აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ისეთი მყარია, მას ვერაფერი დაასუსტებს, აცხადებს „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი
„აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს და ქართველ ხალხს ძალიან დიდ პატივს სცემს". ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში აზერბაიჯანის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეისათვის აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და ისეთი მყარია, მას ვერაფერი დაასუსტებს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ისტორიულად აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ისინი მეგობრული და მოძმე სახელმწიფოები არიან.
„საქართველო და აზერბაიჯანი ისტორიულად მეგობრები არიან. დღეისათვის მათ თანამშრომლობის მჭიდრო ურთიერთობები გააჩნიათ პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში. იმედია მომავალში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერი გახდება“, - აღნიშნა როვნაგ აბდულაევმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საერთაშორისო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ნავთობკომპანია "სოკარის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი დაესწრო. მიღებაში მათ გარდა მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
აზერბაიჯანის საელჩოში გამართული მიღება საზეიმო ფეირვერკით დასრულდა, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა მოწვეული სტუმრები.
ავთანდილ ოთინაშვილი
Related items
-
SOCAR’-ში ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
14 და 15 ოქტომბერს, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Mastercard-თან ერთად ახალ აქციას იწყებს: ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ქსელში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი ქეშბექი მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე.
აქციის ფარგლებში, ლიბერთის Mastercard სადებეტო ბარათებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი 20% ქეშბექს მიიღებს, ხოლო “ახალი” ბარათით გადახდისას - 30% ქეშბექს დაიბრუნებს. თუ „ახალი“ ბარათის მფლობელს არჩეული ექნება კატეგორიის ქეშბექი „ავტო/მოტო“, დამატებით კიდევ 5% ქეშბექი დაუბრუნდება.
აქციის ფარგლებში, ყველა მომხმარებელი შეძლებს სოკარის ლოაილობის ბარათის Energy Card-ის გამოყენებას.
აქციით სარგებლობისთვის, საჭიროა ქეშბექის ვებ გვერდზე www.cashback.ge ან მობილურ აპლიკაციაში ‘სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის’ შეთავაზების აქტივაცია და ლიბერთის Mastercard ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა. ლიბერთის სადებეტო Mastercard ბარათით გადახდისას CashBack ლიმიტი 500 ლარია, ხოლო ‘ახალი’ ბარათის ქეშბექის ლიმიტი: CashBack - 500 ლარი + დამატებითი ქეშბექი 50 ლარი + 50 ლარი კატეგორიის ქეშბექის ლიმიტი.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 400-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
-
თბილისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
თბილისში გუშინ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „აზერბაიჯანი - საქართველო: საუკუნეების გამოცდა, მეგობრობის მემკვიდრეობა“ გაიმართა.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა. გამონსვლელებმა აღნიშნეს რომ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და რომ ორ ხალხს შორის მეგობრობის კავშირები აგებულია ქართველებისა და აზერბაიჯანელების საერთო წარსულიდან გამომდინარე ძმობის საფუძველზე.
მოგვიანებით, ANAS-ის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კარიმ შუკუროვის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ქეთევან შოშიაშვილის თანათავმჯდომარე აკადემიურ პანელზე, აზერბაიჯანელმა და ქართველმა მეცნიერებმა განიხილეს ურთიერთობის ისტორია, განსაკუთრებით თანამშრომლობა. აზერბაიჯანი და საქართველო მე-20 საუკუნის დასასრულს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, აწვდიდნენ მოხსენებებს კავკასიაში მშვიდობისთვის პარტნიორობის, ასევე ჩვენი ხალხების ურთიერთკულტურული გავლენის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების გაფართოების, ასევე აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის შესახებ ერთობლივი სამეცნიერო ტომის გამოცემის მიზნით.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმავე დღეს კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. რადბირში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოხელე ელდარ ნადირაძის მიერ მომზადებული წიგნის „ყარაბაღის სახანოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა და სხვა მეცნიერებმა და აღნიშნეს, რომ წიგნი გამოიცა ელეგანტურად და დეტალური ინფორმაცია ისტორიის შესახებ.
საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტისა და ევრაზიის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, ქართველი დიპლომატები, მეცნიერები, მკვლევარები და მედიის წარმომადგენლები.
ავთანდილ ოთინაშვილი
-
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი და აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში, ჰ. ალიევის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ მემორიალურ გამოფენას მასპინძლობს
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გუშინ ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მეგობრობისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია სახელწოდებით „გზა მომავლისკენ“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, რომელმაც ისაუბრა აზერბაიჯანისა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობაზე.
გამოფენა ეძღვნება მე-20 საუკუნის გამორჩეული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 99-ე დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ორი ქვეყნის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობის ამსახველი ისტორიული ფოტოები, აზერბაიჯანის საელჩოსა და ედუარდ შევარდნაძის ოჯახის აექივიდან. საზოგადოებამ პირველად იხილა უნიკალური ისტორიულ-მემორიალური ექსპონატები, პირადი ნივთები და ჰეიდარ ალიევის მიერ ედუარდ შევარდნაძისთვის გადაცემული საჩუქრები.
გამოფენის მიზანი ორი ლიდერის მიერ განხორციელებული ისტორიული პროექტების ჩვენებაა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, როდესაც ენერგომატარებლების ალტერნატიული დერეფნები სულ უფრო აქტუალური ხდება.
გამოფენა ედუარდ შევარდნაძის ოჯახისა და აზერბაიჯანის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევითაა ორგანიზებული. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ ორგანიზებული გამოფენის პარტნიორია მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმი თბილისში. აზერბაიჯანული კულტურის ამ კერის დაარსება 1982 წელს ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებისა და მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტო არქივის ხილვა დამთვალიერებელს 15 მაისამდე შეეძლება.
აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1918 წლის 28 მაისს, სწორედ თბილისში გამოცხადდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. გასული საუკუნის 90-ან წლებში კი, როცა აზერბაიჯანს ჰეიდარ ალიევი, ხოლო საქართველოს ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგნენ სათავეში, ორ ქვეყანას შორის სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რამაც ჩვენი ქვეყნების სასიკეთო მომავლის გზა გაკვალა. ამ დროიდან იწყება ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის, როგორც თანამოაზრეების მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა, რაც შემდგომ მყარ მეგობრობაში გადაიზრდება და უდიდეს როლს შეასრულებს ამ ქვეყნების განვითარებაში, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის მოპოვებაში.
აზებაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 1996 წლის მარტში შედგა. მაშინ ხელი მოეწერა საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას. ერთი წლის შემდეგ, 1997 წლის თებერვალში, ედუარდ შევარდნაძის საპასუხო ოფიციალური ვიზიტი შედგა აზერბაიჯანში და გადაწყდა, რომ საქართველოში ნავთობსადენის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყებოდა.
საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტს დასავლეთის მიმართულებით, ბუნებრივია, ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, რომელსაც საკუთარი ინტერესები, გეგმები ამოძრავებდა და ამიტომ ედუარდ შევარდნაძის მიმართ მუქარა არაერთხელ გაჟღერებულა. 1998 წლის თებერვალში შევარდნაძეზე ტერაქტიც განხორციელდა. თუმცა, შეთანხმება მიღწეული იყო და მას ვერაფერი შეცვლიდა.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი - შემდგომი ნავთობისა და გაზსადენების დიდი კასკადის პირველი მერცხალი, 1999 წლის 17 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა და დაიწყო აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის ბრწყინვალედ გატარებული სანავთობო სტრატეგიის დიდი გამარჯვება იყო.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის ისტორიულ დოკუმენტს, 1999 წლის 18 ნოემბერს სტამბულის სამიტზე ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა. სამიტზე საგანგებოდ ჩავიდა აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის განხორციელება - დიდი აბრეშუმის გზის აღორძინება, აზერბაიჯანის და საქართველოს ლიდერების თანამშრომლობისა და მჭიდრო მეგობრობის ნაყოფია. ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ ჩაფიქრებული პროექტების შესრულება დღესაც გრძელდება... გრძელდება აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული, პარტნიორული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობებიც, თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის დასტურია ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ისევე როგორც სხვა დიდი პროექტები.
ორი ლიდერის - ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მთავარი მიზანი მშვიდობიანი კავკასია იყო. აზერბაიჯანისა და საქართველოს პარტნიორობის, თანამშრომლობისა და მეგობრობის 25 წლიანი ფუნდამენტი დღესაც განსაზღვრავს ამ ქვეყნების გზას მომავლისკენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავთანდილ ოთინაშვილი
-
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. გამოიხატა მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ამ პროცესში. შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2022 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავის სათანადო აღნიშვნაზე.
აზერბაიჯანის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ მედიაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
-
კომპანია "სოკარის" მხარდაჭერით, ბაკურიანში, მთის ეტლითხილამურების ჩემპიონატი - "ბაკურიანი 2022" ჩატარდა
ბაკურიანში წელს, მესამედ ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის ისტორიაში, მთის ეტლითხილამურების ჩემპიონატი - "ბაკურიანი 2022" ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი ნავთობკომპანია "სოკარია". ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.ტურნირში მონაწილეობა მიიღეს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ზუგდიდის და ქუთაისში მცხოვრებმა სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა.ჩემპიონატის დევიზია: "აქტიური ცხოვრება ჩვენი სტიქიაა" - და ეს დევიზი პროექტის მონაწილეებს არც ზამთარში დავიწყებიათ.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა ნავთობკომპანია "სოკარის" CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და "სოკარი" მომავალშიც განაგრძობს პროექტის მხარდაჭერას.აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ სოციალურად ძალიან აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. კომპანია მხარს უჭერს ეკონომიკას, ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა. „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...