24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ დოზას მიიღებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 23 ივლისი 2021 12:24
24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ (500 000) დოზას მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
ფაიზერის ვაქცინა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან დონაციის სახით გადმოეცა. 
23 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 391 781 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 136 734 ადამიანი.
ახალი კორონავირუსით (SARS-n-CoV2) გამოწვეული პანდემია, რომელიც კაცობრიობის მიმდინარე გლობალური გამოწვევაა, მსოფლიოზე უპრეცენდენტო გავლენა მოახდინა და ბევრ სფეროში მკვეთრად შეცვალა პანდემიამდე არსებული რეალობა. COVID-19-ის პანდემიის შედეგებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მრავალ სფეროზე და რადიკალურად შეცვალა მოსახლეობის ცხოვრების ჩვეული რიტმი.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, სამეცნიერო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უპრეცენდენტო თანამშრომლობით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები პანდემიის დაწყებიდან მოკლე პერიოდში შეიქმნა. აღნიშნული ვაქცინები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა დაინფიცირების შემთხვევაში მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის წინააღმდეგ და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით. ვაქცინაცია ამ დროისათვის წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ იარაღს, რომლის სარგებელიც ბევრად აჭარბებს შესაძლო რისკს.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. მიმდინარე დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყანაში ვაქცინაციის 4 თვის ანგარიშს, მომზადებულს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ევროკავშირის პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობის ინიციატივებისათვის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ერთობლივი პროექტის „საქართველოში COVID-19-ის გავლენის შერბილება სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის ზრდისთვის“ ხელშეწყობით.
წაკითხულია 471 ჯერ

Related items

  • ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება!

    ექიმი ჰემატოლოგები და პაციენტები პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და  და  მისი ეფექტურობის შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

    22 აპრილს, 12:00  საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ (მის: თბილისი, თელავის  #20) ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის  ეგიდითა და . ერისთავისსახ.ქირურგიისეროვნულიცენტრის ხელშეწყობით, ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

    ღონისძიებაზე მონაწილეობენ ექიმი-ჰემატოლოგები, ექსპერტები და პაციენტები, რომლებიც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ  ჰემოფილიის მართვაში არსებულ სირთულეებზე, პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და მისი ეფექტურობის შესახებ. ასევე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც.

    შეხვედრა  მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამის  გაფართოების საჭიროების შეხსენებას.

    ღონისძიებას წარუძღვება  და ისაუბრებს თემაზე „ჰემოფილია დღეს საქართველოში“,  ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე,  ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობის მნიშვნელობაზე, რა განსხვავებაა ინტრავენურ და კანქვეშა ინექციით პროფილაქტიკურ მკურნალობას შორის, რა პრობლემებს უქმნის ჰემოფილია პაციენტებს და რამდენი საჭიროებს ამ ეტაპზე მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას, რეაბილიტაციის როლი ჰემოფილიის მქონე პაციენტის ცხოვრების გაუმჯობესებაში და სხვა ინოვაციურ მიღწევებზე იმსჯელებენ ექიმი-ჰემატოლოგი კონსტანტინე ჩომახიძე, პედიატრ-ჰემატოლოგი  თამარ ნადირაზე, ჰემოფილიის ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი რამაზ ფილფილაშვილი და ჰემოფილიის ცენტრი ფიზიოთერაპის მეთოდისტი ლიკა რამიშვილი.

    კონფერენციის დასასრულს  გაიმართება დისკუსია.  

    შეგახსენებთ, რომ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონის გაზრდა.  წელს ჰემოფილიის მსოფლიო დღე  იმართება ლოზუნგით - „ხელმისაწვდომობა ყველას - სისხლდენის პროფილაქტიკა, როგორც მკურნალობის გლობალური სტანდარტი“.

    ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა და ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი კი, მხოლოდ დაავადების მტარებელია. დაავადების მქონე პირებს, სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახების, მეგობრებისა და მომვლელების ცხოვრების ხარისხი.

    დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ინოვაციურმა კანქვეშა პროფილაქტიკურმა მკურნალობამ ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების ცხოვრება  რადიკალურად შეცვალა, რაც  წინ გადადგმული ნაბიჯია მსოფლიო მედიცინაში.  დღეს, პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, რომ კვირაში ან თვეში ერთხელ საკმაოდ მარტივად კანქვეშ გაიკეთოს მედიკამენტი, რაც ხელს უწყობს სისხლის ნორმალური შედედების პროცესს და პაციენტს სისხლჩაქეცევები და სისხლდენა აღარ უვითარდება.  საქართველოში კანქვეშა ინექციით პროფილაქტიკური მკურნალობა ამოქმედებულია და მასში ჩართულია 14 პაციენტი, დამატებით, მოლოდინის რეჟიმში არის 80-მდე პაციენტი, რაც ხაზს უსვამს პროგრამის გაფართოების საჭიროებას.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    არსებობს მითი, რომ ჰემოფილია „სამეფო დაავადებაა“ და  დაავადებული ადამიანები დაკავშირებულნი არიან სამეფო შტოებთან. მითი მომდინარეობს ფაქტიდან, რომ დედოფალი ვიქტორია სწორედ ჰემოფილიის გენის მტარებელი იყო, შესაბამისად მისი შვილები ჰემოფილიით დაავადებულნი. ჰემოფილიაზე ცნობების არ ქონის გამო კი იმ დროში გავრცელდა მითი რომ ჰემოფილიით დაავადებულნი სამეფო შთამომავლობისანი იყვნენ.

    მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს:

    • სისხლჩაქცევები
    • განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს  სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული, მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება.
    • როგორც სპონტანური ისე ტრავმული სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში  დაიწყება
    • გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ

    საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანია დაავადებული, მსოფლიო სტატისტიკით კით 10 ათას მამაკაცზე ერთი ჰემოფილიით დაავადებულია. დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ამ დაავადებით 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დღეს, ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, უკვე არსებობს თანამედროვე შესაძლებლობები, რომლითაც ამ დაავადების დიაგნოსტირება და ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ერიკა ოლსონს შეხვდა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.
    ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.
    საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.
    შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის დასანქცირების შესახებ

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის დასანქცირების შესახებ მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის გამო.

    წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვიდეო.

     

  • ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა

    საზოგადოებას ბოლო დღეებში არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია მაღალჩინოსნებისგან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ონკოლოგიურ პრეპარატებზე მაღალი მარჟის გამო.

    ჩვენ, კომპანია PSP-ს, არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების ფასწარმოქმნა კომპანიის მოგებაზე ორიენტაციით არ ხდება, ხშირ შემთხვევებში თვითღირებულებით მიგვიწოდებია ეს მედიკამენტები მომხმარებლისთვის მათი აქტუალობის და მწარმოებლის ძვირი ფასის გამო.

    ჯანდაცვის მინისტრმა 25 მარტის შაბათის ეთერში განაცხადა რომ: „ფასები გადამოწმდა იმპორტის ღირებულებებითაც და სამწუხაროდ 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირია საიმპორტო ფასთან შედარებით“ და რომ “1000 ლარიანი მედიკამენტი ….. მოულოდნელად 3000 ლარი გახდა”. 

    მედიკამენტ აფინიტორის ღირებულება არა თუ 3-ჯერ გაიზარდა, არამედ მისი ღირებულება შემცირებულია 10% მდე.

    აღნიშნული მედიკამენტის იმპორტის ღირებულება 2022 წლის განმავლობაში 841,47 აშშ დოლარია და ლარში მისი თვითღირებულება იცვლებოდა იმპორტის თარიღის და მიმდინარე კურსის მიხედვით, შესაბამისად მისი თვითღირებულება ყოველთვის აღემატებოდა 1000 ლარს.

    თვალსაჩინოებისთვის ცხრილის სახით წარმოგიდგენთ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებულ ფასებს და ინფორმაციას მედიკამენტის გაცემის შესახებ. 

    წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, მარტივია დავინახოთ რომ 1 წლის განმავლობაში კომპანია PSP-მ კონკრეტული ერთი ონკოლოგიური მედიკამენტი სახელმწიფოს 15 616 ლარის ზარალით მიაწოდა.

    ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა, მომხმარებლის საჭიროებიდან და მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანიას არასდროს შეუჩერებია და არ შეაჩერებს მედიკამენტების შემოტანას.

  • ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
    ბატონი ღარიბაშვილის შემდეგ, მედიკამენტების ფასების სამართლიანობაზე საუბარი ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა აზარაშვილმა განაგრძო. მან განაცხადა, რომ დაადგენს, სამართლიანია თუ არა ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. რა სამართლიანობაზეა საუბარი - სახელმწიფო აფინანსებს ონკოლოგიურ პროგრამას და თქვენ გაქვთ ორი ინსტრუმენტი:
    1. მედიკამენტების და არა მარტო მედიკამენტების კონსოლიდირებული შესყიდვა, რისთვისაც, ჯერ კიდევ სერგეენკოს მინისტრობის დროს, ჩემი რეკომენდაციით, დაარსდა სპეციალური სააგენტო, რომლის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი და მიიღოთ უდაბლესი ფასები მედიკამენტებზე, რადგან მოხმარების სტატისტიკა არსებობს. სწორედ ეს უდაბლესი ფასი იქნება ყველაზე სამართლიანი.
    2. მეორე ინსტრუმენტი არის რეფერენტული ფასების დაწესება, რომლის შემოღებასაც საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრია 10 წელიწადზე მეტია ითხოვს, რათა დასრულდეს საუბარი ფასების სამართლიანობაზე.
    აქვე, რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ ფასების დარეგულირება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ აფთიაქებში დასაქმებული ფარმაცევტები, რომლებიც მთავრობას მაღაზიის გამყიდველები ჰგონია, იღებდნენ ღირსეულ ანაზღაურებას, რომელიც 1 500 ლარს უნდა აღემატებოდეს.
    სამწუხაროდ, დღეს ასეთი ხელფასები არ არის, დარგში არსებული ზეკონკურენციის გამო. ამავდროულად, კომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ ევროპული სტანდარტის მოგება, რათა უზრუნველყონ ყველა ტიპის მედიკამენტის ხარისხიანი შენახვა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
    სრულიად გაუგებარია მინისტრის მხრიდან საბოტაჟზე საუბარი. ვინ აწყობს საბოტაჟს - ფარმაცევტული სექტორი უწყობს საკუთარ მომხმარებელს? თუ ისაა საბოტაჟი, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესის მიმართ იყენებენ მსგავს რიტორიკას: „საბოტაჟი“, „მოღალატე“, „დესტრუქციული“?!
    მათი ტოტალური უცოდინრობა, გავრილოვის ჩამოყვანა, აგენტების შესახებ რუსული კანონი, ანაკლიის პორტის, ნამახვან-ჰესის, ჩვენი დიდი ფარმაცევტული წარმოების პროექტის შეჩერება და ა.შ. -აი, ეს არის საბოტაჟი!
    საქართველოს ფარმაცევტული ქსელები, განვითარების დონით, ლიდერები არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში და შესაძლოა, ევროპაშიც, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო, ვერ იტყვის, რომ კარგი მმართველები და მენეჯერები არიან. ამას შედეგები გვიჩვენებს - საქართველოს სრული რეგრესი ყველა მიმართულებით!
    სხედხართ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!
    ქვეყანას ბიზნესი აშენებს და ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. სამწუხაროდ, თქვენ ეს არ გესმით!
    ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში", აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური