ქართული ხელოვნების სექცია საერთაშორისო აუქციონებზე
რიჩარტ ვიზუალი წარმოადგენს პეტიციას აუქციონის სახლებისთვის.
ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავაჟღეროთ და მოვითხოვოთ ქართული ხელოვნების იდენტობისთვის უმთავრესი საკითხი. დღეს ყველა ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა დაუჭიროს მხარი ამ უმნიშველოვანეს მოთხოვნას:
- გაემიჯნოს ქართული ხელოვნება რუსული ხელოვნების კატეგორიას საერთაშორისო აუქციონებზე.
ქართული ხელოვნების ნიმუშების მოთავსება საერთაშორისო სახელოვნებო აუქციონებზე მუდმივად რუსული ხელოვნების კატეგორიის ქვეშ ხდება. ეს ტენდენცია ჩრდილს აყენებს ქართული ხელოვნების უნიკალურ ბუნებას. ქართული ხელოვნება უნდა გაემიჯნოს რუსული ხელოვნების კატეგორიას.
პეტიციის ხელმოსაწერად იხ. ბმული
Related items
-
პიკასოს ნახატი ,,ქალი საათით“ 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
ცნობილი ესპანელი მხატვრის, მოქანდაკის, დრამატურგის და პოეტის პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი საათით“ (Femme a la Montre), რომელიც 1932 წელს შეასრულა, აუქციონზე 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი საათით“ მხატვრის ნამუშევრებს შორის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია.
Sotheby's-ის აუქციონის სახლმა ნახატი აუქციონზე გაიტანა, როგორც ხელოვნების კოლექციონერ ემილი ფიშერ ლანდაუს კუთვნილი კოლექციის ნაწილი. ითქვა, რომ ლანდაუმ ნახატი 1968 წელს იყიდა.
ნახატზე გამოსახულია ფრანგი მოდელის მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი, რომელიც პიკასოს საყვარელი ქალი და მრავალჯერ მისი შთაგონების წყარო იყო.
-
როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“?
როგორ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“. ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინიციატივაზე, რომელიც გუშინ საღამოს დაიწყო და რომელსაც ხელი პირველმა თავად საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ონლაინ, ასევე პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში ადგილზე მისვლით შეუძლიათ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მიმართავს და დეკემბერში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.
მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ, ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნულია პეტიციაში.
პეტიციაზე ონლაინ მიერთების მსურველებმა იხილეთ ბმული.
-
პრინცესა დაიანას საკულტო სვიტერი 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა
პრინცესა დაიანას ცნობილი ცხვრის ნახატებიანი სვიტერი აუქციონზე 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, პრინცესა დაიანას ცნობილი სვიტერი, რომელშიც თეთრ ცხვრებს შორის ერთი შავი ცხვარი იყო გამოსახული, ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე 31 აგვისტოს 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა.
აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა, სადაც შეთავაზებები ონლაინ გაიმართა, არ გახმაურებულა.
სვიტერი, რომელიც მარტში სხვენში იპოვეს, უფრო მაღალ ფასად გაიყიდა, ვიდრე პრინცესა დიანასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნივთი, რომელიც ბოლო წლებში აუქციონზე გაიყიდა.
ცნობისათვის, პრინცესა დაიანა, რომელსაც მუდმივად თვალყურს ადევნებდა ბრიტანული ტაბლოიდური პრესა, 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში გვირაბში მომხდარ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. იგი მაშინ, 36 წლის იყო.
-
ახალი ქართული მხატვრული ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ წინასაპრემიერო ჩვენება არომატული შუშხუნა სიდრის თანხლებით
8 ოქტომბერს, 18:00 საათზე „სიდრი კლუბი ბაზალეთზე“ ახალი ქართული მხატვრული ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ წინასაპრემიერო ჩვენებას უმასპინძლებს.
მოიწყეთ შაბათი საღამო თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, სალონურ-კლუბურ არტ, გრილ და სასიამოვნო გარემოში. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია უგემრიელესი სიდრისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.
ფილმი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ გადაღებულია რეჟისორი ბესო სოლომანაშვილის მიერ თამარ ფხაკაძის ამავე სახელწოდების ცნობილი მოთხრობის მიხედვით.
„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება კინოთეატრებში პრემიერამდე, კინოჩვენება მოგვეწყო თბილისთან ახლოს მწვანე გარემოში, „სიდრის კლუბში ბაზალეთზე“. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია შეფასებების მოსმენა, ამიტომ ჩვენების შემდეგ, მყუდრო გარემოში შევძლებთ მოსაზრებების გაზიარებასა და დისკუსიის გამართვას, საქართველოში წარმოებული უგემრიელესი სიდრის დაგემოვნების თანხლებით. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ჩენება ერთდროულად რამდენიმე სივრცეში სინქრონულად მოხდება (ლაუნჯი, კინოდარბაზი, სიდრი ჩამოსხმის დარბაზი, ორანჟერია) ეს ახალი სიტყვაა ამ ტიპის კინოჩენებებისთვის და ძალზედ ორიგინალური და მიმზიდველია. მგონი კარგი კინო საღამო უნდა გამოვიდეს, “ - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი.
https://www.facebook.com/beso.solomanashvili/videos/468571455047627
რატომ „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ და რატომ შუშხუნა სიდრი? რეჟისორი ხაზს უსვამს სწორედ კლუბში არსებულ გარემოს, რომელიც სრულიად შეესაბამება კინოჩვენების სტილს: მყუდრო, გემოვნებიანი და სალონური. სიდრთან ერთად კი, ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა.
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.
ჩვენ სრულიად ვიზიარებთ გაეროს მდგრადობის 17 მიზანს. ეს არის გარემოსდაცვითი პრინციპებით მოქმედი გუნდი: „იცხოვრე ჯანსაღად, დაიცავი გარემო, გარემო ჯანსაღად გამოგკვებავს შენ და მომავალ თაობას... ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ, ორგანულ, ბუნებრივ და ჯანსაღ საზოგადოებას, ვმართავთ ანალოგიურ საღამოეებს, ეს იქნება წინასაპრემიერო ჩვენება, წიგნის პრეზენტაცია თუ სხვა აქტივობა, ვფიქრობ ხვალიდნელი დღე სასიამოვნო და დადასამახსოვრებელი იქნება, “ - განმარტავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ სიუჟეტი შეეხება 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საქართველოში. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების
ფონზე, მოთხრობილია ქართველი გლეხის, რობიზონის ისტორია, რომელსაც არ უნდა იარაღის ხელში აღება, მაგრამ ოკუპაცია აიძულებს გახდეს მეომარი. როგორც რეჟისორი გვიმხელს, ფილმი არ არის ომზე. ფილმი არის დიდი ქვეყნის ძალადობაზე პატარ ქვეყნის მიმართ. ფილმი მოგვითხრობს დაუსრულებელი ომით გადაღლილ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ადამიანური ღირსება.*ფილმი გადაღებულია კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში 15 -20 კილომეტრით დაშორებული საოკუპაციო ხაზიდან, თუმცა ამ რაიონშიც ჩამოვარდა ბომბები და მოსახლეობამ იხილი რუსული საოკუპაციო ტანკები. რამდენიმე პროფესიონალის გარდა, ძირითადად თამაშობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ასევე ამ რეგიონის თეატრების მსახიობები, ის ადამიანები ვისაც პირდაპირ შეეხო ეს ომი. -
პრინცესა დიანას ავტომობილი აუქციონზე 650 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა
შავი ფერის ავტომობილი Ford Escort RS Turbo, რომელსაც უელსის პრინცესა დიანა 1985-1988 წლებში იყენებდა, აუქციონზე 650 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
სილვერსტოუნის აუქციონის სახლის მიერ გასაყიდად გამოტანილი ავტომანქანა ბრიტანელმა მყიდველმა შეიძინა.
პრინცესა დიანა გარდაიცვალა 1997 წლის 31 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 36 წლის ასაკში ავტოავარიაში, რომელიც მოხდა გვირაბში, როცა მას ფოტო-ჟურნალისტები (პაპარაცები) მისდევდნენ სურათის გადაღების მიზნით.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...