საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის წახალისების მიზნით, Visa უერთდება გრეის ჰოპერის სახელობის პროგრამას საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022 11:14

თბილისი, 13 აპრილი, 2022 – Visa, მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში, უერთდება გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამას საქართველოში, რომელიც დაარსდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ, თიბისი ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

Visa-ს ჩართულობა პროექტში მხარდამჭერი ორგანიზაციის რანგში, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მხარი დაუჭიროს ქალთა გაძლიერებას, ინოვაციებსა და ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების ფორმირებას. ქალთა როლის წარმოჩენა და მისი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული სტერეოტიპების მსხვრევისა და იმ გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით, რომელთა წინაშეც ქალები დგანან. Visa-ს სჯერა, რომ საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე ეკონომიკური წინსვლისთვის, რადგან ინოვაციური ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ გაციფრულების დანერგვასა და მის მზარდ მოთხოვნაზე.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია წარმოვაჩინოთ და მხარი დავუჭიროთ იმ ქალებს, რომლებიც გამოწვევების წინაშე დგანან.  ამდენად, ჩვენ მზად ვართ მივცეთ თანაბარი შესაძლებლობები ყველას მათი პროფესიული კომპეტენციებიდან და ლიდერული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ კატეგორიას - ICT ჩემპიონი და მე მჯერა, რომ გამარჯვებული აუცილებლად მიიღებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას,  განსაკუთრებულ ჯილდოს და გახდება ჩვენი დიდი ქსელის წევრი.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

დაჯილდოება ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალის - გრეის ჰოპერის სახელს ატარებს, რომლის მემკვიდრეობაც ბევრს კვლავ შთააგონებს. პროექტი  წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ქალებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში და ისწრაფვიან პოზიტიური ცვლილებებისკენ. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, UTG და Majorel Georgia.

განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.ictwomen.ge  განაცხადები მიიღება 8 აპრილიდან 8 მაისამდე, 30 მაისს გახდება ცნობილი ჯილდოს ფინალისტების ვინაობა და 10 ივნისს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.

 

***

კომპანია Visa-ს შესახებ

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa ყოველწლიურად, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

წაკითხულია 364 ჯერ

Related items

  • გაეროს დღეს, გაერო ხაზს უსვამს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობას

    საქართველომ გაეროს დღე ამ კვირაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნა.

    წელს საქართველოში გაეროს დღის  მთავარი თემა „მდგრადი განვითარების მიზნები“ იყო - გლობალური მოწოდება მოქმედებაზე სიღარიბის აღმოსაფხვრელად, დედამიწის გარემოს და კლიმატის დასაცავად, ადამიანებისთვის მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

    სპეციალურ პანელურ დისკუსიაზე, რომლის სათაურიც იყო „ეკონომიკური ზრდიდან საყოველთაო კეთილდღეობამდე: მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის შემდგომი ვითარების შეფასება და მომავლის ხედვა“, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის და დეცენტრალიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული სტრატეგიების განხილვას. პანელურ დისკუსიაში მთავრობის წარმომადგენლებმა, ანალიტიკურმა ცენტრებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, აკადემიურმა წრეებმა, კერძო სექტორმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ერთად განიხილეს, თუ როგორი მასშტაბით უნდა განახლდეს ეკონომიკური მოდელები და პოლიტიკის პროცესები მდგრადი განვითარების მიზნების დაჩქარებულად მიღწევისთვის, რათა საქართველოს ეკონომიკური ზრდა მაკროეკონომიკურ დონეზე საერთო კეთილდღეობაში გარდაისახოს. დიალოგი კიდევ უფრო გაამდიდრა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების  მონაწილეობამ, რომლებმაც ერთმანეთს თავიანთი პერსპექტივები გაუზიარეს. მოხსენებით გამოსვლისას, საბინე მახლმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა თავისთავად არ არის საბოლოო მიზანი, არამედ ეს ერთ-ერთი საშუალებაა ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის, რაშიც შედის სიღარიბის შემცირება და განვითარების სხვა მიზნების მიღწევა. მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად აუცილებელია მყისიერი მოქმედება და თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით კიდევ ერთი პანელური დისკუსია გაიმართა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და კანტის აკადემიასთან პარტნიორობით, რომლის თემაც მდგრადი განვითარების მე-4 მიზანი - ხარისხიანი განათლება იყო. გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები განიხილავდნენ, თუ როგორია ამჟამინდელი მდგომარეობა მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის მიღწევის გზაზე. დისკუსიის მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი ცოდნა და შეხედულებები გაუზიარეს და შესთავაზეს გზები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის დასაჩქარებლად. დისკუსიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კიდევ ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უფრო ძლიერი თანამშრომლობისა და ჩართულობის გზით.

    ახალგაზრდების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში - სწორედ ეს  გახდა გაეროს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის და ახალგაზრდული ორგანიზაციის „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ წევრებს შორის გამართული დისკუსიის მთავარი თემა, რომელიც თბილისში, გაეროს სახლში გაიმართა.

    გაეროს დღის აღსანიშნავად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ასევე „მდგრადი განვითარების მიზნების“ მრავალფუნქციური სივრცეები გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. განათლების და საერთაშორისო განვითარების აკადემიასა და კანტის აკადემიასთან პარტნიორობით განხორციელებული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას უნარებით და შესაძლებლობებით, რათა უფრო მკაფიოდ შეიმუშაონ თავიანთი ხედვა მდგრადი მომავლის შესახებ.

  • სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება

    ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.

    გამოფენა უკვე მეთორმეტედ იმართება და წელს მასში 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. სამზადისი ასათიანის ქუჩაზე მდებარე  სპორტის სასახლეში უკვე მიმდინარეობს.

    მსურველებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე შეთავაზებები. ორგანიზატორები  ფასდაკლებებს გვპირდებიან.

    გამოფენა ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების პროდუქციის ფართო მომხმარებლისთვის გაცნობა და ასევე ქართული და უცხოური მწარმოებლების სამომავლო თანამშრომლობაა.

    წყარო: https://ajaratv.ge/article/120678?fbclid=IwAR0ESaYt3zfgIHiho20Zkz8uXkMezoAcot_u7yTPLp52f-dT7pzXCwlQ8SE

  • Visa-სა და Rooms Hotels-ის პარტნიორობა საქართველოში ახალ ეტაპზე გადადის

    თბილისი, 2023 წლის 6 სექტემბერი – Visa,ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, და Rooms Hotels, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, რაც Rooms Hotels-ის მხარდაჭერას გულისხმობს Visa Consulting & Analytics-ის (VCA) გამოცდილებითა და ინოვაციური გადაწყვეტებით.        

    ახალი პარტნიორობის ფარგლებში, VCA-ს გადამწყვეტი როლი აკისრია და Rooms Hotels-ს სტრატეგიული მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც ერთობლივ პროექტებში Visa-ს საკონსულტაციო და სხვა სახის სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. თანამშრომლობის მიზანი Visa ბარათის მფლობელებისთვის ექსკლუზიური შეთავაზებების შექმნაა Rooms Hotels-ში. 

    მხარეებმა თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება თბილისში, Rooms Hotel Courtyard-ში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნეს. ღონისძიებას Rooms Hotels-ისა და Visa-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ვალერი ჩეხერია, Rooms Hotels-ის აღმასრულებელი დირექტორი, რობერტო დე მეო, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში და დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

    Rooms და Visa-ს მრავალი წლის პარტნიორობა აკავშირებს. ამჟამად ვმუშაობთ ჩვენს ახალ ინიციატივაზე, Visa Consulting & Analytics (VCA)-ს მხარდაჭერით ვქმნით თანამედროვე აპლიკაციას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასით იმ ობიექტებზე, ღონისძიებებზე და სერვისებზე რომლებსაც ჩვენ ვმართავთ ან ჩვენს სანდო პარტნიორებს წარმოადგენენ. იქნება ეს სხვა სასტუმროები, საერთო სამუშაო სივრცეები, ელექტრო სკუტერები და მანქანები, რესტორნები თუ სხვა სახის ბიზნესები. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი შედგება Visa-სთან თანამშრომლობით. ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, ძალიან მალე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან, მათზე მორგებულ პროდუქტს შევთავაზებთ,“ - თქვა Rooms Hotels-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

    “VCA-ის გუნდი მოხარულია ითანამშრომლოს Rooms Hotels-თან, რომელიც საქართველოში სტუმარმასპინძლობის წამყვანი ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. VCA-ს გლობალურ ცოდნას, მიგნებებსა და ადგილობრივ გამოცდილებას შეუძლია Rooms Hotels-ს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში შეუწყოს ხელი, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული აქტუალური ტრენდების, ბაზრის დინამიკისა და მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ გაგებით. ეს ყველაფერი კი გადამწყვეტია შეთავაზებებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად ყველაზე მომთხოვნი კლიენტებისთვის”, თქვა რობერტო დე მეომ, Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში.

    VCA-ს გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში ათწლეულებს ითვლის და აერთიანებს ექსპერტებს სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკების, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. 

    Visa Rooms Hotels-თან პარტნიორობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ზეიმობს. ჩვენმა კომპანიებმა თანამშრომლობა 3 წლის წინ დაიწყეს და ჩვენ ერთად განვსაზღვრეთ თუ რას ნიშნავს უზრუნველყო გამორჩეული გამოცდილება Rooms-ის სტუმრებისა და Visa ბარათის მფლობელებისთვის.  მომხმარებლები მიიღებენ მათზე კიდევ უფრო უკეთ მორგებულ შეთავაზებებს და უკეთეს გამოცდილებას, რომლებიც მათი პროფილისა და მოლოდინების შესაბამისი იქნება. Visa ერთგულად განაგრძობს ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებასა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    ###

    Visa Consulting & Analytics-ის (VCA) შესახებ

    Visa Consulting & Analytics (VCA) Visa-ს გადახდების საკონსულტაციო ქვედანაყოფია. ჩვენი გუნდი აერთიანებს რამდენიმე ასეულ გადახდის კონსულტანტსა და მონაცემთა მეცნიერს ექვს კონტინენტზე. ჩვენს კონსულტანტებს აქვთ ათწლეულების გამოცდილება გადახდების ინდუსტრიაში და არიან ექსპერტები სტრატეგიის, პროდუქტების, პორტფოლიოს მართვის, რისკის, გაციფრულებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. ჩვენი მონაცემთა მეცნიერები არიან ექსპერტები სტატისტიკაში, ანალიტიკასა და მანქანურ სწავლებაში და წვდომა აქვთ მონაცემებზე VisaNet-დან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადახდის ქსელია. ჩვენი კომპლექსური საკონსულტაციო ცოდნა გადახდებში და მონაცემთა მოცულობის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ისეთი პრაქტიკული მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია.

    VCA-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ: https://www.visa.com.ge/en_GE/services/visa-consulting-analytics.html 

    Visa-ს შესახებ

    Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge 

    რუმსის შესახებ 

    Rooms-ი, საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ის აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას,რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულმომსახურებას და გარემოს სთავაზობს.ქვეყნის მასშტაბით, კომპანიისდამფუძნებელმა თემურ უგულავამ, ვალერი ჩეხერიას ხელმძღვანელობით, შექმნა წარმატებული სასტუმროების ქსელი და განახორციელა მრავალი უნიკალურიპროექტი.

  • გლობალური ინოვაციების კონკურსში - Visa Everywhere Initiative - მონაწილეობის მისაღებად საქართველოში განაცხადების მიღება დაიწყო
    • გლობალურ კონკურსში - Visa Everywhere Initiative -სტარტაპებს ევალებათ გადახდებისა და კომერციის სფეროში არსებული ყველაზე აქტუალური გამოწვევების გადაწყვეტების წარდგენა, ფულადი პრიზების, გლობალური ცნობადობისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდების მხარდაჭერის  მოსაპოვებლად 

    საქართველო, 2023 წლის 20აპრილი: საქართველოში დაიწყო განაცხადების მიღება Visa Everywhere Initiative-ის (VEI) გლობალური ინოვაციების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სადაც სტარტაპები დაფინანსების მოსაპოვებლად, გადახდებისა და კომერციის სფეროში მომავალი გამოწვევების გადასაჭრელად ინოვაციურ გადაწყვეტებს წარადგენენ.   

    ფულადი პრიზების გარდა, VEI-ის გამარჯვებულები მიიღებენ წვდომას  Visa-ს პარტნიორთა უზარმაზარ ქსელზე, რომელიც აერთიანებს საბანკო, ვაჭრობის, ვენჩურული კაპიტალის (VC) და სამთავრობო სექტორებს. გამარჯვებულები, მსოფლიოს ყველაზე სანდო და ღირებული ბრენდების მიერ აღიარებას მოიპოვებენ და გაზრდიან ცნობადობას.

    ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) ფინალი პირდაპირ ეთერში გადაიცემა 27 ივლისს TechCrunch-ზე, რომელიც ტექინდუსტრიასა და სტარტაპების ეკოსისტემაზე ორიენტირებული წამყვან, ონლაინ გამოცემას წარმოადგენს. CEMEA-ს რეგიონულ კონკურსში გამარჯვებული სტარტაპი  მონაწილეობას მიიღებს გლობალურ ფინალში, რომელიც 19 სექტემბერს გაიმართება TechCrunch Disrupt-ში, სან-ფრანცისკოში. 

    წელს, Visa-ს VEI CEMEA-ს ფარგლებში, პირველად დაწესდება ჯილდო რისკისა და უსაფრთხოების სფეროში - ფინტექების ინოვაციები რისკების მართვის სფეროში (Fintechs Innovating in Risk Excellence), ანუ 'FIIRE' ჯილდო.  Visa Emirates NBD-თან თანამშრომლობით გამოავლენს გლობალურ ფინტექ მოთამაშეებს თაღლითობის მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და საკრედიტო რისკების მართვის სფეროში. Visa-სა და Emirates NBD-ის წარმომადგენლების მიერ ერთობლივი შეფასების საფუძველზე, გამარჯვებული ფინტექი მიიღებს 25,000 დოლარის ოდენობის პრიზს და შესაძლებლობას ითანამშრომლოს Emirates NBD-თან, რეგიონის წამყვან ბანკთან.   

    „Visa Everywhere Initiative არის პლატფორმა, რომელიც ფინტექებს და მეწარმეებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ გადახდებისა და კომერციის სამყაროში ყველაზე მოწინავე და  მასშტაბური ზეგავლენის მქონე გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში. „მათი ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, ინოვაციური გადაწყვეტებით, ფინტექებს  გააჩნიათ პოტენციალი შესთავაზონ  მნიშვნელოვანი სოციალური  სარგებელი იმ ბაზრებზე, სადაც ისინი საქმიანობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფინანსური სერვისების მიწოდებას მათთვის, ვისაც ნაკლები წვდომა გააჩნია ამ სერვისებზე. Visa-ში ჩვენ გვჯერა, რომ ციფრულ ეკონომიკაზე წვდომა განაპირობებს სამართლიან, ინკლუზიურ ზრდას და VEI არის მნიშვნელოვანი საშუალება იმ ინოვატორების მხარდასაჭერად, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ ამ სივრცეში.” 

    2015 წელს, ამ ინიციატივის დაარსების დღიდან, VEI დაეხმარა სტარტაპებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ერთობლივად მოეპოვებინათ 16 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება, და მოცემული ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული ქსელი მოიცავს თითქმის 12,000 სტარტაპს მთელი მსოფლიოდან. გასულ წელს, VEI-ის მიერ კონკურსის ფარგლებში დაწესებული საპრიზო თანხა 530,000 აშშ დოლარს აღემატებოდა, და კონკურსში მონაწილეობა მიიღო 4000-ზე მეტმა სტარტაპმა ხუთი რეგიონიდან. VEI 2022-ის განმავლობაში ნიგერიის ThriveAgric-მა მიიღო VEI Global-ის მთავარი პრიზი - 100,000 აშშ დოლარი. ThriveAgric-მა ასევე მოიგო Visa Direct-ის მიერ დაწესებული პრიზი 20,000 აშშ დოლარის ოდენობით.   2021 წელს, ქართული კომპანია Payze, CEMEA რეგიონის გამარჯვებული გახდა საუკეთესო ინოვაციური საგადახდო და კომერციული გადაწყვეტების წარდგენისთვის, რომლებიც გადახდების სფეროში მომავალი გამოწვევების გადაჭრას უწყობენ ხელს.

    VEI ეძებს ინოვაციურ და ამბიციურ მეწარმეებს, რომლებიც ხელს უწყობენ  საზოგადოებების განვითარებას საგადახდო და კომერციის სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზით, რომლების წინაშეც ყველა ზომის და სექტორის ბიზნესი დგას, მათ შორის:

    რას ვეძებთ ჩვენ

    ციფრული სერვისების და ციფრული ემიტენტების ხელშემწყობებს

    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
    • ქრაუდფანდინგი
    • საბანკო მომსახურება როგორც სერვისი (Banking-as-a-Service)
    • BIN სპონსორები 
    • ემიტენტები/დამმუშავებლები
    • პროგრამის მენეჯერები    

     

    ციფრული ემისია

    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
    • ალტერნატიული დაკრედიტება
    • პირადი ფინანსების მართვა
    • თანხის გადარიცხვა და ფულადი გზავნილები
    • ციფრული საბანკო მომსახურება (ასევე ცნობილი როგორც ნეო ბანკი)
    • ციფრული საფულე, პარტნიორთა ქსელი (P2P) და გადარიცხვები
    • თანამშრომელთა შეღავათები
    • გადასახდელები
    • კორპორაციული ბარათები (ანუ ხარჯების მართვა)      

    დამატებითი ღირებულება მოვაჭრეებისთვის და/ან მომხმარებლებისთვის ფინანსურ სფეროში

    • მონაცემები და ანალიტიკა
    • იდენტიფიკაცია, ავთენტიფიკაცია და უსაფრთხოება
    • დაზღვევის ტექნოლოგია (InsurTech)
    • ლოიალობა
    • სავაჭრო მომსახურება და ინსტრუმენტები
    • პროცესის და გადახდის ინფრასტრუქტურა
    • საცალო ვაჭრობის ტექნოლოგია
    • სხვა   

    მცირე და საშუალო ბიზნესის რეკონსტრუქცია

    • ფულადი სახსრების ბრუნვა (თანხების გადარიცხვები, შიდა ანგარიშები, P2P მიმწოდებლები და გადახდები)
    • მიღება (ელექტრონული კომერცია და მობილური საშუალება)
    • რისკების მართვა (გადახდილი თანხის დაბრუნება, და ა.შ.)
    • ბრენდის მართვა (საზოგადოებრივი განვითარება, და ა.შ.)
    • სხვა

     

    2023 წელს დაწესებული  ახალი კატეგორიები:

    • მდგრადი ფინტექები
    • რისკი
    • ურბანული მობილობა

     

    2023 წელს დაწესებული პრიზები

    • VEI CEMEA რეგიონული კონკურსი 1-ლი ადგილი: $20,000
    • VEI CEMEA რეგიონული კონკურსის აუდიტორიის ფავორიტი: $10,000
    • VEI CEMEA რეგიონული კონკურსის რისკის მართვის კატეგორიაში გამარჯვებული: $25,000

    გლობალური ფინალის ჯილდოები და ფულადი პრიზები

    • VEI გლობალური ფინალის გამარჯვებული: $50,000 USD
    • VEI გლობალური ფინალის აუდიტორიის ფავორიტი: $10,000 USD
    • VEI Global – Visa Direct: $10,000 USD
    • დამატებით, 5-ვე ფინალისტს საშუალება ექნება წარადგინოს თავისი კომპანია TechCrunch Disrupt-ზე ბრენდირებულ პავილიონში.

     

    კონკურსში გამარჯვებული და Visa Direct-ის გამარჯვებული ასევე უფლებამოსილია მოიგოს აუდიტორიის ფავორიტის პრიზი.

    საქართველოში, VEI-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 14 მაისი.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად VEI-ის შესახებ, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს.

     

    ###

    Visa-შესახებ

    Visa (NYSE:V) მსოფლიოლიდერიციფრულიგადახდებისსფეროში. Visa 200-ზემეტქვეყანაშიამუშავებსტრანზაქციებს, კერძოდმომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურინსტიტუტებსადასამთავრობოორგანიზაციებსშორის. ჩვენიმისიაა, დავაკავშიროთმსოფლიოინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედოდაუსაფრთხოგადახდებისქსელისმეშვეობით, რომელიცინდივიდუალურიპირების, ბიზნესისადაეკონომიკისკეთილდღეობასუწყობსხელს. ჩვენგვჯერა, რომეკონომიკაშიხელმისაწვდომობისგაფართოებაყველასთვის, ქმნისსაფუძველსმთელსმსოფლიოშიადამიანთაკეთილდღეობისთვისდამომავალშიფულისგლობალურიმოძრაობისსაწინდარია. გაიგეთმეტივებგვერდზე visa.com.ge

  • ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

    მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს. 2015 წლიდან მოყოლებული უკვე მეცხრე წელი იქნება, რაც მარცვლეულის გამომუშავების ნიშნული სტაბილურად სრულდება.

    გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთი სტაბილურობას ინარჩუნებს და განაგრძობს გამწვანების ფართობის ზრდას. პანდემიის მიუხედავად, 2022 წელს ჩინეთის მარცვლეულის მთლიანმა გამომუშავებამ 685 მილიონ ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელთან შედარებით 3,7 მილიონი ტონით ზრდა დაფიქსირდა.

    2023 წლის მარცვლეულის გამომუშავების სამიზნე რაოდენობა წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრა და ივარაუდება, რომ შიდა მოთხოვნას სრულიად დააკმაყოფილებს.

    აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო სამუშაო ანგარიშში სასურსათო უსაფრთხოება 2023 წლის ექვსი ძირითადი სამთავრობო სამუშაოდან ერთ-ერთი გახლავთ. ჩინეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებს მთლიანი მარცვლეულის ფართობს სტაბილურ დონეზე შენარჩუნება და მარცვლეულის წარმოების 50 მილიონი ტონით გაზრდის მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს.

    გარდა ამისა, ხელისუფლება გააუმჯობესებს საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმებს, რათა უზრუნველყოს სტაბილურ ფასებში სასოფლო-სამეურნეო მარაგით მომარაგება და გააძლიეროს მაღალი სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო მიწების, სარწყავი სისტემებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან, კიდევ უფრო გააქტიურდება სათესლე მრეწველობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის განვითარება.

    მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა

    https://sinomedia.ge/ჩინეთი-2023-წელს-650-მილიონი-ტონ/

    წყარო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური