ლიბერთისა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 08 აპრილი 2022 14:26

ლიბერთის მომხმარებელ ფერმერებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა უმარტივდებათ

მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.

ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ბანკის მომხმარებელი ფერმერები, ბანკში მხოლოდ ერთი ვიზიტით - „ერთი ფანჯრის" პრინციპით, შეიძინენ როგორც ლიბერთის, ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის" სასურველ მომსახურებას. დღეიდან აგროდაზღვევის შეძენა, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

,,ნიუ ვიჟენ დაზღვევა მესამე წელია, რაც ოპერირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში.

აგროდაზღვევა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. წინა წელს ჩვენ შევძელით მოგვეცვა ბაზრის 35%. წელს დიდი გეგმები გვაქვს. აქცენტს ვაკეთებთ ხარისხსა და მომსახურებაზე, ვაფართოებთ სააგენტო ქსელს, მაქსიმალურად ვხვეწთ პროდუქტის მარტივად შეძენის შესაძლებლობას, მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ჩვენი სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობა. უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ ლიბერთისთან. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში ფერმერები, რომლებიც შეიძენენ ნიუ ვიჟენის აგროდაზღვევას, შეძლებენ ისარგებლონ ლიბერთი ბანკის უპროცენტო განვადებით, პროცენტის დაფარვის ვალდებულებას სადაზღვევო კომპანია აიღებს საკუთარ თავზე. ამასთან ერთად, მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს ნიუ ვიჟენის აგროდაზღვევა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. " - გიორგი ბარკალაია, ნიუ ვიჟენ დაზღვევის გენერალური დირექტორი.

„ლიბერთი აგრძელებს ნიუ ვიჟენ დაზღვევასთან თანამშრომლობას. პარტნიორობა წელსაც აგროდაზღვევის მიმართულებით გაგრძელდება. ჩვენს მომხმარებელ ფერმერებს საშუალება ეძლევათ საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან დააზღვიონ და თავისი შემოსავლები შესაძლო რისკებისგან მაქსიმალურად დაიცვან. ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია აგრო მიმართულებით ახალი, მარტივი სერვისების განვითარება. ასევე, აქტუალურია ზოგადად აგროდაზღვევის შესახებ როგორც ცნობადობის, ასევე ხელმისაწვდომის გაზრდა. ერთობლივი პროექტი საშუალებას იძლევა, დავზოგოთ თითოეული ფერმერის ძვირფასი დრო და ბანკში ერთი ვიზიტის ფარგლებში მოვემსახუროთ როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო სერვისების მისაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით." - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ლიბერთის პრეს-რელიზი

წაკითხულია 608 ჯერ

Related items

  • ლიბერთის და მერსი ქორფსის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ RDYE

    დღეს, 29 სექტემბერს, ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელი ახალგაზრდები RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს გადამზადების  ტრენინგ-კვირეულს (BET / Business Excellence Training) დაასრულებენ.  

    RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს ტრენინგის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას  ოფიციალური პირები სამთავრობო უწყებებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

    ლიბერთის და მერსი ქორფსის ერთობლივი  პროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს,  განავითარონ სამეწარმეო უნარები, ასევე შექმნან  ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები. აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.

    პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და რვაასამდე ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა, არსებული ახალგაზრდული საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით.  პირველ ეტაპზე 33 გამარჯვებული დაჯილდოვდა.

    RDYE პროექტის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო მეწარმეობის ტრენინგების მეორე ციკლის განმავლობაში სულ 852 ახალგაზრდა მონაწილეობდა 71 ტრენინგში, რომელიც ჩატარდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში.  75 საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ პროექტის შემდეგ ეტაპზე, ბიზნესის  შვიდდღიან ინტენსიურ ტრენინგებში (BET).

    ამჯერად,  2023 წლის 23-30 სექტმებერს, ინტენსიური ბიზნეს გადამზადების  მორიგი ტრენინგ-კვირეული (BET / Business Excellence Training) ჩატარდა. აღნიშნულ ტრენინგზე  17 მუნიციპალიტეტის, კერძოდ  ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 75 ახალგაზრდა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილებდნენ.

    ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

    პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

    პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

    პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:

    ქვემო ქართლი  რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

    სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

    შიდა ქართლი  გორი, ქარელი, კასპი

    მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Projectwww.instagram.com/rdye_projectwww.rdye.mercycorps.ge

  • ლიბერთი ჯანსაღი ცხოვრებისთვის ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST დასრულდა

    ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ორდღიანი სპორტული ფესტივალი – SPORTFEST 2023 ჩატარდა.

    ლიბერთიSPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სპორტის სხვადასხვა სახეობს, შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

    ფესტივალი  საკმაოდ მასშტაბური იყო და სპორტის ენთუზიასტებ, პროფესიონალებ, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები გააერთიანა.  სპორტის სხვადასხვა სახეობის სივრცეებში,  სპორტულ და საბავშვო გასართობ მოედნებზე თუ  სპიკერებისთვის განკუთვნილი სპეციალური  სცენის მეშვეობით, ყველა ასაკის ადამიანს,  მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში ჩართვის საშუალება მიეცათ.  ფესტივალს დაესწრნენ გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები.

    ლიბერთის სივრცეში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი,  საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის ჩემპიონი,  ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან ერთდროულად შეხვდა სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს. ამავე დღეს, ლიბერთის სივრცეშისაქართველოს ჩემპიონი, 1წლის ერეკლე ტაბატაძე, ერთდროულად შეეჯიბრა ჭადრაკის მოყვარულებს.

    ლიბერთის მხარდაჭერით, ფესტივალის მიმდინარეობისას, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი,  საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტიგზის ჩემპიონი და პირველი ქალი საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის, ნონა გაფრინდაშვილი ერთდროულად შეხვდა ჭადრაკის პროფესიონალ და მოყვარულ მოთამაშეებს.

    ფეხბურთის მოყვარულებს, ლიბერთის მინი ფეხბურთის მოედანზე, ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის,, ფეხბურთელმა გოგონებმა უმასპინძლეს. 

    ,,ლიბერთიმრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების პროექტებს. „სპორტფესთან“ პარტნიორობით, შესაძლებლობა მოგვეცა ქალთა გაძლიერების  თემაზე გვესაუბრა და ფესტივალის სტუმრებისთვის საინტერესო აქტივობები შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, ქალთა საფეხბურთო კლუბის -„ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა გოგოებმა  კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ის რომ ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სპორტის განვითარებაში. ლიბერთი მადლობას უხდის ნონა გაფრინდაშვილსა და ნანა იოსელიანს პროექტში მონაწილეობისა და საინტერესო საჭადრაკო სესიებისთვის“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხიმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარსშეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • სს ლიბერთი ბანკის განცხადება!

    "ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ ტვ პირველის მიერ, ლიბერთი ბანკთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ლიბერთი ბანკის და მისი აქციონერების იმიჯს.

    კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთრომ ლიბერთი ბანკიარ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.

    ასევეარც ლიბერთი ბანკი და არც მისი აქციონერი,  მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძეარასოდეს ფლობდა “ვითიბი ბანკის“ წილს/აქციებს.

    ყალბი და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების კამპანიის გაგრძელების შეთხვევაშილიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად", ნათქვამია განცხადებაში.

  • სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან

    სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან

    სს ლიბერთი ბანკში აცხადებენ, რომ:
    - სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას.
    - სს ლიბერთი ბანკი ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და ამავდროულად სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას.
  • ბათუმში ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა

    ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის 62 ნომერში, ლიბერთის განახლებული  ფილიალი გახსნა. ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები,  საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი  თორნიკე კორძაია და აჭარის რეგიონალური დირექტორი არჩილ ჯანყარაშვილი დაესწრნენ. 

    ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხვნილებებს. ამჟამად აჭარის რეგიონში დასაქმებულია 31თანამშრომელი. ფუნქციონირებს  15 ფილიალი, 6 საზოგადოებრივი ცენტრი, 4 სპეციალიზირებული სერვის ცენტრი და 7 ლიბერთი ექსპრესი.  განახლებულ ფილიალში 30  თანამშრომელი  დასაქმდა. 

    ,,ლიბერთი აგრძელებს  ფილიალების ქსელის განვითარებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას რეგიონებში. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს. ვიმედოვნებთ,  ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ რეგიონებში მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვისა და განვითარების  პროცესს.“ - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.  

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარსშეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური