ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ
2022 წლის 25 იანვარს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ სახალხო დამცველის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. განიხილეს ასევე, მედია გარემო, თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობა.
ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა კომისრის მხრიდან უფლებადამცველთა და მედიის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა და თავდასხმები.
საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებას. სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო საკონსტიტუციო სარჩელი რომლითაც ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
Related items
-
ი. კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას.
დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტებში.
სესიას მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვოჩი.
გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე.
ასევე გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.
-
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელთა კონსტრუქციულ მუშაობას. მთავრობის მეთაურმა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს.განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ასევე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. -
პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა წარადგინა.
„2022 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული ვითარება უკრაინაში, ამის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვის თაობაზე და, შესაბამისად, ახალი სამიტის მზადება, რომელიც 2023 წლის მაისში უნდა გაიმართოს და რომელმაც უნდა დაგეგმოს ორგანიზაციის მუშაობის შესახებ შემდგომი ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია იყო ერთ-ერთი მთავარი დელეგაცია, რომელმაც ევროსაბჭოს მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას.
როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა 2022 წლის განმავლობაში რამდენიმე რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა, სადაც საქართველოს დელეგაციამ, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირეს ამ დოკუმენტებს, გარდა ერთი იმ რეზოლუციისა, სადაც ჩანაწერი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.
„ეს რეზოლუცია არანაირ შემხებლობაში არ იყო არც საქართველოსთან, არც საქართველოში არსებულ ვითარებასთან, არც დემოკრატიულ რეფორმებთან. ეს იყო მცდელობა, რომელიც საკმაოდ წარმატებულად განახორციელეს „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა და ამ რეზოლუციის მომხსენებელმა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის მიერ ინიცირებულ და საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულია საქართველოს მიერ მიღწეული ძალიან დიდი პროგრესი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.
„ეს პროგრესი არის ხაზგასმული და ცალსახა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მთლიანად ევროპის საბჭოს ორგანიზაცია, თუმცა ასევეა საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელზეც საქართველოს სახელმწიფო მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
-
მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი ფრანგ სენატორებს შეხვდნენ
ქართველმა დეპუტატებმა ფრანგ სენატორებს საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებსა და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
სხდომას სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა რაპენი უძღვებოდა.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის გაფართოების როლზე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.
ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას.
-
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
2023 წლის 19 მარტს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კლინიკა „ვივა მედში“ განთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი მოინახულა, რომლებიც ასევე კლინიკა „ვივა მედში“ გადიან მკურნალობას.
„თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე.
ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა.
თუმცა, ჩემი მხრივ დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.
რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომელსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან.
ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე განთავისუფლებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...