ბორჯომის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა
ბორჯომის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას.
მასში აღნიშნულია, რომ ბორჯომის N1 ქარხნის ახალი დირექტორი მერაბ ახმეტელი, გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა და რიგი სიახლეები გააცნო, რომელსაც კომპანია მათ სთავაზობს. ახალი დირექტორი იმედს გამოთქვამს რომ სამუშაო პროცესის აღდგენა ქარხანაში ხვალიდან დაიწყება.
აღსანიშნავია რომ საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ შექმნილი ვითარების გამო მიიღო, ნათქვამია განცხადებაში.
Related items
-
„საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების ხელფასის ბოლო 6 თვის მონაცემებს ავრცელებს
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე პროფკავშირების წარმომადგენელის გიორგი დიასამიძის ორგანიზებით, უკვე მე-12 დღეა გრძელდება ქარხნის თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა. ამ ხნის განმავლობაში, მათი მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია გაჟღერდა, მათ შორის, ერთ-ერთი დიდი აქცენტი თანამშრომელთა ხელფასების მცირე ოდენობაზე კეთდება. ცხადია, ეს საკითხი მეტ სოლიდარობას იწვევს, რაც უფრო დამაჯერებელს ხდის მათ მოთხოვნებს და მათ შორის ისეთ გზავნილებსაც, თითქოს საწარმო გაჩერებული და პარალიზებულია. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. თანამშრომლების ნაწილი სამსახურშია, შესაბამისად, ქარხანა განაგრძობს მუშაობას ორ ცვლაში.
რაც შეეხება ხელფასის ოდენობას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საწარმოს თანამშრომლები ხელფასს დღიური ანაზღაურებით იღებენ. შესაბამისად, მათი საშუალო ხელფასი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ნამუშევარი დღეების რაოდენობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედეთ დარიცხულ ხელფასებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში თანამშრომლებზე დარიცხული საშუალო ხელფასი 1473.4 ლარიდან 1711.4 ლარამდე მერყეობს. ზოგიერთი თანამშრომლის დარიცხული ხელფასი კონკრეტულ თვეებში 2000 ლარსაც ცდება.
მედიის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესიდან გამომდინარე, „საირმე მინერალ ვოთერსი“ მზად არის გაფიცული თანამშრომლების ხელფასები გაასაჯაროოს. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, ვითხოვთ გაფიცულების წერილობით თანხმობას. ასე ყველასთვის ცხადი გახდება, რომ პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე გაფიცულებს ავრცელებინებს ცრუ ინფორმაციას, იმისთვის რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ის ბინძური გზებით ებრძვის კომპანიას, რომელიც ყველაზე დიდი დამსაქმებელი და გადასახადების გადამხდელია ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობთ, კონკრეტული ციფრების გამოქვეყნებით ყველა დარწმუნდება, რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა.
გარდა ამისა, გაფიცვის დღეებში, სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ცრუ და ამავდროულად, ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მიმართული არის კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. მოგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართავს სასამართლოს კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით.
-
შპს „საირმე მინერალ ვოთერსში“ წარმოების პროცესი არ შეჩერებულა და თანამშრომელთა ნაწილი აგრძელებს მუშაობას
„გაფიცულები ახალი თანამშრომლებით არ ჩაგვინაცვლებია, წარმოების გაგრძელებას გამოუცდელი კადრებით ვერ გავრისკავდით“
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ გაფიცულები თანამშრომლების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად, ქარხანა არ გაჩერებულა და წარმოების პროცესი გრძელდება.
„ქარხანა არ გაჩერებულა, საწარმოო პროცესი გრძელდება. თანამშრომლები ორ ცვლაში მუშაობენ. თუმცა, პრობლემაა გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას. თუმცა გაფიცულების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას, კეტავენ გზებს, რაც ხელს უშლის პროდუქციის ტრანსპორტირებას. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გაფიცულების, განსაკუთრებით კი, ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი არ არის რაიმე რეალური შედეგის მიღება,“ - აღნიშნავს შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე, ლევან კასრაძე.
მნიშვნელოვანია, რომ გაფიცულთა მხრიდან საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს კომპანიის ადმინისტრაციამ ისინი ახალი და გამოუცდელი კადრებით ჩანაცვლა.
„ ეს კიდევ ერთი სიცრუის აჟიტირებაა მათი მხრიდან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ წარმოებას გამოუცდელი კადრებით ვერ გავრისკავდით. ამასთან, ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ თანამშრომელი გაგვეთავისუფლებინა სამსახურიდან,“ - განმარტავს შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე.
კომპანია განაგრძობს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის მცდელობებს გაფიცულებთან. ამავდროულად გამოთქვამენ მზაობას ნებისმიერი დიალოგისთვის.
„ჩვენ მზად ვართ, შედეგზე ორიენტირებული საუბრისთვის გაფიცულებთან, რა თქმა უნდა, გიორგი დიასამიძის გარეშე, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად,“ - მიაჩნიათ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცვას წინ უძღვოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაში დასაქმებულებმა დაიწუნეს, უფრო მეტიც, პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივადაც გაიზარდა. მედიაციის დასრულებამდე ისინი გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ.
-
„საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების თანხმობით მათ ხელფასებს გაასაჯაროებს
ბოლო დღეების განმავლობაში, შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომელთა წარმომადგენლების მხრიდან არაერთი არაზუსტი ინფორმაცია გაჟღერდა მათიხელფასების ოდენობასთან დაკავშირებით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზაობას, გაფიცულ დასაქმებულ პირთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს მხოლოდ მათი სახელფასო ანაზღაურებების ოდენობები თვეების მიხედვით, რათა საზოგადოებას, მედიას და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, გაეცნოს რეალურ და სწორ ინფორმაციას.
გარდა ამისა, გაფიცვის დღეებში, სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ცრუ და ამავდროულად, ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მიმართული არის კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. მოგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართავს სასამართლოს კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს „საირმე მინერალ ვოთერსში“ თანამშრომლის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით, ამასთან, ხელფასის ზრდა ბევრად აღემატებოდა ინფლაციის მაჩვენებელს. დღეს, კომპანიაში დასაქმებულის საშუალო ხელფასი ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია. ამასთანავე, ყველა თანამშრომელს აქვს დაზღვევა, რომელსაც კომპანია იხდის.
-
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ქართულ ენერგოსექტორში განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.აღსანიშნავია, რომ Tata Power, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა, ჯამური ინვესტიციით – 550 მლნ აშშ დოლარზე მეტი.„შუახევი ჰესი“, დაახლოებით, 5%-ით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. პროექტი სამი ისეთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მიერაა დაფინანსებული როგორიცაა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC.მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული მასშტაბური პროექტები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.აღსანიშნავია, რომ „შუახევი ჰესის“ მშენებლობის ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, საიდანაც უმეტესობას ადგილობრივი მცხოვრებლები წარმოადგენდნენ, ხოლო ოპერირების ეტაპზე დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 100 ადამიანია.Tata Group მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, 100 ქვეყანაში ოპერირებს და მის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 935 000 შეადგენს. Tata Group-ის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს Tata Power.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური -
ლ. დავითაშვილმა და მ. მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება, ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას, ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო.
საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.
ახალი ხელშეკრულებები კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...