„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება
კიდევ ერთი ამორალური ტყუილი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შესრულებით. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ როგორ მოყვა მან ამბავი, თითქოს „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მისი თანამშრომელი, ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ვციტირებ - მან ასე განაცხადა, რომ თითქოს მისი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს".
რა ხდება სინამდვილეში - ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია, ალბათ არავის გაგიკვირდებათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და გაგრძელებად კითხულობდა “ჩლიქოსანს”, მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომდგენლებს. საუბარია, რომ ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს და მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით, მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც, არის იქ ე.წ. ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე, ანუ ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, რაიმე სერიოზული დაზიანება საბედნიეროდ ოპერატორს არ აქვს, თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და იმისთვის, რომ დამეზუსტებინა ეს ინფორმაცია, მე პირადად ოთხჯერ ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკურ შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. მთელი პასუხისმგებლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარიამ მოიტყუა, იცრუა - არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, არამედ საერთოდ, ფიზიკური შეხებაც არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა.
სამართალდამცავები ამ თემას დეტალურად გამოიძიებენ. ჩვენი შტაბის წევრებისგან ვიცით, რომ ჩართული იყო ოპერატორის კამერა და გადაღებული იქნება ის მომენტი, როდესაც ის კიბის საფეხურებზე დაეცა. როდესაც მთავარი არხის ეს კადრები გავრცელდება, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რამდენად სწორია ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რამდენად ამორალური ტყუილია ნიკა გვარამიას მოწოდებული ინფორმაცია.
"ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ნებისმიერი მათ მიერ პროვოცირებული ინციდენტიდან, თუ შემთხვევიდან გამოიყვანონ, ამორალური ტყუილი და ეს აკადრონ ჩვენს საზოგადოებას", აცხადებს მ. მდინარაძე.
Related items
-
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.
უკრაინის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფონზე, ჩვენთვის მით უფრო სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთდება.
გუშინ მოვისმინეთ მორიგი ამგვარი განცხადებები უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში, რძის პროდუქტების თემას უკავშირდებოდა.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებული ემოციური ფონი, რომლის პირობებშიც უწევთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მუშაობა. ასეთ დროს, საკითხების უტრირების ალბათობა, ბუნებრივია, იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში აწარმოებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.
რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხის არსს, რომელიც გახდა ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადების მიზეზი:
როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმაც განმარტა, მოთხოვნა რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან. შესაბამისად, ამ განაცხადს ვერც რუსეთ-უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. გარდა ამისა, ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა უტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.
ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა. საქართველომ, ისევე, როგორც ჩვენი სამეზობლოს ყველა ქვეყანამ - მათ შორის თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ - განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება. ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული: რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის. სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას. გამოკვეთილია ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს შედის და ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა.
გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო. აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ნაციონალური მოძრაობის.
სინამდვილეში, მათ, იგივე მეხუთე კოლონას საქართველოში, არ ადარდებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია, საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა. მათ სურთ საქართველოში 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც რუსეთს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მოგვიანებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები დაადანაშაულეს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი. საქართველო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად და ამავდროულად, საქართველოში მშვიდობის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია მ. მდინარაძის განცხადებაში.
-
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება
ნამდვილად რთული იყო წარმოდგენა, რომ მოგვიწევდა ისეთ საკითზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც დღეს მოგიწვიეთ, თუმცა, ფაქტია, 21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ განცხადა.
მისი თქმით, საუბარია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხუმრობაა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაში 33 დეპუტატია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად საკრებულოს სხდომის გახსნა - არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც შეიძლება.
ანუ მათი დათვლითა და არითმეტიკით 16 33-ის ნახევარზე მეტია. აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი პირობა ასეთია: სხდომა უფლებმოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მიმიმუმ 17 წევრი. ამის მიუხედავად, უკვე კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ კვორუმის გარეშე დაიწყეს არარსებული სხდომა და მიიღეს ე. წ. „გადაწყვეტილებები“:
„გადააყენეს“ სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად „დანიშნეს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც მხარი გახარიას პარტიის წევრებმაც დაუჭირეს (აქამდე ნაც. მოძრაობის წევრები უჭერდნენ მხარს, ახლა უკვე პირიქით, გახარიას პარტიის წევრებმა დაუჭირეს სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელს მხარი); ასე შეწყობილად მუშაობენ უკვე. ამავე ე. წ. სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც. ერთი სიტყვით, კვორუმის გარეშე გახსნილ ე. წ. „სხდომა“ ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე, 74 ან 75 დეპუტატით, ან მაგალითად ორგანული კანონების მიღება ამდენივე ხმით.
ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ამ მსოფლიო პრაქტიკას და კანონმდებლობას არ აღიარებენ სააკააშვილის და გახარიას პარტიის წევრები და მათი ქმედებების ლოგიკით, სენაკში 16 უდრის 33-ის ნახევარზე მეტს ან 16 უდრის ან მეტია 17-ზე!
სააკაშვილი-გახარიას პარტიების ერთობლივი საქმიანობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ორ, ერთ ორგანიზმად ქცეულ პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ წარმოუდგენელი სიგიჟეა ოცდაცამეტდეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება მოინდომო 16 დეპუტატით და ამით წახვიდე არა მხოლოდ არითმეტიკის, კანონების თუ კონსტიტუციის წინაღმდეგ, არამედ მოინდომო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ჯერ მსოფლიო პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა.
-
"რუსთავი2-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას"- მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამაკა მდინარაძის თქმით მმართველი გუნდი საქართველოში მედიაპლურალიზმის არსებობას აუცილებლად შეუწყობს ხელს. მდინარაძემ ასევე უპასუხა იმ კრიტიკას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მისამართით გაისმა იმის გამო, რომ მათ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ძალიან მოკლე ვადაში განიხილეს „ამ ტომებს მოსამართლეები არ ეცნობიან იმ დღეს, როცა საქმის განხილვა მიმდინაროებს, ესაა საქმის განხილვის დასკვნითი ეტაპი და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს, და მე ვერ მივაყენებ სასამართლოს შეურაცხყოფას იმით რომ ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება ვუწოდო. რუსთავი2-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას. საქართველოში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედიაპლურალიზმი და ჩვენ ამას აუცილებლად შევუწყობთ ხელს, ამას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. -
"ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით" - დაპირისპირება ნიკა გვარამიას და მამუკა მდინარაძეს შორის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.
მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესახებ საუბრობდა, მათ შორის დეპუტატმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.
"გუშინ გახდა ცნობილი ამბავი, რომ მოსამართლეს, რომელსაც ნიკა გვარამია ესაუბრებოდა და იქ მილიონებზე იყო საუბარი, მართლაც დაუდასტურდა მილიონიანი ქონების თუ აქტივების შეძენის ფაქტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო.
"თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც თანამშრომლობდა სახელმწიფოსთან მთელი 4 წლის განმავლობაში. ფულს იღებდით ამაში კლინეტებისგან და სახელმწიფოსგან, ჩვეულებრივ სუს-ის აგენტი იყავით", - მიმართა ნიკა გვარამიამ მდინარაძეს და დასძინა, რომ მდინარაძეს ეს დაუფასდა და გახდა "ქართული ოცნების" დეპუტატი.
ნიკა გვარამიას შეფასებით, მამუკა მდინარაძე, "არც ადვოკატად ვარგა და არც პოლიტიკოსად".
მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას მიმართა, რომ "ქართველი კაცის თავმოყვარეობასთან ასე შეხება არ შეიძლება".
"ვცდილობ მაქსიმალურად, რომ მაყურებელს პატივი ვცე და შეურაცხყოფაზე არ გადავიდე. თუ შეიძლება, როცა სიმართლეს მოისმენთ, ასეთ გამოხტომებს თავი დაანებეთ", - მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას.
"რა უნდა მამხილოთ, თქვენ ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით იურისპრუდენციაში, თქვენ რა უნდა მამხილოთ?" - უთხრა გვარამიამ მდინარაძეს.
ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მდინარაძეს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ თუ არ მოსწონდა, ეთერი დაეტოვებინა.
ტელეკომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ჩანაწერებში საუბარი არის დამონტაჟებული და აღნიშნული ჩვენება პროკურატურას მისცა. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანის საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, "აღნიშნული გამოხტომა" იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის დადასტურება, რომ სიმართლე არის ძალიან მწარე.
"ჩვენ ვიცით წარსულის გამოცდილება ბატონი გვარამიასი, მისი პოლიტიკური გუნდის", - აღნიშნა მდინარაძემ.
დეპუტატის განმარტებით, რაც შეეხება მის პირდად გამოცდილებას და იმას, თუ როგორი ადვოკატი იყო, ეს ბევრმა იცის და ამიტომ ამაზე პასუხს არ გასცემს.
"ამ ქვეყანაში სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და რაც არ უნდა შეტევები განახორციელონ, რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის ამ ეთერში ყოფნა და ასე საუბარი, მაინც შევეცდები, რომ ამ მოთმინებით, რაც დღეს გამოვამჟღავნე, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო, ჩვენი სამშობლოს დემოკრატიას ასეთმა ადამიანებმა ჩრდილი არ მიაყენონ", - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ ის ნიკა გვარამიასაც დაიცავს, თუ დასჭირდება, რადგან 11 წლის განმავლობაში უფლებადმცველი იყო. -
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება: "კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მოაწყვეს პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა 48-ე უბანთან, მარნეულის საარჩევნო ოლქში, ნაც. მოძრაობის 100-ზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნო უბანთან და მათ სცადეს ძალადობრივი ფორმით და მეთოდებით საარჩევნო უბნის ჩაშლა. კერძოდ, მათი მიზანი იყო, როგორც ჩანს ყუთის გატაცება. ჩვენ მოვუწოდეთ თავიდანვე ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ აყოლოდნენ პროვოკაციას, არცერთ შემთხვევაში არ შესულიყვნენ ძალადობრივ მოქმედებებში ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებთან და ასევე, მოვუწოდეთ მათ შორის ღია ეთერიდან, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ ამ ყველაფერში. რეალურად, სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ ადგილზე და საბოლოო ჯამში ნაც. მოძრაობის აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, როგორც ჩვენს აქტივისტებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის ისინი ესროდნენ ქვებსაც. ეს არის ტრადიციული მეთოდი ნაც.მოძრაობის. გვახსოვს ჩვენ არაერთი აქტი წინა არჩევნებიდან, ისინი მათ შორის ქვებს ისროდნენ. გამოირჩეოდნენ ისინი აგრესიულობით სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც ასევე ქვა ესროლეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. აქვე დამატებით აღვნიშნავთ შემდეგს, რომ სამწუხაროდ, „რუსთავი2“-ის ეთერში გავრცელდა სიცრუე, მორიგი სიყალბე.
კერძოდ, თქვა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ ვისი აქტივისტები დაესხნენ თავს საარჩევნო უბანს. ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, ყველაფერი იყო ნათელი. ესენი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც თავს დაესხნენ უბანს და სამწუხაროა, რომ „რუსთავი2“ კიდევ ერთხელ ავლენს იმას, რომ ისინი არიან სიცრუის აგიტატორები ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, „იმედის“ ჟურნალისტს გაუტეხეს კამერა ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა და ეს არცერთხელ არ იყო ხსენებული „რუსთავი2“-ის სიუჟეტებში. აქედან ძალიან კარგად ჩანს ის, თუ როგორი კოლეგიალობა იციან „რუსთავი2“-ის ე.წ. ჟურნალისტებმა.
რაც შეეხება ნაც.მოძრაობის დღევანდელ სპიკერს, გიორგი ტუღუშს, რომელიც იყო სააკაშვილის ომბუცმენი და სააკაშვილის ბოლო სასჯელაღსრულების მინისტრი, მანაც გაავრცელა ბინძური ტყუილი, ბინძური სიცრუე. ესეც არ გვიკვირს ჩვენ ბუნებრივია გიორგი ტუღუშისგან. მან თქვა, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს ამ უბანს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ესენი იყვნენ ნაც.მოძრაობის წარმომადგენლები, ისინი თავს დაესხნენ საარჩევნო უბანს, შეეცადნენ საარჩევნო უბნის ჩაშლას, ყუთის გატაცებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ ვპირდებით ნაც.მოძრაობის აქტივისტებს და მათ შორის იმამყულიევს, რომელიც იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი, ისინი ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...