გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021 13:20

გერმანიაში გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად, სოციალ -დემოკრატიულმა პარტია SPD-მ ხმების 25,7 პროცენტი მიიღო, ხოლო ქრისტიანული ერთობის პარტიებმა (CDU/CSU) 24,1 პროცენტი. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მათი მონაცემებით, ქვეყნის ფედერალურმა საარჩევნო საბჭომაც გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნების დროებითი არაოფიციალური შედეგები და შესაბამისად SPD-მ, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს და, სავარაუდოდ, მორიგი კანცლერიც იგი გახდება, საპარლამენტო არჩევნებში ხმების 25,7 პროცენტი მიიღო. ქრისტიანული კავშირის (CDU/CSU) პარტიებმა, რომლებმაც ქრისტიან -დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარე არმინ ლაშკეტი ხელმძღვანელობს, ხმების 24.1 პროცენტით მეორე ადგილი დაიკავა. მოკლედ, ამ არაოფიციალური შედეგების მიხედვით, პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა ასე განაწილდა:

სოციალ-დემოკრატიული პარტია SPD - 206,

ქრისტიანული ერთობის პარტიები CDU/CSU - 196,

მწვანეთა პარტია - 118,

FDP - 92,

AfD - 83,

მემარცხენე პარტია - 39.

SPD– ს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ოლაფ შოლცმა გამარჯვების სიტყვაში თქვა: "შედეგები აჩვენებს, რომ ამომრჩევლებს სურთ ჩემი ქვეყნის ახალ კანცლერად ხილვა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ წლის ბოლომდე შევქმნა ახალი მთავრობა."

ქარისტიანული კავშირის პარტიებმა CDU/CSU- მ, რომელმაც არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე დაბალი ხმების რაოდენობა მიიღო. მისმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა არმინ ლაშეტმა თქვა, რომ ის კოალიციური მთავრობის  შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებს.

წაკითხულია 392 ჯერ

Related items

  • შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე

    სამხრეთ კავკასიის რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ვმასპინძლობთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას. პირველ რიგში, ქალბატონ კაუმას კიდევ ერთხელ ვულოცავ პრეზიდენტად არჩევას. ვუსურვებ, რომ გამოწვევებით სავსე პერიოდში წარმატებით შეძლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაძღოლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

    შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელიც საპარლამენტთაშორისო დიალოგის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
    ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგად, ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელთა გარშემოც ის ჩამოყალიბდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    მისივე თქმით, პია კაუმასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

    ვაფასებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში. ხაზი გავუსვით შემდგომი თანამშრომლობის მზაობას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

    ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე საქართველოს მზადყოფნა, განვაგრძოთ თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე, დააკვირდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
    ქალბატონ კაუმასა და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობას ვუხდი ჩამობრძანებისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის. მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ ბრიფინგზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

    მსურს, საქართველოს მივულოცო ის დადებითი სიახლეები, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა ატარებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

  • დმანისის ყოფილი მერს, გიორგი ტატუაშვილს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ ესროლეს

    დღეს, 1 ნოემბერს, დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, თავს დაესხა „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული და მმართველი პარტიის მიერ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი. ყოფილ მერს, სოფელ დიდ დმანისთან აედევნა „მერსედესის“ მარკის მანქანა, რომლის მგზავრების მხრიდან დაფიქსირდა 4 გასროლა ცეცხლსასროლი იარაღით. ყოფილი მერის მანქანას დაუზიანდა საბურავი და სკამის საზურგე, რამაც გიორგი ტატუაშვილი იხსნა ფიზიკური დაზიანებისგან. არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც დაფიქსირებულია ტატუაშვილის ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორის მიერ. მასალები დაოყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს.   

    უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, ე.წ. ზონდერდაჯგუფების არცერთი წვერი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და პრევენციის მცდელობა, რომ სისხლიანი გარჩევები იქნება ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება უპირობო მხარდაჭრა! აღნიშნული თავდასხმის შესახებ ეცნობება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, - აცხადებს დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი.   

  • საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

    საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ცნობს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

    სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

    „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარებს 2023 წლის 9 სექტემბერს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“. - ნათქვამია განცხადებაში.

  • გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

    დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

    პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

    იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.

    რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.

  • ყაზახეთის რესპუბლიკა - პოლიტიკური რეფორმებისა და დემოკრატიის ნათელი მაგალითი

    ყაზახეთის რესპუბლიკისთვის 2022 - 2023 წწ. უდაოდ უმნიშვნელოვანესი იყო. გასული წლის ივნისში ყაზახეთში  სახალხო რეფერენდუმი გაიმართა, ხოლო 20 ნომებერს ქვეყანაში  ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიჩატარდა.2023 წლის 19 მარტს ყაზახეთში ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) ვადამდელი არჩევნები გაიმართა.საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6 366 441 მოქალაქემ (54,09 პროცენტი) 12 035 578 ამომრჩევლიდან, რომელებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს და აღიარეს სრული მზადყოფნა, რეფორმების გატარებისა და ცვლილებებისადმი, რომლებიც ყაზახეთს მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ სახელმწიფოდ გადააქცევს.

    გასული ათი თვის განმავლობაში ყაზახეთში დაიწყო საკონსტიტუციო რეფორმების სერია, რაზეც დიდი მუშაობა მიმდინარეობდა. ეს კი ნიშნავს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას და ქვეყნის ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოდ გადაქცევას. საკონსტიტუციო რეფორმების ათ თვეში განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია თანამედროვე ყაზახეთის განვითარების ისტორიაში.

    ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ახალი კანონმდებლობა და საკონსტიტუციო რეფორმები გარდაქმნის არსებულ სისტემას და ქვეყნის საჯარო მმართველობის სისტემას თანასწორობასა და ეფექტურობაზე დააფუძნებს. ბუნებრივია, რეფორმები ყაზახეთს განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ამჟამად ქვეყანა მიემართება ახალი საკონსტიტუციო გარდამავალი პროცესისკენ, რაშიც ყველა დაინტერესებული მხარეა გაერთიანებული.

    ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ასეთია: პარტია „ამანათ“ - 53,90%; სახალხო დემოკრატიული პარტია „აული“ - 10,90%; რესპუბლიკა პარტია - 8,59%; ყაზახეთის სახალხო პარტია - 6,80%; მწვანეთა პარტია „ბაიტაკი“ - 2,30%; დემოკრატიული პარტია „აკ ჟოლ“ - 8,41%; ეროვნულ სოციალ-დემოკრატიული პარტია - 5,20%. 

    ყაზახეთის პრეზიდენტის ქასიმ-ჟომარტ ტოყაევის განაცხადებით, ზუსტად ერთი წლის წინ მან წარადგინა ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავდა ყაზახეთის ყველა სფეროს ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას. „ხალხმა მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას და წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ ყველაფერი. რეფერენდუმის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ქვეყნის კონსტიტუციაში. გადაიდგა სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯები ხელისუფლების სისტემის განახლებისთვის“, - აღნიშნა ყაზახეთის ლიდერმა.

    მისივე თქმით, 19 მარტს ჩატარდა მეჟლისისა და მასლიხატის მნიშვნელოვანი არჩევნები, რაც სერიოზული ნაბიჯია ჩვენი ყველა რეფორმის ხელშეწყობისთვის და ეს არჩევნები გახდა ფართომასშტაბიანი ცვლილებების ღირსეული გაგრძელება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მომენტი დაემთხვა „ნოვრიზის“ დღესასწაულს“, - დასძინა ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.

    უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო არჩევნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ და უწყინარ გარემოში ჩაიარა. ასტანას ერთ-ერთი მაცხოვრებლების თქმით, მოქალაქეებმა იციან, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენაა ქვეყანის ცხოვრებაში. „იმედი მაქვს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისინი შეასრულებენ თავიანთ პროგრამებსა და ამომრჩევლების დაპირებებს“, - დასძინა ასტანას მკვიდრმა ალიშერმა.

    ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნურლან აბდიროვი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებით დასრულდა რეფორმების ციკლი, რომლის მიზანსაც ქვეყნის მთელი პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაცია წარმოადგენდა.

    „მეჯლისისა და მასლიხატის დეპუტატთა არჩევნებში ახალ, პროპორციულ-მაჟორიტარულ მოდელზე გადასვლა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებრივი ფენების ლიდერებს შევიდნენ როგორც ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე ყაზახეთის პარლამენტში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძალისხმევა მიმართულია ყაზახეთის რესპუბლიკაში სამართლიანი, ჭეშმარიტი და თავისუფალი არჩევნებისა და რესპუბლიკური რეფერენდუმის ჩატარებისკენ, კანონის მკაცრი დაცვით. სწორედ საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს რეფორმების ციკლს ქვეყნის მთელი პოლიტიკური სისტემის მოდერნიზებისთვის“, - აღნიშნა ნურლან აბდიროვმა.

    თავის მხრივ ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველმა ერლან კარინმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნები უზრუნველყოფს სრულიად ახალ პოლიტიკურ მოდელზე გადასვლას. მისივე თქმით, აშკარად შეიმჩნევა ამ არჩევნებში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა და დაინტერესება. „ამ არჩევნების შედეგად ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური მოდელი ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა მან.

    სახელმწიფო მრჩევლის განცხადებით, დეპუტატებით უკმაყოფილო მოქალაქეები, დეპუტატობის მანდატის ჩამორთმევის ინიცირებასაც კი შეძლებენ. „ჩვენ გვყავს ძალიან მომწიფებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყოველთვის აქტიურად გამოდის სხვადასხვა პოზიციიდან და ჩვენ ასევე საკმაოდ მომთხოვნი საზოგადოებაც გვყავს“, - დასძინა ერლან კარინმა.

    ერლან კარინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მოქალაქეთა 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიემართება: „ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს ერთნაირად ესმით ქვეყნის განვითარების პერსპექტივები. ჩვენ შორს წავედით საბჭოთა კავშირიდან. გაიზარდა მოქალაქეების სრულიად ახალი თაობა. ახალგაზრდობა ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენს. მათი უმეტესობა დამოუკიდებლობის ეპოქაში გაიზარდა და მათ სრულიად განსხვავებული აზრი და სულ სხვა პოზიციები აქვთ“, - აღნიშნა ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველმა. 

    რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა დღეისათვის ყაზახეთში არსებულ სიტყვის თავისუფლებას 1-დან 5- ბალიანი სისტემით? ერლან კარინმა აღნიშნა, რომ იგი მას უფრო მეტ შეფასებას 10-ს დაუწერდა. „არანაირი ცენზურა არ გვაქვს. მოქალაქეები თავისუფლად საუბრობენ და გამოთქვამენ კრიტიკას. თანამედროვე პირობებში, როცა არის სოციალური ქსელები, მედია და სხვა ტექნოლოგიები, ცენზურის დანერგვა შეუძლებელია. მოქალაქეებს ინფორმაციის წყაროს ფართო არჩევანი აქვთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც 5-ბალიანი შკალით, ამ კრიტერიუმს 10 ქულით ვაფასებ“, - ხაზი გაუსვა ერლან კარინმა.

    ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო აღნიშნავს, რომ ყაზახეთისთვის უპრეცედენტოა არჩევნებში 359 კანდიდატის მონაწილეობა. არჩევნების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კი, ყაზახეთში 800-მდე დამკვირვებელი და 250-მდე უცხოელი ჟურნალისტია მოწვეული. „ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის მოსმენის მდგომარეობის კონცეფციის ძირითადი არსი. ყაზახეთის მოდერნიზაცია მომავალშიც გაგრძელდება. არჩევნების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტი ქასიმ-ჟომარტ ტოყაევ ამზადებს ახალ ინიციატივებს ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

    მისივე თქმით, პარლამენტის (მეჯლისის) არჩევნები არის ბოლო 14 თვის განმავლობაში, ყაზახეთში განხორციელებული პოლიტიკური ტრანსფორმაციის დასკვნითი ეტაპი: „პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გადაწყვიტა გაეძლიერებინა რეფორმები, რომლის გაატარებაც მან 2019 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო“.

    როგორც ცნობილია, ყაზახეთის პრეზიდენტის ქასიმ-ჟომარტ ტოყაევის ინიციატივით, ქვეყანაში რეფორმების 4 ახალი პაკეტი განხორციელდა: „2022 წლის იანვრის შემდეგ, პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო უფრო რადიკალური რეფორმების გატარებისთვის და სწორედ ამიტომ გასული წლის მარტში შემოთავაზებული იქნა საკონსტიტუციო რეფორმების ახალი პაკეტი და ჩვენ რეფერენდუმის დროს კონსტიტუციაში 60-ზე მეტი ცვლილება შევიტანეთ“.

    მინისტრის მოადგილემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით დასრულდა გარდაქმნების ეტაპი, მაგრამ ეს არ არის საბოლოო წერტილი და რეფორმები კიდევ გაგრძელდება: „ყაზახეთის პრეზიდენტი გეგმავს გამოაცხადოს შემდგომი რეფორმების გეგმები. სამყარო არ დგას ერთ ადგილას და იგი აუცილებლად უნდა განვითარდეს“.

    ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებს მაღალი შეფასებები მისცეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (თსო) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის სადი ჯაფაროვის თქმით, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა 2023 წლის 19 მარტს ყაზახეთის მეჯლისის და მასლიხატის არჩევნებს. მისიაში შედიოდნენ ორგანიზაციის ოფიციალური სამდივნოს წარმომადგენლები, ასევე სხვა სახელმწიფოების დიპლომატები. მისიამ თავისი საქმიანობა განახორციელა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობისა და არჩევნების ორგანიზების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    მისივე თქმით, ყაზახეთის ცესკოს თავმჯდომარემ ნურლან აბდიროვმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ საარჩევნო პროცესების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის პროცესის მზადების შესახებ.

    „არჩევნების დღის განმავლობაში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისიამ ასტანაში 438 საარჩევნო უბანი მოინახულა. საერთო ჯამში, მისიამ დამატებით კიდევ 32 საარჩევნო უბანი დაათვალიერა. მონიტორინგის შედეგად, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისია აცხადებს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას არანაირი ადმინისტრაციული და სამართლებრივი დარღვევები არ გამოვლენილა“, - დასძინა ორგანიზაციის სპიკერმა. 

    ამგვარად, აშკარად სჩანს, რომ ყაზახეთმა დასავლური, დემოკრატიული განვითარების მოდელი აირჩია. ქვეყანა მკაცრი საპრეზიდენტო მმართველობიდან ნახევრად საპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით, 7 წლის განმავლობაში ირჩევა. იგი არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და სრულიად დამოუკიდებელია. პარლამენტს პოლიტიკური მართვის განხორციელების მიმართულებით საკმაოდ დიდი უფლებები აქვს მინიჭებული. ყაზახეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში პირველმა გააუქმა სიკვდილით დასჯა. მან საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რეფორმები დაიწყო და ქვეყნის საწყისად დასავლური, დემოკრატიული განვითარების მოდელი აირჩია. ქვეყანა ყველა მიმართულებით თანამშრომლობს, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართულებითაც.

    აღსანიშნავია ისიც, რომ, ყაზახეთი მსოფლიო არენაზე გამორჩეულია თავისი მშვიდობისმყოფელი, წინადახედული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკითა და დიპლომატიით. ფაქტიურად, აშკარაა, რომ ყაზახეთმა დამოუკიდებლობის 30-ი წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია. დასრულებულია ყაზახეთის სახელმწიფო მშენებლობის პროცესი, მოგვარებულია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები, მკაფიოდ დახაზულია და საერთაშორისო სამართლის მიერ დარეგისტრირებული ქვეყნის საზღვრები. დიდი სტეპების გულში, ბრწყინვალე და თანამედროვე ახალი დედაქალაქი - ასტანა ჩამოყალიბდა. ეკონომიკური თვალსაზრისით ყაზახეთი საერთაშორისო ბაზრის მნიშვნელოვანი წევრი გახდა. ხოლო კონტინენტის ცენტრში იგი თავისი ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვრებით, მშვიდობისა და უსაფრთხოების მყარ გარანტორად გვევლინება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური