ვუოკატიმ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მეორედ გაუღო კარი

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 22 მარტი 2022 18:05

ფინეთის ვუოკატიში სტარტი აიღო ევროპის XV ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალმა. ამ მულტისპორტულ შეჯიბრებაში 44 ქვეყნის წარმომადგენელები სპორტის 9 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ჰოკეი, ჩრდილოური ორჭიდი, შორტ ტრეკი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) მედლების 42 კომპლექტს გაითამაშებენ. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ოლიმპიურ კომიტეტში განუცხადეს.

მათი თქმით, საზეიმო გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებს მიესალმნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მიკა კილპელაინენი.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს აერთიანებს.

საქართველო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე 1995 წლიდან მონაწილეობს. 1997 და 2017 წლებში ფიგურულ ციგურაობაში ფესტივალის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ვახტანგ მურვანიძე და ნიკა ეგაძე.

ვუოკატიში საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურობა) 6 სპორტსმენით იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ვუოკატის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის გამოცდილება უკვე აქვს. 2001 წელს ფინეთის ამ ქალაქში რიგით მეხუთე ფესტივალი ჩატარდა. მას შემდეგ 21 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში კი ფესტივალი გენდერულად დაბალანსებული გახდა. ისტორიაში პირველად, ვუოკატიში გოგოებიც და ბიჭებიც სპორტის ყველა სახეობაში არიან წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრები:

1. ანა დეა გულბიანი-შმიდტი (ფიგურული ციგურაობა)
2. ალან გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა)
3. ესმერალდა გობოზოვა (ტრამპლინიდან ხტომა)
4. ირაკლი არღვლიანი (სამთო თხილამურობა)
5. ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა)
6. მიხეილ ჩართოლანი (სამთო თხილამურობა).

წაკითხულია 337 ჯერ

Related items

  • იაპონიის ქალაქ საიტამაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში
    იაპონიის ქალაქ საიტამაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობდა 39 ქვეყნის 181 სპორტსმენმა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის 7 მოციგურავე. ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატი სპორტული სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირია, ამიტომაც მას ყოველთვის მოუთმენლად ელის სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრები. იაპონიაში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ სპორტის ამ სახეობის მიმართ და ამის დასტური " საიტამა სუპერ არენას" ის ხალხმარავალი აუდიტორი იყო, რომელიც ერთნაირი პატივისცემით გულშემატკივრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელს. მიუხედავად ჩვენი სპორტსმენების არც თუ ისე მაღალი შედეგებისა, მონაწილეობა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების გვერდით, კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იყო მათ სპორტული კარიერაში.
    საერთაშორისო საციგურაო კავშირმა ქვეყნების მიხედვით გამოაქვეყნა რეიტინგული სია, რომელიც შედგა სეზონის მანძილზე იუნიორთა და სენიორთა გრან პრის ეტაპებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე შედეგების გათვალისწინებით. საქართველოს გუნდი ამ სიაში 3 187 ქულით, მე- 7 ადგილზე, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე- 3 ადგილზე აღმოჩნდა. ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის გუნდს მომავალ სეზონზე მეტ წარმატებას და იმ მოლოდინის გამართლებას, რომელსაც მათგან მუდმივად ელის ერთგული ქართველი გულშემატკივარი.
    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საჩვენებელ პროგრამაზე ორგანიზატორების მიერ მოწვეული იყო ჩვენი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
    ტრადიციულად, სეზონის დასასრულს საერთაშორისო საციგურაო კავშირმა გამოაქვეყნა სპორტსმენთა მსოფლიო საერთო რეიტინგული სია , რომელშიც ქართველი მოციგურავეები შემდეგ პოზიციებზე განლაგდნენ:
    ანასტასია გუბანოვა - მე -8 ადგილი
    კარინა საფინა ლუკა ბერულავა - მე- 13 ადგილი
    მორის ყვითელაშვილი - მე- 14 ადგილი
    ნიკა ეგაძე- 23 -ე პოზიცია
    მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - მე -19 ადგილი
    საქართველოს გუნდი კი მე- 7 პოზციაზეა დასახელდა ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა: იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, კორეა, იტალია და საფრანგეთი.
  • ანასტასია გუბანოვა 65.40 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე-11 პოზიციაზეა
    დღეს იაპონიის ქალაქ საიტამაში ქალთა კატეგორიაში მოკლე პროგრამით 35 -მა მოციგურავემ იასპარეზა. მათ შორის 24 სპორტსმენი მოკლე პროგრამის შედეგების გათვალისწინებით მონაწილეობას მიიღებს თავისუფალ პროგრამაში, რომელიც პარასკევს, 24 მარტს გაიმართება.
    ჩვენი ქყვეყნის წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა 65.40 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე-11 პოზიციაზეა და კარგ შანსს ინარჩუნებს ორი პროგრამის ჯამში მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოსახვედრად.
    ანასტასია გუბანოვა მე- 3 ჯგუფში მე- 14 ნომრად იასპარეზებს. თავისუფალ პროგრამაში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.
    მოკლე პროგრამის შემდეგ ქალთა კატეგორიაში 79.24 ქულით იაპონელი კაორი საკამოტო ლიდერობს.
    თავისუფალი პროგრამა კი შეგიძლიათ იხილოთ , 24 მარტს 12:20 საათიდან ქვემოთ მითითებულ ლინკზე:
  • ქართველმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ თავისუფალ პროგრამაში ღირსეულად იასპარეზა

    4 მარტს, დასრულდა იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოგონათა ასპარეზობა თავისუფალ პროგრამაში, რომელშიც სულ 39 ქვეყნის 47 ერთეული გოგონა მონაწილეობდა. ქართველმა მოციგურავე

    ინგა გურგენიძემ ღირსეულად იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში და სულ 7 ნახტომითი ელემენტი შეასრულა, მათ შორის ურთულესი ტექნიკური ელემენტი სამნახევარი აქსელი ორჯერ გამოიყენა თავის პროგრამაში, ერთი სოლო ნახტომის სახით და მეორე კომბინაციაში.

    ინგა გურგენიძის გამოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო სეზონის მანძილზე და რომ არა, მოკლე პროგრამაში ამავე სამნახევარ აქსელზე დაშვებული შეცდომა, ქართველი სპორტსმენი საუკეთესო სამეულშიც აღმოჩნდებოდა.. საბოლოოდ, თავისუფალ პროგრამაში ინგა გურგენიძემ 120.48 ქულით მე-7 , ხოლო ორი პროგრამის ჯამში 172.5 ქულით საუკეთესო ათეულში მე-9 ადგილი დაიკავა .

    მ მაღალი შედეგის გათვალისწინებით ინგა გურგენიძემ საქართველოს მომავალი წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ადგილი და 2024 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ქვეყანას ლიცენზია მოუტანა გოგონების კატეგორიაში, ამასთან მსოფლიოს 2023 წლის საერთო რეიტინგულ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს 215 ქულა შესძინა.

    ვულოცავთ ინგას და ფიგურული ციგურაობის ერთგულ ქართველ გულშემატკივრებს ამ წარმატებას.

    საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

  • კონსტანტინე სუპატაშვილმა ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

    ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა. კონსტანტინე სუპატაშვილმა ფიგურულ ციგურაობაში მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

    მომავალმა მედალოსანმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან საუკეთესო - 123.88-ქულიანი შეფასება მიიღო და 16 ფინალისტს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ ერთი დღით ადრე მოკლე პროგრამაში 65.12 ქულა დაიმსახურა და ფინალში გამოსვლის უფლება მეხუთე ადგილით მოიპოვა.

    მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში მისმა  მაჩვენებელმა 189 ქულა შეადგინა, რამაც მას ვერცხლის მედალი მოუტანა.

    აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ვერცხლის მედალია. სუპატაშვილამდე 1997 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი ერგო ვახტანგ მურვანიძეს, 2017 წელს კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა ეგაძემ.

    დღესვე სარბიელზე გავიდა სამთო მოთხილამურე ნინო ენუქიძე, რომელიც გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას (1:52.36) 63-ე იყო, მეორე დაშვებისას კი გაცილებით უკეთ გამოვიდა (1:42.10) და ორივეს ჯამში (3:34.46) 53-ე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

  • კონსტანტინე სუპატაშვილი ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია

    ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველო სამთო თხილამურობაში, სნოუბორდში და ფიგურულ ციგურაობაში იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი იუწყება.

    გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას დისკვალიფიკაციით გამოეთიშა ასპარეზობას ნინო ენუქიძე.

    მოციგურავე კოსტანტინე სუპატაშვილი მოკლე პროგრამით წარდგა, მსაჯებისგან 65.12 დაიმსახურა და ფინალში ასპარეზობის უფლება მეხუთე ადგილით მოიპოვა (ფინალში გასასვლელად 16 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო).

    სნოუბორდში (სლოუპსტაილი) საკვალიფიკაციო გამოსვლა ჰქონდა  ნიკოლოზ გაბულდანს, რომელმაც 22 ქულით და მე-20 ადგილით დაასრულა გამოსვლა.

    ერთი დღით ადრე სამთო მოთხილამურეები - ლევან ნაზღაიძე, ოთარ წულეისკირი და ლუკა ბურდული სლალომში გამოვიდნენ. ნაზღაიძემ და წულეისკირმა ორი დაშვების ჯამში, შესაბამისად, 68-ე და 69-ე ადგილები დაიკავეს, ლუკა ბურდულმა კი ასპარეზობა ვერ დაასრულა.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური