იაპონია “მოდერნას“ ვაქცინას ბავშვებზეც გამოიყენებს
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილმა კოვიდ-19-ის მრჩეველთა საბჭომ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მიერ დამზადებული ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც დაამტკიცა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.
იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo–ს ახალი ამბების თანახმად, რომელიც ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტროს წყაროებს, ამ თვეში მოსალოდნელია ვაქცინის დამტკიცება თვით სამინისტროს მხრიდანაც და ეს მათ საშუალებას მისცემთ ვაქცინის უფასოდ წარმოება, როგორც იმუნიზაციის მთავრობის ეროვნული პროგრამის ნაწილი. გარდა ამისა, მრჩეველთა კომიტეტმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ასევე დაამტკიცა ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც შედგება აქტიური ნივთიერებების კომბინაციისგან, სახელწოდებით "casirivimab/კაზირივიმაბი" და "imdevimab/ინდევიმაბი". პროტეინის ტიპის ანტისხეულების შემადგენლობა მონოკლონური ანტისხეულებისგან შესდგება, რომელსაც ეწოდება "კაზირივიმაბი" და "ინდევიმაბი", რომლებიც შექმნილია კონკრეტული სტრუქტურის ამოცნობისა და დამაგრების მიზნით.
Related items
-
ნაგასაკის პრეფექტურის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა
იაპონიაში, ნაგასაკის პრეფექტურის სანაპიროსთან სატვირთო გემი - 22 კაციანი ეკიპაჟით ჩაიძირა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
იაპონიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, Kyodo-ს ცნობით, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი 6551 ტონიანი სატვირთო გემი, „Jintan“ ნაგასაკის სანაპიროსთან ჩაიძირა. ამავე ინფორმაციით, ეკიპაჟის 22 წევრიდან 4 გადაარჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრი ჩინეთის, 8 კი მიანმარის მოქალაქეა.
იაპონიის სანაპირო დაცვა რეგიონში აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს.
-
იაპონიამ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა
ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდებმა გაზარდა უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება კორეის ნახევარკუნძულზე და მის გარშემო, რის შემდეგაც იაპონიამ თავდაცვის სფეროში ახალი ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა.
აღინიშნა, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზიდან გაშვებული საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა წარმატებით იქნა შეჩერებული წყნარი ოკეანის თავზე 100 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე 16 ნოემბერს გაშვებული მაიას კლასის ხომალდიდან, რომელიც აღჭურვილი იყო Aegis-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ SM-3 Block IIA რაკეტა ერთობლივად იქნა შექმნილი ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მიერ და აღინიშნა, რომ სისტემა პირველად იაპონიამ გამოსცადა.
იაპონიამ, რომელიც მეორე ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საავიაციო კომპანიის Lockheed Martin-ის მიერ ამერიკის თავდაცვის სამინისტროსთვის შექმნილი ბალისტიკური რაკეტა Aegis მიიღო, აღნიშნული სისტემის საშუალებით გატყორცნილი რაკეტის ახალ ვერსიაზე SM-3 Block IIA-ს შექმნაზე აშშ-თან ითანამშრომლა.
-
ჩინელმა მკვლევარებმა COVID-19-ის შტამების - „დელტა“ და „ომიკრონი“ გამანეიტრალებელი ანტისხეულები აღმოაჩინეს
პეკინი, 7 სექტემბერი (სინხუა) – ჩინელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვას ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის შტამებისგან - „დელტა“ და „ომიკრონი“. წინასწარმა კვლევებმა ამ ეტაპზე კარგი შედეგები აჩვენა.
ჟურნალში Signal Transduction and Targeted Therapy გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ით დაავადებულ პაციენტში აღმოჩენილმა 58G6 ანტისხეულმა ძლიერი გამანეიტრალებელი აქტივობა აჩვენა, რომელიც თრგუნავს ზემოხსენებულ შტამებს.
ანტისხეულები ერთობლივად აღმოაჩინეს ჩუნცინის სამედიცინო უნივერსიტეტისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა.
მკვლევარებს ანტისხეულები ზაზუნებს ცხვირის ღრუს მეშვეობით შეყავდათ და დაადგინეს, რომ ძალიან დაბალი დოზა 2 მგ 1 კგ-ზე, ეფექტური იყო მღრღნელების ამ შტამებით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ნათქვამია სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი ანტისხეულები გამოყენებული იქნება ინჰალაციის თერაპიაშიც.
-
ინდოეთში 82 ბავშვს „ტომატის გრიპი“ დაუდგინდა
ინდოეთის კერალასა და ოდიშას შტატებში 82 ბავშვს „ტომატის გრიპი“ დაუდგინდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ჟურნალ The Lancet-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ შემთხვევები პირველად დაფიქსირდა ქალაქ კოლამში, კერალას შტატში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ვირუსი დაფიქსირდა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პროვინციის ანჩალის, არიანკავუსა და ნედუვატურის რეგიონებში.
გარდა ამისა, ინფექცია ერთიდან 9 წლამდე 26 ბავშვს დაუდგინდა ოდიშას შტატში, რითაც დაინფიცირებულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა.
ექსპერტებმა გააკეთეს გაფრთხილება, რომ ვირუსი საკმაოდ მარტივად ვრცელდება.
„ტომატის გრიპი“, რომელიც სახელს კანზე წითელი ბუშტუკებიდან იღებს, იწვევს სიწითლეს, მაღალ ცხელებას და სახსრების ტკივილს.
აღნიშნულია, რომ დაავადების მკურნალობის მეთოდი ჯერ არ არსებობს.
-
3 აგვისტოს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება
2022 წლის 3 აგვისტოს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შედგა საქართველოს და იაპონიის პრემიერ-მინისტრებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მისალოცი წერილების გაცვლა.
საგარეოს ადმინისტრაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ მისალოცი წერილების გადაცემის ცერემონია ერთდროულად გაიმართა, როგორც თბილისში, ასევე ტოკიოში. საქართველოში წერილების გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, აკირა იმამურამ. იაპონიაში კი, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ-სახელმწიფო მინისტრმა ტაკაკო სუზუკიმ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ.
იაპონია გახლდათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირველივე დღიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული და ძლიერი მხარდამჭერია. 30 წლის მანძილზე იაპონიას და საქართველოს შორის ურთიერთობები საერთო ფუნდამენტური ღირებულებების - დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის საფუძველზე განვითარდა და დღეს უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.
უნდა აღინიშნოს ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა. ამ მხრივ, ხაზგასასმელია 2018 წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ისტორიული ვიზიტი საქართველოში, რამაც ნათლად დაადასტურა ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევები და დამატებითი ბიძგი მისცა არსებული მეგობრული კავშირების სამომავლო განვითარებას. რეგულარული ხასიათი მიეცა სხვადასხვა ბიზნეს ფორუმის თუ კულტურული ღონისძიების ჩატარებას. მაღალ დონეზეა პარლამენტთა შორისი ურთიერთობები, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში ჩამოყალიბებულია მეგობრობის ჯგუფები.
საქართველო იაპონიას შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. აღსანიშნავია 2021 წლის 23 ივლისს, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების „ინვესტიციების და გადასახადების შესახებ ხელშეკრულების“ ამოქმედება, რაც, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქმიანობა და ის დახმარება, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია უწევს საქართველოს როგორც საგანმანათლებლო, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...