ქართველმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გრძელდება 24 -ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სპორტულ ცეკვებში მედლების მესამე კომპლექტის გათამაშების შემდეგ, ასპარეზობაში 23 ქვეყნის 30 მოციგურავე ქალი ჩაერთო, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი მოკლე პროგრამები. ამის შესახებ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის ადმინისტრაცია იუწყება.
მათი ინფორმაციით, მე- 9 სასტარტო ნომრით მსაჯებისა დ ამაყურებლების წინაშე წარსდგა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ტექნიკურად თითქმის უშეცდომოდ წარმოადგინა თავისი მოკლე პროგრამა საინტერესო ელემენტებითა და შესაფერისი მუსიკალური ინტერპრეტაციით. თავისუფალ პროგრამაში უძლიერეს ბოლო ორ ჯგუფში მოსახვედრად ქართველმა მოციგურავემ 65,40 ქულით შეძლო ამ მაღალი კონკურენციის პირობებში მე-10 ადგილის დაკავება და მოიპოვა თავისუფალ პროგრამაში ძლიერ ჯგუფში მე- 16 ნომრად გამოსვლის უფლება. ანასტასია გუბანოვამ ევროპის ქვეყნებიდან მონაწილე სპორტსმენებს შორის პოზიციები მხოლოდ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისა და ბელგიის წარმომადგენლებს დაუთმო. ანასტასია გუბანოვასათვის ოლიმპიური თამაშები პირველი, ყველაზე საპასუხსიმგებლო საერთშორისო სტარტია მის კარიერაში და შუალედური მე- 10 ადგილი უდავოდ მაღალი შედეგია სადებიუტო გამოსვლისათვის. წარმატებებს ვუსურვებთ ანასტასია გუბანოვას თავისუფალ პროგრამაში, რომელიც გაიმართება 17 თებერვალს.
Related items
-
იაპონიის ქალაქ საიტამაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში
იაპონიის ქალაქ საიტამაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობდა 39 ქვეყნის 181 სპორტსმენმა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის 7 მოციგურავე. ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატი სპორტული სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირია, ამიტომაც მას ყოველთვის მოუთმენლად ელის სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრები. იაპონიაში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ სპორტის ამ სახეობის მიმართ და ამის დასტური " საიტამა სუპერ არენას" ის ხალხმარავალი აუდიტორი იყო, რომელიც ერთნაირი პატივისცემით გულშემატკივრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელს. მიუხედავად ჩვენი სპორტსმენების არც თუ ისე მაღალი შედეგებისა, მონაწილეობა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების გვერდით, კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იყო მათ სპორტული კარიერაში.საერთაშორისო საციგურაო კავშირმა ქვეყნების მიხედვით გამოაქვეყნა რეიტინგული სია, რომელიც შედგა სეზონის მანძილზე იუნიორთა და სენიორთა გრან პრის ეტაპებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე შედეგების გათვალისწინებით. საქართველოს გუნდი ამ სიაში 3 187 ქულით, მე- 7 ადგილზე, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე- 3 ადგილზე აღმოჩნდა. ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის გუნდს მომავალ სეზონზე მეტ წარმატებას და იმ მოლოდინის გამართლებას, რომელსაც მათგან მუდმივად ელის ერთგული ქართველი გულშემატკივარი.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საჩვენებელ პროგრამაზე ორგანიზატორების მიერ მოწვეული იყო ჩვენი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.ტრადიციულად, სეზონის დასასრულს საერთაშორისო საციგურაო კავშირმა გამოაქვეყნა სპორტსმენთა მსოფლიო საერთო რეიტინგული სია , რომელშიც ქართველი მოციგურავეები შემდეგ პოზიციებზე განლაგდნენ:ანასტასია გუბანოვა - მე -8 ადგილიკარინა საფინა ლუკა ბერულავა - მე- 13 ადგილიმორის ყვითელაშვილი - მე- 14 ადგილინიკა ეგაძე- 23 -ე პოზიციამარია კაზაკოვა და გიორგი რევია - მე -19 ადგილისაქართველოს გუნდი კი მე- 7 პოზციაზეა დასახელდა ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა: იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, კორეა, იტალია და საფრანგეთი. -
ანასტასია გუბანოვა 65.40 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე-11 პოზიციაზეა
დღეს იაპონიის ქალაქ საიტამაში ქალთა კატეგორიაში მოკლე პროგრამით 35 -მა მოციგურავემ იასპარეზა. მათ შორის 24 სპორტსმენი მოკლე პროგრამის შედეგების გათვალისწინებით მონაწილეობას მიიღებს თავისუფალ პროგრამაში, რომელიც პარასკევს, 24 მარტს გაიმართება.ჩვენი ქყვეყნის წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა 65.40 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე-11 პოზიციაზეა და კარგ შანსს ინარჩუნებს ორი პროგრამის ჯამში მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოსახვედრად.ანასტასია გუბანოვა მე- 3 ჯგუფში მე- 14 ნომრად იასპარეზებს. თავისუფალ პროგრამაში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.მოკლე პროგრამის შემდეგ ქალთა კატეგორიაში 79.24 ქულით იაპონელი კაორი საკამოტო ლიდერობს.თავისუფალი პროგრამა კი შეგიძლიათ იხილოთ , 24 მარტს 12:20 საათიდან ქვემოთ მითითებულ ლინკზე: -
ისტორიული შედეგი - ანასტასია გუბანოვა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ნაკრებმა ფიგურულ ციგურაობაში ისტორია დაწერა. ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულია ოქროს მედალი. წარმატების შემოქმედი კი არის ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ფინეთის ესპოოში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
გუბანოვამ სამედლო განაცხადი მოკლე, სავალდებულო პროგრამაში პირველობით გააკეთა, დღეს კი თავისუფალ სრიალშიც საუკეთესო შეფასება (130 ქულა) დაიმსახურა და ჩემპიონობა იზეიმა.
ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში დღემდე საუკეთესო შედეგებად ითვლებოდა ელენე გედევანიშვილის ორი ბრინჯაოს (2010, 2012) და მორის ყვითელაშვილის (2020) ასევე ბრინჯაოს მედლები. ასე რომ, საჩემპიონო ყულაბას ახლა უკვე ოქროს მედალიც შეემატა.
აღსანიშნავია, რომ ანასტასია გუბანოვას წარმატებამ საქართველოს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე 3 საგზური მოუტანა.
-
ახალი სპორტული სეზონის წარმატებული დასაწყისი!
გრან პრის ეტაპებში (ფიგურული სრიალი) მონაწილეობის ისტორიაში, პირველად, საქართველომ შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება და ამასთან, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის 193, 11 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა!შეფილდში გამართულ ეტაპზე სულ 10 ქვეყნის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 სეზონიდან გამოდის და ამ მოკლე პერიოდის მანძილზე მან უკვე საკმაოდ მაღალ შედეგებს მიაღწია, როგორც გასული სეზონის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.გრან პრის ეტაპზე შეფილდში საქართველოს სახელით იგი პირველად ასპარეზობდა, მისი ეს სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილითა და ბრინჯაოს მედლით დასრულდა, რითიც მან გრან პრის სარეიტინგო აქტივში 11 ქულა ჩაიწერა.გრან პრის მეორე ეტაპი ქართველი სპორტსმენისათვის ორი კვირის შემდეგ ფინეთის ქალაქ ესპოში გაიმართება. -
საკვები, სამოსი, მოგზაურობა - ცვლილების ათწლეული ჩინეთში!
სამოსის დიზაინერ ჩუ იანის სტუდია სავსეა ტრადიციული ჩინური ტანსაცმლით, რომელთაგან ერთ-ერთმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე შთაბეჭდილება მოახდინა.
ჩუმ სახელი იმით მოიხვეჭა, რომ ტრადიციულ ჩინურ სამოსს ხელახლა ქმნის და უძველეს ელემენტებს თანამედროვე ელფერს სძენს. ქალბატონი ჩუ პეკინის მოდის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ასწავლის და საკუთარი სტუდიაც აქვს გახსნილი.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონიაზე ბაო სან ჰუას - ძველისძველ კერამიკულ ნაწარმში გამოყენებული ფლორისტული ორნამენტი, რომელიც ყვავილისა და ფიფქის მოხატულობის შერწყმაა - ნახჭით შექმნილი სამოსი წარადგინა. ეს საერთაშორისო არენა მან თანამედროვე ჩინური ესთეტიკის მსოფლიოსთვის გასაცნობად გამოიყენა.
- როდესაც თორმეტი წლის ვიყავი და მოდის შესახებ ჟურნალებს ვკითხულობდი, დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაშინ ცხოვრების მიზნად დიზაინერობა დავისახე, - თქვა ჩუ იანმა.
სხვადასხვა ქვეყნის ფასონების შესწავლის შემდეგ ჩუს ჩინური ტრადიციული ტანსაცმლის მიმართ ცხოველი ინტერესი ჩამოუყალიბდა.
ჩუმ კარიერაში წარმატებას ბოლო ათწლეულში მიაღწია. პოპულარობა კი სამამულო ბრენდებს შორის ტრადიციული ჩინური სტილისა და კულტურის ელემენტების შეტანით მოიპოვა. ამ ტენდენციას „გოჩაო“ ანუ „ჩინური ლაზათი“ ეწოდება.
- დიზაინერების ახალი თაობა მაღალი მიზნისკენ უნდა ილტვოდეს, ოღონდ, არამხოლოდ ჩინური სილამაზის წარმოჩენით, არამედ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ლიდერის ადგილის დაკავებით, - განაცხადა მან.
ცვლილებები უკეთესობისკენ
ათწლეულმა ჩაიარა და ჩინელების ტანისამოსშიც ბევრი რამ შეიცვალა. მაღალი მოდის ნაწარმით მოვაჭრე მაღაზიებში გულუხვი მყიდველების ნაკლებობას არ უჩივიან. ამ სიას უნდა დაემატოს ციპაო (კაბები) და ტანის კოსტიუმები, შედეგად ჰანფუს - ტრადიციული შესამოსელის ტიპს მივიღებთ.
iiMedia-ის კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ჰანფუს გაყიდვებმა 190 მილიონი იუანიდან (26.76 მლნ ამერიკული დოლარი) 6.36 მლრდ იუანს მიაღწია 2015-დან 2020 წლამდე, რასაც ხელი სოციალური მედიის წარმომადგენლებმა შეუწყვეს. ისინი ჩაცმულობით ისტორიული დრამიდან გადმოსულ პერსონაჟებს ჰგავდნენ.
- რაც ახლა ჩანს, ეს ტრადიციული ჩინური კულტურის ნოყიერ ნიადაგზე დაწყებული თანამედროვე აღორძინებაა. ტანსაცმლის მრეწველობა კიდევ უამრავ ორიგინალურ და საინტერესო ნაწარმს შექმნის, - ამბობს ვან ვენშენი, პეკინის საფეიქრო და სამოსის ასოციაციის ვიცედირექტორი.
ჩინეთის მშპ შარშან გაორმაგდა და 114 ტრილიონ იუანს მიაღწია 2012 წელს არსებულ 50 ტრილიონ იუანთან შედარებით. ათი წლის წინ ჩინეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6300 აშშ დოლარი იყო, რამაც შარშან 12000 დოლარს მიაღწია. უფრო ღრმა ჯიბე უფრო მრავალფეროვანი არჩევანის საწინდარია.
ჩჟან იანმეი, რომელიც Xiabu Xiabu-ს ცხელი კერძების ქსელში მუშაობს, ბულიონებში ცვლილების შესახებ გვიყვება.
- ორიოდე წლის წინ ამდენი გემო არ გვქონია. ახლა ტაილანდური ტომ იუმ კუნის, ინდური კარისა და დურიოს გემოც კი გვაქვს, რაც თქვენს კარამდე შეუფერხებლად მოვა, - თქვა მან.
მისივე თქმით, საზკვების სფეროში ახალი ბრენდები და ქსელები ჩნდება და მათი ფილიალები უცხოეთშიც იხსნება.
განვლილ ათ წელიწადს თუ გადავხედავთ, მოგზაურობისა და დროის გატარების წესიც შეცვლილია. ჟაო ცირონი, ტაიუანის - ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე ქვანახშირით მდიდარი პროვინცია შანქსის - მცხოვრები ელექტრომობილების სწრაფი ზრდა-განვითარების მომსწრეა. ამა წლის ივნისში ჩინეთს 10 მლნ ახალი ენერგოეფექტური მანქანა ჰქონდა.
ელექტრომობილი ჟაომაც უყიდა ცოლს სამსახურში სასიარულოდ და ბავშვების სკოლაში სატარებლად. - ბევრი ხალხი ყიდულობს ელექტრო მანქანას, რადგან ის ძალიან მოსახერხებელია, - ამბობს ჟაო.
ტრანსპორტის კიდევ ერთი სფერო - ჩქაროსნული რკინიგზა უზარმაზარი ნახტომებით ვითარდება. - ჩინეთის ჩქაროსნული რკინიგზა ახალ საზღვრებს ლახავს, რათა საზოგადოებას სარგებელი მოუტანოს, - ამბობს გაო ლიანი, პეკინის სატრანსპორტო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის სკოლის ხელმძღვანელი.
2021 წლის მიწურულს ჩინეთის რკინიგზისა და გზატკეცილების საერთო სიგრძე 1.1 მლნ კილომეტრით გაიზარდა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით.
ზრდის კოდი
პეკინის უნივერსიტეტის პროფესორ გუ ჰაილიანის თქმით, ბოლო ათწლეული ინოვაციურმა, კოორდინირებულმა, ეკოლოგიურმა, ღია და ერთობლივმა განვითარებამ განაპირობა, რამაც ჩინეთის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში საგრძნობი ცვლილებები შეიტანა.
- კონცეფციის კომპლექსური და პატიოსანი რეალიზებით ჩინეთი მაღალხარისხოვან განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, - განაცხადა მან.
პანდემიასთან შეჩეხების მიუხედავად, ჩინეთმა იანვრიდან ივნისამდე პერიოდში წლიური 2.5 პროცენტიანი ზრდა გვიჩვენა. ქვეყანა შემოსავლების გაუმჯობესების გზას ადგას.
2012 წლიდან ჩინეთში სოფლად მცხოვრებმა დაახლოებით 100 მილიონმა ადამიანმა სრულ სიღატაკეს დააღწია თავი. მასშტაბური პროექტების ფარგლებში 9.6 მლნ ადამიანი გადასახლდა საცხოვრებლად ნაკლებად ვარგისი ადგილებიდან უკეთ მოწყობილ გარემოში.
როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ჩინეთის მიერ სიღარიბესთან ბრძოლის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯმა კაცობრიობის ისტორიაში კვალი დატოვა, ასახა რა პარტიული ხელმძღვანელობის სიძლიერე, ადამიანზე ორიენტირებული ფილოსოფიის ეფექტიანობა და მისი ინსტიტუციური სიმძლავრე.
მე-14 ხუთწლიანი (2021-2025) გეგმის მონახაზში - „ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარება და გრძელვადიანი მიზნები 2035 წლამდე“ - ჩინეთმა დაადასტურა მომდევნო წლებში ხალხზე ორიენტირებული მიდგომის ვალდებულება, სადაც ხაზგასმულია, რომ განვითარება ხალხისთვის არის და ხალხზეა დამოკიდებული, მის მოსავალს კი ისევ და ისევ ხალხი იმკის.
მიიწევს რა წინ, ჩინეთს განვითარების ახალი გეგმები აქვს დასახული, რაც საყოველთაო კეთილდღეობის წინა პლანზე წამოწევასა და საზოგადო სიკეთეების თანაბარ განაწილებს მოიაზრებს.
- ჯეძიანის პროვინცია, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევის სადემონსტრაციო ზონაა, მტკიცედ მიიწევს წინ, - განაცხადა იუ ძიანსინმა, ჯეძიანის გონშანის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა. - ჯეძიანის საქმიანობა გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რას ნიშნავს საყოველთაო კეთილდღეობა, და მიზნის მისაღწევად ქმნის ნიადაგს, - თქვა მან.
მასალა მომზადებულია სააგენტო "სინხუას" მასალის მიხედვით
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...