ზრუნვა კომპანიის მხრიდან არ უნდა იქნას აღქმული როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ჯარიმისგან დაცვის მექანიზმი. როდესაც კომპანია ზრუნავს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე/შენარჩუნებაზე შრომის ინსპექციის ვიზიტისთვის მომზადებას არ საჭიროებს

    -         რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია?

    -         ის უნდა იყოს დაკომპლექტებული მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კადრებით, უნდა შეეძლოს ჰქონდეს კომპლექსური მიდგომები, იცნობდეს კარგად კანონმდებლობას და სიახლეებს ადევნებდეს თვალს.

    -         როგორ ხედავთ კომპანია „რედლაინერს“ 5 წელიწადში?

    პირველ რიგში 5 წელიწადში ჩვენ ვიქნებით მულტიპროფილური კომპანია, რომლის მთავარი მისიაა ცნობიერების ამაღლება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, შესაბამისად ჩვენი მიზნებიც ამ მიმართულებით განხორციელდება. ასევე მიზნად გვაქვს აკრედიტებული სასწავლებლის ჩამოყალიბება და სფეროს განვითარება.

  • გაციფრულებული ბიზნესის წარმატების საიდუმლო

    თუ გაქვთ ბიზნესი, თუმცა არ იცით როგორ გახადოთ ის წარმატებული, აუცილებლად დაიწყეთ მისი ციფრულად გარეკლამება. როგორც ყველა სფერო, ციფრული მარკეტინგიც განსაკუთრებულ ცოდნას და სპეციალისტებს მოითხოვს.

    სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ციფრული მარკეტინგის სააგენტო, Adshub.ge,  რომელიც სხვადასხვა კომპანიებს ციფრულად გარეკლამებაში ეხმარება.

    სააგენტოსთან თანამშრომლობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებებით: 

     დღეისათვის სააგენტო, Adshub.ge, ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს. გაციფრულების შემდეგ მათი გაყიდვების რაოდენობა გაორმაგდა. ბევრმა მათგანმა დაიკავა მოწინავე პოზიცია საუკეთესო კონკურენტებს შორის და რაც მთავარია გახდა ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე სააგენტოსთან თანამშრომლობამდე.

    ვებ გვერდის დამზადება-  ძირითადად ეს არის ის პირველი მომსახურება, რომელსაც  მომხმარებლები სააგენტოსთან თანამშრომლობისას ირჩევენ.  Adshub.ge-ს პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ნებისმიერი სირთულისა და ფუნქციონალის მქონე ვებ გვერდს დაგიმზადებთ.

    Adshub.ge და ,,გეოდეზია“

    ვებ გვერდის დამზადებით დაიწყო თანამშრომლობა Adshub.ge-თან კომპანია ,,გეოდეზიამ“.

    სწორედ გამართული ვებ გვერდი გახდა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.

    „გეოდეზია“ არის ადგილი, საიდანაც თქვენი საოცნებო პროექტების განხორციელება იწყება.

    „გეოდეზია“ და მისი მომსახურებები

     “გეოდეზია” გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

    • მიწის აზომვა;
    • შიდა აზომვა;
    • ტოპოგრაფიული გეგმა;
    • ნაკვეთის გამიჯვნა;
    • დაკვალვა.

     ახლა კი გაგაცნობთ, თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი:

    მიწის აზომვა

    სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, გასამიჯნი და გასაერთიანებელი ნაკვეთების დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ხშირად საჭიროა შესაბამისი მიწის აზომვა და აზომვითი ნახაზები.

    გეოდეზიის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ აზომვითი სამუშაოების მომზადებასა და მიწის გაფორმებისთვის საჭირო შესაბამისი ნახაზების მომზადებაში.

    შიდა აზომვა

    გეოდეზია მნიშვნელოვანია კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების და  იპოთეკით დატვირთვის დროს.   უმეტესწილად საჭიროა მიწისშიდა აზომვა და დეტალური ნახაზის მომზადება.

    ტოპოგრაფიული გეგმა

    ტერიტორიაზე პროექტის შედგენისთვის, თავდაპირველად საჭიროა ამ ტერიტორიის და მასზე არსებული ობიექტების დეტალური აზომვა. ასევე რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება.

    ნაკვეთის გამიჯვნა

    ერთი ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის, ,,გეოდეზია’’ გთავაზობთ შესაბამის საამზომველო სამუშაოების ჩატარებასა და საკადასტრო ნახაზების მომზადებას, რომელშიც ასახული იქნება გამიჯვნა ან/და გაერთიანება.

    დაკვალვა

    მიწის აზომვის და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, ხშირად საჭიროა უკვე აზომილ და შედგენილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება ანუ დაკვალვა. 

    ,,გეოდეზია“ 10 წელზე მეტია, რაც მომხმარებლებს საოცნებო პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

  • ნახაზებიდან ოცნების პროექტამდე!

    ამ სტატიაში ვისაუბრებთ კომპანიაზე, რომლის გარეშეც ნებისმიერი მასშტაბური თუ პირადი წამოწყების განხორციელება შეუძლებელია.  “გეოდეზია” არის ადგილი, საიდანაც თქვენი ოცნების პროექტის მშენებლობა იწყება.

    კომპანიის გუნდი პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანებისგან შედგება. რომლებსაც შეგიძლიათ, თვალდახუჭული ენდოთ. კომპანიის თანამშრომლები აზომავენ, დაგეგმავენ და დაკვალავენ თქვენს შიდა და გარე სივრცეებს.

    “გეოდეზია” 10 წელზე მეტია მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა:

    • თბილისის ბოტანიკური ბაღი;
    • ვაკის პარკი;
    • ბაკურიანის საბაგირო გზა;
    • სენაკის გაზის ხაზობრივი ნაგებობა;
    • ედსჰაბი.

    იმისათვის, რომ მერიამ პროექტი დაგიმტკიცოთ, ნაკვეთის ან შიდა აზომვის სიზუსტე პირველი გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს საქმე პროფესიონალებს და გამოცდილ გუნდს მიანდოთ, ისეთი, როგორიც არის “გეოდეზია.

    “გეოდეზია” მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

    • მიწის აზომვა;
    • შიდა აზომვა;
    • ტოპოგრაფიული გეგმა;
    • ნაკვეთის გამიჯვნა;
    • დაკვალვა.

    მოდით, განვიხილოთ რა შემთხვევაში რომელი მათგანი გამოიყენება.

    მიწის აზომვა

    მიწის აზომვა გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, გასამიჯნი, გასაერთიანებელი და ა.შ. ნაკვეთების დოკუმენტაციის წესრიგში მოსაყვანად.  გეოდეზიას გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ნაკვეთის აზომვით სამუშაოებს თუ მიწის გაფორმებისთვის საჭირო აზომვითი ნახაზების მომზადებას.

    შიდა აზომვა

    შიდა აზომვა კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების, იპოთეკით დატვირთვის და ა.შ. დროს გამოიყენება.  ნახაზში წარმოდგენილია როგორც  ფართობი, ოთახების განლაგება, ისე კარ-ფანჯრების ადგილმდებარეობა.

    ტოპოგრაფიული გეგმა

    ტოპოგრაფიული გეგმა მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე პროექტის შედგენისთვის. ასეთ დროს უპირველეს ყოვლისა აუცილებელია აღნიშნული ტერიტორიის და მასზე მოცემული ობიექტების დეტალური აზომვა, ამასთანავე რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება. “Geodezia”-თან თანამშრომლობისას შესაძლებლობა გექნებათ შექმნათ 1:500 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა.

     ნაკვეთის გამიჯვნა

    აღნიშნული მომსახურება საჭიროა ნაკვეთის თუ ფართის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის. კომპანიის გუნდი დაგეხმარებათ საამზომველო სამუშაოების ჩატარებასა და საკადასტრო ნახაზების მომზადებაში.

     დაკვალვა

    მიწისა, ფართის აზომვის თუ და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, ხშირად საჭიროა უკვე აზომილ და შექმნილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება ანუ დაკვალვა. “Geodezia”-ს გუნდი გთავაზობთ პროექტში არსებული წერტილების კოორდინატების აღმოჩენას და დაფიქსირებას, თანამედროვე და ყველაზე ზუსტი აპარატურის გამოყენებით.

    ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი სერვისით სარგებლობისას, თქვენ  შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ:

    • სერტიფიცირებული ამზომველების მომსახურება;
    • ზუსტი ნახაზები;
    • სასიამოვნო გარემო.

     

    კომპანიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება მის ვებ გვერდზე შეგიძლიათ.  ციფრული მარკეტინგული სააგენტოს დახმარებით, “Geodezia” გამართული ვებ საიტით სარგებლობს. საიტის დამზადება კომპანიამ Adshub.ge-ს ანდო.

    Adshub.ge და მისი სერვისები

    Adshub.ge სხვადასხვა კომპანიებს გაციფრულებაში ეხმარება. სააგენტო მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

    • SEO – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
    • SEM – საძიებო სისტემის მარკეტინგი;
    • SMM – სოციალური მედია მარკეტინგი;
    • ქოფირაითინგი;
    • ვებ საიტის დამზადება.

    კომპანია adshub.ge დაკომპლექტებულია მაღალ-კვალიფიციური კადრებით, რომელთაც ჩაბარებული აქვთ Google-ისა და Facebook-ის გამოცდები ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით.

    სააგენტოს  უნიკალურს ხდის ორი მთავარი ფაქტორი:  Adshub.ge გთავაზობთ უფასო საძიებო სისტემის აუდიტს, რომლითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი საიტის მდებარეობა საძიებო სისტემებში და სააგენტოსთან თანამშრომლობისას უპირობო წარმატების გარანტია SLA (Service Level Agreement), რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას დადებულ შედეგზე.

  • კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძეს - „PSP ჯგუფი, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე“
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  PSP ჯგუფი, რომლის შენებაც დავიწყე 30 წლის წინ და ვაქციე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარ ბრილიანტად, კომპანია, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი, კომპანია, რომელიც 50 მილიონ ლარზე მეტ გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად, თურმე, ჩემი არ ყოფილა.
    ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე“. ჯერ კიდევ ველი პრემიერ-მინისტრის მიერ, ორი დღის წინ, ჩემს მიმართ გაჟღერებულ ტყუილზე, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მომატებასთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდების უარყოფას  და ბოდიშს!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური