აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით 2021 წლის თბილისის ფოტოგრაფიის ფესტივალი გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021 11:42
საქართველოს ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინსტიტუტებისადმი ჩვენი მიმდინარე მხარდაჭერის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით 2021 წლის თბილისის ფოტოგრაფიის ფესტივალი გაიხსნა. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ფესტივალის გახსნას ელჩი დეგნანიც დაესწრო და დამთვალიერებლებს ესაუბრა ფოტოგრაფიის უნიკალურ ძალაზე, რომელიც საზღვრებს სცდება და ჰუმანურობის შეცნობაში გვეხმარება.
ფესტივალი მოიცავს ისტორიული და თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს საქართველოდან, ამერიკიდან და მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილია სპეციალური გამოფენა სახელწოდებით „დამზადებულია ამერიკაში", რომელიც დამთვალიერებლებს წარმოუდგენს შეერთებული შტატების ბრძოლის, თვითგამორკვევის, ინოვაციებისა და გამძლეობის მრავალფეროვან ისტორიას. ეს გამოფენა მუზეუმისა და საერთაშორისო ფოტოგრაფიის სააგენტო „Magnum Photos" ერთობლივი პროექტის კულმინაციაა და მოიცავს რამდენიმე მოწინავე ამერიკელი ფოტოგრაფის, მათ შორის ლეონარდ ფრიდის, ელიოტ ერვიტის, ბრიუს დევიდსონის, ალეკ სოტისა და გრეგორი ჰალპერნის ნამუშევრებს.
 
წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველოში
წაკითხულია 410 ჯერ

Related items

  • ოქტობერფესტი დაიწყო - ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ნამდვილი გერმანული ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

    ოქტობერფესტი 2023 დაიწყო. ოქტობერფესტის განწყობა საქართველოში ტრადიციულად ლოვენბრაუსმოაქვს. კონკურსის #Lowenfest ფარგლებში, სოციალური ქსელების საშუალებით, ლუდის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეჩინათ შემოქმედებითობა და ლოვენბრაუსთან ერთად ფესტივალის და ბრენდის მიმართ სიყვარული გადმოეცათ. საუკეთესო კონკურსანტებმა დახურულ ღონისძიებაზე, შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობდა გამარჯვებული, ლაშა ქამადაძე მიუნხენში,  ოქტობერფესტზე გაემგზავრება.

    ღონისძიებაზე ნამდვილი ოქტობერფესტის განწყობა მუსიკამ, სპეციალურმა თამაშებმა და გერმანულმა ლუდმა „ლოვენბრაუმ“ გემრიელ კერძებთან ერთად შექმნა.

    „ოქტობერფესტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახალხო დღესასწაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. წლების წინ გადავწყვიტეთ საქართველოში ყოველწლიურად ჩაგვეტარებინა ოქტობერფესტი. ვცდილობთ განვავითაროთ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ინდუსტრია და, რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი მეგობრებთან შეხვედრის, ემოციების, სიხარულის გაზიარების დღესასწაულია. „ლოვენბრაუს“ გარეშე ოქტობერფესტი წარმოუდგენელია და სწორედ „ლოვენბრაუ“არის დღესასწაულის  მასპინძელი საქართველოში.“ -  აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. 

    ოქტობერფესტი 200-წლიანი ბავარიული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა. აქ ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება.

     „ლოვენბრაუ“ ერთ-ერთიიმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლებააქვთ. აღსანიშნავია, რომ„ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე  იყიდება 1810 წლიდან.

  • ბათუმის სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

    დღეიდან ბათუმი ორი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაში წელს 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. მათი უმრავლესობა ქართულია, რაც გამოფენაზე მყოფი  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის შეფასებით სამშენებლო ინდუსტრიაში ქართული პროდუქციის წილის ზრდაზე მიუთითებს. გამოფენის მთავრი მიზანიც სწორედ  ადგილობრივი პროდუქციისა და სერვისის პოპულარიზაციაა.

    გამოფენის სტუმრებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქტიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე სხვადასხვა სახის შეთავაზებები. სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა  სპორტის სასახლეში იმართება.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა  და უძრავი ქონების მე-12  საერთაშორისო  გამოფენა -  „Batumi Build -2023-ის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

    კომპანია „GEONET EXPO-ს“ ორგანიზებულ  ტრადიციულ გამოფენას ბათუმის „სპორტის სასახლე“ მასპინძლობს და 80-მდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი.

    გამოფენის მიზანი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება-დამყარებაა.

    ოფიციალურ გახსნას ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბათუმში თურქეთის კონსული ესწრებოდნენ.

    წყარო: https://ajaratv.ge/article/120738?fbclid=IwAR2OvmA_VIYDIPH6neAlwk6XBD0IF1ZY5sggdYZ4DHpf4N8UIeRGjvrMy24

  • აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებულ კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებულ კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით, გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესეს რუსეთში დაფუძნებული კიბერდანაშაულებრივი ბანდის Trickbot-ის 11 წევრს.

    რუსეთი დიდი ხანია არის უსაფრთხო თავშესაფარი კიბერკრიმინალებისთვის, მათ შორის Trickbot-ისთვის, ნათქვამია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

    განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ დღევანდელი სანქციები სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განახორციელა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ერთდროულად გამოაცხადებს ბრალდებებს 9 პირის, მათ შორის 7 სანქცირებული პირის მიმართ.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქცირებული 11 ადამიანი არის ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც მონაწილეობენ Trickbot-ის ჯგუფის მართვასა და მომარაგებაში, რომელსაც კავშირები აქვს რუსულ დაზვერვის სამსახურებთან და რომ ჯგუფი თავს დაესხა ბევრ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვის პროვაიდერს აშშ-ში Covid-19-ის გავრცელების დროს.

    განცხადების მიხედვით, აღნიშნული სანქციები წარმოადგენს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილს რუსული კიბერდანაშაულისა და გამოსასყიდის აღკვეთის მიზნით და რომ ორმა ქვეყანამ ასევე დააწესა ერთობლივი სანქციები Trickbot-ის ჯგუფის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ თებერვალში.

    აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის მდივანმა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ბრაიან ნელსონმა,  ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბრძოლა გამოსასყიდის პროგრამებთან საბრძოლველად და მის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში არსებულ შეფერხებებზე რეაგირება.

    ნელსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ისინი გააგრძელებენ საერთო ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების გამოყენებას მავნე კიბერ აქტივობის წინააღმდეგ.

     

  • სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება

    ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.

    გამოფენა უკვე მეთორმეტედ იმართება და წელს მასში 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. სამზადისი ასათიანის ქუჩაზე მდებარე  სპორტის სასახლეში უკვე მიმდინარეობს.

    მსურველებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე შეთავაზებები. ორგანიზატორები  ფასდაკლებებს გვპირდებიან.

    გამოფენა ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების პროდუქციის ფართო მომხმარებლისთვის გაცნობა და ასევე ქართული და უცხოური მწარმოებლების სამომავლო თანამშრომლობაა.

    წყარო: https://ajaratv.ge/article/120678?fbclid=IwAR0ESaYt3zfgIHiho20Zkz8uXkMezoAcot_u7yTPLp52f-dT7pzXCwlQ8SE

  • სომხეთი და აშშ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

    სომხეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „Armenpress“-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წვრთნები გაიმართება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებზე. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

    სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში, 11-20 სექტემბერს სომხეთში, სომხეთსა და აშშ-ს შორის ერთობლივი წვრთნები „Eagle Partner 2023“ გაიმართება.

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ წვრთნა, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მშვიდობის დაცვის ბრიგადის "Zar"-ის საწვრთნელ ცენტრსა და ერთ სასწავლო ცენტრში, რომლის დასახელებაც არ ვცელდება, ჩასატარებელი წვრთნები მოიცავს სამშვიდობო მისიების დროს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიას.

    აღინიშნა, რომ წვრთნების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარების თავსებადობის დონის გაუმჯობესება, საუკეთესო ადმინისტრაციული და ტაქტიკური საკომუნიკაციო პრაქტიკის გაზიარების უზრუნველყოფა და სომხური კონტინგენტის ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის „ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის“ შეფასების ფარგლებში სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადყოფნის  გაზრდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური