ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრები პარლამენტში საქმიანობას აღარ გააგრძელებენ
საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრები პარლამენტში საქმიანობას აღარ გააგრძელებენ. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, საპარლამენტო ფრაქცია მხოლოდ ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას. ამას გარდა ერთადერთი შემთხვევა, როცა ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, ეს საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა იქნება.
"ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ფრაქცია ძალა ერთობაშია", რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ამ ფარისევლურ ყალბ პარლამენტში ადგილი აქვს, ჩვენ მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და არავის არ უნდა რომ პასუხი მოსთხოვოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილის, შსს-ს მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად-ერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და კონსულატაციებს იწყებს. საპარლამენტო ფრაქცია "ლელოს" ლიდერებმა განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ აქტიურად უნდა დაიწყონ მსჯელობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის თაობაზე.