ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 11 თებერვალი 2022 20:46

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური სტრატეგიული პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი ახორციელებს, ეროვნული სამეცნიერო კონკურსია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 13 – 18 წლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი, რომელიც წელს მერვედ ჩატარდება, პარტნიორებთან ერთად, აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას.

კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსმა, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩავუყარეთ, უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. ყოველ წელს იზრდება კონკურსის მიმართ როგორც ახალგაზრდების, ასევე ახალი პარტნიორების დაინტერესება. კონკურსი ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისადმი (STEM დარგები) ახალგაზრდების დაინტერესებას, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას. კონკურსის მონაწილეთა უმეტესობა სწორედ STEM დისციპლინებში აგრძელებს განათლებას, რაც ვთვლით რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დარგებშია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მოთხოვნა. წელს, კონკურსს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ლიბერთი ბანკი შემოუერთდა. დარწმუნებული ვართ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კონკურსის კიდევ უფრო განვითარებას და ჩვენი ახალგაზრდების ხელშეწყობას“, - მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

„ლიბერთისთვის  დიდი პატივია იყოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორი. ჩვენი თანამშრომლობა პირველ რიგში ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად - შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს  ცოდნის მიღებასა  და  მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღვივებაში. ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა და ვფიქრობთ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო გაძლიერდება ნიჭიერი, ახლის მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა.

გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდის გუნდთან ერთად ძალიან ბევრ, საინტერესო ადამიანს გავიცნობთ და დავუმეგობრდებით. ლიბერთის გუნდი მზადაა თავისი ყველა რესურსით  ჩაებას მომავალი თაობის განათლების უმნიშვნელოვანეს საქმეში.“ - ვასილ ხოდელი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2005 წლის 2 აპრილიდან - 2009 წლის 1 აპრილის პერიოდში და წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება.  კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.

კონკურსის ტრადიციული პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და საქპატენტი. კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 25 მარტი. კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.millennium.org.ge. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ.: (0) 32 2281 185.

 

წაკითხულია 493 ჯერ

Related items

  • სს ლიბერთი ბანკის განცხადება!

    "ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ ტვ პირველის მიერ, ლიბერთი ბანკთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ლიბერთი ბანკის და მისი აქციონერების იმიჯს.

    კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთრომ ლიბერთი ბანკიარ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.

    ასევეარც ლიბერთი ბანკი და არც მისი აქციონერი,  მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძეარასოდეს ფლობდა “ვითიბი ბანკის“ წილს/აქციებს.

    ყალბი და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების კამპანიის გაგრძელების შეთხვევაშილიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად", ნათქვამია განცხადებაში.

  • სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან

    სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან

    სს ლიბერთი ბანკში აცხადებენ, რომ:
    - სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას.
    - სს ლიბერთი ბანკი ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და ამავდროულად სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას.
  • ბათუმში ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა

    ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის 62 ნომერში, ლიბერთის განახლებული  ფილიალი გახსნა. ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები,  საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი  თორნიკე კორძაია და აჭარის რეგიონალური დირექტორი არჩილ ჯანყარაშვილი დაესწრნენ. 

    ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხვნილებებს. ამჟამად აჭარის რეგიონში დასაქმებულია 31თანამშრომელი. ფუნქციონირებს  15 ფილიალი, 6 საზოგადოებრივი ცენტრი, 4 სპეციალიზირებული სერვის ცენტრი და 7 ლიბერთი ექსპრესი.  განახლებულ ფილიალში 30  თანამშრომელი  დასაქმდა. 

    ,,ლიბერთი აგრძელებს  ფილიალების ქსელის განვითარებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას რეგიონებში. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს. ვიმედოვნებთ,  ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ რეგიონებში მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვისა და განვითარების  პროცესს.“ - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.  

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარსშეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • ლიბერთი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაციის FCI-ის წევრი გახდა

    ლიბერთი, მესამე ბანკია საქართველოს ბაზარზე, რომელიც FCI-ში გაწევრიანდა.

    ,,ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების დანერგვას და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. ფაქტორინგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური მომსახურებაა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. ჩვენს მომხმარებლებს ადგილობრივ ფაქტორინგულ ოპერაციებს 2020 წლიდან ვთავაზობთ. საერთაშორისო ფაქტორინგულ ორგანიზაცაში გაწევრიანება, ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს პროდუქტების მრავალფეროვნება, ასევე ბაზარზე არსებული პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყაროს და მომავალში მომხმარებლებს საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაციები შესთავაზოს“ - შოთა დეკანოსიძე ლიბერთის გლობალური საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი.

    FCI -ის შესახებ:

    FCI არის უმსხვილესი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს და განავითაროს საერთაშორისო ვაჭრობა ფაქტორინგული ოპერაციების გზით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. FCI-ში გაწევრიანებულია 400-მდე ფინანსური ინსტიტუტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან. FCI-ის მსოფლიოს ფაქტორინგული ბაზრის 60%-მდე წილი უკავია.

    ლიბერთის შესახებ:

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის

    31 მაისის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Visa-ს გათამაშებაში და მოიგონ მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მიმართულებებით დაუვიწყარი მოგზაურობა.

    გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც უკვე არის 18 წლის და აქვს ლიბერთის Visa ბარათი.

    გათამაშებაში მონაწილეობას იღებს ტელეფონით - Apple Pay-ს ან Google Pay-ს ციფრული საფულის საშუალებით შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება, რომელიც აღემატება 40 ლარს ნებისმიერ ვალუტაში - თითოეულ ტრანზაქციას მიენიჭება გათამაშების 1 ვირტუალური ბილეთი.

    თამაშდება 35 სამოგზაურო ვაუჩერი, თითოეული 2 ადამიანისთვის.

    გათამაშება ჩატარდება 23 ივნისს და მისი ტრანსლირება მოხდება Visa-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე, Live რეჟიმში.

    დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/429qvqg

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური